ფერან ტორეს გარსია (დ. 29 თებერვალი, 2000) — ესპანელი ფეხბურთელი. კატალონიური „ბარსელონისა“ და ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გარემარბი. იყო ნაკრების წევრი 2021 წელს გამართულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. ნათამაშები აქვს ესპანეთის 17, 19 და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში.