Golden State Warriors
22 5
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წინააღმდეგ, "გოლდენ სტეიტმა" 149 ქულა დააგროვა, რაც ერთი გუნდისთვის ყველაზე მაღალი შედეგიანობაა 2010 წლის შემდეგ, როცა "ფინიქსმა" 152 ქულა ჩაუგდო "მინესოტას".
გარდა ამისა, "უორიორზმა" 47 შედეგიანი გადაცემა შეასრულა - ეს კლუბის ახალი რეკორდია. სულ "მეომრებმა" თამაშიდან 53 ბურთი ჩააგდეს, ანუ ტყორცნების 88.7 პროცენტი შედეგიანი პასების შემდეგ ჩავარდა.
გ. სტეიტი-ლეიკერსი 149:106
41:26, 39:23, 26:29, 43:28
გ-ს: კარი (31+9 პასი), დურანტი (2😎, ტომპსონი (26), კლარკი (21), გრინი (5+9 მოხსნა+11 პასი).
ლ: ინგრემი (16), კლარკსონი (16), უილიამსი (16), მოზგოვი (12).

2 დღის წინ შინ "ჰიუსტონთან" დამარცხებულმა "გოლდენ სტეიტმა" დღეს შური "ფინიქს სანსზე" იძია.
არიზონელები კალიფორნიის ქალაქ ოკლენდს ეწვივნენ, სადაც ზაზა ფაჩულიას გუნდმა მათ 29-ქულიანი მარცხი აგემა. "გოლდენ სტეიტმა" "მზეებს" შანსი არ დაუტოვა და 138:109 სძლია.
ზაზა ფაჩულია, რომელმაც "ჰიუსტონთან" მხოლოდ 8 წუთი ითამაშა, ამჯერად მოედანზე 15 წუთით გავიდა და საკმაოდ შედეგიანადაც გაისარჯა.
ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთულში იყო და მისთვის მიცემული სათამაშო დრო პროდუქტიულად გამოიყენა.
ფაჩულიამ 5-დამ 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ზაზას საბოლოო მონაგარი გახლდათ 7 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 პასი. ქართველი ცენტრი ჩაჭრებში მხოლოდ ფინიქსელ ერიკ ბლედსოს ჩამორჩა, რომელმაც 5 ჩაჭრა მიითვალა.
პირველი ნახევარი ოკლენდელებმა მხოლოდ 9 ქულით მოიგეს, თუმცა მე-3 პერიოდში მეტოქეს შავი დღე აყარეს და გასანადგურებლად გაწირეს. ეს უპირველესად სტეფ კარის დამსახურებაა, რომელმაც მისი სამამატჩო 31 ქულიდან 20 სწორედ მესამე პერიოდში მიითვალა და 12-წუთეული მასპინძლებს 42:27 მოაგებინა. ბოლო მეოთხედს აზრი დაეკარგა, თუმცა ოკლენდელმა სათადარიგოებმა ლიდერობას 5 ქულაც წაამატეს და "გოლდენ სტეიტმა" შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო
17 მოგებითა და 3 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციასა და სრულიად ლიგას ლიდერობს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს ისევ ოკლენდში, 6 დეკემბერს, "ინდიანასთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

„გოლდენ სტეიტმა“ და მისმა კალათბურთელებმა დღეს, გამთენიისას ნბა-ს მიმდინარე სეზონის ზეშედეგიანი მატჩი გამოაცხვეს. ოკლენდელებმა „ინდიანა პეიზერსს“ უმასპინძლეს და 142:106 გაანადგურეს. მესამე პერიოდის შუაწელში მასპინძლები უკვე 10-ქულიან ზღვარს იყვნენ აცილებულნი, ხოლო „მეომართა“ არქიმექულე კლეი ტომპსონს დიდი შესვენებისთვის, 18-წუთიან სათამაშო დროში უკვე 40 ქულა ჰქონდა მითვლილი. ტომპსონმა საბოლოოდ 60 ქულა ჩააგდო, რაც მისი პირადი და მიმდინარე სეზონის რეკორდია. კლეის შედეგიან თამაშში წილი უდევს ზაზა ფაჩულიასაც, რომელმაც 3 პასი მიაწოდა გოლდენსტეიტელთა ბასრ მსროლელს. მთლიანობაში კი ზაზამ 5 პასი მოაგროვა, რასაც 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 3 ქულა და 1 დაფარება მოაყოლა.
ოკლენდელთა ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 საჯარიმო და 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო. ის ერთიც ზაზამ ეფექტური გდებით, სტეფ კარისგან მიღებული პასის შემდეგ მიითვალა. რამდენიმე წამის წინ მას ჩატენვა გაუცუდდა და ანალოგიური შესვლა ლამაზი გდებით დააგვირგვინა, რამაც მაყურებლებში და მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე ხმაურიანი ოვაცია გამოიწვია. ფაჩულიამ მთლიანობაში 8 წუთი ითამაშა, რა დროშიც, სტატისტიკიდანაც ჩანს, ძალიან აქტიური და შედეგიანი გახლდათ.
სხვა რა შეიძლება ითქვას ამ მატჩზე - „გოლდენ სტეიტმა“ მეტოქე პირწმინდად დაჩაგრა და მეოთხე პერიოდში ასპარეზი სათადარიგოებს დაუთმო. სტივ კარის შეეძლო, კლეი ტომპსონი მესამე პერიოდშიც დაეტოვა მოედანზე და მთელი ბოლო პერიოდიც ეთამაშებინა - ამ შემთხვევაში „მეომართა“ სნაიპერს ეგებ 80 ქულაც გადაეფარა, მაგრამ არა: ოკლენდელთა მწვრთნელი საკუთარ პროფესიონალურ გეგმას დაემორჩილა და ტომპსონი 29-წუთიანი ზეშედეგიანი დომინირების შემდეგ მოედნიდან საბოლოოდ გაიხმო.
18 მოგებითა და 3 წაგებით „გოლდენ სტეიტი“ ლიგის ერთპიროვნული ლიდერია და მას 2 მოგებით ჩამორჩება თანაშტატელი „კლიპერსი“. 8 დეკემბერს სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს ლოს ანჯელესში.

“გოლდენ სტეიტის” კალათბურთელმა კევინ დურანტმა “ინდიანა პეისერსის” ლიდერზე პოლ ჯორჯზე ისაუბრა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“ის ჩემი საყვარელი მოთამაშეა, რომელსაც ძლიერი ხასიათი აქვს. პოლს პარკეტზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ჯორჯს აქვს კარგი სამქულიანი, მოხსნა, შესვლა, სამწამიან ზონაშიც ძლიერია. ფიზიკურად ძალიან ძლიერი კალათბურთელია, ის უნივერსალია.”- განაცხადა დურანტმა.

დასავლეთ კონფერენციის კალიფორნიულ დერბიში ლიდერმა „გოლდენ სტეიტმა“ მესამე ადგილზე მყოფი „კლიპერსი“ ლოს ანჯელესში 115:98 დაამარცხა და ამაში თავისი წვლილი ქართველმა ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამაც შეიტანა. პრინციპულ მატჩში ფაჩულია 22 წუთი ითამაშა და საკმაოდ შედეგიანადაც.
ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და როგორც დაცვაში, ისე შეტევაშიც გამოირჩა. ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 4 ქულას დასჯერდა, თუმცა 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარებაც (ბლეიკ გრიფინზე) მითვალა და საკუთარი სტატისტიკა გაამრავალფეროვნა.
წინა მატჩში 60 ქულის მიმთვლელმა კლეი ტომპსონმა ამჯერად 24 ქულა მოაგროვა, ვის შემდეგაც დაცვის ბურჯი დრეიმონდ გრინი მოდის 22 ქულით. კევიუნ დიურანტი 16 ქულას დასჯერდა, ხოლო სტეფ კარი - 19-ს. კლიპერსელებმა მოახერხეს ოკლენდელთა არქიმექულეების პროდუქტიულობის შემცირება, მაგრამ „გოლდენ სტეიტმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მხოლოდ სუპერვარსკვლავების ზეშედეგიანობაზე არაა დამოკიდებული.
19 მოგებითა და 3 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციისა და სრულიად ლიგის ლიდერობას განაგრძობს. მორიგი ჯახი ოკლენდელებს 12 დეკემბერს - სოლტ ლეიკ სიტიში, „იუტა ჯაზთან“ ელის.

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “იუტა ჯაზი” 106:99 დაამარცხა.
ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 22 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 2 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი შესძინა. ფაჩულიამ 3-დან ერთი ორქულიანი ჩააგდო და მოულოდნელად ორივე საჯარიმო სროლა ვერ გამოიყენა, რაც იშვიათი შემთხვევაა. ისიც უნდა ითქვას, რომ ზაზამ 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მეომრებმა” პირველსავე პერიოდში 18-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა, “იუტამ” დიდი ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა. მატჩში ყველაზე მეტი - 26 ქულა - სტეფ კარის ანგარიშზეა. დურანტმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 21 ქულა, 11 მოხსნა. “იუტაში” ჯო იგლზი 21 ქულით გამოირჩა.
“გოლდენ სტეიტი” 20 მოგებით და 3 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. “ოქროს შტატელები” მომდევნო მატჩში გასვლაზე “მემფის გრიზლისს” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 11 დეკემბერს თბილისის დროით 05:00-ზე დაიწყება.