FC Barcelona

803 171
ავატარი
Nukri ავტორი
#47
El Mundo Deportivo-ს ცნობით,
"ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი
და ხელმძღვანელობა კმაყოფილია
ხორდი ალბას თამაშით, ამიტომაც,
კატალონიური კლუბი ესპანელთან
კონტრაქტის გახანგრძლივებას
აპირებს.
"ბარსელონა", როგორც წესი,
ფეხბურთელების აგენტებთან
კონტაქტს ესპანეთის ჩემპიონატის
ბოლოსწინა ტურამდე არ იწყებს.
თუმცა, ეს შემთხვევა გამონაკლისია,
რადგან ალბა, კლუბის სამომავალო
პროექტში, ერთ-ერთ ყველაზე
მნიშვნელოვან ფეხბურთელად
ითვლება. მაგრამ ფეხბურთელის
აგენტის განცხადებით, კლუბიდან
მასთან კავშირი არავის ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი
მცველის მიმდინარე კონტრაქტი
"ბარსელონასთან" 2017 წლამდეა
ძალაში.
აქვე იმასაც გეტყვით, ალბამ, ამ
სეზონში, ლა ლიგაში 9 მატჩი
ჩაატარა და გაიტანა ერთი გოლი.
ავატარი
Nukri ავტორი
#48
ესპანური პრესის ცნობით,
"ბარსელონამ", ტომას ვერმალენის
ტრავმის გამო, შესაძლოა, ახალი
მცველის შეძენის შესაძლებლობა
მიიღოს.
როგორც იცით, "ბარსელონას"
მომდევნო ორი სატრანსფერო
ფანჯრის პერიოდში ტრანსფერების
განხორცილება აკრძალული აქვს,
მაგრამ, კლუბის თხოვნით, FIFA-მ
შეიძლება გამონაკლისი დაუშვას.
შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირაში
ვერმალენს ოპერაციას გაუკეთებენ.
საუკეთესო შემხთვევაში, ბელგიელი
თამაშს სეზონის ბოლოს
დაუბრუნდება.
ავატარი
Messi
#49
ესპანური პრესის ცნობით,
"ბარსელონამ", ტომას
ვერმალენის ტრავმის გამო,
შესაძლოა, ახალი მცველის
შეძენის შესაძლებლობა
მიიღოს. როგორც იცით, "ბარსელონას"
მომდევნო ორი
სატრანსფერო ფანჯრის
პერიოდში ტრანსფერების
განხორცილება აკრძალული
აქვს, მაგრამ, კლუბის თხოვნით, FIFA-მ შეიძლება
გამონაკლისი დაუშვას. შეგახსენებთ, რომ მომავალ
კვირაში ვერმალენს
ოპერაციას გაუკეთებენ.
საუკეთესო შემხთვევაში,
ბელგიელი თამაშს სეზონის
ბოლოს დაუბრუნდება.
ავატარი
Nukri ავტორი
#50
"ბარსელონა" 115 წლის
გახდა
ავატარი
Nukri ავტორი
#51
"ბარსელონას" ფრანგი ცენტრალური
მცველი ჟერემი მატიე კლუბის
ხელმძღვანელობას იმის გამო
აკრიტიკებს, რომ კატალონიელები
ლიონელ მესის სათანადოდ არ
იცავენ.
ცოტა ხნის წინ, UEFA-ს
პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ
განაცხადა, რომ "ოქროს ბურთი" არა
ლიონელ მესიმ ან კრიშტიანუ
რონალდუმ, არამედ რომელიმე
გერმანელმა ფეხბურთელმა უნდა
მოიგოს. მადრიდელებმთა თავიანთი
ლიდერი დაიცვეს, კატალონიელებს
კი, ამ საკითხზე, კომენტარი არ
გაუკეთებიათ.
"პლატინის აზრი სუბიექტურია.
"რეალი" თავის ფეხბურთელებს
იცავს და იგივეს გაკეთება
"ბარსელონასაც" შეეძლო, მაგრამ
ვნახოთ, ვინ იქნება გამარჯვებული.
კლაუდიო ბრავოს საუკეთესოს
წოდებაზე წარდგენა? ძალიან
კარგია, რომ ის ამ სიაში მოხვდა.
კლაუდიოს კარგი სეზონი ჰქონდა და
ის ძალიან კარგი მეკარეა."
ავატარი
Nukri ავტორი
#52
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა
ტიერი ანრი თავისი ყოფილი
"ბარსელონელი" თანაგუნდელით,
ლიონელ
მესით აღფრთოვანებულია.
"მესი "ბარსელოანსთვისა" და
მსოფლიო ფეხბურთისთვის აკეთებს
იმას, რაც აღარასდროს
განმეორდება. ჩვენ ვერ ვიხილავთ
ფეხბურთელს, რომელიც შეძლებს
იმის გამეორებას, რასაც მესიმ ასეთ
მოკლე დროში მიაღწია.
ლეოს მიერ "სევილიას" კარში
გატანილი გოლებითა და რეკორდის
დამხობის შემდეგ, მოხარული
ვიყავი მისი ხილვით. ის ისეთი
ბედნიერი იყო.
არ მესმის, როგორ შეიძლება
მესიში ეჭვის შეტანა. ჩემი აზრით, ეს
სიგიჟეა - პრეტენზიების გამოხატვა
მესისადმი, თუ ის ვერ იტანს
რომელიმე ერთ მატჩში.
მისი თამაშით სიამოვნება უნდა
მივიღოთ. ამის შესაძლებლობა ჯერ
კიდევ გვაქვს, რადგან იმ დღეს,
როდესაც ის "ბარსას" დატოვებს,
ყველა მიხვდება, რას მიაღწია მან
და რამდენად დიდებული
ფეხბურთელია ლეო." - აცხადებს
ანრი.
ბოლო პერიოდში არგენტინელმა
ვარსკვლავმა რამდენიმე
ისტორიული რეკორდი დაამხო.
მესი, "სევილიასთან" შესრულებული
ჰეთ თრიქით, პრიმერას ისტორიაში
საუკეთესო ფეხბურთელი გახდა,
აპოელ-თან გატანილი 3 გოლით კი
თავდამსხმელმა, ჩემპიონთა
ლიგაზე, რაულის საბომბარდირო
რეკორდი დაამხო.
ავატარი
Nukri ავტორი
#53
"ვალენსიას" მცველმა ნიკოლას
ოტამენდიმ თავისი მოსაზრებები
გაგვიზიარა "ბარსელონასთან"
მომავალ შეხვედრაზე. ოტამენდის
თქმით, ის ამაყობს ლიონელ მესით.
"როგორც არგენტინელი, ლეო
მესით ვამაყობ. მაგრამ
"ბარსელონა", პირველ რიგში, არა
მხოლოდ მესი, არამედ
კოლექტიური გუნდია.
"ბარსელონას" სტილის წინააღმდეგ
თამაში შეიძლება მხლოდ მჭიდრო
დაცვით. უნდა ვეცადოთ ბურთის
გაკონტროლებას. როდესაც მას
მოვიპოვებთ, არ უნდა დავკარგოთ
მალევე." - აცხადებს ოტამენდი.
შეგახსენებთ, რომ "ვალენსიასა" და
"ბარსელონას" შორის მატჩი
გაიმართება ხვალ, 23 საათსა და 55
წუთზე.
ავატარი
Nukri ავტორი
#54
"ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი
დაინტერესებულია "მალიორკას" 18
წლის ნახევარმცველის მარკო
ასენსიოს მომსახურებით,
იტყობინება AS.
წყაროს ინფორმაციის თანახმად,
კატალონიური კლუბი
ფეხბურთელის შეძენას შეეცდება,
თუ FIFA, ტომას ვერმალენის მძიმე
ტრავმის გამო, "ბარსას" ერთი
ფეხბურთელის შეძენის ნებას
დართავს. როგორც თქვენთვის
ცნობილია, კატალონიურ გრანდს,
მომდევნო 2 სატრანსფერო
ფანჯრის დროს, აკრძალული აქვს
ფეხბურთელების შეძენა, ამიტომ
მხოლოდ FIFA-ზეა დამოკიდებული,
შეიძენს თუ არა კლუბი ვერმალენის
შემცვლელს.
ამასთან ერთად, ცნობილია, რომ თუ
"ბარსა" ფეხბურთელის შეძენის
ნებართვას მიიღებს, მას მხოლოდ
ესპანეთის ჩემპიონატში
გამომსვლელი ან თავისუფალი
აგენტის სტატუსიანი მოთამაშის
დამატება შეეძლება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის
ზაფხულში კატალონიელები უკვე
შეეცადნენ ასენსიოს შეძენას,
თუმცა "მალიორკამ" 4.5 მილიონი
ევრო მოითხოვა. "ბლაუგრანას"
არჩევანი ასენსიოსა და დუგლასს
შორის უნდა გაეკეთებინა. როგორც
იცით, კლუბმა ეს უკანასკნელი
არიჩია.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა
ინფორმაცია, რომ ასენსიომ
მადრიდის "რეალთან" შეთანხმებას
მიაღწია და მისი ღირსების დაცვას
მომვალ სეზონში შეძლებს.
ავატარი
Nukri ავტორი
#55
ბოლო დღეებში არ წყდება დავა, თU ვინ
იმსახურებს პლანეტის საუკეთესო
მოთამაშის ტიტულს. “ბარსელონას”
მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს
აზრით, ასეთი ფეხბურთელი ლიონელ
მესია.
“ჩემი აზრით მიმდინარე წელს
საუკეთესო მესი იყო და არა ვინმე სხვა”
– ციტირებს ენრიკეს სიტყვებს sport.es.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის
მოპოვებისათვის 23 ფეხბურთელი
იბრძვის. ფიფა 1 დეკემბერს სიის
საბოლო ვარიანტს წარმოგვიდგენს,
რომელშიც 3 მოთამაშე იქნება
თავმოყრილი.
ავატარი
Nukri ავტორი
#56
115 წლის წინ, 1899 წელს
შვეიცარიელმა ჰანს გამპერმა,
თერთმეტ ადამიანთან ერთად, იქ
სადაც ფეხბურთის სახეობა
სრულიად უცხო იყო, კატალონიის
დედაქალაქში, ჩამოაყალიბა
კლუბი ,,ბარსელონა".
დღეს ,,ბარსელონა" ერთ-ერთ
საუკეთესო კლუბად ითვლება,
რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ
კუთხეში ყავს გულშემატკივარი.
115 წლის მანძილზე კლუბს უამრავი
ტიტული დაუგროვდა. იგი ამ მხრივ
ერთ-ერთი უხვ ტიტულოვანი
კლუბია, სწორედ
ამიტომაა ,,ბარსელონა" გრანდი.
კატალონიელებმა 78 ტიტულის
მოპოვება შეძლეს.
გილოცავთ, საყვარელი კლუბის
დაარსებიდან 115-ე წელიწადს და
მივულოცოთ ჩვენს კლუბს. იმედი
გამოვთქვათ, რომ ეს წელიწადი
მათთვის წარმატებული იქნება.
ბარსელონა - ეს ხომ მეტია, ვიდრე
კლუბი. Vica Barca, Vicsa Catalonia!!!
ავატარი
Nukri ავტორი
#57
ანდრეს ინიესტა, რომელმაც ტრავმა
მადრიდის "რეალთან" მატჩში
მიიღო, 35 გამოტოვებული დღის
შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა.
დღეს, დილით, ფეხბურთელმა
ექიმებისგან თამაშის ნებართვა
მიიღო.
ამრიგად, ნახევარმცველი
მონაწილეობის მიღებას შეძლებს
"ვალენსიასთან" მატჩში, რომელიც,
ხვალ, 23 საათსა და 55 წუთზე
გაიმართება.
ავატარი
Nukri ავტორი
#58
მოგეხსენებათ, ტომას ვერმალენი,
ტრავმის გამო, 4-5 თვეს
გამოტოვებს, "ბარსელონა" კი მისი
შემცვლელის მოძიებას აპირებს.
კატალონიური კლუბის
ხელმძღვანელობა განიხილავს 4
კანდიდატურას, რომელთაგან ერთ-
ერთმა, შესაძლოა, "ბლაუგრანაში"
ცენტრალური მცველის პრობლემა
აღმოფხვრას,
იტყობინება Tuttomercatoweb.
"ბარსელონას" 4 სამიზნეში შემდეგი
ფეხბურთელები შედიან: მირანდა
("ატლეტიკო"; 20 მილიონი
დოლარი), ლაპორტე ("ატლეტიკი";
36 მილიონი), ფონტასი ("სელტა"; 3
მილიონი) და მორენო
("ესპანიოლი"; 7 მილიონი).
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას"
2016 წლის იანვრამდე აკრძალული
აქვს ახალი ფეხბურთელების
შეძენა, ამიტომ, დაიმატებს თუ არა
კატალონიური გრანდი ახალ
მცველს, ამაზე გადაწყვეტილებას
FIFA მიიღებს.
ავატარი
Nukri ავტორი
#59
როგორც უკვე მოგეხსენებათ ხვალ
გაიმართება მატჩი "ვალენსია-
ბარსელონა", თბილისის დროით
23:55.
ამ სტატიაში ჩამოთვლილია არხები,
რომლებიც უჩვენებენ ამ მატჩს:
beIN Sports USA, SiriusXM FC, beIN
SPORTS CONNECT, beIN Sports en
Español
ESPN
ESPN Play Argentina, ESPN + Sur, ESPN
Play Latin America, ESPN + Andina,
ESPN3 South America
NOW TV, Sky Sports 5/HD, Sky Go, Sky
Go Extra
BeiN Sports
Canal+ 1
beIN Sports Arabia 2 HD, beIN Sports
Arabia 11 HD, beIN Sports Connect
Arabia, beIN Sports Arabia 13 HD
Setanta Sports Eurasia, NTV+ Football,
NTV+ Sport Online
Star Sports HD 2 Asia, Star Sports 2
Asia
RCTI - Indonesia, Fox Sports Indonesia
PPLive, QQ Sports Live, Sina Sports, Star
Sports China
WowWow
Fox Sports 4 Australia
ავატარი
Nukri ავტორი
#60
"ბარსელონას" ცენტრალურმა
მცველმა ხერარდ პიკემ ერთმანეთს
შეადარა თავისი თანაგუნდელი
ლიონელ მესი და მადრიდის
"რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ
რონალდუ, რომელთან ერთადაც ის
"მანჩესტერ იუნაიტედში"
თამაშობდა.
"მე მომწონს კრიშტიანუ რონალდუ.
ის ძალიან შეიცვალა ბოლო
წლებში. მე მას ჯერ კიდევ
"მანჩესტერიდან" ვიცნობ და ის
ძალიან კარგია ჩემს მიმართ.
რონალდუ ძალიან დამეხმარა
"იუნაიტედში". კრიშტიანუ -
სრულყოფილი ფეხბურთელი,
მშრომელი, რომელსაც ყოველთვის
სურს განვითარება. იგი ძალიან
მომთხოვნია საკუთარი თავის
მიმართ. ყველაზე მეტად გამაკვირვა
იმან, რომ, როდესაც მესიმ 4
"ოქროს ბურთი" მოიგო, მან
განაგრძო ბრძოლა და უკეთესი
გახდა.
მესი სხვა შემთხვევაა. ის
ბუნებრივად ნიჭიერია. შესაძლოა,
არგენტინელი არ არის მეტისმეტად
გატაცებული თავისი სამუშაოთი ისე,
როგორც რონალდუ, მაგრამ
როდესაც ლეო ბურთს იღებს, მისი
წართმევა შეუძლებელია. მესი
გენიალურია. ის მსოფლიოს
საუკეთესო ფეხბურთელია ადრეული
ასაკიდან." - აცხადებს პიკე.
