დავით თარგამაძე (დ. 22 აგვისტო,
1989 , თბილისი ) — ქართველი
ფეხბურთელი, თამაშობს
მარიუპოლის „ილიჩევეცში“ იჯარით
დონეცკის „შახტარიდან“ და
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში,
ნახევარმცველის პოზიციაზე.
კარიერა
საკლუბო
თამაშობდა თბილისის „დინამოში“ ,
სანამ გადავიდოდა გერმანულ
„ფრაიბურგში“ 2006 წელს.
„ფრაიბურგის“ ძირითად გუნდში მისი
დებიუტი შედგა 2009 წლის 17 მაისს
ობერჰაუზენის „როტ-ვაისთან“
მატჩში. [1] კლუბის მაისურით
მონაწილეობა მიიღო 8 მატჩში. [2]
2010 წლის ზაფხულში გადავიდა
უკრაინის „ოლექსანდრიაში“ .
2011 წლის 30 დეკემბერს დონეცკის
„შახტარმ“ა საკუთარ ვებ-გვერდზე
ოფიციალური განცხადება
გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით
გუნდში თარგამაძე გადავიდა. [3]
იმავე წლიდა იჯარით იმყოფება
მარიუპოლის „ილიჩევეცში“.
სანაკრებო
თარგამაძე გამოდიოდა
საქართველოს 19 და 21 წლამდელთა
ნაკრებებში. 2009 წელს,
ახალგაზრდულ ნაკრებში ჩაატარა
სამი მატჩი. [4]
ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი
2011 წლის 10 აგვისტოს , სტუმრად
პოლონეთთან 0-1 წაგებულ მატჩში
შედგა. თარგამაძე თამაშში,
ალექსანდრე გურულის ნაცვლად 50-ე
წუთიდან ჩაერთო და ყვითელი
ბარათიც დაიმსახურა.
მონაწილეობდა ევროპის 2012 წლის
ჩემპიონატის საკვალიფიკაციო
ეტაპის სამ მატჩში. თბილისში
საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ,
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, მე-19
წუთზე სტანდარტული სიტუაციიდან
გახსნა ანგარიში.
2012 წლის 24 მაისს თურქეთის
ნაკრებთან, ავსტრიის ქალაქ
ზალცბურგში გამართულ
საერთაშორისო ამხანაგურ მატჩის
51-ე წუთზე თარგამაძემ ანგარიში 1-2
გახადა, თუმცა საბოლოოდ თურქეთის
ეროვნულმა ნაკრებმა, ანგარიშით 1-3
გაიმარჯვა.
1989 , თბილისი ) — ქართველი
ფეხბურთელი, თამაშობს
მარიუპოლის „ილიჩევეცში“ იჯარით
დონეცკის „შახტარიდან“ და
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში,
ნახევარმცველის პოზიციაზე.
კარიერა
საკლუბო
თამაშობდა თბილისის „დინამოში“ ,
სანამ გადავიდოდა გერმანულ
„ფრაიბურგში“ 2006 წელს.
„ფრაიბურგის“ ძირითად გუნდში მისი
დებიუტი შედგა 2009 წლის 17 მაისს
ობერჰაუზენის „როტ-ვაისთან“
მატჩში. [1] კლუბის მაისურით
მონაწილეობა მიიღო 8 მატჩში. [2]
2010 წლის ზაფხულში გადავიდა
უკრაინის „ოლექსანდრიაში“ .
2011 წლის 30 დეკემბერს დონეცკის
„შახტარმ“ა საკუთარ ვებ-გვერდზე
ოფიციალური განცხადება
გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით
გუნდში თარგამაძე გადავიდა. [3]
იმავე წლიდა იჯარით იმყოფება
მარიუპოლის „ილიჩევეცში“.
სანაკრებო
თარგამაძე გამოდიოდა
საქართველოს 19 და 21 წლამდელთა
ნაკრებებში. 2009 წელს,
ახალგაზრდულ ნაკრებში ჩაატარა
სამი მატჩი. [4]
ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი
2011 წლის 10 აგვისტოს , სტუმრად
პოლონეთთან 0-1 წაგებულ მატჩში
შედგა. თარგამაძე თამაშში,
ალექსანდრე გურულის ნაცვლად 50-ე
წუთიდან ჩაერთო და ყვითელი
ბარათიც დაიმსახურა.
მონაწილეობდა ევროპის 2012 წლის
ჩემპიონატის საკვალიფიკაციო
ეტაპის სამ მატჩში. თბილისში
საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ,
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, მე-19
წუთზე სტანდარტული სიტუაციიდან
გახსნა ანგარიში.
2012 წლის 24 მაისს თურქეთის
ნაკრებთან, ავსტრიის ქალაქ
ზალცბურგში გამართულ
საერთაშორისო ამხანაგურ მატჩის
51-ე წუთზე თარგამაძემ ანგარიში 1-2
გახადა, თუმცა საბოლოოდ თურქეთის
ეროვნულმა ნაკრებმა, ანგარიშით 1-3
გაიმარჯვა.