ათი ყველაზე ემოციური მომენტი ფეხბურთში

30 19
ავატარი
Gaucho
#1
warmogidgent at yvelaze emociur moments fexburtshi
ავატარი
Gaucho ავტორი
#2
1. ევროპის ჩემპიონატის ფინალი 2012 წელი ესპანელი ფეხბურთელების შვილები.
იტალიის მარცხი ევრო-2012 ფინალში ბევრის მოგონებაში დარჩება, ახალგაზრდა მცველის ლეონარდო ბონუჩის უნუგეშო ცრემლების გამო. მაგრამ სიტუაცია განმუხტა ახლო კადრმა სადაც ესპანელ ფეხბურთელებს მოედანზე შვილები გამოყავდათ. კამერების ყურადღების ცენტრში მოექცა პატარა ლეო ტორესი, ხაბი ალონსოს გოგონა, რომელიც მამას თხოვდა მისთვის ევროპის თასი ეჩუქებინა, მცველი სერხიო რამოსი, რომელიც კამერების წინ თავის შვილთან ერთად პოზირებდა, მათი ღიმილი გვახსენებს, რომ ქვეყანაზე სპორტული ჯილდოების გარდა სხვა ფასეულობაც არსებობს.
ავატარი
Gaucho ავტორი
#3
ავატარი
Gaucho ავტორი
#4
ავატარი
Gaucho ავტორი
#5
ავატარი
Gaucho ავტორი
#6
2. ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი 2012 წელი. მარიო ბალოტელის გოლი, რომელიც დედას მიუძღვნა.
მარიო ბალოტელი გერმანიის ნაკრებთან თამაშის შემდეგ სულ სხვა კუთხით გაიცნო მაყურებელმა, მანამდე სკანდალურ თავდამსხმელს მხოლოდ განებივრებულ ტალანტად თვლიდნენ, რომელიც სულ ყურადღებას ითხოვდა საკუთარი პერსონის მიმართ და მზად იყო ეს ყურადღება ყველანაირი ხერხით მიეღო. მაგრამ გერმანიის ნაკრებთან გატანილი ორი გოლის შემდეგ, როცა ის ტრიბუნებისკენ გაიქცა და დედას ჩაეხუტა ბევრს მასზე აზრი შეეცვალა. თამაშის შემდეგ იტალიელმა თქვა, რომ მის ცხოვრებაში საუკეთესო მომენტი იყო როცა მან დედას უთხრა, რომ ამ გოლებს მას უძღვნიდა." ამ მომენტს დიდხანს ველოდი რადგან დედა ასაკიანია და არ შეუძილია მოგზაურობა. მე შევძელი მეჩუქებინა მისთვის ბედნიერება."
ამ თამაშის შემდეგ გაიგო ბევრმა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ადამიანები, მისი ნამდვილი მსობლები არ არიან, რომ თავისი ხელფასის თითქმის ნახევარს ბალოტელი ქველმოქმედებაში რიცხავს.
ავატარი
Gaucho ავტორი
#7
ავატარი
Gaucho ავტორი
#8
ავატარი
Gaucho ავტორი
#9
3. ტიერი ანრის არსენალში დაბრუნება.
34 წლის ფრანგი ფეხბურთელი, ლონდონური კლუბის ლეგენდა, დაბრუნდა არსენალში, რომ თავის ყოფილ გუნდს დახმარებოდა. სიყვარული და დაფასება ამ ფეხბურთელის მიმართ არსენალის გულშემატკივრებს იმდენად დიდი აქვთ, რომ 2011 წლის ზაფხულში ანრიმ პირადად გახსნა ძეგლი რომელიც მას ეძღვნებოდა. "ეს უბრალოდ წარმოუდგენელია! ერთი თვის წინ საკუთარი ძეგლი გავხსენი, ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ ისევ მივიღე შესაძლებლობა დიდხნიანი პაუზის შემდეგ, კვლავ მეთამაშა არსენალში. ეს გადაწყვეტილება უცებ მივიღე, დაგეგმილი არ მქონია. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. ხშირად არ ვტირივარ, მაგრამ როცა არსენალიდან მივდიოდი და როდესაც ძეგლს ვხსნიდი ცრემლები ვერ შევიკავე."
და აი, 5 წლის შემდეგ ფრანგი როგორც ზღაპარში ისე დაბრუნდა არსენალის სტადიონზე, გაიტანა გოლი. ამ მომენტში სტადიონის ყვირილის დავიწყება შეუძლებელია, მეორე დღეს ყველა ბრიტანული გაზეთი წერდა ანრის ტრიუმფალურ დაბრუნებაზე სტატიას.
ავატარი
Gaucho ავტორი
#10
ავატარი
Gaucho ავტორი
#11
ავატარი
Gaucho ავტორი
#12
4. ჩემპიონთა ლიგის 2008 წლის ნახევარფინალი. ფრანკ ლამპარდის გოლი რომელიც გარდაცვლილ დედას მიუძღვნა.
"ბოლო დღეები ლამპარდი სულ ვარჯიშობდა და ცდილობდა ყურადღება ფეხბურთზე გადაეტანა, რომ არ ეფიქრა იმ საშინელ კვირაზე რომლის გადატანაც მას მოუხდა. მისი ოჯახი და მეგობრები დარწმუნებული არიან რომ ლამპარდის გოლი დედას ეძღვნებოდა".
2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ ლამპარდმა გაიგო, რომ დედა გარდაეცვალა. ბევრს ეჭვი ეპარებოდა რომ ფეხბურთელი მოედანზე გამოვიდოდა, მაგრამ მან არამხოლოდ გამონახა ძალა, მოედანზე გამოსულიყო და ეთამაშა 90 წუთი მან ასევე გამონახა ძალა, რომ გაეტანა ძალიან მნიშვნელოვანი გოლი თავისი გუნდისთვის რომელიც დედას მიუძღვნა.
ფეხბურთელის ემოციებს კომენტარი აღარ სჭირდება.
ავატარი
Gaucho ავტორი
#13
ავატარი
Gaucho ავტორი
#14
5. ბილბაოს ატლეტიკი 200 ბავშვის წინააღმდეგ.
ბილბაოს ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა საქველმოქმედო თამაშში 200 ბავშვის წინააღმდეგ, რომელიც ასევე იყო ხოსებე ეჩებერის გამოსამშვიდობებელი თამაში, კლუბში გატარებული 15 წლის შემდეგ.
ყოველ ტაიმში ბილბაოს ფეხბურთელები უნდა გამოსულიყვნენ ორ ჯგუფად. თითო ჯგუფში 100 ბავშვი, მაგრამ მეორე ტაიმში 200 ბავშვი მოედანზე გამოვიდა. სქემამ 66-80-51 სამი გოლკიპერით ვერ დაეხმარა ბავშვებს და პროფესიონალურმა გუნდმა 5😺 გაიმარჯვა.
მაგრამ კარგი სანახავი იყო როგორ უხაროდა 200 ბავშვს გატანილი გოლი, როგორ ფრთხილად მოძრაობდა მოედანზე ფერნანდო ლორენტე, რომ არ დაებიჯებინა ბავშვებისთვის.
ავატარი
Gaucho ავტორი
#15
6. 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ჯონ ტერის ცრემლები
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ეს იყო ყველაზე დაძაბული ფინალი, დრამატიზმი, ემოციები, თანაბარი მეტოქეები. არ არის გასაკვირი, რომ ვერც ძირითადმა და ვერც დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. შემდეგ კი პენალტების სერია იყო, რომელსაც ფეხბურთის მოყვარულები ალბათ დიდხანს ვერ დაივიწყებენ.
ჯონ ტერის ცრემლები, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ეპიზოდი იყო ბოლო ათწლეულში ფეხბურთის ისტორიაში. დარტყმა რომელიც გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო, რომელსაც შეეძლო მოეტანა ჩელსისთვის გამარჯვება, ხოლო კაპიტნისთვის დიდება და დაფასება საბედისწერა აღმოჩნდა. იმ დღეს ტერისთან ერთად ტიროდა ცა...
ავატარი
Gaucho ავტორი
#16

მსგავსი თემები