Qartuli fexburti

51 34
ავატარი
Nukri ავტორი
#32
საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ "ზენიტს" სუპერგოლი გაუტანა, რუსეთში კვლავაც ყველა გამოცემისთვის სასურველი რესპონდენტია.
თორნიკემ ამჯერად ვრცელი ინტერვიუ პოპულარულ საიტ championat.com-ს მისცა, სადაც სხვასთან ერთად, თურქეთში გატარებულ პერიოდზეც ილაპარაკა. გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან, სადაც ის თურქეთში, "ესქიშეჰირსფორში" იჯარით გატარებულ პერიოდს იხსენებს. თორნიკემ უელსი-საქართველოს მატჩში გარეთ ბეილის "უცნაურ" ქცევაზეც ისაუბრა.

- ჩემ კარიერაში თურქული ეტაპი უხელფასობით დამამახსოვრდა (იცინის). "ესქიშეჰირსფორში" ყოფნისას ხუთი თვის განმავლობაში ფული თვალითაც არ მინახავს. მას შემდეგ, რაც "გენკში" პეტარ მასთან (მწვრთნელი) კონფლიქტი მომივიდა, სასწრაფოდ სადმე უნდა გადავსულიყავი. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს თურქული ვარიანტი გამოჩნდა, გუნდის ფინანსური მდგომარეობის შესახებ კი არაფერი ვიცოდი. ჩავედი თუ არა, ბიჭებმა მაშინვე ეს მითხრეს: "ხელფასი? არც ელოდო. კლუბს ვალები აქვს..."

- პურის ფულზე თამაშობდი?
- მართლაც. თავადაც ხშირად ვხუმრობდი, რომ პურის ფულზე ვთამაშობდი - კლუბის ბაზაზე კვება ნორმალური იყო. უფასო.

სიმართლე გითხრათ, არ ვნანობ - თურქეთის ჩემპიონატი მაღალი კლასის, საკმაოდ ძლიერი ტურნირია. ატმოსფერო ტრიბუნებზე კი გადასარევია - ყველა ემოციურად ქომაგობს, აღმერთებს ფეხბურთს. ჩვენი 30-იანი სტადიონი ყოველთვის ივსებოდა. და ეს მაშინ, როდესაც გუნდმა პირველი წრე გასავარდნ ზონაში, 10 ქულით დაასრულა. იმ პერიოდში მე ჯერ არ ვიყავი გუნდში. მეორე წრეში კი 22 ქულა მოვაგროვეთ.

აი, სტამბოლში, სტუმრად ჩატარებულ თამაშზე 10 ათასი ფანატი გვახლდა. არა, 15! წარმოგიდგენიათ - 15 ათასი ადამიანი გვახლდა გასვლით მატჩზე. და აქ საუბარია უბრალო, მოკრძალებული ამბიციების მქონე გუნდზე.

იქ წარმოუდგენელი, გიჟური ქომაგობაა და ასეთ ატმოსფეროში თამაში ერთ რამედ ღირს. ტვინი ორჯერ უფრო სწრაფად გიმუშავებს და ერთი სული გაქვს, გაახარო ეს დიდებული
გულშემატკივრები, რომლებიც თავიანთი შეძახილებით, ზოგჯერ ლანძღვით, მუდმივად წნეხში ამყოფებენ მეტოქეს.

- ამას წინათ საქართველოს ნაკრებში, უელსთან ევროშესარჩევის მატჩში გაიტანე და შეეცადე, დასწეოდი რაკეტა გარეთ ბეილს...
- ის მართლა ძალიან მაგარია! რამდენჯერმე დავუპირე ბურთის ართმევა. ვცადე გამომეცნო, რას მოიმოქმედებდა ან საით გაიქცეოდა. და მაშინ, როდესაც ფიქრობ, რომ ყველაფერი გამოგივა, ბეილი მაინც გატყუებს! ვერაფრით წაგლიჯავ ბურთს.

ერთმა რამემ გამაკვირვა. აქამდე ვერ გამიგია, რატომ აწვდიდა აუტებს ბეილი - აბსოლუტურად ყველას. მაგალითად, ბურთი მოედნის ცენტრშია, კარიდან 50 მეტრში - ბეილი გარბის მოსაწოდებლად. მარცხენა ფლანგია თუ მარჯვენა - მნიშვნელობა არ აქვს. გეგონება, შტატიანი "აუტისტია".

მართლა უცნაურია. 100 მილიონად ხარ შეფასებული და დგახარ და აუტებს აწვდი... ეს შენი საქმე არაა. გავეცანი ბრიტანულ პრესას და იქაც შოკში არიან...
ავატარი
Nukri ავტორი
#33
შოთა არველაძის "მაკაბი", ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი კრიზისშია. ებრაული მედიის ცნობით, ქართველი მწვრთნელის მოხსნა მხოლოდ დროის ამბავია.

ბოლოს "მაკაბიმ" აუტსაიდერ "აშკელონს" ვერ მოუგო და ახლა ისრაელის ჩემპიონატში "ბეერ შევას" უკვე 10 ქულით ჩამორჩება. მატჩის შემდეგ არველაძეს "მაკაბის" ფანებმა ობსტრუქცია მოუწყვეს, ისინი ჩვენებურის დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვდნენ.
ავატარი
Nukri ავტორი
#34
ბოლო 8 თამაშში ქართველი სპეციალისტის გუნდმა მხოლოდ ერთი მოიგო და 8-დან 6 თამაშში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ებრაული მედიის ვარაუდით, შოთა არველაძეს ევროპალიგის მატჩის მერე მოხსნიან.

Ynet წერდა, რომ არველაძეს უახლოეს საათებში მოხსნიან,
უბრალოდ, ისრაელში გუნდის მფლობელის ჩამოსვლას ელოდნენ.

