პელე ( პორტ. Pelé), ნამდვილი სახელი
ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ
( პორტ. Edson Arantes do Nascimento; დ.
23 ოქტომბერი, 1940 [10][11] , ტრეშ-
კორასოინსი , ბრაზილია ) —
ბრაზილიელი ფეხბურთელი ,
რომელიც მრავალი სპეციალისტის,
ფეხბურთელისა და გულშემატკივრის
მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ყველა
დროის საუკეთესო ფეხბურთელად
[12][13][14][15][16][17][18][19] . 1999
წელს ფეხბურთის ისტორიისა და
სტატისტიკის საერთაშორისო
ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა
„საუკუნის ფეხბურთელად“ [20] . იმავე
წელს ფრანგულმა ყოველკვირეულმა
ჟურნალმა „France Football -მა“
საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის
გამოსავლენად გამოკითხა ოქროს
ბურთის მფლობელები; პირველ
ადგილზე გავიდა პელე[21] . 1999
წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა
კომიტეტმა და სააგენტო „Reuters -მა“,
ხოლო 2001 წელს გაზეთმა „L'Équipe -
მა“ პელე საუკუნის სპორტსმენად
დაასახელა[22] . თავისი საფეხბურთო
კარიერის დროს, ის ყველაზე მაღალ-
ანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო [23]
[24][25] .
ფეხბურთის ისტორიისა და
სტატისტიკის საერთაშორისო
ფედერაციის თანახმად, პელე
საუკეთესო საჩემპიონატო
ბომბარდირია, 541 გატანილი ბურთით
[26] . სულ, მას 1281 გოლი აქვს
გატანილი 1363 მატჩში[27][28] .
ფეხბურთში შეტანილი
მნიშვნელოვანი წვლილისათვის,
თავის მშობლიურ ბრაზილიაში, პელე
ეროვნულ გმირად მიიჩნევა [29][30]
[31] . აქტიურად მონაწილეობს
სოციალური ვითარების
გაუმჯობესების კამპანიებში (თავისი
მე-1000 გოლი ბრაზილიის ღარიბ
ბავშვებს მიუძღვნა) [32] .
მოიხსენიებენ როგორც „შავ
მარგალიტს“ ( Pérola Negra ),
„ფეხბურთის მეფეს“ ( O Rei do Futebol )
[30][33][34][35] .
პელემ საფეხბურთო კლუბ
„სანტოსში“ თამაში 15 წლის ასაკში
დაიწყო, ეროვნულ ნაკრებში 16
წლისა, ხოლო როდესაც თავისი
პირველი მსოფლიო ჩემპიონობა
მოიგო, 17 წლის იყო [36] . ევროპული
კლუბებისაგან უამრავი
შემოთავაზებების მიუხედავად,
პელეს ბრაზილია არ დაუტოვია. 1961
წელს ქვეყნის პრეზიდენტმა ჟანიუ
კუადროსმა ფეხბურთელი
„ოფიციალურ ეროვნულ საგანძურად“
გამოაცხადა [37][38][39][40] , რამაც
„სანტოსს“ საშუალება მისცა პელე
1974 წლამდე შეენარჩუნებინა.
„სანტოსთან“ ერთად, ფეხბურთელმა
1962 და 1963 წლებში
ლიბერტადორესის თასი მოიგო,
სამხრეთი ამერიკის ყველაზე
პრესტიჟული ტურნირი[41][42][43] .
სანახაობრივმა თამაშმა და გოლებმა
პელე მსოფლიო ვარსკვლავად აქცია,
რის გამოც „სანტოსი“ მრავლად
აწყობდა საერთაშორისო ტურნეებს
[30] . სათამაშო კარიერის დროს, ის
ღრმა თავდამსხმელად თამაშობდა [5]
[30][44][45] .
საფეხბურთო კარიერის დასრულების
შემდეგ მონაწილეობს სხვადასხვა
საფეხბურთო და კომერციულ
ღონისძიებებში. 2010 წელს
დასახელდა „ნიუ-იორკ კოსმოსის“
საპატიო პრეზიდენტად [46] .
ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ
( პორტ. Edson Arantes do Nascimento; დ.
23 ოქტომბერი, 1940 [10][11] , ტრეშ-
კორასოინსი , ბრაზილია ) —
ბრაზილიელი ფეხბურთელი ,
რომელიც მრავალი სპეციალისტის,
ფეხბურთელისა და გულშემატკივრის
მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ყველა
დროის საუკეთესო ფეხბურთელად
[12][13][14][15][16][17][18][19] . 1999
წელს ფეხბურთის ისტორიისა და
სტატისტიკის საერთაშორისო
ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა
„საუკუნის ფეხბურთელად“ [20] . იმავე
წელს ფრანგულმა ყოველკვირეულმა
ჟურნალმა „France Football -მა“
საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის
გამოსავლენად გამოკითხა ოქროს
ბურთის მფლობელები; პირველ
ადგილზე გავიდა პელე[21] . 1999
წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა
კომიტეტმა და სააგენტო „Reuters -მა“,
ხოლო 2001 წელს გაზეთმა „L'Équipe -
მა“ პელე საუკუნის სპორტსმენად
დაასახელა[22] . თავისი საფეხბურთო
კარიერის დროს, ის ყველაზე მაღალ-
ანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო [23]
[24][25] .
ფეხბურთის ისტორიისა და
სტატისტიკის საერთაშორისო
ფედერაციის თანახმად, პელე
საუკეთესო საჩემპიონატო
ბომბარდირია, 541 გატანილი ბურთით
[26] . სულ, მას 1281 გოლი აქვს
გატანილი 1363 მატჩში[27][28] .
ფეხბურთში შეტანილი
მნიშვნელოვანი წვლილისათვის,
თავის მშობლიურ ბრაზილიაში, პელე
ეროვნულ გმირად მიიჩნევა [29][30]
[31] . აქტიურად მონაწილეობს
სოციალური ვითარების
გაუმჯობესების კამპანიებში (თავისი
მე-1000 გოლი ბრაზილიის ღარიბ
ბავშვებს მიუძღვნა) [32] .
მოიხსენიებენ როგორც „შავ
მარგალიტს“ ( Pérola Negra ),
„ფეხბურთის მეფეს“ ( O Rei do Futebol )
[30][33][34][35] .
პელემ საფეხბურთო კლუბ
„სანტოსში“ თამაში 15 წლის ასაკში
დაიწყო, ეროვნულ ნაკრებში 16
წლისა, ხოლო როდესაც თავისი
პირველი მსოფლიო ჩემპიონობა
მოიგო, 17 წლის იყო [36] . ევროპული
კლუბებისაგან უამრავი
შემოთავაზებების მიუხედავად,
პელეს ბრაზილია არ დაუტოვია. 1961
წელს ქვეყნის პრეზიდენტმა ჟანიუ
კუადროსმა ფეხბურთელი
„ოფიციალურ ეროვნულ საგანძურად“
გამოაცხადა [37][38][39][40] , რამაც
„სანტოსს“ საშუალება მისცა პელე
1974 წლამდე შეენარჩუნებინა.
„სანტოსთან“ ერთად, ფეხბურთელმა
1962 და 1963 წლებში
ლიბერტადორესის თასი მოიგო,
სამხრეთი ამერიკის ყველაზე
პრესტიჟული ტურნირი[41][42][43] .
სანახაობრივმა თამაშმა და გოლებმა
პელე მსოფლიო ვარსკვლავად აქცია,
რის გამოც „სანტოსი“ მრავლად
აწყობდა საერთაშორისო ტურნეებს
[30] . სათამაშო კარიერის დროს, ის
ღრმა თავდამსხმელად თამაშობდა [5]
[30][44][45] .
საფეხბურთო კარიერის დასრულების
შემდეგ მონაწილეობს სხვადასხვა
საფეხბურთო და კომერციულ
ღონისძიებებში. 2010 წელს
დასახელდა „ნიუ-იორკ კოსმოსის“
საპატიო პრეზიდენტად [46] .