ქართული რაგბი

3 4
ავატარი
Nukri
#1
ქართული რაგბი
ავატარი
Nukri ავტორი
#2
წლეულს ქართული კლუბი პირველად იასპარეზებს ევროთასების გათამაშებაში.

"თბილისის კავკასიელები" საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე მორაგბეების ნაკრებია, რომელსაც საქართველოს ჩემპიონის, თბილისის "ლელოს" მწვრთნელი ლევან მაისაშვილი უთავკაცებს. ჩვენს კლუბს "ჩელენჯ კაპის" გათამაშების ჯგუფურ ტურნირზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა მოუწევს.

"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" "თბილისის კავკასიელების" პრეზენტაცია მოეწყო.

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"უწინარესად, მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ თავს დიდი უბედურება დაგვატყდა. სრულიად მოულოდნელად საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი დავით ვართანიანი გარდაიცვალა. ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისია.

ცხოვრება გრძელდება და ჩვენც ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ საქმიანობას. ევროთასების გათამაშების მიმართ ქართველი ქომაგების ინტერესი მუდამ დიდი იყო. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ვახერხებდით ყველა საინტერესო კითხვაზე პასუხის გაცემას, რადგან მიუხედავად არაერთი წერილობითი თხოვნისა, ევროთასების ორგანიზატორის, "ევროპის პროფესიონალური საკლუბო რაგბის" ხელმძღვანელები პასუხს გვიგვიანებდნენ.

ძალიან ბევრი გვაწვალეს. არ ვიცოდით, ვისთან, სად და როდის უნდა გვეთამაშა. ბოლოს, როგორც იქნა, გვიპასუხეს, რომ პირველი მატჩი სტუმრად გვექნება 20 სექტემბერს იტალიურ "როვიგოსთან", ერთი კვირის თავზე კი თბილისში ვითამაშებთ.

სამწუხაროდ, პასუხის ლოდინში ბევრი დრო დავკარგეთ და ვერ მოვასწარით მოლაპარაკება ვერც სპონსორებთან, ვერც ტელევიზიასთან და ვერც სტადიონების პატრონებთან.

თუ იტალიური კლუბის დამარცხება შევძელით, "ჩელენჯ კაპის" A ჯგუფში უელსის "კარდიფ ბლუზთან", ინგლისის "ლონდონ აირიშთან" და ფრანგულ "გრენობლთან" მოგვიწევს თამაში. მარცხის შემთხვევაში კი ქვედა დონის ტურნირში ასევე ექვსი მატჩი უნდა გავმართოთ.

ერთი სიტყვით, სულ რვა შეხვედრა გვაქვს გასამართი. პირველ ორ მატჩს ჩვენი სახსრებით გავუწევთ ორგანიზებას. მერე კი სპონსორების დახმარების იმედი გვაქვს, რადგან ეს ტურნირი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

გუნდს "თბილისის კავკასიელები" დავარქვით რამდენიმე გარემოების გამო. Caucasians - თეთრი რასის აღმნიშვნელი სიტყვაა, მერე, ჩვენ ნამდვილად კავკასიელები ვართ. ქართველები აქ, კავკასიაში გავჩნდით და განვვითარდით. ამასთან ერთად, ამ სახელით წარმოვადგენთ ჩვენს მეზობლებსაც, როგორც ჩრდილოელებს, ისე სამხრეთელებს. ვფიქრობთ, რომ გუნდისთვის ძალიან კარგი, სწორი სახელი შევარჩიეთ.

გუნდის ლოგოზე შევარდენია გამოსახული, რომელიც ასევე საერთო-კავკასიური სიმბოლოა. სათამაშო ფორმაზე კი ღვინისფერი დომინირებს".

ლევან მაისაშვილი, "თბილისის კავკასიელების" მთავარი მწვრთნელი:
"უწინარესად, მინდა სამწვრთნელო შტაბი გაგაცნოთ. ჩემი ასისტენტი, რომელიც შერკინების გაწვრთნაში მომეხმარება, მიხეილ სუჯაშვილი იქნება. ფიზმომზადებაზე ირაკლი ჭყონია იზრუნებს, მენეჯერი დავით ჯალაღონიაა, ვიდეოანალიტიკოსი კი - დავით რამიშვილი.

მოთამაშეების სელექცია გაკეთებული გვაქვს. უბრალოდ, არის რამდენიმე პოზიცია, სადაც ვორჭოფობთ, რომელი მორაგბე უფრო გაამართლებს. დრო დასაკვირვებლად კიდევ გვაქვს. სავარაუდოდ, საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის შემდეგ გვეცოდინება იმ 38 მორაგბის ვინაობა, რომლებსაც განაცხადში შევიყვანთ.

თამაშამდე ორი კვირით ადრე შევიკრიბებით "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე", ერთი კვირით ადრე კი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის რომელიმე გუნდს ვეთამაშებით. ამის შემდეგ ავარჩევთ იმ 26 მორაგბეს, ვინც იტალიაში გაემგზავრება.

ჩვენი მეტოქე იტალიის ჩემპიონატის ფინალისტია. საკმაოდ კარგი გუნდია. ფინალში "კალვიზანოსთან" მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა და მხოლოდ დასკვნით ხუთ წუთში დათმო შეხვედრა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გაჩემპიონებული "კალვიზანო" ბევრად ჯობია. ვერ ვიტყოდი, რომელთან უფრო უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის თამაში.

"როვიგო" ბურთით გაცილებით საშიში და აგრესიული გუნდია. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იქნება, ბურთი ნაკლებად მივცეთ, ის ჩვენ ვაკონტროლოთ. მორაგბეები, ვისთანაც მუშაობას ვაპირებთ, უცხონი არ არიან, თითქმის ყველასთან მიმუშავია სხვადასხვა ასაკის ნაკრებებში. ვფიქრობ, ერთი მიზნისთვის გუნდის შეკვრა არ გაგვიჭირდება.

გუნდში გვაქვს საკმაოდ მძლავრი პოზიციები, თუმცა არის ისეთი სათამაშო რგოლებიც, სადაც ცოტა მოვისუსტებთ. ძალიან რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით, "როვიგოს" ბარიერი გადავლახოთ".

გიორგი ნიჟარაძე:
"აღსანიშნავია, რომ სათამაშო სტადიონი ისევ პრობლემაა. ფეხბურთის ფედერაცია და თბილისის "დინამო" ყველანაირად გვეხმარებიან, მაგრამ ის სტადიონები მათია და თავიანთი გეგმები აქვთ. ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება. რაგბის ეროვნულ ნაკრებს თავისი სტადიონი უნდა ჰქონდეს.

ეს პრობლემა ყველას სატკივარი უნდა იყოს და ყველამ ერთად უნდა გადავჭრათ. მიუხედავად იმისა, რომ კალენდარი დიდი ხნით ადრე არის ხოლმე ცნობილი, არასდროს ვიცით, სად მოგვიწევს თამაში.

აქვე უნდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი კომპანია შემოსავს. ახლახან სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ Under Umour-თან, რომლის ნაწარმსაც დიდი ხანია უელსის ნაკრები და დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" იცვამს.

ცივილიზებული ჩასაცმლის შეკერვაზე მოლაპარაკებას ისევ ფრანგულ "ედენ პარკთან" ვაწარმოებთ. 2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე სწორედ ამ კომპანიამ ჩაგვაცვა.

მიმდინარეობს მოლაპარაკება ასევე Plaer Layer-თან, რომელიც, სავარაუდოდ, ყველა ასაკობრივ ნაკრებს, შვიდკაცა რაგბის ნაკრებს, მზარდი საქართველოს ნაკრებსა და "თბილისის კავკასიელებს" შემოსავს".
ავატარი
Nukri ავტორი
#3
"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ქართული სარაგბო გუნდის, "თბილისის კავკასიელების" პრეზენტაცია მოეწყო, სადაც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, სხვასთან ერთად, "ბორჯღალოსნებისთვის" სტადიონის არარსებობასა და ეროვნული გუნდების ეკიპირებაზეც ისაუბრა.

"აღსანიშნავია, რომ სათამაშო სტადიონი ისევ პრობლემაა. ფეხბურთის ფედერაცია და თბილისის "დინამო" ყველანაირად გვეხმარებიან, მაგრამ ის სტადიონები მათია და თავიანთი გეგმები აქვთ.
ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება. რაგბის ეროვნულ ნაკრებს თავისი სტადიონი უნდა ჰქონდეს.

ეს პრობლემა ყველას სატკივარი უნდა იყოს და ყველამ ერთად უნდა გადავჭრათ. მიუხედავად იმისა, რომ კალენდარი დიდი ხნით ადრე არის ხოლმე ცნობილი, არასდროს ვიცით, სად მოგვიწევს თამაში.

აქვე უნდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი კომპანია შემოსავს. ახლახან სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ Under Umour-თან, რომლის ნაწარმსაც დიდი ხანია უელსის ნაკრები და დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" იცვამს.

ცივილიზებული ჩასაცმლის შეკერვაზე მოლაპარაკებას ისევ ფრანგულ "ედენ პარკთან" ვაწარმოებთ. 2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე სწორედ ამ კომპანიამ ჩაგვაცვა.

მიმდინარეობს მოლაპარაკება ასევე Plaer Layer-თან, რომელიც, სავარაუდოდ, ყველა ასაკობრივ ნაკრებს, შვიდკაცა რაგბის ნაკრებს, მზარდი საქართველოს ნაკრებსა და "თბილისის კავკასიელებს" შემოსავს", - თქვა ნიჟარაძემ.
ავატარი
Gaucho
#4
საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ელიტურ დივიოზიონში ქართული ლელო გავიდა: “ბორჯღალოსანმა” კოტე მიქაუტაძემ გრენობლში გასვლითი მატჩის 56-ე წუთზე მონპელიელ თანაგუნდელთა მრავალსვლიანი შეტევა ლელოში შერბენით და ბურთის დამიწებით დააგვირგვინა. იმ მომენტამდე “გრენობლი” 30:27 იგებდა, მაგრამ ქართველი მეორეხაზელის დროულმა ლელომ თამაშის ბედი შეცვალა – “მონპელიემ” გატეხა მასპინძლები და საბოლოოდ ტაბლოზე 51😺7 დააფიქსირა თავის სასარგებლოდ.
არადა მატჩი მიქაუტაძისთვის ერთობ უიღბლოდ დაიწყო - მე-12 წუთზე, მეტოქესთან შეჯახებისას მას ცხვირიდან სისხლი წასკდა და ექიმებს მთელი 9 წუთი დაჭირდათ სისხლდენის შესაჩერებლად. თამაშში დაბრუნებულმა ქართველმა კი თავისი გუნდის ისედაც მძლავრ შერკინებას დამატებითი სიმძლავრეები შესძინა. მონპელიელთა შერკინების სიმძლავრე ვახსენეთ და ისიც უნდა ვთქვათ, რომ სასტარტო პირველი ხაზი მიხეილ ნარიაშვილმა, შალვა მამუკაშვილმა და დუდუ ქუბრიაშვილმა შეადგინეს, 61-ე წუთამდეც ასე იდგნენ. მამუკაშვილი სწორედ 61-ეზე გამოცვალეს, ხოლო ნარიაშვილი და ქუბრიაშვილი 68-ეზე გავიდნენ მოედნიდან.
7 ლელოთი მოპოვებულმა ბონუს-ქულამ “მონპელიე” ცხრილის მე-2 საფეხურზე აიყვანა. პირველი “კლერმონია”, ხოლო მე-3 ადგილზე “ტულონი” იმყოფება, რომელმაც “ბორდოს” უმასპინძლა და 37:10 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე ტულონელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო 22-ე წუთზე ბორდოელი ლუკ ბრეიდი მასთან უხეშობისთვის წითელი ბარათით დაისაჯა.
“სტად ფრანსემ” “ბეიონი” 51:5 გაანადგურა და ამ გამარჯვებაში თავისი 15-წუთიანი წვლილი ახალგაზრდა გიორგი მელიქიძემ შეიტანა. პარიზელთა პირველხაზელმა ჯერ მე-20 წუთიდან ითამაშა შეცვლაზე, როცა “სტად ფრანსეს” რაბა სლიმანი გაუსინბინეს და გიორგიმ მესამეხაზელი ლაკაფია 10 წუთით გამოცვალა, ხოლო 73-ეზე მელიქიძემ უკვე თავისი თანაამპლუელი სლიმანი ჩაანაცვლა და საფინალო სასტვენამდე მოედანზე დარჩა. პარიზელები მე-9 ადგილზე არიან.
“ტულუზმა” საკუთარ მოედანზე “ბრივი” 30:5 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში 52-ე წუთიდან ვასილ კაკოვინმა ითამაშა, ხოლო ბრიველთა სასტარტო პირველი ხაზი 48-ე წუთზე მთლიანად შეიცვალა და ქართველი ბურჯები კარლენ ასიეშვილი და სოსო ბეკოშვილი თამაშში ერთდროულად შევიდნენ. “ტულუზი” მეშვიდეა, “ბრივი” - მე-10.
მეორე ელიტურ დივიზიონ პრო დ2-ში კი ქართველებს ლელო არ გაუტანიათ. შალვა სუთიაშვილის “ანგულემმა” ბურგუენში ადგილობრივი კლუბი დაძაბულ ბრძოლაში 20:15 დაამარცხდა, “ბორჯღალოსანთა” ვიცე-კაპიტანმა მე-60 წუთამდე ითამაშა, მაგრამ გუნდს დასჭირდა და 69-ეზე 6 წუთით კიდევ დაბრუნდა თამაშში. “ანგულემი” ცხრილის მე-6 საფეხურზე ავიდა.
“ორიაკმა” “მონ-დე-მარსანს” უმასპინძლა და 25:21 მოუგო. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ვეტერანი ლევან დათუნაშვილი იყო, ვინც 25-ეზე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. გიორგი შარაშიძე ორიაკელთა განაცხადში კი იყო, მაგრამ არ ათამაშეს. სტუმართა შემადგენლობაში კი ფლანკერმა ბექა გორგაძემ შეუცვლელად ითამაშა. “ორიაკი” მეოთხეა, “მონ-დე-მარსანი” - მეშვიდე.
“ვანმა” “ბეზიეს” 14:13 აჯობა და სტუმრებს ვერც ლაშა ლომიძის შესვლამ უშველა - ქართველი მესამეხაზელი მატჩში 55-ე წუთზე ჩაერთო და ბოლომდე ითამაშა. ბეზიელები ბოლოსწინა, მე-15 საფეხურზე არიან.
“დაქსმა” შინ “ალბისთან” წააგო - 19:23. მასპინძელთა ვეტერანი პირველხაზელი ელიზბარ ყუფარაძე სასტარტოში იყო, მაგრამ 27-ე წუთზე დაშავდა და თამაში ვეღარ გააგრძელა, ხოლო სტუმართა შორის 44-ე წუთზე ასევე ბურჯი ბექა შეყლაშვილი გამოჩნდა. “დაქსი” მე-13, ხოლო “ალბი” მე-14 ადგილზეა.
“აჟენმა” “კარკასონს” 33:7 მოუგო. მასპინძელთა შერკინების პირველი ხაზი 49-ე წუთზე მთლიანად გამოიცვალა და სწორედ იმ მომენტიდან მატჩის ბოლომდე გიორგი თეთრაშვილმა და ვახტანგ ახობაძემ ბურჯებად ითამაშეს. უფრო ადრე, 46-ეზე “კარკასონში” შეცვლაზე გიორგი ნაცარაშვილი გამოჩნდა, ასევე ბურჯი. “კარკასონი” მე-11 ადგილზეა, ხოლო "აჟენი" ამ გამარჯვებამ ცხრილის ლიდერად აქცია.
ყოფილმა ლიდერმა “ოიონამ” “ნარბონთან” გასვლითი მატჩი დათმო - 16:21. სტუმართა შორის ბოლო 3 წუთი გიორგი ვეფხვაძემ ითამაშა.
დაბოლოს, ჯაბა ბრეგვაძის შესახებაც ვთქვათ. საქართველოს ნაკრების საუკეთესო კვაჭმა “ვუსტერ უორიორზის” სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო საშინაო მატჩი “უოსპსის” წინააღმდეგ. საბოლოოდ “მეომრები” 12:26 დამარცხდნენ, ხოლო ბრეგვაძე 67-ე წუთზე შეცვალეს. ეს ინგლისის პრემიერშიფის მატჩი გახლდათ. “ვუსტერი” კვლავ ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა.