27 წლის არგენტინელი
ფეხბურთელი ლეო მესი
რეკორდს რეკორდზე ხსნის.
ესპანეთის ჩემპიონატის გასულ
ტურში “სევილიას” წინააღმდეგ,
რომელიც “ბარსელონას” გამარჯვებით 5-1 დასრულდა, მან
ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს მატჩი
მისთვის გამორჩეული იმით იყო,
რომ ამ სამი გოლით მესი ლა
ლიგის ყველა დროის საუკეთესო
ბომბარდირი გახდა. მას 253 გოლი დაგროვდა. ეს რეკორდი
“ბილბაოს” ლეგენდას ზარს
ეკუთხნოდა, რომელსაც 251 გოლი
ჰქონდა გატანილი. ამ რეკორდის
გარდა მესის კიდევ ბევრი
მიღწევა აქვს. sportinfo.ge გთავაზობთ არგენტინელის
ყველა რეკორდს. ლეო მესის ჩემპიონთა ლიგაზე
ყველა მეტი ჰეთ-თრიკი აქვს
შესრულებული. მან ამ
პრესტიჟულ ტურნირზე სამი
გოლი ოთხ გუნდს გაუტანა,
ვიქტორია “პლზენს”, ლონდონის “არსენალს”, ლევერკუზენის
“ბაიერსა” და ამსტერდამის
“აიაქსს” 27 წლის ფეხბურთელი მსოფლიო
ფეხბურთის ისტორიაში
ერთადერთია ვისაც ყველაზე
მეტი, ოთხი ოქროს ბურთი აქვს
მოგებული. სამჯერ წლის
საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ლეგენდარულმა
ფეხბურთელებმა მიშელ
პლატინიმ, იოჰან კრუიფმა და
მარკო ვან ბასტენმა მიიღეს. მესი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე
გახდა პირველი ფეხბურთელი,
რომელმაც ევროტურნირებზე
ერთ ჩატარებულ მატჩში ხუთი
გოლი გაიტანა. მან ეს 1/8
ფინალურ ეტაპზე ლევერკუზენის “ბაიერის” წინააღმდეგ მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში 5
გოლის გატანა “შახტარის”
ფეხბურთელმა ადრიანომაც
შეძლო. 2009 წელს პედრო გახდა
ერთადერთი ფეხბურთელი,
რომელმაც ერთ წელიწადში ექვს
სხვადასხვა ტურნირზე მოახერხა
გოლის გატანა. ანალოგიური
შედეგი 2 წლის შემდეგ მესიმაც დააფიქსირა. მან გოლის გატანა
ჩემპიონა ლიგაზე, ესპანეთის
ჩემპიონატში, უეფას სუპერ
თასზე, ესპანეთის სუპერ თასზე,
კოპა დელ რეის თასზე და
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე შეძლო. მესი ოქროს ბურთის მოპოვების
ნომინანტა სამეულში ყველაზე
მეტჯერაა დასახელებული. ის
2007 წლიდან მოყოლებული
ყოველ წელს განიხილება ამ
ტიტულის მოპოვების კანდიდატად. მესიმ 2012 წელს არგენტინის
ეროვნული ნაკრების
შემადგენლობაში ზუსტად ერთ
წელში 12 გოლი გაიტანა. მსგავსი
შედეგი არგენტინის ისტორიაში
არავის ჰქონია. აქამდე ეს რეკორდი ლეგენდარულ
ფეხბურთელს გაბრიელ
ბატისტუტას 1998 წელს ჰქონდა
დამყარებული. 2011/12 წლების სეზონში ლეო
მესიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის
ერთ სეზონში 14 გოლის გატანა
შეძლო და დაამყარა კიდევ ერთი
რეკორდი, თუმცა ეს რეკორდი
გასულ სეზონში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა
კრიშტიანო რონალდუმ მოხსნა,
რომელმაც 17 გოლი გაიტანა. 2012/13 წლებში ესპანეთის
პრომერადივიზიონში მესიმ 19-
ივე გუნდს გაუტანა გოლი. ამავე
წელს ის გახდა ერთადერთი
ფეხბურთელი, რომელსაც ლა
ლიგაში ზედიზედ 21 მატჩში აქვს გოლი გატანალი. უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მესის
21 სხვადასხვა ქალაქის
გუნდისთვის აქვს გოლი
გატანილი. ასევე ის არის ელ
კლასიკოების ბომბარდირი, 21
გოლით. აქამდე ეს რეკორდი “რეალის” ფეხბურთელს დი
სტეფანოს ეკთვნოდა, რომელსაც
18-ჯერ ჰქონდა “ბარსელონას”
კარი აღებული. “ბარსელონას” შემადგენლობაში
ესპანელ ნახევამცველ ხავიზე
მეტი ტიტული არცერთ
ფეხბურთელს არ აქვს, თუმცა
მესი მხოლოდ 27 წლისაა და
სავარაუდოდ ამ რეკორდსაც მოხსნის იმ შემთხვევაში, თუ
კატალონიურ გუნდში დარჩება. მესის “ბარსელონას”
შემადგენლობაში 27 ჰეთ-თრიკი
აქვს შესრულები, ერთით მეტი
ვიდრე კრიშტიანო რონალდუს
მადრიდის “რეალში.” ამ ორ
ფეხბურთელამდე ყველაზე მაღალი შედეგი დი სტეფანოსა და
ზარას ჰქონდათ, რომელთაც 22
ჰეთ-თრიკი ჰქონდათ
შესრულებული. მესი არის ერთადერთი
ფეხბურთელი ესპანეთის
ისტორიაში, რომელსაც ზედიზედ
ხუთ სეზონში აქვს 40-ზე მეტი
გოლი გატანილი. 2009/10 წლებში
მან ყველა ტურნირზე 47 გოლი გატანა, 2010/11-ში – 53, 2011/12-
ში – 73, 2010/13-ში – 60, ხოლო
გასულ სეზონში 41 გოლი. არგენტინელმა ფეხბურთელმა
2010/11 წლების სეზონში ლა
ლიგაში 50 გოლი გაიტანა და
დაამყარა უგო სანჩესის რეკორდი,
რომელსაც 38 გოლი ჰქონდა
გატანილი. სანჩესის რეკორდი კრიშტიანო რონალდუმაც
დაამყარა. მან ამავე წელს 40-ჯერ
შეძლო თავის გამოჩენა. ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში
“აიაქსის” წინააღმდეგ მესიმ ამ
ტურნირზე 71-ე გოლი გაიტანა და
გახდა ყველადროის საუკეთესო
ბომბარდირი რაულთან ერთად,
თუმცა მესიმ ეს ყველაფერი მხოლოდ 90 მატჩში შეძლო,
რაულმა კი 142-ში. 2011/12 წლების სეზონში
არგენტინელმა ფეხბურთემა ერთ
სეზონში 73 გოლის გატანა
მოახერხა და დაამყარა
ლეგენდარული გერდ მიულერის
რეკორდი, რომელმაც 1972-73 წლების სეზონში 67 გოლი
გაიტანა. მესი მიულერის კიდევ ერთი
რეკორდი დაამხო. მან ერთ
კალენდარულ წელში 91-ჯერ
მოახერხა თავის გამოჩენა. ეს
რეკორდი სწორედ მიულერს
ეკუთვნოდა,რომელმაც 1972 წელს 85 გოლი გაიტანა. ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა
ლა ლიგაში – ამ რეკორდის
დამყარებამდე არგენტინელს
მხოლოდ 6 შედეგიანი გადაცემა
აკლია. მას 101 საგოლე პასი აქვს
გაკეთებული, მადრიდის “რეალის” ყოფილ ფეხბურთელს
ლუიშ ფიგუს კი 107. მესი არის ერთადერთი
ფეხბურთელი ისტორიაში,
რომელსაც “ბარსელონას”
სტადიონზე კამპ ნოუზე 100-ზე
მეტი გოლი აქვს გატანილი. 253
გოლიდან მას ამ სტადიონზე 142 გოლი აქვს. ასევე მესის ეკუთვნის კიდევ
ერთი რეკორდი. ყველაზე
ტურნირზე 200-ზე მეტი გოლი
კამპ ნოუზე მხოლოდ მას აქვს
გატანილი. მან ეს რეკორდი
გასულ კვირას დაამყარა. “ეიბართან” შესრულებული ჰეთ-
თრიკი შემდეგ, მესის 203 გოლი
დუგროვდა. შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში
მესიმ “ბილბაოს” ფეხბურთელის
ზარას რეკორდი მოხსნა,
რომელსაც ლა ლიგაში 251 გოლი
ჰქონდა გატანილი.
“სევილიასთან” შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ კი მესის 253
გოლი დაუგროვდა და ლა ლიგის
ყველა დროის საუკეთესო
ბომბარდირი გახდა. მესის კატალონიური გუნდის
მაისურით ოფიციალურ მატჩებში
სულ 368 გოლი აქვს გატანილი და
“ბარსელონას” ყველა დროის
საუკეთესო ბომბარდირია.