ჟურნალი “თომა”ს რედაქციისაგან:
ამ მასალის გამოქვეყნებისას რისკზე მივდივართ, რადგანაც დღესდღეობით ბევრი მორწმუნე და არამორწმუნე თანხმდება იმაში, რომ ღმერთის არსებობის რაციონალური დამტკიცება შეუძლებელია. თუკი პირველნი თვლიან, რომ ეს შეუძლებელია, რადგანაც ღმერთი ეცხადება გულის სიწმინდეს და არა გონების ჩახლართულობას, მეორენი დარწმუნებული არიან, რომ ვინაიდან ღმერთის არსებობის ფაქტის დამტკიცება მეცნიერულად შეუძლებელია, ე.ი. ღმერთი არც არსებობს, რადგანაც მხოლოდ მეცნიერებაა ობიექტური. თუმცა ყველამ როდი იცის, რომ ქრისტიანულ კულტურაში არსებობს ღმერთის არსებობის დამტკიცების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. შუასაუკუნეების ეპოქაში ასეთი მტკიცებულებები პოპულარული გახდა კათოლიკე ღვთისმეტყველ-სქოლასტიკოსების, უპირველესად კი, ანსელმ კენტერბერიელისა და თომა აქვინელის წყალობით. მართალია, თავის არგუმენტებს სქოლასტები, როგორც წესი, მიმართავდნენ არა ათეისტებისადმი – რა ათეისტი შეიძლება ყოფილიყო შუა საუკუნეებში! არამედ მორწმუნეებისადმი, იმისათვის, რათა რაციონალური ხერხით განემტკიცებინათ რწმენა. ვინაიდან ღმერთის არსებობა მიიჩნეოდა ეჭვგარეშედ, “გონივრულად”, ამსოფლადაც, ამ ცხოვრებაშიც ფილოსოფოსები ესწრაფოდნენ მოენახათ ამის ცხადი, გონივრული დადასტურება.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებლურ ტრადიციაში “ღმერთის არსებობის დამტკიცების’ მსგავსი სკოლა არ წარმოქმნილა. მართლმადიდებლობა გამომდინარეობდა და გამომდინარეობს რწმენისა და გონების დამოკიდებულების განსხვავებულ გაგებაზე (თუმცა არც მართლმადიდებლები, არც კათოლიკები არ აპირისპირებენ რწმენასა და გონებას). მართლმადიდებლობაში უმთავრეს მტკიცებულებად ითვლებოდა და ახლაც ითვლება თვით ადამიანი, რომელიც თავის გულში ხვდება ღმერთს. და თუკი ეს შეხვედრა არ შედგა, როგორ ირწმუნებ და თუკი მოხდა, მოსიყვარულე გულს არანაირი არგუმენტი აღარ სჭირდება!
მაგრამ ჩვენი უმრავლესობა სწორედ დასავლეთის ფილოსოფიას სწავლობდა. და თვით ჩვენმა აზროვნებამაც დასავლური “გემოვნება” შეიძინა. რამდენჯერ გაგვიგია; დამიმტკიცეთ, რაციონალურად დამისაბუთეთ, რომ ღმერთი არსებობს! და თუკი უმეტეს შემთხვევაში საეჭვოა მსგავმა მტკიცებულებებმა ადამიანი ღმერთამდე მიიყვანოს (ასეთია რედაქციის პოზიცია), ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი აბსოლუტურად უსარგებლოა. ვინმესთვის იქნებ პირველ ნაბიჯადაც კი იქცეს რწმენისაკენ მიმავალ გზაზე…
ჩვენ დღეს ვცხოვრობთ არა შუასაუკუნეების ბიზანტიასა ან რუსეთში, და არც შუასაუკუნეების დასავლეთ ევროპაში. ბევრმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ, მაგრამ მორწმუნე გონებას არ შეუწყვეტია თავისი რწმენის რაციონალური საფუძვლების ჯიუტი ძიება, და აღმოაჩენდა კიდეც სულ ახალ-ახალ მტკიცებულებებს ამ სამყაროში შემოქმედის არსებობისა.
ქვემოთმოყვანილი სტატია – ცდაა ამ სფეროში ძიებების ჩამოთვლისა და (დასაწყისისათვის) მოკლე აღწერილობისა. რა თქმა უნდა, ყველა არგუმენტს არც შეიძლება დაეთანხმო, და თუკი ვინმეს დააინტერესებს ესა თუ ის მტკიცებულება, რედაქცია მზადაა დისკუსიის საშუალება, მისცეს როგორც ავტორს, ისე მის ოპონენტებს.