სილქნეთი

2 2
ავატარი
Hazard
#1


სილქნეტი — სატელეკომუნიკაციო კომპანია საქართველოში. სილქნეტი პირველი ნაციონალური ოპერატორის მემკვიდრეა, რომლის ისტორიას სათავე 1893 წელს დაედო. კომპანია დღევანდელი სახით და სახელწოდებით ჩამოყალიბდა 2010 წელს გაერთიანებული ტელეკომის ბაზაზე, რომელთანაც შპს ვანექსი და შპს აჭარის ელექტროკავშირი გაერთიანდნენ.

2014 წელს კომპანია სილქნეტმა შეიძინა ქვეყნის ყველაზე მსხვილი ინტერაქტიული ტელევიზია GMG, რომელიც ექვსი სპორტული და კინოარხით მაუწყებლობდა ქვეყნის მასშტაბით და მოახდინა ტელევიზიის რებრენდინგი, როგორც Silk მედია ჯგუფი. 2016 წელს სილქნეტმა შეიძინა მცირე უსადენო ინტერნეტ პროვაიდერი V-TEL Georgia, რომელიც მაქსიმალის სახელით ოპერირებდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში და მოახდინა მისი სრული ინტეგრაცია კომპანიის ქსელთან. 2017 წლის მიწურულს სილქნეტმა შეიძინა სატელიტური ტელევიზიის მიმწოდებელი კომპანია გლობალ TV, რომელიც 2006 წლიდან აწვდიდა მომხმარებელს სერვისს და ქვეყნის თითქმის ნახევარს ფარავდა.

2018 წლის დასაწყისში კომპანია სილქნეტმა საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი გარიგება მოახდინა, რომლის შედეგადაც 153 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ ქვეყნის უძველესი და ერთ-ერთი უმსხვილესი მობილური კავშირგაბმულობის კომპანია ჯეოსელი შეიძინა.

სილქნეტი არის კავკასიის უდიდესი სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც მომხმარებელს აწვდის სრულ საკომუნიკაციო სერვისს ქვეყნის მასშტაბით (ფიქსირებული და მობილური ტელეფონია, ფიქსირებული და უსადენო ინტერნეტი, ფიქსირებული და სატელიტური ტელევიზია).
ავატარი
Hazard ავტორი
#2
საკაიფო აქციები აქვთ ინტერნეტზე ჯერჯერობით

ავატარი
Hazard ავტორი
#3
30 დღიანი ულიმიტო აქცია ინტერნეტზე

ვადა: 30 დღე
ავტომატურად განახლებადი
აქტივაცია: *019*2*3#

ფასი 30 ₾