Gia grigalava

0 2
ავატარი
Nukri
#1

გია გრიგალავა (დ. 5 აგვისტო, 1989; ქუთაისი) — ქართველი ფეხბურთელი, პოზიციით მცველი. ამჟამად თავისუფალი აგენტი
ბიოგრაფია[რედაქტირება]
გია გრიგალავა დაიბადა 1989 წლის 5 აგვისტოს ქუთაისში. მისი მამა, ალექსანდრე გრიგალავა იყო საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი რაგბიში. მეოთხე კლასამდე სწავლობდა მარტვილში, ქვემო ნაგვაზავოს საჯარო სკოლაში. 8 წლის ასაკში გია ოჯახთან ერთად გადავიდა დონის როსტოვში. 9 წლის ასაკში დაიწყო ფეხბურთის თამაში როსტოვის „ლოკომოტივში“.

კარიერა[რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება]
გრიგალავა 2006 წელს გადავიდა საფეხბურთო კლუბ „როსტოვის“ დუბლებში. მისი დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში შედგა 2007 წელს. 2010 წლის იანვარში „სკა-დან“ იჯარით გადავიდა „როსტოვში“. 2009 წლის აპრილიდან 2009 წლის დეკემბრამდე იჯარით იმყოფებოდა საფეხბურთო კლუბ „მოსკოვში“. 2011 წელს გადავიდა ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგაში“, 2013-2014 წლებში იცავდა მაჰაჩყალის „ანჟის“ ღირსებას.

სანაკრებო[რედაქტირება]
გრიგალავას ერთი მატჩი აქვს ჩატარებული რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრებში 2011 წლის ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.[1] 2011 წლის 3 ივნისს მისი დებიუტი შედგა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ხორვატიასთან ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩში.