Los Angeles Lakers

36 13
ავატარი
Gaucho
#1


კონფერენცია: დასავლეთი
დივიზიონი: წყნარი ოკეანის
დაარსდა: 1947
ისტორია: მინეაპოლის ლეიკერსი
1947–1960;
ლოს-ანჯელეს ლეიკერსი
1960–დღემდე
არენა: სტეიფლზ ცენტრი
ქალაქი: ლოს-ანჯელესი , კალიფორნია
გუნდის ფერები: იისფერი, ოქროსფერი და თეთრი
მფლობელ(ებ)ი: ჯერი ბასი
გენერალური მენეჯერი: მიჩ კაფჩეკი
მთავარი მწვრთნელი: მაიკ ბრაუნი
D-ლიგის კლუბი: Los Angeles D-Fenders
ჩემპიონები: 17 ( 194😎
BAA/NBA: 16 ( 1949 , 1950 , 1952, 1953 , 1954 ,
1972 , 1980, 1982 , 1985 , 1987 , 1988 , 2000, 2001 ,
2002 , 2009), 2010 )
კონფერენციის ტიტულები:
32
NBL: 1 (194😎
BAA/NBA: 31 ( 1949 , 1950 , 1952, 1953 , 1954 ,
1959 , 1962, 1963 , 1965 , 1966 , 1968 , 1969, 1970 ,
1972 , 1973, 1980 , 1982 , 1983 , 1984 , 1985, 1987 ,
1988 , 1989, 1991 , 2000 , 2001 , 2002 , 2004, 2008 ,
2009 , 2010)
დივიზიონის ტიტულები: 23 ( 1971, 1972 , 1973 , 1974 , 1977 , 1980, 1982 ,
1983 , 1984, 1985 , 1986 , 1987 , 1988 , 1989, 1990 ,
2000 , 2001, 2004 , 2008 , 2009 , 2010 , 2011, 2012 )
გაუქმებული ნომრები:
7 ( 13 , 22 , 25 , 32 , 33 , 42 , 44 )
ოფიციალური საიტი: Lakers.com
ავატარი
Gaucho ავტორი
#2
ლოს-ანჯელეს ლეიკერსი ( ინგლ. Los Angeles Lakers) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც აშშ-ის
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამოდის. ლეიკერსი არის წევრი წყნარი ოკეანის დივიზიონის, რომელიც დასავლეთ კონფერენციას ეკუთვნის. გუნდის სათამაშო ბაზა - სტეიფლზ ცენტრი მდებარეობს ლოს-ანჯელესში , რომელსაც ადგილობრივ მეტოქე - ლოს-ანჯელეს კლიპერსთან ერთად იყოფს, ასევე მოედანში ასპარეზობს NHL წარმომადგენელი - ლოს-ანჯელეს კინგსი. ლეიკერსი არის ერთერთი ყველაზე წარმატებული გუნდი NBA-ს ისტორიაში, რომლებსაც მოგებული აქვთ 16 ჩემპიონის ტიტული, უკანასკნელი მათგანი კი 2010 წელს მოახერხეს. 2012 წლის მონაცემებით კი, ლეიკერსი არის ყველაზე ღირებული NBA გუნდი ფორბსის მონაცემებით, რომელშიც 900 მილიონ $ არის შეფასებული.
ავატარი
Gaucho ავტორი
#3
გუნდის ისტორია
1947-1960: მინეაპოლისის ისტორიის დასაწყისი

ყველაფერი დაიწყო 1947 წელს როდესაც მინეაპოლის ლეიკერსი გაწევრიანდა ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში (NBL). იმავე წელს გუნდმა მოიპოვა ლიგის ჩემპიონის ტიტული. მომდევნო წელს მინეაპოლისი და კიდევ სამი გუნდი შეუერთდა ამერიკის საკალათბურთო ასოციაციას (BAA) სადაც კიდევ რვა ფრენჩაიზი მონაწილეობდა თუმცა თორმეტივე გუნდიდან ყველაზე ცნობილი და პოპულარული იყო ლეიკერსის ცენტრი
ჯორჯ მიკანი , რომელსაც კალათბურთის პირველ ვარსკვლავად იცნობენ. პირველივე წელს მინეაპოლისმა მოიპოვა BAA-ს ჩემპიონის ტიტულიც დაამარცხა რა ფინალში ვაშინგტონ კაპიტოლზი , რომლის მწვრთნელიც არნოლდ ”რედ” აუერბახი იყო.
ავატარი
Gaucho ავტორი
#4
1949-50 წლების სეზონის წინ მოხდა NBL-ისა BAA-ს გაერთიანება რის შედეგადაც შეიქმნა ერვონული საკალათბურთო ასოციაცია ( NBA ). ასოციაციის პირველი ჩემპიონიც მინეპაოლისი გახდა რომელმაც გზად ჩამოიტოვა მუდმივი კონკურენტი როჩესტერ როიალსი, ხოლო ფინალში სირაკუს ნეიშენალსი დაამარცხა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში გუნდი კიდევ ორჯერ გახდა ჩემპიონი და 1953 წელს მინეაპოლის ლეიკერსი, რომელმაც დააგროვა 5 წელიწადში 4 ტიტული, აღიარებულ იქნა როგორც კალათბურთის პირველი დინასტია, ჯორჯ მიკანის მეთაურობით. მომდევნო წელს, ლეიკერსის აქტივს კიდევ ერთი ჩემპიონობა შეემატა, ფინალში ისევ სირაკუს ნეიშენალსი დამარცხებით, ხოლო გუნდში უკვე მიკანთან ერთად შესანიშნავად გამოიყურებოდა ახალბედა კლაიდ ლოვლეტი .
ავატარი
Gaucho ავტორი
#5
შემდგომი რამდენიმე წელი გუნდისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, ყველაფერი დაიწყო იმით რომ კარიერა დაასრულა მიკანმა, ასევე ასაკი დაეტყოთ სხვა ლიდერებსაც ხოლ ლოველეტი მარტო ვეღარ ახერხებდა იმ შედეგების მიღწევას რასაც მიკანმა მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი გაიოდა ფლეი-ოფში შემდეგ უკვე სერიოზული მიზნებისთვის ვეღარ იბრძოდა, 1956-ში მიკანი დაბრუნდა კიდეც, ორი წლით, იგი შეცვლაზე შედიოდა, თუმცა როგორც ამბობენ შესანიშნავ ფორმაში იყო და ძალიან წააგავდა ძველ ჯორჯ მიკანს...
ავატარი
Gaucho ავტორი
#6
წარუმატებლობების მწვერვალი იყო 57-58 წლების სეზონი როდესაც გუნდმა მხოლოდ 19 თამაში მოიგო და დივიზიონში უკანასკნელ ადგილზე გავიდა. ამ წარუმატებლობას ერთი დადებით მხარე ის ჰქონდა, რომ მომდევნო წელს გუნდმა მოიპოვა დრაფტის #1 არჩევნის უფლება და მათ ძალიან გაუმართლათ რადგან ეს არჩევანი შეჩერდა 6.5 ფუტის სიმაღლის ფორვარდ ელჯინ ბეილორზე , ამ კალათბურთელმა ნამდვილი ფურორი მოახდინა პირველივე წელს და გუნდი NBA-ს ფინალში გაიყვანა, რაც სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან
დასავლეთ დივიზიონის ერთპიროვნული ლიდერი იმ პერიოდში
სენტ-ლუის ჰოუქსი იყო, რომლის მთავარ მიზანს ფინალში
ბოსტონის დამარცხება შეადგენდა, მაგრამ ფინალში ლეიკერსი გავიდა და როგორც აღმოჩნდა მათ იმდენი ძალა დაახარჯეს ამ მიღწევას, რომ ბოსტონს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და დათმეს სერია 4 თამაშში. 1959-60 წლების სეზონში გამეორდა წინა წლის დასავლეთ დივიზიონის ფინალი, მაგრამ ამჯერად სენტ-ლუისმა მოახერხა გამარჯვება 7 თამაშში და აიღო რევანში წინა წელს განცდილი მარცხისთვის.
ავატარი
Gaucho ავტორი
#7
1960-1968: ლოს-ანჯელესის ერა: "ბოსტონ-ლეიკერსის მეტოქეობა"
1960-61 წლების სეზონის წინ მინეაპლოსის გუნდის პრეზიდენტმა ბობ შორტმა მრავალი ფაქტორის და მიზეზის გამო გუნდი გადაიყვანა ლოს-ანჯელესში , ასე შეიქმნა ლოს-ანჯელეს ლეიკერსი , რომელმაც პირველ სეზონში, ახალბედა ჯერი ვესტის და ჩამოყალიბებული სუპერვარსკვლავი ელჯინ ბეილორის დახმარებით მოახერხა დასავლეთ დივიზიონში მეორე ადგილის დაკავება და კონფერენციის ფინალში გასვლა სადაც კვლავ
სენტ-ლუის ჰოუქსს შეხვდა და კვლავ დამარცხდა 7 თამაშში.
ავატარი
Gaucho ავტორი
#8
მომდევნო წელს გუნდი უკვე დასავლეთის ერთპიროვნული ლიდერი იყო, იგი ადვილად გავიდა NBA-ს ფინალში სადაც ეპიკურ 7 თამაშიან სერიაში დამარცხდა ბოსტონ სელტიკსთან . ამ სერიის მეხუთე თამაშში ბოსტონში , ელჯინ ბეილორმა დაამყარა პლეიოფის რეკორდი 61 ქულით რომელიც მომავალი 25 წლის განმავლობაში ხელშეუხებელი იყო.
ავატარი
Gaucho ავტორი
#9
1962-65 წლებში ლეიკერსი 2-ჯერ გახდა დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონი, მისი ლიდერები - ბეილორი და ვესტი თამაშში საშუალოდ 25-27 ქულას აგროვებდნენ თუმცა გუნდისთვის გადაულახავი ზღვარი ფინალში ბოსტონ სელტიკსი იყო, რომელიც განაგრძობდა 13 ეპიკური სეზონისგან შემდგარ ხანას, როდესაც გუნდი 11 ჯერ გახდა ასოციაციის ჩემპიონი.
ავატარი
Gaucho ავტორი
#10
1965-66 წლების სეზონის წინ ლეიკერსში შეიცვალა ბევრი რამ, მფლობელმა ბობ შორტმა გუნდი 5 მილიონ დოლარად მიყიდა ჯეკ კენტ კუკს, მოვიდნენ ახალი მოთამაშეები ცენტრი - დარელ იმჰოფი , ბობ ბუზერი და ნიჭიერი ახალბედა გეილ გუდრიხი . თუმცა არც ამ წელს და არც მომდევნო ორი წლის განმავლობაში არ იცვლებოდა ერთი რამ: ლეიკერსი გადიოდა ფინალში და მარცხდებოდა ბოსტონ სელტიქსთან , შედეგად 1968 წლის სეზონის ბოლოსთვის ეს გუნდები 6-ჯერ იყვნენ შეხვედრილი ფინალში და ექვსივეჯერ გამარჯვება ბოსტონს ერგო. აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს რომ ამ წლების მანძილზე ხშირი და სერიოზული ტრავმების გამო ელჯინ ბეილორს და ჯერი ვესტს მრავალი თამაშის გამოტოვება მოუწიათ, მათ შორის ფინალურ სერიაშიც.
ავატარი
Gaucho ავტორი
#11
1968–1971: ჩემბერლინის გადმოსვლა
აშკარა იყო რომ გუნდში რაღაცის შეცვლა იყო საჭირო და ის რაც უპირველეს ყოვლისა აკლდა გუნდს, ეს იყო ძლიერი ცენტრ ფორვარდი. ამიტომ გუნდის მფლობელის დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მან მოახერხა ფილადელფიისგან სუპერცენტრი უილტ ჩემბერლინის გადმობირება. ჩემბერლინის შედეგი სეზონში საშუალოდ 21 მოხსნა იყო, ხოლო ლეიკერსმა მოახერხა დასავლეთ კონფერენციის მოგება. ყველა მოუთმენლად ელოდა ტიტანების შერკინებას "ჩემბერლინი - რასელის წინააღმდეგ". სერიის გამარჯვებულის გარკვევას ისევ 7 თამაში დასჭირდა სადაც კვლავ უძლიერესი ბოსტონ სელტიკსი იყო, ჯერი ვესტი კი გახდა ფინალის MVP, რაც არის თამაშის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა როდესაც ჯილდო დამარცებული გუნდის მოთამაშეს გადაეცა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#12
1969-70 წლების ტრავმებით გატანჯული სეზონი განსაკუთრებით გამოირჩა ამერიკის ორი უდიდესი ქალაქის გუნდის ფინალური შეხვედრით ლოს ანჯელეს ლეიკერსი - ნიუ იორკ ნიქსის წინააღმდეგ, რომლის მესამე თამაშის ბოლო წამზე მოხდა NBA-ს ისტორიაში ერთ ერთი დასამახსოვრებელი მოვლენა, როდესაც ლეიკერსი ორ ქულას აგებდა ჯერი ვესტმა ჩააგდო ბურთი დაახლოებით 18 მეტრიდან და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც უილის რიდისმეშვეობით ნიქსმა მაინც მოახერხა ლეიკერსის დამარცხება 111-108 (ცნობისათვის დღევანდელი სტანდარტებით ეს ტყორცნა ჩაითვლებოდა სამ ქულად, ხოლო ლეიკერსი მოიგებდა თამაშს და სავარაუდოდ სერიასაც). საბოლოოდ ნიქსმა 7 თამაშში მოახერხა გამარჯვება და პირველად გახდა ასოციაციის ჩემპიონი. შემდეგ სეზონში აღსანიშნავი მხოლოდ ის იყო, რომ ბეილორმა სულ ორი თამაში ითამაშა ტრავმების გამო (იგი ამ დროს უკვე 36 წლის იყო), რომ გუნდში მოთამაშედ პორტლენდიდან გადმოიყვანეს მომავალი მწვრთნელი პეტ რაილი და რომ კონფერენციის ნახევარფინალში დამარცხდნენ მილუოკი ბაქსთან და მის ლიდერ ლუ ალსინდორთან.
ავატარი
Gaucho ავტორი
#13
მომდევნო ორი სეზონი შეგვიძლია დავუთმოთ ლეიკერსის უდიდესი მოთამაშეების უილტ ჩემბერლინის და ჯერი ვესტის გახსენებას , კარიერის დასრულების მომენტში მიღებული შედეგით უილტი საშუალოდ აგროვებდა 30.1 ქულას თამაშში, 14 სეზონში მან დააგროვა 31 ათასზე მეტი ქულა და ფარიდან მოხსნა 23 ათასზე მეტი ბურთი.... მისტერ კლაჩ (MR. CLUTCH)
ჯერი ვესტმა ლეიკერსში გატარებული 14-ვე სეზონის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო NBA ALL STAR თამაშში, დააგროვა 25,192 ქულა.... უდავოა რომ ამ ორმა მოთამაშემ თავის ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს გუნდის განვითარებაში!
ავატარი
Gaucho ავტორი
#14
1975-76 წლის სეზონს დასაწყისში გუნდმა დაიმატა დიდებული ცენტრი ქარიმ აბდულ ჯაბარი , რომელმაც ლეიკერსში გამოსვლის პირველ ოთხ სეზონში მოაღწია იმას რომ ორჯერ გახდა რეგულარული ჩემპიონატის MVP თუმცა გუნდს ამ პერიოდში სერიოზული წარმატებები არ ჰქონია, იგი ორჯერ დარჩა პლეიოფს მიღმა, ერთხელ გავიდა დასავლეთ კონფრენციის ფინალში (ამ დროს უკვე მთავარი მწვრთნელი იყო ჯერი ვესტი ), და ერთხელ ნახევარფინალში... მიუხედავად ამგვარი წარუმატებლობებისა ყველასთვის ნათელი იყო რომ გუნდში მიდიოდა თაობათა ცვლა და ახლო მომავალში იგი სრულიად ტრანსფორმირდებოდა...
ავატარი
Gaucho ავტორი
#15
1979–1992: ჯადოსნური ხანა

1979 წლის დრაფტის #1 არჩევანი ერგო ლეიკერსს და მან აირჩია განუმეორებელი, 210 სანტიმეტრის სიმაღლის მქონე მცველი ირვინ "მეჯიკ" ჯონსონი , რის შემდეგაც ხალხი ამბობდა რომ გუნდში, სიტყვასიტყვით რომ გავიმეოროთ - ”"Showtime" had arrived”! და მართლაც გუნდი გავიდა ფინალში სადაც იგი დოქტორ ჯეის ფილადელფიას დაუპირისპირდა... სერია გაგრძელდა 6 თამაში და სწორედ მეექვსე თამაშში მეჯიქმა ჩაიდინა NBA-ს ისტორიაში ერთ ერთი გამორჩეული საქციელი როდესაც ქარიმის არყოფნაში, მან გამთამაშებელმა დაიკავა ცენტრის პოზიცია, დააგროვა 42 ქულა, 15 მოხსნა, 7 პასი და მოაგებინა გუნდს ჩემპიონობა, თავად კი გახდა პირველი და ერთადერთი ახალბედა NBA-ს მთელი ისტორიის მანძილზე რომელმაც მიიღო ფინალის MVP.
ავატარი
Gaucho ავტორი
#16
მომდევნო ჩაგდებული სეზონის შემდეგ, რომელიც მეჯიქმა გამოტოვა მუხლის ტრავმის გამო, 1981-82 წელმა ლეიკერსის სრული დომინირებით ჩაიარა, დაინიშნა რა მთავარ მწვრთნელად პეტ რაილიმ მოაგებინა გუნდს დივიზიონი, ასევე პლეი-ოფი და ჩემპიონობა ისე რომ პოსტსეზონში მათ 14-დან მხოლოდ ორი თამაში წააგეს! ლეიკერსი მეორედ სამ წელიწადში გახდა ლიგის გამარჯვებული. ამ გამარჯვების შემდეგ ორი წელი ზედიზედ გუნდი კვლავ გავიდა ფინალში, რასაც დამატებით ხელი შეუწყო ნიჭიერი რუქი ჯეიმზ ვორთის და ბაირონ სკოტის გადმოსვლამ, მაგრამ გუნდმა ორივე ფინალი წააგო ჯერ სიქსერსთან , ხოლო შემდეგ კიდევ ერთი 7 თამაშიანი სერია ლარი ბირდის ბოსტონ სელტიქსთან (უკვე მერვედ). სეზონის მიმდინარეობისას კარიმი გახდა ლიგის ყველა დროის ტოპ სკორერი როდესაც 31,420-ე ქულით მან გადაასწრო უილტ ჩემბერლინს .