ავატარი
Nukri ავტორი
#61
ამ კვირაში „ბარსა“ ლა ლიგის
მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ
ყველაზე რთულ მატჩს გამართავს.
„ლურჯ-
ბროწეულისფერები“ „მესტალიაზე“
„ვალენსიას“ დაუპირისპირდებიან.
დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე
ლუის ენრიკემ შეაქო ნუნუ
ესპირიტუ სანტუს
ახალი „ვალენსია“: „ისინი, გასულ
სეზონთან შედარებით,
განსახვავებულ დონეზე
იმყოფებიან. მათ ცვლილებები
განახორციელეს ყველა ხაზში,
შეიძინეს კარგი ფეხბურთელები,
მაგალითად, ნეგრედო და
დაეყრდნენ ახალგაზრდა
ფეხბურთელებს, ისეთებს,
როგორებიც არიან ალკასერი და
გაია.“
ასტურიელი დარწმუნებულია თავისი
გუნდის გამარჯვებაში: „თუ
შემეშინდებოდა მარცხის, მაშინ
სახლს არ დავტოვებდი.
„მესტალიაზე“ გამარჯვებამ
შეიძლება აგვიმაღლოს ბოლო
კვირაში მიღებული კარგი
განწყობა.“
„ვალენსიასთან“ მატჩში ენრიკეს
განკარგულებაში იქნება ანდრეს
ინიესტა, რომელმაც დღეს თამაშის
ნებართვა მიიღო. ამ სასიხარულო
ინფორმაციაზე, მწვრთნელმა
თქვა: „ჩვენ ყველთვის ვწუხვართ
ტრავმირებულ ფეხბურთელებზე.
კუნთების დაზიანების შემდეგ, ის
ფრთხილად უნდა იყოს და
დაიბრუნოს კარგი განწყობა.“
ინიესტასგან განსხვავებულ
სიტუაციაშია ტომას ვერმალენი,
რომელზეც ასტურიელმა
განაცხადა: „პროფესიულ
ფეხბურთში ტრავმა ნორმალურია,
მაგრამ დრო სწრაფად გადის და ის
მალე კვლავ ჩვენთან იქნება.“
ამასთან ერთად, მწვრთნელმა თქვა,
რომ „არ გვაქვს დაგეგმილი გუნდის
გაძლიერება ზამთრის
სატრანსფერო ფანჯრის დროს.“
ლუის ენრიკეს სხვა
ფეხბურთელებზეც ჰკითხეს. მან
დაიწყო ლეო მესით, რომელმაც ლა
ლიგაზე ტელმო სარას, ხოლო
ჩემპიონთა ლიგაზე რაულ
გონსალესის რეკორდები დაამხო
და ორივე ტურნირის ისტორიაში
საუკეთესო ბომბარდირი
გახდა: „ჩემთვის წლის საუკეთესო
ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, მესია,
მაგრამ პატივი უნდა ვცეთ ყველას
აზრს.“ რაც შეეხება მონტოიას,
მასზე მწვრთნელმა თქვა, რომ „იგი
პროფესიონალიზმის მაგალითია. ის
სრულად მზადაა სათამაშოდ და თუ
ის არ თამაშობს, ეს ჩემი
გადაწყვეტილებაა.“
შაბათის ვარჯიშის შემდეგ, ისევე
როგორც პარასკევს, გუნდმა ბურთი
კარტინგით შეცვალა. „მას შემდეგ,
რაც მწვრთნელი გავხდი, ვეძებდი
ვარიანტებს, რომლებიც
დამეხმარებოდა გუნდის შეკვრაში.
მნიშვნელოვანია, რომ
ფეხბურთელებმა იურთიერთონ
სხვადასხვა ვითარებაში.“ -
დაასრულა ლუის ენრიკემ.

მსგავსი თემები

1პასუხი3ნახვა
ავატარიNukri8 დეკ 2014, 23:48