2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით ყატარი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. მუნდიალზე მონაწილეობას 32 ქვეყნის ნაკრები მიიღებს, თუმცა საბოლოო შემადგენლობა ჯერ გარკვეული არაა.
სანამ მუნდიალზე მოთამაშე გუნდების საბოლოო ვინაობა გაირკვევა, Crystalsport-ი გიამბობთ, თუ როგორ და რა პრინციპით ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა.
ტურნირზე მონაწილე 32 ნაკრები გადანაწილდება ოთხ კალათში, თითოში კი 8 გუნდი იქნება მოთავსებული. ამის გარდა, იქნება ცალკე კალათებიც, რომლებიც ნაკრებებს ჯგუფებში ნუმერაციის მიხედვით დააწყობს - A-დან H ჯგუფამდე.
კენჭისყრით დაკომპლექტდება 8 ჯგუფი. პირველ ეტაპზე, 8 ჯგუფში სრულად გადანაწილდება პირველ კალათში მყოფი გუნდები, შემდეგ იქნება მეორე, შემდეგ მესამე და ბოლოს მეოთხე.
წილისყრის დროს იქნება რამდენიმე შეზღუდვაც. ყატარს, როგორც მასპინძელ ქვეყანას მიენიჭება A-1 ნომერი, რომელიც ავტომატურად A ჯგუფში ჩაჯდება, შემდეგი 7 ჯგუფის ლიდერი გუნდი კი ტოპ-7 გუნდიდან გაირკვევა.
FIFA-ს წესებით, თითო ჯგუფში, თითო კონტინენტიდან თითო კვალიფიცირებული გუნდი უნდა იყოს. მაგალითისთვის, ბრაზილიის ნაკრების ჯგუფში ვერ მოხვდება ეკვადორი ან რომელიმე სამხრეთ ამერიკული ნაკრები, თუმცა ეს შეზღუდვა არ ვრცელდება UEFA-ს გუნდებზე. თითო ჯგუფში უნდა იყოს მინიმუმ ერთი და არაუმეტეს ორი ევროპული გუნდი. ვინაიდან, ევროპიდან მსოფლიო ჩემპინატზე 13 გუნდი იქნება კვალიფიცირებული, მსოფლიო ჩემპიონატის 8 ჯგუფიდან 5-ში ბებერ კონტინეტს ორ-ორი გუნდი ეყოლება.
კალათის წევრები 31 მარტის შემდეგ გაირკვევა, როდესაც FIFA მარტის თვის მსოფლიო რეიტინგს განაახლებს. პირველ კალათში რეიტინგის მიხედვით მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიცირებული 7 საუკეთესო გუნდი ჩაჯდება, შემდეგ მეორე კალათი შეივსება მომდევნო 8 საუკეთესო კვალიფიცირებული გუნდით, მესამეც ამ პრინციპით დაკომპლექტდება, მეოთხეში კი 5 ყველაზე მაღალ რეიტინგული გუნდი ჩაჯდება, რომელსაც ორი საკონტინეტთაშორისო ფლეი-ოფის და ასევე UEFA-ს ფლეი-ოფის გამარჯვებული დაემატება.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 1 აპრილს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება.