Miami Heat

36 10
ავატარი
Gaucho ავტორი
#17
სეზონის დამთავრების შემდეგ, ჰიტმა შემადგენლობის გაძლიერება დაიწყო, ხოლო NBA ისტორიაში ყველაზე დიდი გაცვლა მოხდა 5 გუნდს შორის 13 მოთამაშის. ჰიტმა ედი ჯონსი, რასელ ბატლერი და ქინტელ ვუდსი გაუშვა ენტოინ უოლკერის, ჯეისონ უილიამსის და ჯეიმზ პოსის სანაცვლოდ. ასევე ჰიტმა შეძლო გარი პეიტონის გადმოყვანა გუნდში. თუმცა კრიტიკოსებმა ჰიტს მაინც დაატეხეს კრიტიკა, მათი აზრით გუნდს მობერებული შაკილ ონილი , მურნინგი და პეიტონი ვერ დაეხმარებოდა სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლაში, ხოლო სეზონის 11-10 დაწყების შემდეგ, კრიტიკოსების აზრი მეტწილად მართლდებოდა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#18
2005 წლის 12 დეკემბერს, რაილიმ განაცხადა რომ გუნდის მწვრთნელი მეორედ გახდებოდა, ხოლო სტეფან ვან განდი დაქვეითებული იქნა თანამდებობიდან პერსონალური და ოჯახური მიზეზების გამო. ჰიტმა შეძლო რაილის დაქვემდებარებისას პირველი 3 თამაშის მოგება, თუმცა გუნდი კვლავ კრიტიკის ქვეშ იყო, რადგან არ შეეძლოთ NBA ტოპ კალიბრის გუნდების დამარცხება, კრიტიკა უფრო და უფრო იზრდებოდა ჰიტის თავზე. მაიამიმ იანვრის თვე 10 მოგებით და 5 დამარცხებით ჩაამთავრა, რაც უფრო ამტკიცებდა კრიტიკოსების მოსაზრებას, რომ გუნდს არ შეეძლო საუკეთესო გუნდების დამარცხება. მათ უკვე წაგებული ჰქონდათ ორი მატჩი მოქმედ ჩემპიონ სპურსთან , ფინიქსთან და ასევე 36 ქულით დალასთან . თებერვლის და მარტის თვე ჰიტისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა, სადაც მაიამიმ 16 თამაშიდან 15 მოგება შეძლო, დაწყებული მის აღმოსავლეთ კონფერენციის მეტოქე
პისტონსთან შემოტრიალებული თამაშით. უეიდი და ონილი დაეხმარნენ ჰიტს 52-30 დაემთავრებინა რეგულარული სეზონი, რაც საკმარისი გამოდგა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილისთვის.
ავატარი
Gaucho ავტორი
#19
პლეი-ოფის პირველ რაუნდში ჰიტს მე-7 ადგილით გასული
ჩიკაგო ბულზი დაუპირისპირდა. ჰიტმა შეძლო პირველი ორი მატჩის მოგება შინ, თუმცა შემდეგ ორი მატჩი დათმო ჩიკაგოში და სერია 2-2 გახდა. მე-5 მატჩში გამარჯვებული მაიამი, დაწინაურდა 3-2 სერიაში, ასევე შეძლო ჩიკაგო ბულზი დამარცხება მეექვსე მატჩში და სერია 4-2 მოიგო. შემდეგ ეტაპზე გასული ჰიტი, მეორე რაუნდში ნიუ-ჯერსი ნეტსის დაუპირისპირდა. ჰიტმა შინ პირველი მატჩი წააგო, თუმცა შეძლო შემდეგ 4 თამაშში მოგება და გავიდა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ, რომელიც წინა წლის გადათამაშება იყო. პირველ თამაშში მაიამიმ შინ შეძლო გამარჯვება, თუმცა მეორე თამაშში დამარცხდა 92-88 (მიუხედავად იმისა რომ მაიამი 18 ქულით მარცხდებოდა და შეძლო შემოტრიალება თამაშის). დეტროიტში ჩასულმა ჰიტმა შეძლო მე-3 თამაშის (98-83) და მე-4 თამაშის (89-7😎 მოგება და სერიაში 3-1 დაწინაურდა. პისტონსმა შეძლო მე-5 თამაშში გამარჯვება თუმცა მე-6 თამაშში დამარცხდა და სერია 2-4 წააგო. ჰიტმა პირველად გუნდის ისტორიაში მოიპოვა NBA ფინალში ასპარეზობის უფლება, სადაც დირკ ნოვიცკის
დალას მევერიქსს დაუპირისპირდა, რომლისთვისაც ასევე პირველი NBA ფინალი იყო.
ავატარი
Gaucho ავტორი
#20
ჰიტი დამარცხდა პირველ ორ თამაშში, რომელიც დალასში გაიმართა. მე-3 თამაშში დუეინ უეიდი დაეხმარა გუნდს გაემარჯვა, სადაც 13 ქულიანი მევერიქსის უპირატესობა შეამცირა და შეძლო თამაშის მოტრიალება, ჰიტმა ასევე მოიგო მე-4 თამაში. მე-5 თამაში ნამდვილი თრილერი გამოდგა, სადაც
უეიდმა 43 ქულა მოაგროვა, ხოლო ჰიტმა შეძლო დამატებით დროში გამარჯვება და სერიის 3-2 დაწინაურება. ჰიტმა მე-6 თამაშში დაასრულა სერია, სადაც საბოლოოდ 4-2 მოიგო, რასაც გუნდის ისტორიაში პირველი NBA ჩემპიონის ტიტული მოჰყვა. ჰიტი გახდა მე-3 გუნდი NBA ისტორიაში, რომელმაც შეძლო 0-2 შემდეგ სერიის 4-2 გამარჯვება (1969 წელს ბოსტონ სელტიკსი და 1977 წელს პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი ). ჰიტმა თამაშში ზედიზედ 14 ქულა ჩააგდო და დაწინაურდა პირველ პერიოდში, თუმცა მეორე პერიოდის დასრულების შემდეგ მხოლოდ ქულით (49-4😎 იგებდა. კიდევ ერთხელ უეიდმა ბრწყინვალედ ჩაატარა მატჩი. უეიდის საჯარიმოს დაცილების შემდეგ, მევერიქსი მხოლოდ 3 ქულით აგებდა თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, თუმცა ვერ შეძლეს 3 ქულის აღმოფხვრა, სადაც
უეიდის მოხსნა იქცა გადამწყვეტი როლის შემსრულებელი. საბოლოოდ დუეინ უეიდი დასახელებული იქნა ბილ რასელის
NBA ფინალის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP).
ავატარი
Gaucho ავტორი
#21
ჩემპიონებმა ყველა კრიტიკოსის გაჩუმება შეძლეს, ასევე დაამტკიცეს რომ ვეტერანები ალონსო მურნინგი, გარი პეიტონი, ჯეისონ უილიამსი და ენტოინ უოლკერი ჯერ კიდევ გამოსადეგი მოთამაშეები იყვნენ გუნდისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ მოგებული NBA ჩემპიონის ტიტული. მურნინგმა და პეიტონმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს 2006-07 სეზონისთვის, სურდათ ასევე მეორე ჩემპიონის ტიტული მოეგოთ. ჩემპიონობა გახდა
რაილისთვის მე-7 ტიტული (5 როგორც მწვრთნელის რანგში), ხოლო მე-4 ონილისთვის , ეს ის მოთამაშეები არიან რომლებიც დაპირდნენ გუნდს მოსვლისას წარმატების გზას. როდესაც შაკი მოვიდა, მან განაცხადა: „დააბრუნეთ ტიტული სახლში“. ონილი ჩემპიონობის შემდგომ პარადზე კვლავ დაპირდა ქომაგებს, რომ გუნდი კვლავ გაიმეორებდა ჩემპიონობას, ოდნავ მოგვიანებით კი დაამატა დაპირებას, ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა თუ დუეინ უეიდი კვლავ ისეთ ფორმაში და ჯანმრთელი იქნებოდა პლეი-ოფისთვის.
ავატარი
Gaucho ავტორი
#22
ქულიანი სხვაობით (66-10😎 წააგო, რომელიც გუნდის ისტორიაში ყველაზე საშინალი საშინაო წაგება იყო, ასევე ყველაზე ცუდი მარცხი მოქმედ ჩემპიონისა პირველ მატჩში. ონილმა პირველი რამდენიმე ჩატარებული მატჩის შემდეგ, მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო და 30-ზე მეტი თამაში გააცდინა. წინა წლის ჩემპიონობის ერთერთი მნიშვნელოვანი ფიგურები - ენტოინ უოლკერი და გარი პეიტონი თავის თამაშს სკამიდან შემოსულები ვერ პოულობდნენ.
ჰიტის ახალი სეზონის პირველი ნახევარი სეზონი სრულიად უიღბლობა იყო. მთავარი მწვრთნელ პეტ რაილიმ გადაწყვიტა დატოვება თანამდებობის, უეიდმა მარჯვენა მაჯის ტრავმა მიიღო, ხოლო ჯეიმზ პოსიმ და უოლკერმა სხეულის შემოწმება ჩააგდეს. ონილი სათამაშოდ მხოლო და მხოლოდ იანვრის თვეში დაბრუნდა. გუნდის დროებით მწვრთნელად ყოფილი ჰიტის მწვრთნელი როთსტეინი დაბრუნდა, ხოლო სეზონის მეორე ნახევარში კვლავ ამ პოსტს რაილი დაუბრუნდა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#23
მაშინ როდესაც ყველა ფიქრობდა რომ ჰიტი სეზონს შემოატრიალებდა, რადგან უეიდი უკვე გამოჯანმრთელდა და დაბრუნდა პარკეტზე, 21 თებერვალს ჰიუსტონ როკეტსის წინააღმდეგ მან კვლავ მიიღო მარცხენა მხარის ტრავმა და ამჯერად იმედს იტოვებდა რომ პლეი-ოფისთვის შეძლებდა დაბრუნებას.
გუნდმა რეგულარული სეზონი 44-38 დაამთავრა ყველა ამ ტრავმების მიუხედავად, პლეი-ოფში გასულებს კი ჩიკაგო ბულზი ელოდათ, სადაც მაიამი 4-0 დამარცხდა სერიაში. მაიამი გახდა პირველი გუნდი 1957 წლიდან მოყოლებული, როდესაც მოქმედი ჩემპიონი პირველ რაუნდში დამარცხდა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#24
2007-2010: გადახალისება

2007 წლის 19 დეკემბერს, პირველ პერიოდში ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ ალონსო მურნინგმა მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო და მოულოდნელად დაასრულა სეზონი. 2008 წლის 5 თებერვალს, ESPN-მა განაცხადა რომ გუნდს სურდა შაკილ ონილის გაშვება. მომდევნო დღეს, გუნდმა მიიღო ფინიქს სანსის წინადადება და ონილი გაუშვა მარკუს ბენკის და შოუნ მერიონის ნაცვლად, რასაც ონილი-უეიდის ერის დასასრული მოჰყვა. საბოლოოდ გუნდმა ყველაზე ცუდი 15-67 შედეგით დაასრულა სეზონი. სეზონის დასრულებისას ბოლო 2 მატჩში, მწვრთნელი პეტ რაილი არ ესწრებოდა მატჩებს, რადგან წასული იყო NCAA კალათბურთის კონფერენციის ტურნირზე, რომ დაკვირვებოდა სასურველ მოთამაშეს. ეს იქიდან იყო გამოწვეული, რომ გუნდს 2008 წლის დრაფტზე 1 ან 2 ნომრად მოუწევდა არჩენის გაკეთება.
ავატარი
Gaucho ავტორი
#25
2008 წლის 10 მარტს გუნდმა განაცხადა, რომ უეიდი დარჩენილ სეზონს გამოტოვებდა მუხლის და მხრის ტრავმის მოშუშების გამო, რითაც იმედს იტოვებდა, რომ შეძლებდა 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღებას
პეკინში . საბოლოოდ გუნდმა ისტორიაში მე-3 ყველაზე დაბალი ქულა მოიპოვა თამაშში როდესაც ტორონტოს წინააღმდეგ 96-54 დამარცხდა 19 მარტს. ჰიტმა რეგულარული სეზონი პოზიტიურად 113-99 დაასრულა ატლანტა ჰოუქსის დამარცხებით. 2008 წლის 28 აპრილს, პეტ რაილი გადადგა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან და გუნდის პეზიდენტის პოსტი დაიკავა. მისი ადგილი კი დიდი ხნის ასისტენტის მწვრთნელის რანგში მყოფმა ერიკ სპოელსტრამ დაიკავა 37 წლის ასაკში, რომელიც გახდა ყველაზე ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი NBA ისტორიაში. რაილიმ კი კარიერა 1 210 გამარჯვებით დაასრულა, რომელიც ლიგის ისტორიაში მესამეა ლენი უილკინსის და დონ ნელსონის შემდეგ.
ავატარი
Gaucho ავტორი
#26
2008 წლის 26 ივნისს, ბულზმა როუზი აიყვანა, აქედან გამომდინარე ჰიტმა ბისლის აყვანა გადაწყვიტა. 2008 წლის 29 სექტემბერს, რენდი ფანდი გადადგა გენერალური მენეჯერის პოსტიდან და ეს პოსტი რაილიმ დაიკავა. 4 დღის შემდეგ, ჰიტმა შონ ლივინგსტონი გადმოიყვანა გუნდში ლოს-ანჯელეს კლიპერსიდან . 2008 წლის 5 ნოემბერს, ჰიტის მე-2 არჩევანმა მარიო ჩალმერსმა გუნდის ახალი რეკორდი დაამყარა და ერთ თამაშში შეძლო 9 მოპარვა ფილადელფია სიქსერსის წინააღმდეგ. 2009 წლის 13 თებერვალს, მაიამი გუნდიდან შონ მერიონი და მარკუს ბენკსი გაუშვა ტორონტო რეპტორსში ჯერმაინ ონილის და კარლოს ბუზერის სანაცვლოდ. 2009 წლის 13 აპრილს შარლოტ ბობკეტსთან გამარჯვებით ჰიტი გავიდა პლეი-ოფში. ჰიტმა სეზონი 43-49 დაასრულა. პლეი-ოფში გასულებმა კი მე-4 ადგილით გასულმა ატლანტა ჰოუქსმა დაამარცხა 7 თამაშში. დუეინ უეიდი ლიგას საშუალო 30.2 ქულით ლიდერობდა თითოეულ მატჩში, რომლითაც გახდა გუნდის ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც ეს შეძლო.
ავატარი
Gaucho ავტორი
#27
2009-10 წლების სეზონი ჰიტმა 7-1 დაიწყო, მაგრამ გუნდში არეულობა და ბევრი გაუგებრობა დაიწყო და 35-34 იყო 69 თამაშში. 2010 წლის 5 იანვარს, გუნდა კრის ქუინი გაუშვა ნიუ-ჯერსი ნეტსში 2012 წლის მეორე არჩევნის ნაცვლად. დარჩენილ 13 თამაშში, ჰიტმა 12-1 გავიდა და სეზონი 47-35 შედეგით მე-5 ადგილი დაიკავა აღმოსავლეთ კონფერენციაში, თუმცა პლეი-ოფში გასულებს პირველ რაუნდში ბოსტონ სელტიკსი შეხვდათ და 5 თამაშში დამარცხდნენ. სეზონი კი დასწრების მხრივ მე-15 ადგილზე დაამთავრა ლიგაში ტოტალური 726,935 დასწრებით.
ავატარი
Gaucho ავტორი
#28
2010-დღემდე: დიდი სამეულის ერა
ჰიტი 4 წელიწადს ემზადებოდა 2010 წლის თავისუფალი აგენტებისთვის, რის გამოც გუნდს 46 მილიონიანი თავისუფალი სახელფასო ადგილი ჰქონდა. გუნდმა შეძლო უეიდის კონტრაქტის გახანგრძლივება, ასევე გუნდში მოიყვანა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ლებრონ ჯეიმზი და კრის ბაში. 2010 წლის ზაფხულში, ამ სამი მათგანიდან ჯერ არცერთს ჰქონდა ჰიტთან ხელი მოწერილი, ხოლო ერთადერთი მოთამაშე რომელმაც გუნდთან კონტრაქტი გააფორმა მარიო ჩალმერსი იყო. 2010 წლის 7 ივლისს, უეიდმა და ბაშმა თანხმობა განაცხადეს ჰიტის შეთავაზებულ კონტრაქტებზე. ხოლო იმავე საღამოს, ჰიტმა განაცხადა მაიკლ ბისლის გაშვება მინესოტა ტიმბერვულვზში, ხოლო გუნდის ფულადი ანგარიში შეივსო და ასევე დრაფტის არჩევანი მიიღო სანაცვლოდ.
ავატარი
Gaucho ავტორი
#29
ჰიტმა ახალი სეზონი აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონ
ბოსტონ სელტიკსის წინააღმდეგ დაიწყო. ბევრის აზრით, გუნდს შესწევდა ძალა დაემსხვრია ერთი სეზონის რეკორდი 72 გამარჯვებით, რომელიც ჩიკაგო ბულზმა დაამყარა. სეზონის გახსნით თამაშშ, რომელსაც TNT გადასცემდა, სადაც კრის ბაშის დებიუტი შედგა, იყო ყველა დროის ყველაზე ყურებადი მატჩი საკაბელო ტელებიზიაზე.
პირველ მატჩში ჰიტი 88-80 დამარცხდა, ხოლო სეზონი კი 9-8 შედეგით დაიწყო, რასაც მოჰყვა სპეკულაციები, თითქოს გუნდი სპოეპლსტრას გაუშვებდა მწვრთნელის პოსტიდან და ამ ვაკანტურ ადგილს კვლავ პეტ რაილი დაუბრუნდებოდა. თუმცა "მხოლოდ მოთამაშეების" შეხვედრის შემდეგ, გუნდმა დაიწყო ზედიზედ 12 თამაშიანი მოგების სერია, ხოლო აქედან ყველა თამაშში მეტოქეს მხოლოდ 100 ქულაზე ნაკლების ჩაგდების საშუალება მისცა. 2011 წლის 27 იანვარს, გულშემატკივრების ხმების მიცემით დუეინ უეიდი დასახელებული იქნა აღმოსავლეთ კონფერენციის NBA All Star გუნდის დამწყებად. რამდენიმე დღის შემდეგ კი კრის ბაში დამატებული იქნა რეზერვად. რეგულარული სეზონი მაიამიმ 58-24 დაასრულა, რაც მე-2 ადგილზე გასვლის საშუალებას აძლებდა ჩიკაგო ბულზის შემდეგ. პლეი-ოფში გასულებმა პირველ რაუნდში ფილადელფია სიქსერსი დაამარცხეს, ნახევარ-ფინალში ბოსტონ სელტიკსი და კონფერენციის ფინალში ჩიკაგო ბულზი . NBA ფინალში გასულებს დალას მევერიქსი შეხვდა, რომელიც 2006 წლის ფინალის გამეორება გამოდგა, ოღონდ ამჯერად გამარჯვებული დალასელები გამოვიდნენ 6 თამაშში. უეიდის საშუალო მაჩვენებელი 26.5 ქულა და 7 მოხსნა იყო, რაც გუნდში ყველაზე მაღალი გამოდგა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#30
2011-12 წლების ლოკაუტის გამო შემცირებულ 66 მატჩიან რეგულარულ სეზონში, ჰიტმა სეზონი 27-7 დაიწყო. ზედიზედ მეორე წელს NBA All Star არჩეული იქნენ უეიდი, ბაში და ჯეიმზი. რეგულარული სეზონი საბოლოოდ გუნდმა 46-20 დაასრულა, რაც საკმარისი იყო მე-2 ადგილით გასვლაში. პლეი-ოფში გასულებმა პირველ რაუნდში ნიუ-იორკ ნიქსი დაამარცხეს 5 თამაშში, ნახევარ-ფინალში გასულებს კი ინდიანა პეისერსი შეხვდა, რომელთანაც კრის ბაშის არ ყოფნის გამო, გუნდი რამის გამოეთიშა ჩემპიონობისთვის ბრძოლად. საბოლოოდ ჰიტმა პეისერსი 6 თამაშში დაამარცხა. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში კი ჰიტი ბოსტონ სელტიკს დაუპირისპირდა, სადაც პირველი ორი მატჩის მოგება შეძლო, მაგრამ დამარცხდა შემდეგ 3 თამაშში ზედიზედ, სადაც მე-3 თამაში საშინაო მარცხი იყო. მე-6 თამაშში, რომელიც ბოსტონში იმართებოდა 7 ივნისს, ჰიტმა შეძლო მოგება 98-79 და სერია 3-3 გახადა. გადამწყვეტი თამაში მაიამიში შედგა სადაც ჰიტმა 101-88 მოიგო, რითაც ზედიზედ მეორე წელს მოახერხეს NBA ფინალში გასვლა, ამჯერად კი გუნდს ოკლაჰომა-სიტი შეხვდა, სადაც ჰიტმა შეძლო 5 თამაშში გამარჯვება და მოიგო NBA ჩემპიონის ტიტული.
ლებრონ ჯეიმზი დასახელებული იქნა როგორც რეგულარული სეზონის MVP, ასევე ფინალური სერიის MVP.
ავატარი
Gaucho ავტორი
#31
არენა
მაიამი არენა (1988–1999)
ამერიკან აირლაინს არენა (2000–დღემდე)

მსგავსი თემები

0პასუხი2ნახვა
ავატარიHazard30 ივლისი 2026, 01:32