FC Barcelona

803 12
ავატარი
Nukri ავტორი
#32
"ბარსელონას" ყოფილი
თავდამსხმელის ბოიან კრკიჩის
მამამ, რომელიც კატალონიურ
კლუბში სკაუტად მუშაობდა, ისაუბრა
იმ ფეხბურთელებზე, რომლებითაც
კატალონიური გრანდი ადრე
ინტერესდებოდა.
"კლუბში ჩემი მუშაობის ბოლო
წელს კურტუას შეძენა ჯერ კიდევ
ბელგიიდან გვინდოდა. მან
შესანიშნავად წარმოაჩინა საკუთარი
თავი და "გენკში", 19 წლის ასაკში,
პირველი მეკარე გახდა. ერთ-ერთი
აგენტი, იუგოსლავიის ნაკრების
ყოფილი ფეხბურთელი, ჩემი
მეგობარი იყო. ის დიდად აფასებდა
მის შესაძლებლობებს.
ჩვენ ბევრი ვიდეო გვქონდა
კურტუაზე. ჩემზე ნამდვილად დიდი
შთაბეჭდილება მოახდინა მისმა
თამაშმა და ამაზე
ხელმძღვანელობას ვესაუბრე.
თუმცა, არაფერი არ მომხდარა.
კურტუას "ბარსელონაში" გადასვლის
სურვილი ნამდვილად ჰქონდა. მას
სურდა გრძელვადიანი კონტრაქტის
გაფორმება და თამაში "ბარსელონა
ბ"-ში ან არენდით გადასვლა. ჩვენ
მას 3 მილიონ ევროდ ვაფასებდით,
რადგან ტიბო ცნობილი არ
იყო. შესანიშნავი ტრანსფერი
გამოვიდოდა, მაგრამ ერთი თვის
შემდეგ ის "ჩელსიში" გადავიდა.
ამის შემდეგ ყველაფერი
დასრულდა.
მე ასევე გავეცანი ინფორმაციას
ვარანზე, რომელიც მაშინ ჩამშლელ
ნახევარმცველად თამაშობდა.
ვთქვი, რომ საჭიროა მისი შეძენა და
სერიოზული დაკვირვება მის
განვითარებაზე. ამაზე ვესაუბრე
ალბერტ ვალენტინს, "ბარსელონას"
სპორტული დირექტორის ანდონის
სუბისარეტას დამსხმერეს. მათ
გაგზავნეს სპეციალისტი "ლანსსა"
და "მონაკოს" შორის მატჩზე. თუმცა,
ვარანის თამაში კლუბის
წარმომადგენელს არ მოეწონა და
ამით ყველაფერი დამთავრდა." -
განაცხადა უფროსმა კრკიჩმა.
ავატარი
Nukri ავტორი
#33
"ბარსელონას" ვეტერნამა
ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა
კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ
მთავარ მწვრთნელ ლუის
ენრიკესთან ძალიან კარგი
ურთიერთობა აქვს. მიუხედავად
იმისა, რომ ესპანურ მედიაში
არაერთხელ გაჟღერებულა ის
მოსაზრება, რომ ესპანელს ლუის
ენრიკესთან დაძაბული
ურთიერთობა აქვს, რადგან მათი
აზრები ყოველთვის ერთმანეთს არ
ემთხვევა.
- "ენრიკესთან შესანიშნავი
ურთიერთობა მაქვს. არ დავტოვე
"ბარსელონა" მის გამო, რადგან
ვიგრძენი, რომ გუნდისთვის კიდევ
მნიშვნელოვანი ფიგურა ვიყავი" -
ციტირებს ჩავის სიტყვებს El Mundo
Deportivo.
შეგახსენებთ, რომ სეზონის
დაწყებამდე ჩავი ერნანდეს კლუბის
დატოვება თითქმის გადაწყვეტილი
ქონდა, თუმცა მან მოულოდნელად
გადაწყვეტილება შეიცვალა.
ავატარი
Messi
#34
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, რაიან გიგზმა "ბარსელონას"
ნახევარმცველს, ჩავი ერნანდესს ჩემპიონთა ლიგაზე მისი რეკორდის განმეორება მიულოცა. უელსელმა ამ ტურნირზე 151 მატჩი ჩაატარა, ესპანელმა ფეხბურთელმა კი ეს მიღწევა "აპოელთან" გასვლით მატჩში გაიმეორა. "ჩავი მაგონებს მე
მოჭადრაკეს, რომელიც
ყოველთვის მიიწევს წინ ორი-
სამი ნაბიჯით. ის ერთ-ერთი
დიდებული ფეხბურთელია
ფეხბურთის ისტორიაში ერთ- ერთ ყველაზე დიდებული
გუნდიდან. ყოველთვის
იმედგაცრუებული რჩები,
როდესაც კარგავ რეკორდს.
მაგრამ როცა ეს ეხება ისეთ
ფეხბურთელს, როგორიც ჩავია, დარტყმას არბილებს." -
განაცხადა გიგზმა. შეგახსენებთ, "ბარსელონამ"
კვიპროსული გუნდი 0:4
გაანადგურა, ჩავი კი
სათადარიგოდან შევიდა
მოედანზე.
ავატარი
Nukri ავტორი
#35
"ბარსელონა"-ს ფეხბურთელებმა ახალი მანქანები მიიღეს.
მათ მანქანები თვითონ აარჩიეს. მათი გადაწყვეტილებაა:
ლიონელ მესი – Audi A7 3.0 TDI
ნეიმარი – Audi Q5 3.0 TDI
ლუის სუარესი - Audi Q5 3.0 TDI
ანდრეს ინიესტა – Audi Q7 3.0 TDI
დანი ალვეში – Audi Q7 3.0 TDI
ჩავი – Audi Q7 3.0 TDI
პიკე – Audi Q7 3.0 TDI
პედრო – Audi Q5 3.0 TDI
ბუსკეცი – Audi Q7 3.0 TDI
რაკიტიჩი – Audi A7 3.0 TDI
მარტინ მონტოიე – Audi Q7 3.0 TDI
ადრიანო – Audi A7 3.0 TDI
მასკერანო – Audi Q7 3.0 TDI
ხორდი ალბა – Audi Q7 3.0 TDI
ბარტრა – Audi Q7 3.0 TDI
სერხი რობერტო – Audi A7 3.0 TDI
ჟერემი მატიე – Audi A7 3.0 TDI
კლაუდიო ბრავო – Audi Q7 3.0 TDI
რაფინია – Audi Q7 3.0 TDI
ტერ შტეგენი – Audi Q5 3.0 TDI
დუგლასი – Audi Q7 3.0 TDI
ვერმაელენი – Audi Q7 3.0 TDI
მასიპი – Audi Q7 3.0 TDI

მწვრთნელი:
ლუის ენრიკე – Audi Q7 3.0 TDI
ავატარი
Nukri ავტორი
#36
საკმაოდ საინტერესო სიახლეს აქვეყნებს Eurosport-ი. წყარო წერს იმის შესახებ, თუ კიდევ რა მიღწევები დარჩა ლიონელ მესის კარიერაში.

როგორც იცით, მესიმ 2 დღეში 2 უმიშვნელოვანესი რეკორდი დაამხო. გახდა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.

ახლა კი Eurosport-ი წერს, იმის შესახებ თუ კიდევ რა დარჩა ლიონელ მესის კარიერაში მისაღწევი:

1) წყაროს ცნობით, მესის ბომბარდირობა ესპანეთის თასსზეღა დარჩა, სადაც კვლავ ტელმო ზარა უწევს კონკურენციას. ცნობისთვის, ზარას 81 გოლი აქვს გატანილი კოპა დელ რეიზე, მესის კი 29

2) ასევე, მესის სანაკრებო დონეზეც დარჩა ბომბარდირობა. ამჟამად, არგენტინელს 45 გოლი აქვს გატანილი ეროვნულ ნაკრებში. რაც შეეხება საუკეთესო ბომბარდირს, ეს გაბრიელ ბატისტუტაა, რომელიც მესის 11 გოლით ასწრებს.

3) ვარაუდობენ, რომ კარიერის ბოლოს მესის “ბარსელონაში” ყველაზე მეტი მატჩი ექნება ჩატარებული. ამჟამად ეს რეკორდი ხავის ეკუთვნის, რომელსაც “ბლაუგრანას” ფორმით 497 შეხვედრა აქვს გამართული.

4) წყარო, ასევე, წერს, რომ ლიონელ მესი კარიერის ბოლოს პელეს რეკორდსაც მიუახლოვდება. როგორც იცით, ბრაზილიელს 1000 გოლზე მეტი აქვს გატანილი კარიერაში, მესის ამჟამად 450-მდე აქვს.

5) ლიონელ მესის ამჟამად ერთადერთი ტიტული აკლია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია – მსოფლიო ჩემპიონატი. უცნობია შეძლებს თუ არა არგენტინელი ამ ტურნირის მოგებას, თუმცა ეს უდიდესი მიღწევა იქნება
ავატარი
Nukri ავტორი
#37
მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი ლეო მესი 2014 წელს სათანადო ფორმაში ვერ შეხვდა, ის ბოლო პერიოდში კვლავ საოცრად თამაშობს. მან სამი დღის განმავლობაში ორი ძალიან ხმაურიანი რეკორდი დაამყარა. შეგახსენებთ, რომ მესი 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოპოვების ნომინანტთა სიაშია შესული. გთავაზობთ 10 მიზეზს თუ რატომ ეკუთვნის 27 წლის ფეხბურთელს წელს ოქროს ბურთი.

1. “სევილიასთან” გამართულ მაჩში მესიმ სამი გოლი გაიტანა და გახდა ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 253 გოლით. მან “ბილბაოს” ლეგენდას ზარას გაასწრო, რომელსაც 251 გოლი ჰქონდა გატანილი.

2. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასულ ტურში კატალონიელებმა “აპოელი” გაანადგურეს. მესიმ ამ შეხვედრაშიც ჰეთ-თრიკი შეასრულა და 73 გოლით ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. რონალდუსა და რაულის ანგარიშზე 71-71 გოლია.

3. საკლუბო წარმატებების გარდა, 27 წლის თავდამსხმელმა მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგად იასპარეზა. ის ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ოქროს ბურთიც მიიღო.

4. მესი 2014 წელს ასევე გახდა ყველა ევროტურნირის ბომბარდირი. მას ჩემპიონთა ლიგაზე, უეფას სუპერ თასზე და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

5. გოლების გარდა მესი ამ წელს საგოლე გადაცემებითაც გამოირჩა. არგენტინელის ანგარიშზე 52 გოლი და 21 შედეგიანი გადაცემაა, კრიშტიანო რონალდუს მონაგარი კი 55 გოლი და 17 ასისტია.

6. ლეო მესის კიდევ ერთ ხმაურიან რეკორდამდე მხოლოდ და მხოლოდ ექვსი შედეგიანი გადაცემა აკლია. მას 2014 წელს გაკეთებული 21 შედეგიანი გადაცემის შემდეგ 101 საგოლე პასი დაუგროვდა. ლუიშ ფიგუს ანგარიშზე კი 107 გადაცემაა.

7. მესის უეფას ჩემპიონთა ლიგის სეზონში ერთ მატჩში საშუალოდ 0,81 გოლი გააქვს, პორტუგალიელ ფეხბურთელს კი საშუალოდ 0,65.

8. 2014 წელს მესიმ ოთხჯერ შეასრულა ჰეთ-თრიკი და 31-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.

9. არგენტინელ ფეხბურთელს საოცარი საგოლე სერიების შემდეგ კატალონიის “ბარსელონას” შემადგენლობაში 399 გოლი დაუგროვდა – 371 გოლი ოფიციალურ შეხვედრებში, ხოლო 28 ამხანაგურებში.

10. ამავე წელს ლეო მესი გახდა ერთადერთი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატში, რომელსაც 28-ჯერ აქვს ჰეთ-თრიკი შესრულებული. კრიშტიანო რონალდუს ერთ მატჩში სამი გოლო 26-ჯერ აქვს გატანილი.
ავატარი
Nukri ავტორი
#38
"სტოკ სიტის" თავდამსხმელი ბოიან
კრკიჩი, რომელიც "ბარსელონას"
აკადემიაში აღიზარდა, კატალონიურ
გრანდში დაბრუნების ვარიანტს არ
გამორიცხავს.
"ბარსელონაში" დაბრუნება? არ
მინდა კატალონიურ კლუბში
დაბრუნების რაიმე კარი დაიხუროს.
აქ მე გავიზარდე და ყველაფერი
ვისწავლე. აქ სიამოვნება მივიღე 4
დიდებული წელიწადით. ახლა, სხვა
გუნდში, სხვა შესანიშნავ
ჩემპიონატში ვთამაშობ. მინდა,
გავაგრძელო პროგრესირება,
როგორც ფეხბურთელმა." -
განაცხადა ბოიანმა.
შეგახსენებთ, რომ კრკიჩი
"ბარსელონას" პირველი გუნდის
ფეხბურთელი 2007-11 წლებში იყო.
თავდამსხმელმა მომდევნო 2 წელი
"რომაში" გაატარა, შემდეგ კი 1-
წლიანი არენდით "მილანში"
თამაშობდა. "მილანის" შემდეგ
ესპანელი "ბარსელონაში"
დაბრუნდა, მაგრამ კვლავ არენდით
წავიდა, ამჯერად ჰოლანდიაში,
კერძოდ, "აიაქსში". 2014 წლის
ზაფხულში ბოიანმა "სტოკ
სიტისთან" 4-წლიანი კონტრაქტი
გააფორმა.
ავატარი
Nukri ავტორი
#39
ფინელმა ექიმმა საქარი ორავამ
მცირე კომენტარი გააკეთა ტომას
ვერმალენზე, რომელსაც,
ოფიციალური ინფორმაციით,
მომავალ კვირაში ოპერაცია
გაუკეთდება.
"მე ვესაუბრე "ბარსელონას"
სამედიცინო სამსახურის
წარმომადგენლებს და
რეკომენდირებული ვარ
ვერმალენის ოპერაციაზე. ტომასი,
ოპერაციის შემდეგ, ვარჯიშებს 3
კვირაში დაიწყებს, თამაშს კი 3
თვეში შეძლებს." - აცხადებს ექიმი
ორავა, რომლის სიტყვებსაც RAC1
ავრცელებს.
ავატარი
Nukri ავტორი
#40
"ვალენსიასთან"
მატჩისთვის მზადება
დაწყებულია

"ბარსელონას" ფეხბურთელები
ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ
ვარჯიშს დაუბრუნდნენ. სწორეს
დღეს გაიმართა გუნდის პირველი
სავარჯიშო სესია აპოელ-თან
გამარჯვების შემდეგ. ამრიგად,
მოთამაშეებმა ლა ლიგის მორიგი
მატჩისთვის დაიწყეს მზადება.
ვარჯიშში მონაწილეობა ყველა
ხელმისაწვდომმა ფეხბურთელმა
მიიღო, მათ შორის ანდრეს
ინიესტამაც, რომელსაც თამაშის
ნებართვა ჯერ არ მიუღია. პირველ
გუნდთან ერთად იმყოფებოდა
"ბარსა ბ"-ს ფეხბურთელი მუნირი.
"ბარსელონა" მომდევნო ვარჯიშს
პარასკევს დილით ჩაატარებს.
ავატარი
Messi
#41
ბარსელონას" ლიდერებმა -
ლიონელ მესიმ და ნეიმარმა
კომპანია Audi-ს მიერ
ორგანიზებულ ღონისძიებაში
მიიღეს მონაწილეობა. მესი და ნეიმარი ერთმანეთს
ბურთის კენწვლაში შეეჯიბრნენ.
"ოთხი ოქროს" ბურთის
მფლობელმა სულ 1004 ქულა
დააგროვა, ხოლო ნეიმარმა 989
ქულა.
ავატარი
Messi
#42
El Mundo Deportivo-s
informaciit uaxloes
momavalshi xordi alba
“barselonastan” kontraqts
gaaxangrdzlivebs. klubis
xelmdzgvaneloba fexburtelis satamasho donit kmayofilia. rogorc wesi, “barselona”
fexburtelebis agentebtan
kontraqtebis shesaxeb
molaparakebebs primeras
boloswina turamde ar iwyebs.
tumca, albas shemtxvevashi gamonaklisia dashvebuli. fexburtelis kontraqti 2017
wlamdea gatvlili. mimdinare
sezonshi albam primerashi 9
matchi chaatara.
ავატარი
Nukri ავტორი
#43
როგორც უკვე მოგეხსენებათ
კვირას ვალენსიაში გაიმართება
"ვალენსია-ბარსელონა".
"ბარსელონა" იქ რათქმაუნდა
გამარჯვებისთვის ჩადის მაგრამ ეს
ძალიან გაუჭირდება, რადგან
"ვალენსია" სახლში საუკეთესოდ
თამაშობს, მათ სახლში ჩატარებული
მატჩებიდან 5 მოგებული აქვს, ერთი
კი ფრედ აქვს დამთავრებული
"ატლეტიკო ბილბაოსთან" 0-0.
ეს "ბარსელონა"-ს ფანებისთვის
მწარე სიმართლეა, მაგრამ უნდა
ვიცოდეთ და მზად ვიყოთ, რომ
შეიძლება წავაგოთ.
ავატარი
Nukri ავტორი
#44
დღეს ლუის ენრიკემ გადაწყვიტა,
რომ ფეხბურთელები დაესვენებინა.
ისინი ვარჯიშის მაგივრად
კარტინგის შემსწავლელ ცენტრში
იყვნენ, შეისწავლეს კარტინგიდა
რათქმაუნდა ითამაშეს. ასეთი რამ
ენრიკეს პირვლად არ გაუკეთებია,
მან ეს ყველა იმ გუნდში გააკეთა,
რომელაშიც მწვრთნელი იყო და
უკმაყოფილო არავინ დარჩა, ალბათ
ამიტომ გადაწყვიტა ამის გაკეთება
"ბარსელონაშიც"
ავატარი
Nukri ავტორი
#45
დღეს მატიემ პრესკონფერენცია
გამართა სადაც ისაუბრა მომავალ
მატჩზე, "ვალენსია-ბარსელონა"-
ზე.მან თქვა:
- ეს მატჩი ჩემთვის
მნიშვნელოვანია, რადგან
ვბრუნდები იქ სადაც ხუთი ზესონი
ვთამაშობდი. რათქმაუნდა იქ
ჩასვლა და მათ წინააღმდეგ თამაში
ძნელია, მაგრამ ახლა მე მთლიანად
გადართული ვარ "ბარსელონა"-ზე.
მე მაინტერესებს როგორ შემხვდება
"ვალენსია" და გულშემატკივარი,
მაგრამ როგორ ცუდადაც არ უნდა
შემხვდნენ მე თამაშს მაინც ისე
ვითამაშებ, როგორც მე შემეფერება
მე და ჩემს გუნდს.
ავატარი
Nukri ავტორი
#46
დღეს გავრცელდა ჭორი, რომ მესი
"ჩელსი"-ში გადადის. "ჩელსი" მის
სანაცვლოდ 250 მილიონს იხდის,
მაგრამ ეს ყველაფერი ჭორია, ეს
მაურინიომაც დაადასტურა. მან
თქვა:
- ამ ბოლო დროს გავრცელდა
ინფორმაცია, რომ მესი
"ბარსელონიდან" მიდის, ზოგი
ამბობს, რომ "ჩელსი"-ში, ზოგი
ამბობს "ბაიერნში" და მის
სანაცვლოდ 200 მილიონს იხდიან.
ეს ყველაფერი ჭორია, მე ვფიქრობ,
რომ მესი წარმოუდგენელია
"ჩელსი"-ში და ვაღიარებ, რომ არც
მე მსურს მესი "ჩელსი"-ში რადგან
მისი გადმობირება "ბარსელონიდან"
ძალიან ძნელია, მე უკვე
ჩამოვაყალიბე ის გუნდი რაც მე
მსურდა და რაც გუნდს გამოადგება,
მე მყავს არაჩვეულებრივი
თავდასხმელები, ამიტომ მესი
"ჩელსი"-ში იქამდე არ გადმოვა
სანამ მე მისი მწვრთნელი ვარ.
ბოლო დროს ჟურნალისტებმა ბევრი
ჭორი მოიფიქრეს და გაავრცელეს,
რამაც ბევრი შეაშინა და შეაშფოთა,
მე პირადად კი ეს არ მომწონს და
ასეთი ჯურნალისტები მძულს.

მსგავსი თემები

1პასუხი1ნახვა
ავატარიNukri8 დეკ 2014, 23:48