ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი

4 3
ავატარი
Nukri
#1
.bp1.
.bp2.
ავატარი
Nukri ავტორი
#2
ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა, ასევე უბრალოდ დინამო არენა, მთავარი და ყველაზე დიდი სტადიონი საქართველოში. სტადიონი თბილისის დინამოს საშინაო მოედანია. თავდაპირველი ნაგებობა, რომელიც ცენტრალური სტადიონის სახელითაა ცნობილი, აიგო 1932-1935 წლებში (არქიტექტორი არჩილ ქურდიანი (უფროსი)). 1955-1956 წწ. განიცადა მცირე რეკონსტრუქცია, ხოლო 1970-იანებში ძველი ნაგებობა დაანგრიეს და ააშენეს უფრო დიდი, დღევანდელი სტადიონი, რომელიც 1976 წლის 26 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა (არქიტექტორი გია ქურდიანი; კონსტრუქტორი შალვა გაზაშვილი). აგების მომენტში ეს სტადიონი ტევადობით მესამე იყო საბჭოთა კავშირში. მისი აგება განაპირობა თბილისის დინამოს პოპულარობის ზრდამ და გუნდის წარმატებამ. სტადიონი 78.000 მაყურებელს იტევდა და საბჭოთა ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ყველა მოთხოვნას პასუხობდა.
ავატარი
Nukri ავტორი
#3
ტადიონზე პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი 1976 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა - შეხვედრა უეფას თასზე თბილისის „დინამოსა“ და უელსის „კარდიფ-სიტის“ გუნდებს შორის, რომელიც დინამოს წარმატებით დასრულდა, ანგარიშით 3:0. სტადიონზე ხშირად იმართებოდა საბჭოთა კავშირის პირველობის შეხვედრები. მოსკოვის „სპარტაკი“ და კიევის „დინამო“ სტადიონს საკუთარი საშემოდგომო საერთაშორისო მატჩებისთვის იყენებდნენ.
ავატარი
Nukri ავტორი
#4
საბჭოთა კავშირის სტადიონებს შორის თბილისის სტადიონი საშუალო დასწრებით რეკორდსმენი იყო (45 000 მაყურებლით). საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს პირველი ჩემპიონატის გახსნის თამაშს თბილისის დინამოსა და „კოლხეთს“ შორის 100 000 გულშემატკივარი დაესწრო. რეკორდული დასწრება 1979 წელს დაფიქსირდა „დინამოსა“ და „ლივერპულს“ შორის გამართულ თამაშზე, რომელსაც 110 000 მაყურებელი დაესწრო (დასრულდა თბილისის გამარჯვებით (3:0)). ეს მაჩვენებელი 1995 წელს გამეორდა საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრისას.
ავატარი
Nukri ავტორი
#5
1995 წელს სტადიონს ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა. 2006 წელს სტადიონი შეაკეთეს, გამოცვალეს დასაჯდომებიც უეფას ახალი მოთხოვნების შესაბამისად, რის გამოც, მისი ტევადობა შემცირდა 55 000-მდე. მეორე იარუსის უმეტესი ნაწილი გადახურულია.

2011 წლის 25 აგვისტოს, ეროვნული სტადიონი „დინამოს“ 49 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა. 2015 წელს ბორის პაიჭაძის ეროვნულმა სტადიონმა უეფა-ს სუპერთასის მატჩს უმასპინძლა.

მსგავსი თემები