Los Angeles Lakers

36 7
ავატარი
Gaucho ავტორი
#17
და აი ისიც, 1984-85 წლების სეზონი და ნანატრი პირველი გამარჯვება ბოსტონთან!!! ამ დიდ გამარჯვებამდე ლეიკერსმა მოიგო რეგულარი 62-20 შედეგით, პოსტსეზონში მოუგო ფინიქსს ,
პორტლენდს და დენვერს ჯამური შედეგით 11-2-ზე და გავიდა ფინალში სადაც თავისი 38 წლის ლიდერის და მომავალი ფინალის MVP-ს ქარიმ აბდულ ჯაბარის მეშვეობით დაამარცხა იგი 6 თამაშში! ეს იყო მეცხრე შეხვედრა ამ გუნდებს შორის და პირველი გამარჯვება რომელიც მოიპოვა ლოს ანჯელესმა. ამ წარმატების მომდევნო წელს ყველა ელოდა ფინალის კიდევ ერთხელ გამეორებას მაგრამ მოხდა ისე, რომ კონფერენიის ფინალში ლეიკერსი მოულოდნელად დამარცხდა ჰიუსტონ როკეტსთან, სადაც დომინირებდნენ ”ტვინ ტაუერსად” წოდებული ფორვარდები ჰაკიმ ოლაჯუონი და რალფ სემპსონი.
ავატარი
Gaucho ავტორი
#18
1986-87 წლების სეზონს თამამად შეგვიძლია დავარქვათ ”A Very Magic Year” პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით რადგან მეჯიქმა მიიღო, კარიერაში პირველად, რეგულარულის MVP-ს წოდება ასევე ფინალის MVP ხოლო გუნდმა მეორედ დაამარცხა
ბოსტონი ფინალში. მომავალ ორ სეზონში ლოს ანჯელესი ორივეჯერ გავიდა ფინალში სადაც შეხვდა ისაია თომასის , ჯო დუმარსის, ბილ ლეიბირის და დენის როდმანის დეტროიტ პისტონზს , პირველად ლეიკერსმა მისი სწრაფი შემტევი სტილით დაამარცხა მძიმე, ფიზიკურად ძლიერი პისტონზი, ხოლო მეორეჯერ უკვე დეტროიტმა იმარჯვა, რომლის შემდეგაც 41 წლის კარიმ აბდულ-ჯაბარმა განაცხადა კარიერის დასრულების შესახებ. თუმცა 1989-90 წლების სეზონში გუნდმა ადვილად აუღო ალღო კარიმის გარეშე თამაშს, რაშიც დიდი წვლილი იუგოსლავიიდან ჩამოყვანილმა ცენტრმა ვლადე დივაცმა შეიტანა, მეჯიქმა მესამედ მიიღო რეგულარის MVP-ს წოდება, ლეიკერსმა მეცხრედ ზედიზედ მოიგო წყნარი ოკეანის დივიზიონი, თუმცა კონფერენციის ფინალში ხუთ თამაშში დამარცხდა ფინიქს სანსთან . მომავალ სეზონში, წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მქონე და ოთხგზის ჩემპიონი
პეტ რაილი გადადგა თანამდებობიდან რომლის მაგივრადაც დაინიშნა მაიკ დანლივი, გუნდი გავიდა ფინალში სადაც დამარცხდა ჯორდანის ჩიკაგოსთან , რომელმაც ამ მოგებით თავისი ლეგენდარული სვლა დაიწყო. შემდგომი 1991 წელი ითვლება მეჯიქის ხანის დასასრულად, აივ ინფიცირების გამო მან დეკემბერში განაცხადა კარიერის დასრულების შესახებ, მიუხედავად ამისა მეჯიქი მაინც არჩეულ იქნა ოლ სტარის შემადგენლობაში სადაც მან კიდევ ერთხელ მიიღო MVP-ს ჯილდო. ამის გარდა ჯონსონმა ლარი ბირდთან და მაიკლ ჯორდანთან ერთად 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადისთვის შექმნა ე.წ. Dream Team-ი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#19
მისი 12 წლიანი კარიერის დასრულების მომენტში მეჯიქის ჯილდოთა ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 5 გზის NBA-ს ჩემპიონი, 3 გზის რეგულარულის MVP, 3 გზის ფინალის MVP, ოლიმპიური ოქროს მედალოსანი, 12 გზის ოლ სტარის მონაწილე, 2 გზის ოლ სტარის თამაშის MVP და 9 გზის All-NBA პირველი გუნდის წევრი. ირვინ "მეჯიკ" ჯონსონი იყო ერთ ერთი ყველაზე დინამიური, სანახაობრივი და წარმატებული კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში. იგი იყო მოთამაშე რომლის მეშვეობითაც კალათბურთი მილიონობით ადამიანისთვის არა მარტო საყვარელი სპორტის სახეობა, არამედ ცხოვრების სტილის განმსაზღვრელი გახდა. მისი შემოქმედება და ღვაწლი ასევე ფასდაუდებელია ლოს ანჯელეს ლეიკერსისთვის რის გამოც იგი არის გუნდის ისტორიის ერთ ერთი უდიდესი და უძვირფასესი მოთამაშე.
