<a href="https://iili.io/vH3nMG.jpg" target="_blank" rel="noopener noreferrer" style="display:inline-block;"><img src="https://iili.io/vH3nMG.jpg" alt="" loading="lazy" referrerpolicy="no-referrer" style="max-width:min(100%,200px);width:auto;height:auto;max-height:200px;border-radius:8px;margin:4px auto;display:block;" onerror="this.outerHTML='<a href="https://iili.io/vH3nMG.jpg" target="_blank" rel="noopener" style="word-break:break-all;">🔗 ბმული /></a>
ცხოვრების გზაზე ადამიანთა ორ ტიპთან გვიწევს შეხვედრა: ერთნი მეცნიერების სახელით რელიგიას უარყოფენ, მეორენი კი რელიგიის გამო უნდობლად ეკიდებიან მეცნიერებას. თუმცა გვხვდებიან ისეთებიც, რომელთაც ადამიანური სულის ამ ორ მოთხოვნილებას შორის ჰარმონიის პოვნა შეძლეს. მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთმიმართების საკითხი თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. სამწუხაროდ, გასულ საუკუნეში ჩამოყალიბდა აზრი, რომ რელიგიური შეხედულებები კატეგორიულად ეწინააღმდეგება მეცნიერებას და რომ მეცნიერება დამაჯერებლად უარყოფს რელიგიას. ბოლოდროინდელი უტყუარი მეცნიერული ფაქტები და მიუკერძოებელი თეორიული ანალიზი ადასტურებს, რომ ასეთი წინააღმდეგობა არ არსებობს. უკანასკნელი 30-50 წლის მანძილზე მიღებული ექსპერიმენტული შედეგები და სათანადო თეორიული ანალიზი ადასტურებს, რომ მრავალი ბიბლიური თვალსაზრისი სამყაროს წარმოშობის შესახებ მეცნიერულ შეხედულებებს ეთანადება. მეტიც, სამყაროს შექმნის შესახებ თანამედროვე მეცნიერება მხოლოდ იმას ამტკიცებს, რაც თავის დროზე წმინდანებს უფლისაგან ემცნოთ.