UEFA Champions League

23 8
ავატარი
Gaucho ავტორი
#17
გუშინ, ჩემპიონთა ლიგის, 2016-2017 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა.
წინ, ყველაზე საინტერესო, ფლეი ოფები გველის. ცნობილია, რომ 1/8 ფინალების კენჭისყრა ორშაბათს, 12 დეკემბერს გაიმართება.
წილისყრა, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
გაცნობებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალები 14, 15, 21, 22 თებერვალსა და 7, 8, 14, 15 მარტს გაიმართება.
ავატარი
Gaucho ავტორი
#18
დასრულდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპები და წინ ყველაზე საინტერესო, ფლეი ოფის ეტაპები იწყება.
2016-2017 წლების სეზონში, გუნდები საკმაოდ საინტერესოდ გადანაწილდნენ. აშკარაა, რომ მე-2 ადგილით უფრო ძლიერი გუნდები გავიდნენ, ვიდრე პირველი ადგილით.
ამიტომ, ცხადია, წილისყრის დროს რამდენიმე დიდი გუნდი ერთმანეთს 1/8 ფინალშივე დაუპირისპირდება.
გთავაზობთ ვარიანტს, თუ როგორი შეიძლება დაუპირისპირდნენ ყველაზე ძლიერი გუნდები ერთმანეთს 1/8 ფინალშივე.
1. ბარსელონა - ბაიერნი
2. მანჩესტერ სიტი - იუვენტუსი
3. არსენალი - რეალი
4. პარი სენ ჟემენი - ატლეტიკო
სრულიად შესაძლებელია, რომ ზემოთმოცემული ოთხეული ასე დაწყვილდეს, თუმცა ამ შემთხვევაში საკმაოდ სუსტი იქნებოდა მეორე ოთხეულიდან გასული გუნდები.
დავუშვათ მეორე ოთხეული ასე დაწყვილდებოდა:
1. მონაკო - პორტო
2. დორტმუნდი - ბენფიკა
3. ნაპოლი - ლევერკუზენი
4. ლესტერ სიტი - სევილია
ავატარი
Gaucho ავტორი
#19
ჩემპიონთა ლიგის, 2016-2017 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა.
გაირკვა იმ 16 გუნდის ვინაობა, რომლებიც 1/8 ფინალში განაგრძობენ ასპარეზობას.
პირველი ადგილით გავიდნენ: არსენალი, ნაპოლი, ბარსელონა, ატლეტიკო, მონაკო, დორტმუნდი, ლესტერი, იუვენტუსი.
მეორე ადგილით გავიდნენ: პსჟ, ბენფიკა, მანჩესტერ სიტი, ბაიერნი, პორტო, ლევერკუზენი, რეალი, სევილია.
გთავაზობთ სიას, თუ რომელი გუნდი რომელს ვერ დაუწყვილდება 1/8 ფინალში.
1. 1 ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთს ვერ დაუწყვილდებიან (მაგალითად: რეალი და დორტმუნდი, ბაიერნი და ატლეტიკო და ა.შ)
2. 1 ქვეყნის გუნდები ერთმანეთს ვერ დაუწყვილდებიან (მაგალითად: რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო და ა.შ)
ბარსელონას სავარაუდო მეტოქეები - ბაიერნი, პსჟ, ბენფიკა, პორტო, ლევერკუზენი
რეალის სავარაუდო მეტოქეები - არსენალი, ნაპოლი, მონაკო, იუვენტუსი, ლესტერ სიტი
ბაიერნის სავარაუდო მეტოქეები - არსენალი, ნაპოლი, ბარსელონა, მონაკო, ლესტერ სიტი, იუვენტუსი
იუვენტუსის სავარაუდო მეტოქეები - პსჟ, პორტო, ბენფიკა, ლევერკუზენი, სიტი, რეალი, ბაიერნი
არსენალის სავარაუდო მეტოქეები - პორტო, ბენფიკა, ლევერკუზენი, რეალი, ბაიერნი, სევილია
ლესტერის სავარაუდო მეტოქეები - პსჟ, ბენფიკა, ლევერკუზენი, რეალი, ბაიერნი, სევილია
ატლეტიკოს სავარაუდო მეტოქეები - პსჟ, პორტო, ბენფიკა, ლევერკუზენი, სიტი
დორტმუნდის სავარაუდო მეტოქეები
- პსჟ, პორტო, ბენფიკა, ლევერკუზენი, სიტი, სევილია
ნაპოლის სავარაუდო მეტოქეები - პსჟ, პორტო, ლევერკუზენი, სიტი, რეალი, ბაიერნი, სევილია
სიტის სავარაუდო მეტოქეები -
მონაკო, ნაპოლი, დორტმუნდი, ატლეტიკო, იუვენტუსი
პარი სენ ჟემენის სავარაუდო მეტოქეები - ნაპოლი, ბენფიკა, ბარსელონა, დორტმუნდი, ლესტერი, იუვენტუსი, ატლეტიკო
ავატარი
Gaucho ავტორი
#20
მოსკოვის ცსკა-ს მეკარემ იგორ აკინფეევმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, „ტოტენჰემთან“ 1😺 წაგებული მატჩის მეორე ტაიმში ავტოგოლი გაიტანა.
30 წლის მეკარემ ჩემპიონთა ლიგაზე ავტოგოლი შარშანაც გაიტანა. ეს 25 ნოემბერს „ვოლფსბურგთან“ შეხვედრაში მოხდა.
ამრიგად, აკინფეევი გახდა პირველი მეკარე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ორი ავტოგოლი გაიტანა. გარდა ამისა, რუს კიპერს მეორე ანტირეკორდიც ეკუთვნის - მან გოლები ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 43 შეხვედრაში გაუშვა.
ავატარი
Hazard
#21
ძაან მზე ფინალია წელს რა
ავატარი
Iunaitedi
#22
Hitman, magari..
ავატარი
Hazard
#23
Iunaitedi, აფსუს რა წელი გაცდა ტყუილად
ავატარი
Hazard
#24
ატლეტიკოსია წელს 😃

მსგავსი თემები