ავატარი
Gaucho ავტორი
#20
1992–1999: "ჯადოსნური ხანის" შემდგომი პერიოდი

ოთხმოცდაათიანი წლები ლოს ანჯელესისთვის არც თუ ისე წარმატებული იყო, გუნდი საჭიროებდა ტრანსფორმაციას და ძირეულ განახლებას ამიტომ ამ პერიოდში აქტიურობდნენ სატრანსფერო ბაზარზე, იცვლებოდნენ მწვრთნელები, მოდიოდნენ ნიჭიერი ახალბედები. გუნდი პერიოდულად გადიოდა პლეიოფში სადაც მარცხდებოდა ან პირველ წრეში ან კონფერენციის ნახევარფინალში. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სერიოზული ცვლილებისკენ იყო შაკილ ონილის გადმოყვანა 1996 წელს, ამავე წელს გამოჩნდა 18 წლის კობი ბრაიანტი , რომელთა ეფექტურმა თამაშმა ათქმევინა ხალხს რომ ლოს ანჯელესში ”შოუთაიმი” დაბრუნდა. საბოლოოდ 1999-00 წლების სეზონს გუნდი შეხვდა შემდეგი სახით: შაკთს და კობის დაემატნენ დენის როდმენი და გლენ რაისი, დაინიშნა ახალი მწვრთნელი - ფილ ჯექსონი , ხოლო 32 წლიანი გამოსვლის შემდეგ გუნდმა შეიცვალა არენა და ფორუმიდან გადავიდა ახალაშენებულ სტეიფლზ ცენტრში .
ავატარი
Gaucho ავტორი
#21
1999–2004: "ონილი - ბრაიანტის" ერა
1999-00 წლების სეზონი ნამდვილად ლეიკერსის წელი იყო, რეგულარული მან მოიგო 67-15 შედეგით და მოიპოვა მოედნის უპირატესობა ყველა გუნდთან. შაკი გახდა რეგლარულის და ოლ სტარის MVP, სადაც იგი უკვე მეორედ მონაწილეობდა თანაგუნდელ კობი ბრაიანტთან ერთად. მიუხედავად რეგულარულში დომინირებისა პლეი-ოფი საკმაოდ რთული აღმოჩნდა გუნდისთვის, კონფერენციის ფინალის მეშვიდე თამაშში იგი გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე იდგა, როდესაც მესამე მეოთხედს აგებდა 17 ქულით თუმცა სასწაულებრივი შემობრუნების შედეგად მაინც მოიპოვეს გამარჯვება პორტლენდზე და გავიდნენ ფინალში სადაც ექვს თამაშში დაამარცხეს რეჯი მილერი და მისი ინდიანა . შაკილ ო’ნილი გახდა ფინალის MVP და შეიქმნა თამაშის ისტორიაში მხოლოდ მესამე მოთამაშე რომელმაც მიიღო რეგულარულის, ოლსტარის და ფინალის უძვირფასესი მოთამაშის წოდება. კობი ბრაიანტი არჩეული იყო მეორე ყველა დაცვით გუნდში და იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი რომლის დაცვითი უნარები ამგვარად იქნა დაფასებული.
ავატარი
Gaucho ავტორი
#22
2000-01 სეზონისთვის გუნდი გეგმავდა ზედიზედ მეორე ჩემპიონობას, თუმცა ფიშერის, ბრაიანტის და ონილის ხშირმა ტრავმებმა არ მისცეს მათ საშუალება რეგულარულის ისეთივე წარმატებით ჩატარებისა როგორც ეს წინა წელს იყო. თუმცა ყველა მოთამაშის გამოჯანმრთელების შემდეგ, მოყოლებული 3 აპრილიდან როდესაც მოუგეს იუტა ჯაზს გუნდმა პირველად მხოლოდ ფინალის გახსნით თამაშში წააგო, როდესაც მოულოდნელად დათმო თამაში ალენ აივერსონის
ფილადელფიასთან . მომდევნო 4 თამაშის მოგებით ლოს ანჯელეს ლეიკერსი ზედიზედ მეორედ გახდა ლიგის გამარჯვებული. ო’ნილი კვლავ უძვირფასეს მოთამაშედ აღიარეს დიდებული საშუალო შედეგით 33 ქულა, 16 მოხსნა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#23
2001-02 სეზონში შემადგენლობის ცვლილებების (გუნდიდან წავიდნენ ჰარპერი, გრანტი და სხვ.; მოვიდნენ ლინდსი ჰანტერი, ტავაკი უოლკერი, მიჩ რიჩმონდი), და შაკის და ფიშერის ხშირი ტრავმების გამო გუნდმა ვერ მოახერხა დივიზიონის და რეგულარულის მოგება, მისი 58-24 შედეგი მხოლოდ
საკრამენტო კინგსს ჩამორჩა. ეს ორი გუნდი შეხვდნენ კიდეც ერთმანეთს კონფერენციის ფინალში, რომლის შვიდი თამაშიც ბოლო წლების საუკეთესო სერიად შეიძლება მივიჩნიოთ, სერია დასრულდა საკრამენტოში ლეიკერსის გამარჯვებით დამატებით ტაიმში ანგარიშით 112-106. საპირისპიროდ შედარებით ადვილად, ოთხ თამაშში, მოხერხდა ფინალში ნიუ ჯერს ნეტსის დამარცხება რის შედეგადაც ლეიკერსი ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი, შაკილ ო’ნილი კი ფინალის უძვირფასესი მოთამაშე რითიც იგი გაუტოლდა მაიკლ ჯორდანს როგორც მხოლოდ ორი მოთამაშე რომლებმაც მოახერხეს ზედიზედ სამჯერ ფინალის MVP-ს ჯილდოს მიღება.
ავატარი
Gaucho ავტორი
#24
შემდეგ წელს კობი ბრაიანტი ყალიბდება ლიგის ერთ ერთ საუკეთესო მექულედ და შესაბამისად მოთამაშედ, გახდა რა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე რომელმაც დააგროვა 10,000 ქულა მან კიდევ რამდენიმე რეკორდი მოხსნა და ამ მიღწევებით დადგა ისეთი მოთამაშეების გვერდით როგორებიც იყვნენ უილტ ჩემბერლინი და მაიკლ ჯორდანი , ყველა ფიქრობდა რომ კობის მიჰყავდა გუნდი მეოთხე ჩემპიონობისკენ, თუმცა კონფერენციის ნახევარფინალში სან ანტონიოსთან მეექვსე თამაშში მოხდა ის რასაც ლოს ანჯელესში დღემდე უწოდებენ "In and Out", Heartbrrrrrrreak!-ს, როდესაც გუნდი აგებდა ორი ქულით და ბოლო წამს რობერტ ორის მიერ ნასროლი სამქულიანი, პრაქტიკულად ჩავარდნილი მოულოდნელად ამოვარდა ფარიდან... ლეიკერსი დაემშვიდობა ფლეი-ოფს ხოლო სან ანტონიომ განაგრძო სვლა თავისი მეორე ჩემპიონობისკენ.
ავატარი
Gaucho ავტორი
#25
2003-04 წლების სეზონი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია ლოს ანჯელესის ისტორიაში, გუნდში მოვიდნენ ლეგენდარული კარლ მელოუნი და გერი პეიტონი, შეუწყვიდნენ შაკს და კობის და შექმნეს კალათბურთის ყველაზე სახიფათო გუნდი. შაკმა მეორედ მოიგო ოლ სტარის უძვირფასესი მოთამაშის ტიტული, მიუხედავად იმისა რომ შეცვლაზე შევიდა მშობლიურ სტეიფლზ ცენტრში , რეგულარი კი გუნდმა დაასრულა წყნარი ოკეანის დივიზიონის მეთვრამეტე ჩემპიონობით და 56-26 შედეგით, მათ მოიგეს დასავლეთ კონფერენცია და საბოლოოდ ლეიკერსი გავიდა ფინალში სადაც მხოლოდ ერთი თამაში მოუგეს დეტროიტ პისტონსს , მიუხედავად წარუმატებელი ფინალისა ეს სეზონი მაინც სავსე იყო დასამახოვრებელი და ისტორიული მომენტებით, ისეთით როგორიცაა კარლ მელოუნი და მისი სამმაგი დუბლი (როგორც ერთადერთო 40 წელს გადაცილებული მოთამაშე ვინც ეს შეძლო) ასევე კობის დაგვიანება სან ანტონიოსთან თამაშზე და მისი 42 ქულა და სხვა მრავალი.
ავატარი
Gaucho ავტორი
#26
2004–2008: გადახალისება
2004-05 სეზონს გუნდი სრულიად სახეშეცვლილი შეხვდა, მის ძირითადში წინა სეზონის მხოლოდ ერთი მოთამაშე იყო, წავიდა შაკი, გუნდში მოვიდნენ ლამარ ოდომი და კერონ ბატლერი და ვეტერანი ვლადე დივაცი, ასევე ორ გზის ჩემპიონი რუდი ტომიანოვიჩი დაინიშნა მთავარ მწვრთნელად. რეგულარული ჩემპიონატი სავსე იყო წარუმატებლობებით ამიტომ შუა სეზონში მწვრთნელი გადადგა თანამდებობიდან და მისი ადგილი დროებით ასისტენტმა ფრენკ ჰამბლენმა დაიკავა. შედეგად ლეიკერსი პირველად 1994 წლის შემდეგ დარჩა პლეიოფს მიღმა. ცვლილებების სერია გაგრძელდა მომავალ წელსაც, დაბრუნდა მთავარი მწვრთნელი ფილ ჯექსონი, მოვიდნენ ახალგაზრდა ფორვარდები კვამე ბრაუნი და ენდრიუ ბაინამი (რომელიც აღმოჩნდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ვინც კი ოდესმე დრაფტზე არჩეულა).
ავატარი
Gaucho ავტორი
#27
თუმცა გუნდის მიმართ კრიტიკოსების დამოკიდებულება ზედმეტად ოპტიმისტური არ იყო, სეზონი გამოირჩა კობი ბრაიანტის ინდივიდუალური შოუებით, რომლის განმავლობაშიც მან ოთხჯერ ზედიზედ დააგროვა 45+ ქულა, ჩააგდო რეკორდული შვიდიდან შვიდი სამქულიანი ერთ თამაშში და ა.შ. თუმცა ის რაც 2006 წლის 22 იანვარს სტეიფლზ ცენტრში მოხდა ცალკე ისტორიაა. სტუმარი ტორონტოს წინააღმდეგ კობიმ მეორე ნახევარში 55 ქულა დააგროვა რასაც დაემატა პირველი ნახევრის 26 და ერთ თამაშში დაგროვილი 81 ქულით იგი ისტორიაში შევიდა როგორც მეორე შედეგი ჩამორჩება რა მხოლოდ უილტ ჩემბერლინს და მის 100 ქულას. ლეიკერსმა კი მოახერხა რეგულარულის მეშვიდე ადგილზე დასრულება, პლეიოფის პირველ რაუნდში შეხვდა ფინიქს სანსს, რომელსაც უგებდა კიდეც 3-1 და ძალიან ახლოს იყო სენსაციურად გამოეთიშა ფავორიტი თუმცა სანსმა მოახერხა გარდატეხის შეტანა სერიაში და საბოლოოდ გაიმარჯვა შვიდ თამაშში.
ავატარი
Gaucho ავტორი
#28
2006-07 წლების სეზონი სავსე იყო სკანდალებით და კონფლიქტებით, თითქმის გადაწყვეტილი იყო კობის წასვლა, რასაც პუბლიკა დიდი უარყოფით შეხვდა, ამ არეულობების მიუხედავად გუნდმა მაინც საშუალო დონეზე ითამაშა კვლავ გავიდა ფლეი-ოფში სადაც პირველ წრეში დამარცხდა
ფინიქსთან . შემდეგი წელიც გარკვეული კონფლიქტებით დაიწყო, კობიმ ხმამაღლა განაცხადა რომ რჩებოდა მაგრამ ითხოვდა ძირეულ ცვლილებებს, ამის მიუხედავად გუნდში სიტუაცია ნელ ნელა დალაგდა ხოლო მომავალი წარმატებების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ
მემფის გრიზლისიდან ესპანელი ფორვარდ-ცენტრის პაუ გასოლის გადმობირება 2007 წლის ბოლოს, ამ ტრანსფერით ლეიკერსი საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც დასავლეთ კონფერენციის ლიდერი და უძლიერესი გუნდი თუმცა ლიდერობის ზღვარი ძალიან მცირე იყო რადგან რეგულარული ჩემპიონატის დასასრულს პირველ ადგილოსან ლეიკერსს (57-25) და მეექვსე ადგილოსან ფინიქს სანსს (55-27) შორის სხვაობა მხოლოდ ორი გამარჯვება იყო, საერთოდაც მერვე ადგილზე მყოფ დენვერს ლეიკერსმა მხოლოდ 7 გამარჯვებით აჯობა, აღნიშნული საფლეი-ოფო ”რბოლა” მიჩნეულია ყველაზე კონკურენტულად და უმაღლეს შეჯიბრად დასავლეთ კონფერენციის ისტორიაში. გამარჯვება კობის დაუფასდა თავისი პირველი რეგულარულის MVP-ს ტიტულით, ფლეი-ოფში გუნდმა შედარებით ადვილად დაამარცხა იუტა , ჰიუსტონი და სან ანტონიო თუმცა ვერ გაუწია წინააღმდეგობა სეზონის დომინანტ
ბოსტონ სელტიკსს რომელთანაც NBA ჩემპიონობის ფინალში დამარცხდა 6 თამაშში.
ავატარი
Gaucho ავტორი
#29
2008-2009: ნანატრი ჩემპიონობა
უკვე ჩამოყალიბებული ლიდერი და ერთ ერთი უმთავრესი ფავორიტი ლეიკერსი რეგულარულ სეზონში აგრესიულად ჩაერთო, დაბრუნდა ენდრიუ ბაინამი რომელსაც თითქმის ერთი წელი გაუცდა ტრავმის გამო, მისი პაუ გასოლთან შეწყვილებით, ხოლო ლამარ ოდომის ბექაფ მხარდაჭერით ჩამოყალიბდა ერთ ერთი უსერიოზულესი წინა ხაზი, უკანა ხაზზე საიმედო ფიშერით და ბრაიანტით . ძირითადში ასევე პერიოდულად ხვდებოდნენ ვლადიმერ რადმანოვიჩი, ლუკ უოლტონი თუმცა საბოლოოდ მცირე ფორვარდის პოზიციაზე არჩევანი შეჩერდა ტრევორ არიზაზე, რომელმაც სრულიად გაამართლა იმედები და არათუ არ დაიკარგა ვარსკვლავურ შემადგენლობაში, არამედ ხშირ შემთხვევაში ლიდერის ფუნქციებიც კი იკისრა. გუნდი გახდა
წყნარი ოკეანის დივიზიონის ჩემპიონი, დასავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანი 65-17 შედეგით (მეორე მთელს NBA-ში), პლეიოფში დაამარხეს იუტა 4-0, ჰიუსტონი საკმაოდ რთულად 4-3, დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონი ლეიკერსი გახდა დენვერზე გამარჯვების შემდეგ ანგარიშით 4-2 და პირველად 2004 წლის შემდეგ გავიდა ფინალში, სადაც ახალგაზრდა და ამბიციურ ორლანდო მეჯიქს დაუპირისპირდა, რომელმაც ვერაფერი გააწყო (მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ დიდი შანსები ჰქონდათ) ფავორიტის წინააღმდეგ და ლოს ანჯელეს ლეიკერმა მოიპოვა მეთხუთმეტე ჩემპიონობა, პირველად 7 წლის შემდეგ!!! კობი ბრაიანტი , მეოთხე ტიტულით, არჩეულ იქნა ფინალის MVP.
ავატარი
Gaucho ავტორი
#30
სახელი, ლოგო და უნიფორმა

los anjeles leikersis msoflio logo

ლეიკერსის ზედმეტსახელი წამოვიდა მინესოტას "10 000 მიწის ტბიდან (). გუნდის ფერებია: იისფერი, ოქროსფერი და თეთრი. ლეიკერსის ლოგოში შედის გუნდის სახელი "Los Angeles Lakers", რომელიც დაწერილია ოქროსფერი კალათბურთის ბურთზე იისფრად. იისფერი უნიფორმები გამოიყენება გასვლითი თამაშებისთვის, ხოლო ოქროსფერი უნიფორმა კი საშინაო მატჩებისთვის. გუნდი ასევე იყენებს თეთრ ფორმას, როდესაც თამაშოვს კვირას, ან სხვადასხვა დღესასწაულის დროს.
ავატარი
Gaucho ავტორი
#31

sashinao