Rivaldo

1 3
ავატარი
Nukri
#1
რივალდო ( პორტ.-ბრაზ . Rivaldo Vítor
Borba Ferreira; დ. 19 აპრილი 1972 ,
პაულისტა , პერნამბუკუ ) —
ბრაზილიელი ფეხბურთელი.
თამაშობს შემტევი ნახევარმცველისა
და თავდამსხმელის პოზიციაზე.
მსოფლიო აღიარება მოიპოვა მას
შემდეგ, რაც დაუვიწყარი სეზონები
გაატარა კატალონიურ ბარსელონაში.
ამჟამად საფეხბურთო კლუბ სან-
პაულუს მოთამაშე.
კარიერა
რივალდომ თავისი კარიერა ბრაზიულ
კლუბ სანტა-კრუზში დაიწყო. შემდეგ
გადაბარგდა კლუბ მოჟი-მირინში,
რომელიც ბრაზილიის ჩემპიონატის
ქვედა დივიზიონში ასპარეზობდა.
1993 წელს რივალდო კორინთიანსის
წარმომადგენლებმა შენიშნეს და
კლუბში მიიწვიეს. საბოლოოდ
ბრაზილიელი კორინთიანსში
მხოლოდ 1 წელიწადს გაჩერდა,
საიდანაც პალმეირასში გადაბარგდა.
პალმეირასში ჩატარებული 104
თამაშში რივალდომ 53 ბურთის
გატანა შეძლო და ბრაზილიის სერია
A-ში გაიმარჯვა. 1996 წელს რივალდო
ტოვებს სამშობლოს და საბურთაოდ
ევროპაში მიემგზავრება. რივალდოს
ბრწყინვალე თამაშით დეპორტივოს
წარმომადგენლები დაინტერესდნენ.
სწორედ აქედან იწყება რივალდოს
აპოგეა. დეპორტივოში რივალდო
დიდი მონდომებით თამაშობდა და
ერთ სეზონში 21 ბურთის გატანა
შეძლო. რივალდოს ასეთი
ბრწყინვალე თამაში და შედეგიანობა
მხედველობაში არც კატალონიურ
ბარსელონას გამორჩენია.
1997 წელს რივალდო კატალონიურმა
ბარსელონამ შეიძინა. ბარსელონაში
რივალდომ ბევრს მიაღწია, კლუბში
მრავალი ჯილდო მოიგო და
გულშემატკივართა დიდი სიყვარულიც
დაიმსახურა. რივალდომ
ბარსელონაში 5 წელი იასპარეზა.
ჩაატარა 157 თამაში და გაიტანა 86
გოლი, რომელთაგან გადამწყვეტი
არაერთი აღმოჩნდა კლუბისთვის.
1999 წელს რივალდომ ოქროს ბურთი
მოიგო და გახდა ფიფა-ს წლის
საუკეთესო ფეხბურთელი. ასევე
მოიგო ორჯერ ჩემპიონატი და
ერთხელ უეფას სუპერთასი.
კარიერის ვარდნა
რივალდოს ბარსელონას მთავარ
მწვრთნელთან (ლუი ვან გაალთან)
აერაერთხელ მოუვიდა კონფლიქტი.
2002 წელს რივალდო ტოვებს
კატალონიურ ბარსელონას და
იტალიურ მილანში გადადის.
რივალდომ იტალიაში ფეხი ვერ
მოიკიდა. სულ მილანში
ბრაზილიელმა 22 თამაში ჩაატარა და
მხოლოდ 5-ჯერ მოახერხა მეტოქის
კარის აღება. 2003 წელს რივალდო
სამშობლოში ბრუნდება. თუმცა აქაც
ცოტახნით ჩერდება. 2004 წლიდან
2007 წლებში რივალდო საბერძნეთის
ჩემპიონატში თამაშობდა, ჯერ
ოლიმპიაკოსის, ხოლო შემდეგ აეკის
შემადგენლობაში. შემდეგ
სათამაშოდ ბუნეკდორში მიდის
( უზბეკეთი).
2011 წლის 22 იანვარს რივალდო
იჯარით გადაბარგდა სან-პაულუში.
საერთაშორისო კარიერა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების
შემადგენლობაში რივალდო ორჯერ
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა.
პირველი მატჩი ეროვნული ნაკრების
მაისურით ჩაატარა 1993 წლის 16
დეკემბერს მექსიკის წინააღმდეგ.
უკანასკნელი კი – 2003 წლის 19
ნოემბერს ურუგვაის წინააღმდეგ.
საერთო ჯამში რივალდომ ბრაზილიის
ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 74 მატჩი
და გაიტანა 34 გოლი. 2002 წლის
მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიის
ნაკრებმა გაიმარჯვა, რომლის
შემადგენლობაში რივალდო მე-10
ნომრით ასპარეზობდა. ფინალში
ბრაზილიამ გერმანიას სძლია
ანგარიშით 2-0.
თემა გადაიტანა Boss Lampard კატეგორიიდან ფეხბურთი კატეგორიაში ფეხბურთელები 9 ივნისი 2022, 20:56