ღმერთის არსებობის 16 მტკიცებულებ

16 14
ავატარი
Iunaitedi ავტორი
#17
16. ღმერთის ყოფიერების მტკიცებულება “რეალურიდან აბსოლუტურ სრულყოფილებამდე”, ის შეიმუშავა თომა აქვინელმა: ბუნებაში არსებობს სრულყოფილების მკაფიოდ შესამჩნევი გრადაცია ყოფიერების სხვადასხვა სახეობებში, რაც შესაძლებელია გაგებულ იქნას მხოლოდ აბსოლუტურად სრულყოფილი არსების ანუ ღმერთის არსებობისას.
ეს მტკიცებულება ჯერ შეიძლება საკმაოდ რთულად მოგვეჩვენოს, მაგრამ მარტივი მაგალითი დაგვეხმარება მისი არსის გაგებაში:თუკი გაქვთ სახაზავი, ვთქვათ, 30 სმ სიგრძის, თქვენს კოლეგას კი – 50 სმ, თუკი არსებობს რულონად დახვეული მეტრები და გაზომვის სხვა საშუალებები, ესე იგი ეს ყოველივე არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ რეალურად არსებობს სივრცის ზომვითობა (მისი გავრცობადობა სხვადასხვა მიმართულებით) და სიგრძის იდეა.

ზუსტად ასევე შესაძლებელია ანალოგიური მაგალითების მოყვანა წონის, დროისა და ა.შ. საზომებით. მაგრამ ბუნებაში ვაკვირდებით გრადაციის უფრო რთული ფორმებსაც, მათ შორის კი უნიკალური ადგილი ეკუთვნის სრულყოფილების “ აღმავალ კიბეს” როგორც ცოცხალ, და არაცოცხალ ბუნებაში, ისე ადამიანთა საზოგადოებაში, აგრეთვე თვით ადამიანებს შორისაც: არსებობს, მაგალითად ლამაზი და მახინჯი ხეები, არის უბრალო, არაფრით გამორჩეული, არის “უბრალოდ” ლამაზი, მაგრამ გვხვდება საოცრად ლამაზი, სრულყოფილი ნიმუშები. და ასე არა მხოლოდ ხეების სახეობებს შორის, არამედ თევზების, ცხოველების, ადამიანთა რასებს შორისაც და ა.შ. – ყველგან შეიძლება იპოვო მეტად თუ ნაკლებად სრულყოფილი სახეობა. მაგრამ სრულყოფილების ეს სხვადასხვა ხარისხი არაცოცხალ ბუნებაში (მაგალითად, ქვებს შორის), საგნების, ცოცხალი არსებების ცალკეულ სახეობებს შორის, ვერ იარსებებდა, თუკი მათთვის არ იქნებოდა აბსოლუტური სრულყოფილების რეალურად არსებული საზომი, რომელსაც, მართალია, ჩვენ ვერ ვპოულობთ მატერიალურ სამყაროში, მაგრამ რომელსაც არ შეუძლია არ იარსებოს, და ეს სრულყოფილება არს ღმერთი!
ამაში მდგომარეობს მოცემული მტკიცებულების არსი.

ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ საიდანაც არ უნდა დავიწყოთ ადამიანის გარშემო მდებარე სამყაროს განხილვა, ყოველ გზას უცილობლად მივყავართ მისკენ, ვინც ის შექმნა და შეამკო, ვინც მას მუდმივად ასაზრდოებს და მიმართულებას აძლევს, და ვის გარეშეც ერთი წამიც კი ვერ იარსებებდა – ღმერთისაკენ.
ნახეს (4)

Iunaitedi

მსგავსი თემები