ნაგელსმანი: "ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ვერნერს კლონს ვერ გავუკეთებთ"

ლაიპციგის“ მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, გუნდიდან ტიმო ვერნერის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

„მისი შეცვლა შეუძლებელია. სამწუხაროდ, ვერნერის კლონს ვერ გავაკეთებთ. თუ ის წავა, მთავარია, სეზონში მისი 34 გოლი წარმატებით შევცვალოთ. მთავარი ამოცანა სწორედ ეს იქნება, რომელიც, ალბათ, ერთადერთი ფეხბურთელის მიერ ვერ მოგვარდება.

საბოლოო ჯამში, უნდა მივიღოთ იგივე შედეგი, რაც ყველაზე რთული იქნება.“ - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Goal.com.

ვერნერი „ლაიპციგში“ 2016 წლიდან თამაშობს და პრესას თუ დავუჯერებთ, ძალიან ახლოსაა ლონდონის „ჩელსიში“ გადასვლასთან.

კომენტარები 0

კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!