Liverpool FC

46 7
ავატარი
Gaucho
#32
"ბორნმუთი" : "ლივერპული" (მატჩის განხილვა)
"liverpuli"

"bornmuti"

მატჩის სტატისტიკა
40% ბურთის ფლობა 60%
12 დარტყმა 10
8 ზუსტი დარტყმა 3
4 კუთხური 9
9 ჯარიმა 17
2 ყვითელი ბარათი 2
1 თამაშგარე 1
ავატარი
Gaucho
#33
ფეხბურთელთა შეფასებები
* * *
დღეს "ბორნმუთმა" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო. შეხვედრა ძალიან დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა.
"ალუბლებმა" 4😺 დაამარცხეს მერსისაიდელები და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.
გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Liverpool Echo -სა და
ThisIsAnfield -ის ვერსიებით :
Liverpool Echo ThisIsAnfield
ლორის კარიუსი - 4 ლორის კარიუსი - 5
ნათან კლაინი - 7 ნათან კლაინი - 7
დეიან ლოვრენი - 6 დეიან ლოვრენი - 4
ლუკას ლეივა - 6 ლუკას ლეივა - 6
ჯეიმს მილნერი - 6 ჯეიმს მილნერი - 6
ჯორდან ჰენდერსონი - 7 ჯორდან ჰენდერსონი - 6
ემრე ჯანი - 8 ემრე ჯანი - 8
ჟორჟინიო ვეინალდუმი - 8 ჟორჟინიო ვეინალდუმი - 7
სადიო მანე - 6 სადიო მანე - 7
რობერტო ფირმინო - 6 რობერტო ფირმინო - 5
დივოკ ორიჯი - 7 დივოკ ორიჯი - 7
შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები
Liverpool Echo ThisIsAnfield
ადამ ლალანა - 6 ადამ ლალანა - 6
ავატარი
Nukri ავტორი
#34
ლივერპულმა ბორნმუთთან დრამატულ მატჩში ბოლო 15 წუთში სამი გოლი გაუშვა და სეზონში მეორე მარცხი იწვნია.

იურგენ კლოპმა მატჩისშემდეგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი:

წაგებულ თამაშზე

რა უნდა ვთქვა? როცა კარგად გვეჭირა ბურთი აშკარა იყო ვინ მოიგებდა, თუმცა ბორნმუთს არ სურდა დანებება მარტივად და პრესინგი შემოგვთავაზა. 2-0-ის შემდეგ გუნდი კარგად ვერ თამაშობდა და შესვენებაზე ბიჭებს ამის შესახებ ვუთხარი. მათ ვესაუბრე, რომ ეს იყო კარგი სამზადისი მეორე ტაიმისთვის, რადგან წინ რთული 45 წუთი გველოდა. პასების დროს ძალიან სტატიკურები ვიყავით, ბურთს ერთ ადგილზე დიდხანს ვინარჩუნებდით და საჭირო პასებს გვიან ვაკეთებდით. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჩვენ კონცენტრაცია დავკარგეთ. ნათელი იყო, რომ მეორე ტაიმში რაღაც უნდა მომხდარიყო. პენალტმა გარკვეულწილად შეცვალა თამაშის მიმდინარეობა, შემდეგ ჩვენ მესამე ბრწყინვალე გოლი გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ჩვენ სივრცეები დავტოვეთ და ბორნმუთმა ეს იდეალურად გამოიყენა. მათ არ ჰქონდათ ბევრი მომენტი, მაგრამ გუნდი ბოლომდე იბრძოდა. ედი ჰოუც ბრწყინვალე იყო და თავის გუნდს 3-3-ზეც კი უფრო მეტ მოტივაციას აძლევდა. შეგვეძლო მეოთხეს გატანა, თუმცა აქეთ გავუშვით გოლი. ეს საოცარი ისტორიაა, მაგრამ არა ჩვენთვის. ამ წაგებიდან ბევრი უნდა ვისწავლოთ და ასეც მოხდება, შემდეგ აუცილებლად დალაგდება სიტუაცია, მაგრამ ახლა ამას უნდა შევეგუოთ.
ავატარი
Nukri ავტორი
#35
უფრო ფილოსოფოსად ყოფნაზე

გაბრაზებული არ ვარ, თუმცა თამაშის დროს ეს რამდენჯერმე მოხდა. მე კარგად ვიცნობ ბიჭებს და ისიც ვიცი, რომ არცერთს არ სურდა დღევანდელი მატჩის წაგება. მაგრამ ეს მოხდა და არაფრის შეცვლა აღარ შემიძლია. თამაშის რამდენიმე მომენტში ჩვენ ნაკლებად ვიყავით ჩართულები და არასწორად ვმოქმედებდით. პენალტი აშკარად იყო, თუმცა ჩვენს მხარესაც იყო მომენტები - რობერტოზე, დივოკზე. მაისურის მოქაჩვა, მეორე ყვითელი - გმადლობთ! ჩვენ ამ თამაშზე გვქონდა კარგიც და ცუდი გავლენაც, სულ ესაა.
ავატარი
Nukri ავტორი
#36
ახდენს თუ არა შედეგი გუნდის ხასიათზე გავლენას

არა, ხასიათზე და დამოკიდებულებაზე პრობლემა არ გვაქვს. არავინ იბადება გამარჯვებული, შენ უნდა ისწავლო გამარჯვება. გასულ სეზონში მე-9 ადგილიდან მოვდივართ, იყო მწვრთნელის ცვლილება და სხვა რაღაცები, მაგრამ ახლა ვცდილობთ ვიყოთ უკეთესები. იცი, რომ ასეთი რამ აუცილებლად მოხდება, მაგრამ როცა ამის დრო დგება თავს ცუდად გრძნობ. როცა ცხოვრებაში პრობლემები იქმნება, უფრო ადვილია გამკლავება. ახლა ეს მოხდა ჩვენთან და უნდა გავუმკლავდეთ.
ავატარი
Nukri ავტორი
#37
კარიუსის პერფორმანსზე

როცა შეცდომას უშვებ აუცილებლად გაკრიტიკებენ - ასეთია ცხოვრება და მასთან პრობლემა არ მაქვს. თუ მაღალი დონის მოთამაშე ხარ, ამისგან უფრო გაძლიერდები. მე პატივს ვცემ და მივიღებ ყველაფერს, რასაც დღეს ჩვენზე იტყვით. თუ გინდათ თქვით, რომ ბრმები ვართ, ან სულელები, ან არასაკმარისად კარგები, რაც იქნება თქვით. ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს იმაზე, თუ რას ვფიქრობ მე ჩემს გუნდზე. რა თქმა უნდა დღეს შეცდომები დავუშვით. თუ შანსებს ვერ გამოვიყენებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ცუდი ფორვარდები გვყავს? არა, ჩვენ ძალიან კარგი შემტევები გვყავს. ბოლო გოლის დროს ლორისისთვის რთული სიტუაცია იყო. რა თქმა უნდა მინდოდა, რომ ის ამ დარტყმას გამკლავებოდა, მაგრამ ეს მეკარის შესაძლებლობებზე არაფერს ამბობს. ეს უკვე წარსულია და ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ.
ავატარი
Nukri ავტორი
#38
კვირას "ლივერპული" საკუთარ მოედანზე "ვესტ ჰემს" მიიღებს. მანამდე კი იურგენ კლოპმა გადაწყვიტა თავისი შეგირდები ბარსელონაში ჩაეყვანა და სავარჯიშო სესიები განსხვავებულ გარემოში ჩაეტარებინა.

"წითლებს" შუა კვირაში მატჩის ჩატარება არ უწევთ, ამიტომ გერმანელმა სპეციალისტმა გაცილებით თბილ ადგილას გადაწყვიტა გუნდის მომზადება. სავარაუდოდ, "წითლები" ჩემპიონთა ლიგის მატჩსაც დაესწრებიან, რომელშიც "ბარსელონას" მეტოქე მიუნხენგლადბახის "ბორუსია" იქნება.
ავატარი
Gaucho
#39
კვირას "ლივერპული" საკუთარ მოედანზე "ვესტ ჰემს" მიიღებს. მანამდე კი იურგენ კლოპმა გადაწყვიტა თავისი შეგირდები ბარსელონაში ჩაეყვანა და სავარჯიშო სესიები განსხვავებულ გარემოში ჩაეტარებინა.
"წითლებს" შუა კვირაში მატჩის ჩატარება არ უწევთ, ამიტომ გერმანელმა სპეციალისტმა გაცილებით თბილ ადგილას გადაწყვიტა გუნდის მომზადება. სავარაუდოდ, "წითლები" ჩემპიონთა ლიგის მატჩსაც დაესწრებიან, რომელშიც "ბარსელონას" მეტოქე მიუნხენგლადბახის "ბორუსია" იქნება.
ავატარი
Gaucho
#40
ინგლისის თასის მესამე რაუნდში "ლივერპულის" მეტოქე "ნიუპორტსა" და "პლიმუთ არგაილს" შორის გამარჯვებული იქნება.
წილისყრა გვიან ღამით გაიმართა. მას სტივენ ჯერარდი და იან რაითი უძღვებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული ორივე კლუბი ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონში ასპარეზობს.
"წითლების" მეტოქე საბოლოოდ 13 დეკემბერს გაირკვევა. ინგლისის თასის გათამაშებაში კი მერსისაიდელები 6-9 იანვარს ჩაერთვებიან.
აქვე გეტყვით, რომ "ლივერპულს" წარსულში არასდროს უთამაშია "ნიუპორტის" წინააღმდეგ, თუმცა "პლიმუთს" სულ 10-ჯერ დაუპირისპირდა. გუნდების უკანასკნელი შეხვედრა 1962 წელს შედგა და ბილ შენკლის შეგირდების გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
ამჟამად, ინგლისის ლიგა 2-ში "პლიმუთი" მეორე, ხოლო "ნიუპორტი" 24-ე ადგილზე იმყოფება.
ავატარი
Gaucho
#41
2017 წლის 25 მარტს ენფილდზე ლივერპულისა და რეალის ლეგენდების მატჩი ოფიციალურად დაანონსდა. ეს გუნდები ერთმანეთს 2015 წელსაც დაუპირისპირდნენ და სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული მატჩი მადრიდელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა. ლივერპულელთა გუნდს რობი ფაულერი უკაპიტნებს, მოთამაშე-მწვრთნელის რანგში კი იან რაში მოგვევლინება.
ლივერპულელთა მხრიდან ოფიციალურად დადასტურებული შემადგენლობა ასე გამოიყურება: რობი ფაულერი, იან რაში, გარი მაკალისტერი, ლუის გარსია, ჯეიმი კარაგერი, პატრიკ ბერგერი, სალიფ დიაო, იეჟი დუდეკი, სტეფან ჰენჩო, ჯეისონ მაკატერი, ვლადიმირ შმიცერი, დევიდ ტომპსონი, ბიორნ ტორე კვარმე, სანდერ ვესტერველდი, დიტმარ ჰამანი, ჯონ ალდრიჯი, იონ არნე რიისე, ფილ ბაბი, დანიელ აგერი და მაიკლ ოუენი.
მადრიდელთა რიგებში ფეხბურთელების ჯერ მხოლოდ მცირე რიცხვია დადასტურებული: რობერტო კარლოსი, ემილიო ბუტრაგენიო, ლუიშ ფიგუ და ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი სტივ მაკმანამანი.
მატჩი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა მერსისაიდში და მის გარშემო მცხოვრები ბავშვების და ახალგაზრდების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას მოხმარდება.
ავატარი
Gaucho
#42
"ნიცას" იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი "ლივერპულში" შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ამ გუნდში ის არასდროს ითამაშებს.
"თუ ინგლისში დაბრუნება მომიწია, დარწმუნებული ვარ ლივერპულში არ დავბრუნდები. ამ გუნდში აღარასდროს ვითამაშებ.
ზოგადად კი ინგლისური გუნდებიდან დიდ პატივს ვცემ მანჩესტერ სიტის. მეორე ადგილზე არსენალს დავაყენებდი", - აცხადებს ბალოტელი.
ავატარი
Gaucho
#43
2015 წლის ზაფხულში "ლივერპულმა" რობერტო ფირმინო 29 მილიონ ფუნტად გაიფორმა. ბრაზილიელის "ენფილდური" კარიერა არც ისე კარგად დაიწყო, თუმცა გუნდში იურგენ კლოპის მოსვლის შემდეგ, ფირმინო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
მიმდინარე სეზონში 25 წლის შემტევმა 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. "წითლების" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კი გუნდი სწორედ ბრაზილიელის შეძენის გამო შეაქო :
"როცა "ბორუსიადან" წამოვედი, ტელეფონში ყველა ნომერი წავშალე, რათა მშვიდად ვყოფილიყავი. როდესაც გავიგე, რომ "ლივერპულმა" ფირმინო გაიფორმა, გავიფიქრე : "როგორ შეძლეს ამის გაკეთება?". მაშინ ეს გუნდი რთულ მდგომარეობაში იყო, სხვებს კი უფრო დიდი თანხის გადახდა შეეძლოთ. მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს კარგი ტრანსფერი იქნებოდა.
პრემიერ ლიგაში მუშაობისას, რთულია მუდმივად ადევნო თვალი ბუნდელისგის პატარა კლუბებს. იმავეს თქმა შემიძლია გერმანიაში მუშაობაზეც. შეიძლება ყურადღებით დააკვირდე მოთამაშეებს, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობენ ან ტოპ კლუბების ღირსებას იცავენ. ჩვენმა სკაუტებმა კი შესანიშნავი სამუშაო გასწიეს, როდესაც ფირმინოს მიერ "ჰოფენჰაიმში" ნაჩვენებ თამაშს აკვირდებოდნენ და ის ასეთ ხელსაყრელ ფასად გაიფორმეს." - ციტირებს კლოპის სიტყვებს ESPN
ავატარი
Gaucho
#44
"ლივერპულის" სპონსორმა Standard Chartered-მა ნოემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ ჟოელ მატიპი დაასახელა.
25 წლის მცველი "წითლების" რიგებს "უოტფორდთან" მატჩში ლუკას ლეივასთან ერთად იცავდა. როგორც იცით, აღნიშნული შეხვედრა მერსისაიდელებმა დიდი ანგარიშით მოიგეს.
შემდეგ იყო სტუმრობა "სენტ მერიზე", სადაც მატიპს პარტნიორობას დეიან ლოვრენი უწევდა. ეს შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. თვის ბოლოს კი კლოპის შეგირდებმა 2:0 დაამარცხეს "სანდერლენდი".
"ეს ჩემთვის პატივია. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელმაც ხმა მომცა. ასეთი რამ ყოველთვის განსაკუთრებულია." - ციტირებს მატიპის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.
აქვე გეტყვით, რომ დიდი ალბათობით, ჟოელი "ვესტ ჰემთან" მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.
ავატარი
Gaucho
#45
9 იანვარს, ციურიხში ფიფა წლის საუკეთესო გულშემატკივრებსაც დაასახელებს. როგორც ირკვევა, აღნიშნული ჯილდოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები, "ლივერპულისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" ფანები არიან.
როგორც იცით, 14 აპრილს "წითლებმა" 4😺 დაამარცხეს მეტოქე და ევროპის ლიგის 1/2 ფინალში გავიდნენ. აღნიშნული მატჩის დაწყებამდე, ორივე გუნდის გულშემატკივრებმა ერთხმად შეასრულეს მერსისაიდელთა ჰიმნი - You Will Never Walk Alone. ასევე, მასპინძლების მსგავსად, ჰილსბოროს ტრაგედიის დროს დაღუპულები სტუმრებმაც გაიხსენეს.
ზემოთხსენებული ჯილდოზე ნომინირებულნი ასევე არიან ისლანდიის ნაკრების გულშემატკივრები, რომლებმაც ევრო 2016-ზე ფეხბურთელებთან ერთად შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს. ჯილდოს მიღების კანდიდატები ასევე არიან "დენ ჰააგის" ფანები, რომლებმაც როტერდამის ბავშვთა საავადმყოფოს მხარდასაჭერად "ფეინოორდის" სტადიონზე სათამაშოები ბავშვებს გადასცეს.
ავატარი
Gaucho
#46
კვირას "ლივერპული" საკუთარ მოედანზე "ვესტ ჰემს" მიიღებს. მომავალ მატჩში მერსისაიდელებს ფილიპე კოუტინიო, დენი ინგსი და დანიელ სტარიჯი ვერ დაეხმარებიან.
დღეს იურგენ კლოპმა მელვუდში ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა კომენტარი გუნდის საკადრო პრობლემებზეც გააკეთა :
"წარმოდგენა არ მაქვს როდის დაბრუნდება სტარიჯი. მას ჯერ კიდევ არ უვარჯიშია მოედანზე. ის დღეს ინდივიდუალური პროგრამით დაიწყებს ვარჯიშს.
კოუტინიოსა და ინგსის შემთხვევები იდეალური არ არის, თუმცა ჩვენ ამის შეცვლა არ შეგვიძლია."
როგორც იცით, ჟოელ მატიპი იანვარში აფრიკის თასზე არ გაემგზავრება. კამერუნელმა მცველმა უკვე განაახლა ვარჯიში და დიდი ალბათობით, "ვესტ ჰემთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაშიც იქნება.
"ჩვენ მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირის წინ ვაწარმოებდით, ასე რომ, ამ სიახლემ არ გამაოცა. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ. ასეთ გადაწყვეტილებებს ფეხბურთელები თავად იღებენ და კლუბს არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ჟოელი კარგი ფეხბურთელია. მან ადაპტაცია სწრაფად გაიარა." - განაცხადა კლოპმა.