Yaya ture

4 2
ავატარი
Nukri
#1
ნიენიერი იაია ტურე (დ. 13 მაისი,
1983 ), საზოგადოდ ცნობილი,
როგორც იაია ტურე — კოტ-
დ'ივუარელი ფეხბურთელი. თამაშობს
ნახევარმცველის პოზიციაზე პრემიერ
ლიგის კლუბ „მანჩესტერ სიტიში“ და
კოტ-დ’ივუარის ეროვნულ ნაკრებში.
ტურე ცნობილია თავისი სისწრაფით,
ზუსტი პასებით, კარგი ფიზიკური
მომზადებით და ტექნიკით. როგორც
უნივერსალი ფეხბურთელი,
თამაშობდა ასევე თავდამსხმელის
პოზიციაზე ახალგაზრდულ წლებში, [2]
ასევე უთამაშია ცენტრალური
მცველის პოზიციაზეც, მათ შორის
„ბარსელონას“ შემადგენლობაში 2009
წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც.
[3]
კარიერა დაიწყო „ASEC Mimosas-ში“,
სადაც შედგა მისი დებიუტი 18 წლის
ასაკში. მისმა თამაშმა მიიპყრო
ევროპული კლუბების ყურადღება.
თამაშობდა ბელგიურ „ბევერენში“ ,
უკრაინის „დონეცკის მეტალურგში“ ,
საბერძნეთის „ოლიმპიაკოსში“ და
საფრანგეთის „მონაკოში“ .
2007 წელს გადავიდა კატალონიურ
„ბარსელონაში“ , სადაც მონაწილეობა
მიიღო 100-ზე მეტ მატჩში. ის
„ბარსელონაში“ თამაშობდა 2010
წელს, როდესაც კლუბისთვის
ისტორიული პერიოდი იდგა — მოიგეს
ექვსი ტურნირი ერთ სეზონში.
2010 წელს ტურე გადავიდა პრემიერ
ლიგის კლუბ „მანჩესტერ სიტიში“ ,
სადაც გაიტანა მთელი რიგი
მნიშვნელოვანი გოლი „ქალაქური“
კლუბისთვის.
კოტ-დ’ივუარის ეროვნულ ნაკრებში
ჩატარებული აქვს 67 მატჩი. ნაკრების
შემადგენლობაში მონაწილეობა აქვს
მიღებული მსოფლიოს
ჩემპიონატებზე, 2006 და 2010
წლებში.
იაია არის კოტ-დ’ივუარის ნაკრების
და „ლივერპულის“ ფეხბურთელის,
კოლო ტურეს უმცროსი ძმა.
ავატარი
Hazard
#2
saxeli ki aqvs unikaluri 😃
ავატარი
Nukri ავტორი
#3
yaya ヅ
ავატარი
Hazard
#4
ძაან მაგარი იყო, არსად არ დააფასეს სადაც ითამაშა
თემა გადაიტანა Boss Lampard კატეგორიიდან ფეხბურთი კატეგორიაში ფეხბურთელები 5 ივნისი 2022, 02:52

მსგავსი თემები