"მაკაბის" მფლობელი კანადელი მილიარდერი მიჩ გოლდჰარია. Ynet-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მისი განკარგულებით, ისრაელში ჩაფრინდა გოლდჰარის წარმომადგენელი ჯეკ ანგლიდისი. ხუთშაბათს "დანდალკთან" თამაშისთვის თავად კლუბის მფლობელს ელიან. გადაწყვეტილია, რომ ევროპალიგის მატჩში "მაკაბის" ისევ არველაძე გაიყვანს მინდორზე.

ანგლიდისის მისიაა, კლუბში არსებული კრიზისი შეისწავლოს და მოახსენოს მფლობელს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. შესაძლოა, არველაძე კიდევ რამდენიმე კვირით დარჩეს მწვრთნელად, თუმცა, თუ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ მიიღებენ, შოთას დროებით პატრიკ ვან ლეუვენი ჩაანაცვლებს.

ხორდი კრუიფმა განაცხადა, რომ იანვარში "მაკაბის" "რევოლუცია" ელის, თუმცა ჰოლანდიელს სეზონის ბოლოს უსრულდება კონტრაქტი და ებრაული მედიის ცნობით, მისი ნდობის მანდატიც ამოიწურა, სერიოზული თანხის ინვესტიციის მიუხედავად, "მაკაბი" წარუმატებელია. ასე რომ, კრუიფს აღარ გაუგრძელებენ კონტრაქტს სპორტული დირექტორის პოზიციაზე.

Ynet წერს, რომ არველაძეს 900-ათასევროიანი კონტრაქტი აქვს ამ სეზონში და კლუბის მეპატრონე ამ კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე გამოიტანს საბოლოო განაჩენს ადგილზე.
ავატარი
Nukri ავტორი
#35
სანდრო კობახიძის "ვორსკლა" კიევის "დინამოს" 2:2 დაუზავდა. ქართველს ამ შეხვედრაში კარგი თამაში დაუფასდა და ერთდროულად ორი ვერსიით მოხვდა უკრაინის პრემიერლიგის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

football.ua შემდეგს წერს: "ვორსკლას" გამოცდილი და სწრაფი ნახევარმცველი მუდამ ამწვავებდა თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი მოედანი იყო.

სანდრო რეიდებს აწყობდა, როგორც ფლანგებზე, ისე ცენტრში, რომლებიც მწვავე პასებით სრულდებოდა. ამ საღამოს კობახიძეს ყველაფერი გამოსდიოდა, მას უბრალოდ ვერ ეწეოდნენ და ვერც ბურთს ართმევდნენ".

ua-football.com: "უკრაინის ჩემპიონის კარში გოლის გატანა მან ვერ შეძლო, ერთხელ გოლი მინიმალური ოფსაიდისთვის გაუუქმეს, მაგრამ მან დატოვა ტურში ყველაზე აქტიური ფეხბურთელის შთაბეჭდილება. ერთი გოლიც მის აქტიურობას მოჰყვა".
ავატარი
Nukri ავტორი
#36
რანგული "პარი სენ-ჟერმენის" 16-წლამდელთა გუნდის ფორვარდმა ნიკა ქუთათელაძემ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა. ამასთან, ქუთათელაძემ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის საკლუბო მაისურს უსახსოვრებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან:

მკითხველი:
- რა ღირებულებამ თუ გრძნობამ გიკარნახა, აგერჩია ევროპულ გრანდებს შორის საქართველოს ნაკრები?
- არ მსურს შაბლონური პასუხი გამომივიდეს, მაგრამ პატრიოტი ვარ, საქართველოში დავიბადე და ჩემთვის "მამული, ენა, სარწმუნოება" უბრალო სიტყვები არ არის. ამაზე უკეთ სათქმელს ვერ გადმოვცემ.

მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვერცერთი სხვა მატერიალური მდგომარეობა გადაწყვეტილებასა და აზრს ვერ შემაცვლევინებს.
ავატარი
Nukri ავტორი
#37
იყო დრო, გოჩა ხოჯავა ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა. უმაღლეს ლიგაში 16 წლისამ ითამაშა, გიორგი დევდარიანის ხელში "თბილისში" გამოჩნდა და თავისი ტექნიკური თამაშით კლაუს ტოპმიოლერიც აღაფრთოვანა.

ახლა ის 31 წლისაა და უკან ჩამოიტოვა ფამაგუსტას "ანორთოსისი", "როსტოვი", მახაჭყალის "ანჟი",
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა", გორის "დილა", ვლადიკავკაზის "ალანია", რუსთავის "ოლიმპი", ლარნაკას აეკ-ი, "სახალინი"... ბოლოს ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" თამაშობდა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებისა და ეროვნული გუნდის (2 მატჩი) წევრი. ძალზე შთამბეჭდავი თამაშები ჩაუტარებია რუსეთის პრემიერლიგაში. მაგრამ მოლოდინი, რომ დიდ პოტენციალს გამოიყენებდა და ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახდებოდა, ვერ გაამართლა.

ახლა ის "რუსთავში" ვარჯიშობს და მიიჩნევს, რომ ფეხბურთის თამაში კიდევ შეუძლია.

"ხაბაროვსკში ყოფნისას კუნთი გამიწყდა და ოთხი თვე ვეღარ ვვარჯიშობდი. ლევან სილაგაძის დამსახურებაა, "რუსთავში" ვარჯიშის საშუალება რომ მაქვს. უკვე თვე-ნახევარია, რაც ამ გუნდში ვარ და მინდა დიდ ფეხბურთს დავუბრუნდე.

როცა შეიტყვეს, რომ ვვარჯიშობ, რაღაც ვარიანტები უკვე გამოჩნდა. თუ საინტერესო წინადადება იქნება და იმედია, რომ იქნება, უცხოეთში წავალ. ჯერჯერობით კი გვერდში დავუდგები ლევან სილაგაძეს, რომელიც მძიმე პერიოდში დამეხმარა.

დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე", - ამბობს ხოჯავა.
ავატარი
Nukri ავტორი
#38
სულ მალე სპორტის ქართველი გურმანები ახალ სპორტულ არხს მიიღებენ. ქართულ სატელევიზიო სივრცეში გამოჩნდება "სეტანტა საქართველო" და "სეტანტა საქართველო +". ამგვარი სერვისებით დღევანდელი ქართული ტელებაზარი ნამდვილად არ არის მდიდარი. აქედან გამომდინარე, ეს სასიამოვნო სიახლე უნდა იყოს გულშემატკივრებისთვის.

არხზე რამდენიმე ცნობილი სახე იმუშავებს. მათ შორისაა დიმიტრი ობოლაძე, რომელსაც რამდენიმე კითხვით მივმართეთ. ველაპარაკეთ თავად არხის დამფუძნებელ კოტე ჯორბენაძესაც:

დიმიტრი ობოლაძე:
- "სეტანტას" ორი არხი იქნება საქართველოში. გულშემატკივარს შევთავაზებთ იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატებს, ასევე, შოტლანდიის ჩემპიონატს, ინგლისის თასის გათამაშებას, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს. ახალი სეზონიდან იქნება ფორმულა 1, კრივი, რაგბიში ტოპ14-ის გათამაშება. მოკლედ, საინტერესო ეთერის მოლოდინში ვართ.

- "სეტანტა" აქამდეც მაუწყებლობდა საქართველოში. ეს არხი რუსულს ჩაენაცვლება?
- დიახ, რუსულს ჩაანაცვლებს.

- ეთერში როდის გახვალთ?
- სავარაუდოდ, 11 დეკემბრიდან ეთერში ვიქნებით.

კოტე ჯორბენაძე:
- ჩვენი არხის მაყურებელს შეეძლება, თავად აირჩიოს ის ენა, რომელზეც სურს რეპორტაჟის ყურება. შესაძლებელი იქნება არჩევანის გაკეთება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს შორის.

- კომენტატორთა კონტინგენტი უკვე შეარჩიეთ?
- ჩვენთან იქნება დიმიტრი ობოლაძე, ასევე, ნოდარ სიმსივე. ის არის ნიჭიერი ახალგაზრდა კომენტატორი და, ამავე დროს, მსახიობიც. მოგეხსენებათ, "ჰეროკრატიაში" თამაშობს...

რაგბის რეპორტაჟებს ნიაზ მამრიკიშვილი გაუძღვება. იცით, რომ ტოპ14-ში ქართველი მორაგბეები თამაშობენ...

ვაპირებთ კონტინგენტის გაფართოებასაც.

- თქვენი ეთერი მთელ საქართველოს მოიცავს?
- დიახ, მთელ საქართველოს, ოღონდ - თანდათანობით. ეტაპობრივად, ყველა ოპერატორზე გავალთ.

- ხომ არ აპირებთ, ყურადღება მიაქციოთ საქართველოს შიგნით მიმდინარე სპორტულ მოვლენებსაც?
- რა თქმა უნდა, ესეც გვაქვს გეგმაში.

- ცალკე გკითხავთ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატზე. ფეხბურთის ფედერაცია ამისთვის სპეციალურ არხს კი ქმნის, მაგრამ ჩვენს პირველობას ზედმეტი პოპულარიზაცია არ აწყენდა...
- იყო ამის თაობაზეც ლაპარაკი. ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
ავატარი
Nukri ავტორი
#39
4 დეკემბერს, ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წწ. სეზონის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა. მეოთხე ტურის შეხვედრები სუპერლიგის გუნდებმა გამართეს.

კვირა დღე სუპერლიგა B-ს შეხვედრებით დაიწყო. სასტარტო დაპირისპირებაში უკვე გათამაშების ფავორიტმა, Funday Entertainment-ის გუნდმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდს სძლია დამაჯერებლად 7-1.

საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა "ჯვაროსნები 2"-ისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის დაპირისპირებაც. მიუხედავად მატჩის დასაწყისში "ჯვაროსნების" მიერ მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობისა, "სტუდენტებმა" მაინც შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და საბოლოოდ ფრე - 3-3.

მოლოდინისამებრ, საინტერესო გამოდგა "ევროკრედიტისა" და "ვივუსის" საფეხბურთო გუნდების შეხვედრა. მატჩი ორმხრივ იერიშებში, საკმაოდ სანახაობრივად წარიმართა. გარდამტეხი შეხვედრის ბოლო ორი წუთი აღმოჩნდა, სადაც თავი უკეთ ალიკ სარქისიანის შეგირდებმა წარმოაჩინეს - 3-1 "ევროკრედიტის" სასარგებლოდ.

წარმატებული სტარტის შემდეგ ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმო "თელავმა". კახელების მეტოქე ამჯერად საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი იყო. მატჩის დასაწყისი თელაველთა უპირატესობით წარიმართა, რაც მეტოქის კართან შექმნილ რამოდენიმე რეალურ საგოლე ეპიზოდზეც აისახა, სადანაც ერთი გოლადაც იქცა. ამის შემდეგ მათ კიდევ მიეცათ გოლის გატანის შანსი, თუმცა მალევე ამოქმედდა ფეხბურთის დაუწერელი კანონი და მეკარის შეცდომის შედეგად საპასუხო გოლი თელაველთა კარში გავიდა, რასაც ტაიმის მიწურულს "ანალოგიური მიზეზით" მეორე გოლიც მოჰყვა. ამის შემდეგ მატჩის სადავეები "სტუდენტებმა" იგდეს ხელთ და დამსახურებული სამი ქულაც ჩაიწერეს აქტივში - 4-2.

მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ზესტაფონის "ფერომ". იმერლებს ვერც რიკოთის უღელტეხილზე მძიმე კლიმატური პირობების გამო მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ შეუშალა ხელი და ვერც "უნიკრედიტმა", რომ ზედიზედ მეორე წარმატება ეზეიმათ. 3-0 "ფეროს" სასარგებლოდ.

ამრიგად, ოთხი ტურის შემდეგ 9-9 ქულით სატურნირო ცხრილს Funday Entertainment-ი, "საქართველოს უნივერსიტეტი" და "ფერო" ლიდერობენ.

04.11.2016. სუპერლიგა B. IV ტური
ეთა - FUNDAY ENT 1:7
სკ ჯვაროსნები 2 - კსუ/CIU 3😺
სკ ევროკრედიტი - FC VIVUS.GE 3:1
FC UG - სკ თელავი 4:2
UNICREDIT.GE - სკ ფერო (ზესტ) 0😺

კვირასვე გაიმართა სუპერლიგა A-ს მეოთხე ტურის შეხვედრები, საიდანაც დაძაბული მხოლოდ ერთი გამოდგა.

სუპერლიგა B-ს სასტარტო მატჩის მსგავსად, ანალოგიური ანგარიშით, 7-1 დასრულდა სუპერლიგა A-ს მეოთხე ტურის პირველი შეხვედრაც, რომელშიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდმა "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას" სძლია. იმერლები ჯერაც ვერ ახერხებენ პირველი ქულების მოპოვებას.

წარმატებული გამოდგა ალიკ სარქისიანის დებიუტი მფკ "ნატახტარის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ტრადიციულ მეტოქეს, სკ "ჯვაროსნებს" დაუპირისპირდა. მიუხედავად შედეგიანი დასაწყისისა, "ჯვაროსნებმა" შეძლეს მატჩში გარდატეხის შეტანა, მეტოქე ანერვიულეს კიდეც, თუმცა მათ შემტევ კახაბერ გოგოხიას ვერაფერი დაუპირისპირეს და ამ უკანასკნელმაც ჰეთ თრიკი მიითვალა, რითიც დიდწილად დაეხმარა "ნატახტარს" მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში - 4-3.

წინა ტურში სფფ-სგან მიღებული "ცივი შხაპის" შემდეგ, კვლავ განაგრძობს წარმატებულ ასპარეზობას პსპ. ბესო არველაძის გუნდის მეტოქე იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის საფეხბურთო გუნდი იყო, რომლის ძლევაც "ფარმაცვეტებს" არ გასჭირვებიათ - 6-1.

უდანაკარგოდ განაგრძობს ასპარეზობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი გუნდი. მათი მომდევნო "მსხვერპლი" ტელეკომპანია "იმედის" საფეხბურთო გუნდი აღმოჩნდა.
9-3 და ოთხიდან ოთხი მოგებით სფფ ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კალაძე-იაშვილის ტანდემი. ამ შეხვედრაში ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მესამე "პოკერი" შეასრულა და 13 გატანილი გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს ბომბარდირთა დავას, სადაც მისი უახლოესი მდევარი 9 გოლით მისივე თანაგუნდელი ალექსანდრე იაშვილია, რომელმაც ამ ტურში მესამე ჰეთ თრიკი მიითვალა. სამაგიეროდ, ეროვნული ნაკრების ყოფილი შემტევი 11 შედეგიანი გადაცემით არის უკონკურენტო.

ოთხი ტურის ტურის შემდეგ სფფ-ის ანგარიშზე 30 გატანილი გოლია, საიდანაც 22 (!) ამ დუეტზე მოდის.

04.12.2016. სუპერლიგა A. IV ტური
GM ჭიათურა - სდსს 1:7
სკ ჯვაროსნები - მფკ ნატახტარი 3:4
CFCP - FC PSP 1:6
სფფ - ტვ იმედი 9😺

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".
მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".
ავატარი
Nukri ავტორი
#40
"ჩიხურასთან" საჩემპიონო პლეი ოფის პირველ მატჩში დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, "სამტრედიის" მწვრთნელი გია ცეცაძე ამბობს, რომ ეს არ არის საკმარისი საბოლოო ტრიუმფისთვის და რომ ყველაფერი 11 დეკემბერს, თბილისში გასამართ საპასუხო მატჩში გადაწყდება...
უპირველეს ყოვლისა, დამსახურებულ გამარჯვებას გილოცავთ. როგორ შეაფასებდით თამაშს?
- 2:0 მოვიგეთ და, რა თქმა უნდა, ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. მთავარი ისაა, რომ ბიჭებს რა დავალებაც მივეცი, ყველაფერი იდეალურად შეასრულეს.

- მეორე ტაიმი შედარებით ფრთხილი ტაქტიკით ჩაატარეთ...
- ჩვენი ამოცანა იყო, ბურთი არ გაგვეშვა. ძალიან გვინდოდა, რომ მეორე ნახევარშიც გაგვეტანა გოლი, მაგრამ არ გამოვიდა. ისე, გულშემატკივრის გადასახედიდან, 3:0-ის შემთხვევაში საპასუხო მატჩი ინტერესს დაკარგავდა.

- რას ელოდებით თბილისურ მატჩში?
- "ჩიხურა" დიდ ომს გაგვიმართავს და მალე ამაში ყველა დარწმუნდებით. საპასუხო მატჩისთვის თბილისში მოვემზადებით. სხვათა შორის, უამინდობის გამო, დედაქალაქში მატარებლით გავემგზავრებით და არა - ავტობუსით, თავი რომ დავიზღვიოთ. კარგია, რომ 11 დეკემბრის მატჩს ყველა დიდი ინტერესით ელოდება.

- რეალურად რომ ვთქვათ, ასეთი უპირატესობის გაბათილება ძალიან ძნელი იქნება...
- 2:0 კომფორტული უპირატესობაა და საპასუხო შეხვედრის წინ ეს იმედს გვაძლევს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ლამაზი და სანახაობრივი თამაში ვაჩვენეთ. ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ ვამბობ - თბილისში ძალიან მძიმე მატჩი გველის და ეს ლიტონი სიტყვები არ არის. ახლა გადამწყვეტი მომენტი დაგვიდგა - ამ მოგებით ჩემპიონობას მივუახლოვდით და საქმე ბოლომდე რომ მივიყვანოთ, მოდუნების უფლება არ გვაქვს.

- მეტოქეზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- გულწრფელად და გადაუჭარბებლად ვამბობ, რომ სოსო ფრუიძემ კარგი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც თამაშის ხარისხით გამოირჩევა და ეს მეორე ტაიმშიც გამოჩნდა. ჩემთვის
დიდი პატივია, ჩემპიონობას კარგი მწვრთნელის ძლიერ გუნდს რომ ვეცილებით. დარწმუნებული ვარ, "ჩიხურას" დარი 4-5 გუნდი კიდევ რომ გვყავდეს, ეროვნული ჩემპიონატის დონე საგრძნობლად აიწევდა და ევროთასებზე "გაბალას" მსგავსი მეტოქე, მინიმუმ, დიდი უპირატესობით ვეღარ გვაჯობებდა.

ამიტომაც მეიმედება 10-გუნდიანი ჩემპიონატის, რადგან იქ დიდი დაძაბულობა და კონკურენცია იქნება, დონე კი ამის გარეშე ვერ ამაღლდება...

აქვე, ესეც აუცილებლად უნდა ვთქვა - "ჩიხურაც" მომეწონა და მისი მოთამაშეების საქციელიც. იყო ერთ-ერთი ეპიზოდი, როცა თამაში მთავრდებოდა და საჩხერელები უტევდნენ, მათ ერთი გოლის გატანა მაინც სჭირდებოდათ. ხომ იცით, ასეთ დროს, უხეშობა და არასაფეხბურთო მომენტები მატულობს ხოლმე. მაგრამ ამ შეხვედრაში პირიქით მოხდა - ჩვენი ფეხბურთელი რომ დაშავდა, ბურთი გიორგი რეხვიაშვილს ჰქონდა და თამაშის გაგრძელების ნაცვლად, აუტზე გადააგდო, ამის გამო კი მისთვის არც ერთ საჩხერელსა და არც მთავარ მწვრთნელს არ უსაყვედურია. ამით, "ჩიხურამ" შედეგზე მაღლა ადამიანობა დააყენა და ჩემთვის ამგვარ საქციელს ვერაფერი გადაწონის.

- რაიონებში სტადიონები თითქმის სულ სავსეა, მაგრამ თბილისში ხალხი ფეხბურთზე არ დადის. თქვენი აზრით, გულშემატკივარს საჩემპიონო ფინალი მაინც მიიზიდავს და 11 დეკემბერს "მიხეილ მესხი" სანახევროდ მაინც შეივსება?
- ძნელი სათქმელია. ჩვენი და საჩხერელი გულშემატკივრები ნამდვილად იქნებიან. ამას გარდა, ფეხბურთით დაინტერესებული ხალხიც მოვა... კარგი იქნება, 7-8 ათასი მაყურებელი მაინც თუ დაესწრება. ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ჩემპიონატშიც შესაძლებელია ლამაზი ფეხბურთის ხილვა. ვინც პირველ მატჩს დაესწრო, მგონია, რომ არ უნანია და კარგი ფეხბურთი ნახა.
ავატარი
Nukri ავტორი
#41
გუშინ, 4 დეკემბერს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ხალხმრავლობა იყო. "ზესტაფონის" გულშემატკივრები საყვარელი კლუბის მომავალზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ. მოგეხსენებათ, თავის დროზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძველი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, "ზესტაფონი" ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებიდან მოიხსნა...

ამდენი ხნის განმავლობაში ადგილობრივი ქომაგი მოთმინებით ელოდა ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობისგან ამ მნიშვნელოვან საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას, თუმცა ამ საკითხს საშველი არა და არ დაადგა.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყველანაირად ცდილობდა, ზესტაფონელი გულშემატკივარი კარგი ფეხბურთით გაენებივრებინა. ამ ქალაქმა უმასპინძლა საქართველოს თასის ფინალს, ახალგაზრდული ნაკრების მატჩებს... თუმცა ამ ხალხსაც უნდა გავუგოთ - მათ საყვარელი გუნდის თამაშების ნახვა და ამ გუნდის ქომაგობა სურთ.

შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აუცილებლად უნდა მისცეს შეფასება ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღადგინოს სამართალი, რაც გულისხმობს "ზესტაფონის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას.

გაისმა მოწოდებაც, სამართლიანობის აღდგენამდე "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბმა გამოუცხადოს ბოიკოტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ორგანიზებულ ყველა ღონისძიებას.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ზესტაფონში ვიზიტის დროს, მაშინ ჯერ კიდევ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა ადგილობრივ გულშემატკივარს სამართლიანობის აღდგენის პირობა მისცა...

გულშემატკივრებმა აღნიშნეს ისიც, რომ "ზესტაფონი" არავის მაგიერ არ აპირებს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას და ითხოვს იმ ადგილს, რომელიც მას კანონით ეკუთვნის, რადგან კლუბმა უარი თქვა საეჭვო მატჩში მონაწილეობაზე.

მიიღეს გადაწყვეტილება, დაიწეროს წერილები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, პრემიერ-მინისტრის, სპორტის მინისტრისა და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის სახელზე. წერილს თან დაერთვება პეტიცია. გუშინვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება "ზესტაფონის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნების მოთხოვნით. სავარაუდოდ, შუა კვირაში წერილები, პეტიციითურთ, ადრესატებს დაეგზავნებათ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ლელო" "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბის
ხელმძღვანელს, კოტე ბოჭორიშვილს გაესაუბრა:

"ჩვენი მოთხოვნა სამართლიანია. გუნდი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან მოიკვეთა უსამართლოდ! ფეხბურთის ფედერაციის ახალმა აღმასკომმა უნდა გააუქმოს ძველის მიერ მიღებული ეს უსამართლო გადაწყვეტილება...

როგორც უსამართლობის მსხვერპლი, ჩვენი გუნდი უნდა დაუბრუნდეს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას. სანამ მიდიოდა გარდამავალი ჩემპიონატი, ჩვენ ხმა არ გაგვიღია. ახლაც არ ჩანს ინტერესი ჩვენი საკითხის მიმართ, რაც ძალიან ცუდია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ "ზესტაფონი" იმის გამო მოკვეთა უმაღლესი ლიგიდან, რომ გუნდმა უარი თქვა საეჭვო შეხვედრაში მონაწილეობაზე. დღეს ფეხბურთის ფედერაცია მონდომებით იბრძვის ამ სენის წინააღმდეგ. რა უნდა ექნა გუნდს? მან საქმის კურსში ჩააყენა ქართული ფეხბურთის მაშინდელი ხელმძღვანელობა, თუმცა უშედეგოდ...

ევროპულ და მსოფლიო ფეხბურთში არის პრეცედენტები, რომ გუნდი იბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს უმაღლეს ლიგაში.

"თითქოს არაფერი მომხდარა" - ასეთ პოზაში ყოფნა ოდესმე უნდა დასრულდეს. დღეს ჩვენ შევიმუშავეთ წერილისა და პეტიციის ტექსტი. ისინი მალე გაეგზავნებათ ადრესატებს ზესტაფონელი და არა მხოლოდ ზესტაფონელი გულშემატკივრების ხელმოწერით. ეს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ყველას, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ფეხბურთი.

გვჯერა, ჩვენი ბრძოლა შედეგს გამოიღებს და "ზესტაფონი" ღირსეულად დაბრუნდება უმაღლეს ლიგაში. დაბრუნდება არა რომელიმე გუნდის მაგივრად, არამედ იმ ადგილს დაიკავებს, რომელიც მას ეკუთვნის. ეს იქნება ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვება. ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ ქალაქის საფეხბურთო ტრადიციას, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი, ამბიციური კლუბის არსებობას საფრთხე დაემუქროს. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის გარემოს უარყოფითისკენ ჩვენს ქალაქში.

ლევან კობიაშვილი შეგვპირდა, რომ ქართული ფეხბურთის სათავეში მოსვლის შემდეგ აღადგენდა სამართლიანობას და დიდი იმედი გვაქვს, ასეც იქნება. ჩვენთვის ეს არის უზომოდ მნიშვნელოვანი, ღირსების საკითხი".
ავატარი
Nukri ავტორი
#42
"კრასნოდარის" გულშემატკივრებმა ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად თორნიკე ოქრიაშვილი აირჩიეს.

კლუბის ოფიციალურ საიტზე თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკითხვაში მონაწილეობა დაახლოებით 2500-მა გულშემატკივარმა მიიღო. ოქრიაშვილმა ხმათა 20,7%-ით იმარჯვა. მეორე ადგილზე 16,2%-ით ანდრეას გრანკვისტი გავიდა, მესამეზე კი მარათ იზმაილოვი - 15,3 %.

ოქრიაშვილმა ნოემბერში ორი არასრული მატჩი ჩაატარა "ორენბურგისა" და "ზენიტის" წინააღმდეგ. ამ უკანასკნელთან ქართველმა ფეხბურთელმა თავი უალამაზესი მაკრატელათი გამოიჩინა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
ავატარი
Gaucho
#43
"ზენიტთან" ზღაპრული გოლის ავტორმა, ქართველმა ნახევარმცველმა, თორნიკე ოქრიაშვილმა ლუჩესკუს სტილზე, სპალეტისთან 7-საათიან მუშაობაზე და "აუტისტ" ბეილზე რუსულ გამოცემა "ჩემპიონატთან" ისაუბრა.
"შამილოვმა მეხუმრება, რომ რამდენჯერაც მაკრატელას დავარტყამ, იმდენს გავიტან"
- ზენიტთან გოლით დავიწყოთ - ემოციებზე ვისაუბროთ...
- თავზარდაცემული ვიყავი. ვერ გავიგე, რა ხდებოდა. გოლის შემდეგ პირველი 15 წამი არ მახსოვს. ჩემს თავში მხოლოდ ეიფორია იყო. მითუმეტეს მას შემდეგ, როდესაც გატანისთანავე მსაჯის პირთან სასტვენი დავინახე და მატჩიც დაასრულა.
- მაკრატელას დარტყმა სწრაფად გადაწყვიტე?
- არა, ფლანგზე ტორბინსკი გარბოდა და ვიფიქრე, მას გავუყოლებთქო, მაგრამ შესაძლოა, მსაჯს ჩაესტვინა. ამიტომ გადავწყვიტე, თავად დამერტყა.
- გატანაში ლოდინი დაგეხმარა?
- ნუ, რა თქმა უნდა, რადგან კარის ხაზიდან წინ საკმაოდ იყო გამოსული. მითხრეს, რომ ქართველებისგან ასეთ დარტყმას არ ელოდნენ.
- გალიცკი შენს შედევრს როგორ შეხვდა?
- მას ჩემი გოლი ძალიან მოსწონდა, რომელიც ბელარუსის ნაკრებს გავუტანე. მატჩის შემდეგ გასახდელში მითხრა: "გილოცავ, შენ კიდევ უკეთესი გოლი გაიტანე, ვიდრე ნაკრებში!"".
- შამილოვი შენი გოლით შოკირებული იყო?
- არა, ის გასახდელში მშვიდი იყო. უბრალოდ, მატჩის შემობრუნებისთვის მადლობა გვითხრა. ამის შემდეგ ვარჯიშებზე მეხუმრებოდა. როდესაც ქვემოდან დარტყმით მომენტი გავაფუჭე, მითხრა, რომ მაკრატელათი აუცილებლად გავიტანდი.
- თანაგუნდელებიც გეხუმრებიან?
- არა, რადგან ასეთ დარტყმებზე რეგურალურად ვმუშაობთ. ზოგს გამოდის, ზოგს არა. მე ყოველთვის მიყვარდა. ამ ეტაპზე, ეს ჩემი კარიერის საუკეთესო გოლია. იყო ბევრი საინტერესო გატანილი ბურთი, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი - არა!
"ზენიტში სპალეტი 7 საათი გვავარჯიშებდა, შოკში ვიყავი"
- მოდი შევხედოთ სიტუაციას რეალურად. გქონდა იმედი, რომ 18 წლის ოქრიაშვილი "ზენიტში" ითამაშებდი?
- ისიც არ ვიცოდი, რომელი გუნდი მიწვევდა. უბრალოდ, ჩემმა აგენტმა, თემურ ლეფსაიამ მითხრა, რომ მომზადებას ავსტრიაში გავივლიდი. მისი დახმარებით "ზენიტში" მოვხვდი.
- გავიგეთ, რომ სპალეტის ოქრიაშვილი გაუხარდა...
- ყოველ შემთხვევაში, მან ჩემი მისვლა აღნიშნა. პირველი რამდენიმე დღე სულ მაქებდა, ჩემი ვარჯიშები ძალიან მოწონდა.
- მაშინ, რატომ არ მოხდა შენი კარიერის უკეთ განვითარება?
- ბოლოს მოვიდა სპალეტი და მითხრა, რომ პირველ გუნდში ჩემთვის თამაში ადრე იყო. სურვილი მქონდა მთავარი გუნდის, რისი საშუალებაც ლუჩიანომ არ მომცა. ამიტომ, "ზენიტი" უნდა დამეტოვებინა.
- გადაურჩი სპალეტის დატვირთვებს თუ უბრალოდ გარდაიცვალე?
- სპალეტის ვარჯიშების დაკვირვებამ გამაოცა. მე მართლა შოკში ვიყავი – დღეში 7 საათი მუშაობა იყო საჭირო, 3 ვარჯიში... თუმცა, მე არცერთ მოთამაშესთნ არ მივსულვარ და არ მიკითხვას: "როგორ იტანთ ამდენს?" მაგრამ, ახლა ამას უკვე შევეჩვიე. უკრაინასა და რუსეთში ძალიან დიდი დატვირთვებია.
"შახტარი მჭირდებოდა, თუმცა ლუჩესკუ ჩემზე ინფორმირებული არ იყო"
- შახტარში ვხედავდი ჩემი განვითარების შესაძლებლობებს, თუმცა როგორც ჩანს, ლუჩესკუ ჩემზე ინფორმირებული არ იყო.
- მან ეს პირადად უარყო?
- შემომხედა და ყველაფერი ვარჯიშზე მიმანიშნა. ამ მხრივ "ზენიტის" ვარჯიში ბევრად უკეთესი იყო, სადაც სპალეტი ყველა ახალგაზრდას აკვირდებოდა, განსხვავებით ლუჩესკუსა. თუ "შახტარში" თამაში გსურს და ლეგიონერი ხარ, ბრაზილიელი უნდა იყო, სხვა შემთხვევაში, შანსი არ გაქვს.
- გოლი "ზენიტთან" - რევანში ლუჩესკუს?
- არავითარი შურისძიება. პირადი შეშფოთება მის მიმართ არ მაქვს, მაგრამ გამიხარდა, რომ "ზენიტს" გავუტანე, თანაც ლუჩესკუს გუნდს.
"თურქეთში საკვებზე ვთამაშობდი"
- რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად თურქული კარიერიდან?
- ის, რომ ხელფასი არ მქონდა(იცინის). "ეშქიშეირსპორში" 5 თვის განმავლობაში ვითამაშე და ფული თვალით არ მინახავს. ბიჭებს ვკითხე: "ხელფასი?", მათ კი დამცინეს, რომ ამას გუნდში არც უნდა დავლოდებოდი, რადგან ფინანსური კრიზისი იყო.
- პურის ფულზე თამაშობდი?
- მართლაც. თავადაც ხშირად ვხუმრობდი, რომ პურის ფულზე ვთამაშობდი - კლუბის ბაზაზე კვება ნორმალური იყო. უფასო. სიმართლე გითხრათ, არ ვნანობ - თურქეთის ჩემპიონატი მაღალი კლასის, საკმაოდ ძლიერი ტურნირია. ატმოსფერო ტრიბუნებზე კი გადასარევია - ყველა ემოციურად ქომაგობს, აღმერთებს ფეხბურთს. ჩვენი 30-იანი სტადიონი ყოველთვის ივსებოდა. და ეს მაშინ, როდესაც გუნდმა პირველი წრე გასავარდნ ზონაში, 10 ქულით დაასრულა. იმ პერიოდში მე ჯერ არ ვიყავი გუნდში. მეორე წრეში კი 22 ქულა მოვაგროვეთ. აი, სტამბოლში, სტუმრად ჩატარებულ თამაშზე 10 ათასი ფანატი გვახლდა. არა, 15! წარმოგიდგენიათ - 15 ათასი ადამიანი გვახლდა გასვლით მატჩზე. და აქ საუბარია უბრალო, მოკრძალებული ამბიციების მქონე გუნდზე.
- ამას წინათ საქართველოს ნაკრებში, უელსთან ევროშესარჩევის მატჩში გაიტანე და შეეცადე, დასწეოდი რაკეტა გარეთ ბეილს...
- ის მართლა ძალიან მაგარია! რამდენჯერმე დავუპირე ბურთის ართმევა. ვცადე გამომეცნო, რას მოიმოქმედებდა ან საით გაიქცეოდა. და მაშინ, როდესაც ფიქრობ, რომ ყველაფერი გამოგივა, ბეილი მაინც გატყუებს! ვერაფრით წაგლიჯავ ბურთს. ერთმა რამემ გამაკვირვა. აქამდე ვერ გამიგია, რატომ აწვდიდა აუტებს ბეილი - აბსოლუტურად ყველას. მაგალითად, ბურთი მოედნის ცენტრშია, კარიდან 50 მეტრში - ბეილი გარბის მოსაწოდებლად. მარცხენა ფლანგია თუ მარჯვენა - მნიშვნელობა არ აქვს. გეგონება, შტატიანი "აუტისტია". მართლა უცნაურია. 100 მილიონად ხარ შეფასებული და დგახარ და აუტებს აწვდი... ეს შენი საქმე არაა. გავეცანი ბრიტანულ პრესას და იქაც შოკში არიან...
ავატარი
Gaucho
#44
19-წლამდელები: ნახევარფინალებში "დინამომ" და "საბურთალომ" იმარჯვეს
გაიმართა საქართველოს 19-წლამდე ლიგის ნახევარფინალები. ორივე მატჩს ზესტაფონის "დავით აბაშიძის" სტადიონმა უმასპინძლა. თბილისის "დინამომ" 2:1 სძლია ქუთაისის "ტორპედოს" და "საბურთალომ" ასეთივე ანგარიშით აჯობა "ზუგდიდს".
დინამოელთა ამ ასაკის გუნდს ლევან გვანცელაძე წვრთნის, ხოლო საბურთალოელებს - გიორგი ჭელიძე.
ფინალი 9 დეკემბერს 14:00 საათზე დაიწყება თბილისის "მიხეილ მესხზე".
შეგახსენებთ, გუშინ 15 და 17-წლამდელთა ლიგის ფინალები გაიმართა. 15-წლამდელებში "დინამომ" 4:0 სძლია სფფ აკადემიას, 17-წლამდელებში კი "ლოკომოტივმა" 4:1 მოუგო "საბურთალოს".
ავატარი
Gaucho
#45
რუსეთის პრემიერლიგა დიდ, სამთვიან შესვენებაზე გავიდა. 2016 წლის დასკვნით სათამაშო დღეს კი, ქართული დერბი შედგა: თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" და გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვი" დაზავდნენ - 1:1. სტუმართა შორის, ტრადიციულად 90 წუთი გაისარჯა ლორია, რომელმაც დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა და მაღალი შეფასებაც მიიღო, 7 ქულა. რაც შეეხება ოქრიაშვილს, თორნიკე მოედანზე 59-ე წუთიდან გამოჩნდა, თუმცა თავი არაფრით გამოუჩენია. 17 ტურის თავზე "კრასნოდარს" 28 ქულა აქვს და "ტერეკთან" ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს. ლორიას "კრილია" კი, 15 ქულით მეთორმეტე ადგილზეა. უშუალოდ ქართველებს რაც შეეხებათ: ლორიამ პრემიერლიგის 17-ვე მატჩი ჩაატარა (1530 წუთი) და 20 გოლი გაუშვა, ხოლო ოქრიაშვილმა 9-ჯერ იასპარეზა (350 წუთი) და ერთი გოლი გაიტანა.
დღესვე, წესით ქართველებს ერთმანეთის პირისპირ უნდა ეთამაშათ "სპარტაკისა" და "რუბინის" მატჩში, მაგრამ... საბა კვირკველიას უთამაშებლობას დავეჩვიეთ და განაცხადში ამჯერადაც ვერ მოხვდა, ხოლო ჯანო ანანიძემ 90 წუთი მინდორის ნაცვლად, სკამზე გაატარა, რაც მოულოდნელობა იყო. საბოლოოდ, "სპარტაკმა" 2:1 იმარჯვა და ლიდერია 40 ქულით. მეორე ადგილოსან "ზენიტს" 35 ქულა აქვს. "რუბინი" კი, 23 ქულით მეცხრეა. კვირკველიას მიმდინარე სეზონში არ უთამაშია და იმედია ზამთარში კლუბს შეიცვლის, ანანიძე კი, მოედანზე 11-ჯერ იყო (740 წუთი) და 4 გოლის გატანა შესძლო.
რუსეთის პრემიერლიგა დამდეგი წლის 3 მარტს განახლდება.
ავატარი
Nukri ავტორი
#46
შოთა არველაძე და თელ-ავივის "მაკაბი" - ესაა ბოლო დღეების ერთ-ერთი მთავარი თემა ქართული სპორტული მედიისთვის. გუნდის საქმეები მთლად კარგად ვერ მიდის ისრაელის ჩემპიონატში და რა იქნება ევროპალიგაზე, ხვალ ამას გვიან საღამოს ერთად შევიტყობთ...

ამ ქვეყანაზე ბევრი პროფესია არაა, მწვრთნელობას რისკის ხარისხით რომ დაეტოლება. მწვრთნელი მუდამ მზად უნდა იყოს წარუმატებლობისა თუ წარმატებისთვის. ჯანსაღად უნდა მიიღოს ორივე და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს.

ამ საკითხზე ყველას თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს, მე კი მგონია, რომ ჩვენს ახალგაზრდა მწვრთნელებს შორის შოთა არველაძე ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია. მას აქვს ყველა ის თვისება, რაც უნდა ჰქონდეს მწვრთნელს.

ეგაა, შოთა ვერაფრით მოხვდა ისეთ გუნდში, რომელშიც ყველაფერი აწყობილად, ევროპულად იქნება. ვერ მოხვდა, თუმცა ის ჯერ მაინც სამწვრთნელო კარიერის დასაწყისშია და აუცილებლად მოხვდება "ისეთ გუნდში".

დღეს შოთა გზაგასაყარზე დგას. "მაკაბის" დატოვების შემთხვევაში, მას აქვს "ალკმაარში" ან "კრასნოდარში" მუშაობის გაგრძელების შანსი. არველაძე-ფეხბურთელს არასოდეს ეშლებოდა საპასუხისმგებლო არჩევანი და, ჩემი აზრით, ამით და კიდევ ბევრი სხვა რამით მისი კარიერა სამაგალითოა ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელისთვის.

უბრალოდ, აქამდე შოთას სამწვრთნელო კარიერაში ვერა და ვერ გამოჩნდა გუნდი, რომელშიც ის ბოლომდე გამოავლენდა საკუთარ შესაძლებლობებს. აქ არ ვგულისხმობთ "ალკმაარს", სადაც ის ლუის ვან გაალის ასისტენტი იყო და მისგან მართლაც ბევრი რამ ისწავლა.

მან იმუშავა სამ თურქულ გუნდში. ამ სამიდან ორი - შეზღუდული ამბიციების კლუბი იყო. მესამე იყო "ტრაბზონსფორი". არველაძე იქ მივიდა დიდი სიყვარულითა და დიდზე დიდი ტვირთით. "ტრაბზონში" იყო რამდენიმე ვარსკვლავი, მაგრამ არ იყო ფული. ასეთ ვითარებაში შედეგის
დადება ძალიან რთულია.

მსგავსი თემები