levan yenia

0 2
ავატარი
Nukri
#1

ლევან ყენია (დ. 18 ნოემბერი, 1990, თბილისი) − ქართველი ფეხბურთელი, დიუსელდორფის „ფორტუნას“ შემტევი ნახევარმცველი. ბოლოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებიში გამოიძახეს 2013 წლის 23 მარტს საფრანგეთისწინააღმდეგ, მას შემდეგ თემურ ქეცბაიასთან კონფლიქტის გამო ნაკრებში არ გამოუძახიათ.

იგი არის „ფრაიბურგის“ ყოფილი ნახევარმცველის — გიორგი კიკნაძის დის შვილი.
კარიერა[რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება]
ყენია თამაშობდა ბუნდესლიგის კლუბ შალკე 04“-ში. ის „შალკე 04“-ს ოფიციალურად შეუერთდა 2008 წლის 4 იანვარს, ხოლო 2012 წლის ზაფხულში დატოვა ის. 2013 წლამდე ირიცხებოდა ლვოვის „კარპატის“ შემადგენლობაში, 2013 წლიდან კი ის დიუსელდორფის „ფორტუნას“ ფეხბურთელია.[1] 2013-2014 წლის სეზონში 15 ჩატარებულ მატჩი მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო. სეზონის ბოლოს კლუბმა ლევანი ტრანსფერზე დააყენა.

სანაკრებო[რედაქტირება]
ლევან ყენიას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 2007 წლის 8 სექტემბერს, უკრაინის წინააღმდეგ თამაშისას, შეცვალა რა დავით სირაძე. როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კლაუს ტოპმიოლერმა აღნიშნა, მას ადრე არასოდეს უნახავს ლევან ყენიას ასაკის ფეხბურთელს ასეთი სრულყოფილი ტექნიკური შესაძლებლობები ჰქონდეს. ლევანმა თავისი პირველი საერთაშორისო გოლი გაიტანა 2008 წლის 28 მაისს, ესტონეთის წინააღმდეგ. ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა 2013 წლის 23 მარტს საფრანგეთის წინააღმდეგ, თემურ ქეცბაიას მას შემდეგ არ გამოუძახია.

ტიტულები[რედაქტირება]
ბუნდესლიგა მეორე ადგილი (1🙁 2009/2010
გერმანიის თასი გამარჯვებული (1🙁 2010/2011
საქართველოს სუპერთასი ფინალისტი (1🙁 2005/2006
გერმანიის სუპერთასი გამარჯვებული (1🙁 2011/2012
გერმანიის სუპერთასი ფინალისტი (1🙁 2010/2011

მსგავსი თემები

0პასუხი1ნახვა
ავატარიNukri25 სექ 2014, 23:52