levan kobiashvili

0 2
ავატარი
Nukri
#1
[img][/img]
ლევან კობიაშვილი (დ. 10 ივლისი, 1977, თბილისი) — ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებული აქვს რეკორდული რაოდენობის, 100 შეხვედრა. ასპარეზობდა გერმანული ბუნდესლიგის კლუბებში, „ფრაიბურგში“, „შალკეში“ და „ჰერტაში“.
საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

კობიაშვილი ექვსი წლის ასაკში შეიყვანეს მშობლებმა სპორტ-სკოლა „ავაზაში“, სადაც იგი თამაშობდა 1994 წლამდე. „ავაზაში“ კობიაშვილი შეამჩნია რევაზ ძოძუაშვილმა და ის „დინამოს“ მეორე გუნდში წაიყვანა, მაგრამ ძოძუაშვილიცა და კობიაშვილიც მალე გაუშვეს დინამოდან.[1] ძოძუაშვილმა კობიაშვილი თავის ახალ გუნდში მიიწვია და 1994 წელს კობიაშვილი ჩაირიცხა რუსთავის „გორდას“ რიგებში, სადაც დაიწყო კიდეც 17 წლის კობიაშვილის მისი პროფესიონალური კარიერა.

1995 წლის ზაფხულში „დინამოში“ სინჯებზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი მიიწვიეს, მათ შორის აღმოჩნდა ლევან კობიაშვილი. გუნდის მთავარი მწვრთნელის, დავით ყიფიანის სურვილის შესაბამისად კობიაშვილთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს.[1] კობიაშვილი „დინამოში“ წელიწადნახევარი გაჩერდა, შემდეგ კი ვლადიკავკაზის „ალანიაში“ გაანათხოვრეს. რუსეთში კობიაშვილს კარგი სეზონი ჰქონდა. სეზონის ბოლოს მან ტრავმა მივიიღო და ამიტომ სულ 21 მატჩში ითამაშა, მაგრამ გოლებიც გაიტანა, მათ შორის უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე და წლის ბოლოს კობიაშვილი ლიგის საუკეთესო დებიუტანტად, ახალგაზრდა ფეხბურთელად და ლეგიონერად დაასახელეს.[1]

1998 წელს გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ „ფრაიბურგში“ გააგრძელა კარიერა. „ფრაიბურგში“, რომელსაც ფოლკერ ფინკე წვრთნიდა, სხვა ქართველებიც ირიცხებოდნენ, კერძოდ კი ლევან ცქიტიშვილი, ალექსანდრე იაშვილი და გიორგი კიკნაძე. ფინკე საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა და ნაკრების თამაშებს ესწრებოდა. სწორედ სანაკრებო თამაშისას დაინტერესდა ის კობიაშვილით.[1]

კობიაშვილი დაეხმარა გერმანულ კლუბს ბუნდესლიგაში დაწინაურებაში. შემდეგ სეზონში კლუბმა ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა და 2001 წელს დიდ წარმატებასაც მიაღწია, სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა და უეფა-ს თასის საკვალიფიკაციო რაუნდზე გავიდა. მიუხედავად ამისა, შემდეგი სეზონი „ფრაიბურგმა“ ჩააგდო და მეორე ბუნდესლიგაში გავარდა. 2003 წელს კლუბმა მეორე ბუნდესლიგა მოიგო და პირველს დაუბრუნდა. კობიაშვილი კი „შალკეში“ გადავიდა. „შალკე“ იმ დროს ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, რომელიც ევროტურნირებშიც რეგულარულად მონაწილეობდა და იმ პერიოდში მიუნხენის „ბაიერნის“ შემდეგ გერმანიაში ყველაზე ძლიერ გუნდად ითვლებოდა. კობიაშვილი ახალ კლუბშიც შეუცვლელ ფიგურად იქცა.[1]

კობიაშვილის პირველი მწვრთნელი გელზენკირხენში იუპ ჰაინკესი იყო. „შალკეში“ კობიაშვილი ორჯერ, 2005 და 2007 წლებში გახდა ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონი და 2005 წელს გერმანიის თასის ფინალისტი. 2005-2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ მატჩში „პსვ ეინდჰოვენის“ წინაარმდეგ კობიაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. იმ წელს კობიაშვილი დაეხმარა გუნდს, მიეღწია უეფა-ს თასის ნახევარფინალამდე, სადაც მომავალ ჩემპიონ „სევილიასთან“ დამარცხდა. 2008 წელს კლუბმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც „ბარსელონასთან“ დამარცხდა. „შალკეში“ გატარებული 6,5 წლის მანძილზე კობიაშვილი გუნდის რეკორდსემნთა შორის მოხვდა საერთაშორისო ასპარეზზე ჩატარებული მატჩების ოდენობითა და გატანილი გოლებით. 35 საერთაშორისო მატჩით ის „შალკეს“ ფეხბურთელთა შორის მესამეა.[2] ხოლო საერთაშორისო შეჯიბრებებზე გატანილი შვიდი გოლით კი საუკეთესოა კლაუს ფიშერთან, კევინ კურანისთან და ლინკოლნთან ერთად.[3]

2010 წლის 1 იანვრიდან კობიაშვილი ბერლინის „ჰერტაში“ გამოდის[4]. მან ხელშეკრულება 2010 წლის ივნისამდე გააფორმა და იმავე წლის მაისში 3 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი. 2011-12 წლების სეზონის ბოლოს „ჰერტამ“ ითამაშა მეორე ბუნდესლიგაში გასავარდნი ფლეი-ოფი დიუსელდორფის „ფორტუნას“ წინააღმდეგ, რომელიც 4-3 დათმო. მატჩის დასრულების შემდგომ კობიაშვილმა სცემა მთავარ მსაჯს, ვოლფგანგ შტარკს, რის გამოც მას 1 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. მოგვიანებით გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ 7,5 თვით შეუმცირა მას სასჯელი. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია, რაც გერმანულ პროფესიულ ფეხბურთში გამოუყენებიათ.[5] 2013 წლიდან კობიაშვილმა კვლავ განაგრძო „ჰერტას“ შემადგენლობაში ასპარეზობა.

2013-14 წლების სეზონში ბუნდესლიგაში დაბრუნებული „ჰერტას“ რიგებში კობიაშვილმა რამდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა. მათ შორის იყო მატჩი დორტმუნდის „ბორუსიასთან“, სადაც კობიაშვილს ლევანდოვსკის მეურვეობა დაევალა. კობიაშვილი იმ ტურის ფეხბურთელად დამასახელეს. გარდა ამისა, კობიაშვილი რამდენჯერმე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.[1]

ბუნდესლიგაში კობიაშვილმა სულ 351 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა. კობიაშვილი მეორე ადგილზეა არაგერმანელ ფეხბურთელთა შორის ბუნდესლიგაში ჩატარებული მატჩების ოდენობით. ის ჩამორჩება მხოლოდ კლაუდიო პიზაროს. რეკორდის დამყარებაში კობიაშვილს 2012 წელს „ჰერტას“ ბუნდესლიგიდან გავარდნამ შეუშალა ხელი.
სანაკრებო კარიერა

ლევან კობიაშვილმა ეროვნულ ნაკრებში თამაში 19 წლის ასაკში, 1996 წელს დაიწყო. მისი დებიუტი ნორვეგიელებთან ამხანაგურ მატჩში შედგა, როდესაც ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. ლევან კობიაშვილს ნაკრებში ყველაზე მეტი, 100 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლი გატანილი. მათ შორის უკანასკნელი გოლი კობიაშვილმა გაიტანა 2011 წლის 26 მარტს ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩში, რომელიც საქართველომ სწორედ მისი გოლის წყალობით 1-0 მოიგო. ნაკრებში უკანასკნელი, მე-100 მატჩი კობიაშვილმა იმავე ტურნირზე 2011 წლის 11 ოქტომბერს ჩაატარა საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ.

პოზიცია[რედაქტირება]
კობიაშვილს საკლუბო მატჩების უმრავლესობა მარცხენა მცველის პოზიციაზე აქვს ჩატარებული. იშვიათად თამაშობდა მარცხენა ან ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. მარცხენა ნახევარმცველად ტამაშობდა კობიაშვილი საქართველოს ნაკრებშიც. კობიაშვილის ძლიერი მხარე მისი ამტანიანობა, კარგი პასი და ძლიერი მარცხენა ფეხია.

ტიტულები[რედაქტირება]
დინამო[რედაქტირება]
საქართველოს ჩემპიონი (4🙁 1995, 1996, 1997, 1998
საქართველოს თასის მფლობელი (3🙁 1996, 1997, 1998
საქართველოს სუპერთასი: 1996, 1997
შალკე[რედაქტირება]
უეფას ინტერტოტოს თასის მფლობელი: 2003, 2004
გერმანიის ლიგის თასის მფლობელი: 2006
ბუნდესლიგის ვიცეჩემპიონი (2🙁 2005, 2007
გერმანიის ტასის ფინალისტი: 2005
პირადი[რედაქტირება]
საქართველოს წლის ფეხბურთელი: 2000, 2005

მსგავსი თემები

0პასუხი2ნახვა
ავატარიNukri25 სექ 2014, 23:49