tornike oqriashvili

0 2
ავატარი
Nukri
#1
თორნიკე ოქრიაშვილი (დ. 26
თებერვალი , 1992 ) — ქართველი
ფეხბურთელი, ბელგიური „გენკისა“
და საქართველოს ეროვნული
ნაკრების შემტევი ნახევარმცველი .
კარიერა
საკლუბო
ოქრიაშვილმა კარიერა დაიწყო
რუსთავის „ოლიმპის“ ახალგაზრდულ
გუნდში. 2008-2009 წლების სეზონში 1
მატჩი ჩაატარა კლუბ „გაგრაში“ .
შემდეგ სეზონში კლუბის
შემადგებლობაში 22 მატჩში მიიღო
მონაწილეობა და გაიტანა 1 გოლი.
„გაგრამ“ იმ სეზონში ბოლო, მე-10
ადგილი დაიკავა საქართველოს
უმაღლეს ლიგაში და ჩამოქვეითდა
პირველ ლიგაში .
2010 წლის ივნისში სინჯებზე
იმყოფებოდა სანქტ-პეტერბურგის
„ზენიტში“ . მასთან კონტრაქტის
გაფორმებით იყვნენ ასევე
დაინტერესებულები ბელგიური
„ანდერლეხტი“ და ზოგიერთი
ნიდერლანდური , თურქული და
გერმანული კლუბი.
2010 წლის ბოლოს ოქრიაშვილი
ნახევარწლიანი იჯარით აიყვანა
„დონეცკის შახტარმა“ , მისი
სატრანსფერო უფლებების
გამოსყიდვის პირობით [1] . კლუბმა
მის იჯარაში გადაიხადა 1 მილიონი
ევრო.
2011 წლის იანვარში ის იჯარით
აიყვანა მარიუპოლის „ილიჩევეცმა“ ,
რომლის მთავარი მწვრთნელიც იყო
„შახტარის“ ახალგაზრდული გუნდის
ყოფილი მწვრთნელი ვალერი
იარომჩენკო. [2]
უკრაინის პრემიერ ლიგაში
ოქრიაშვილის დებიუტი შედგა 2011
წლის 4 მარტს „ზაპოროჟიეს
მეტალურგთან“ 0-4 წაგებულ მატჩში
[3] .
2014 წლის 28 ივლისს კონტრაქტი
გააფორმა ბელგიურ „გენკთან“.
სანაკრებო
2009 წელს ოქრიაშვილის დებიუტი
შედგა საქართველოს 21 წლამდელთა
ნაკრებში ირლანდიელ
თანატოლებთან ფრედ, 1-1
დასრულებულ მატჩში, სადაც მან
სრულად მიიღო მატჩში
მონაწილეობა.
2010 წლის 17 ნოემბერს
ოქრიაშვილის დებიუტი შედგა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში
სლოვენიასთან სტუმრად 2-1
მოგებულ ამხანაგურ მატჩში. [4] იმ
მატჩში ოქრიაშვილი მოედანზე
შევიდა 62-ე წუთზე ნიკოლოზ
გელაშვილის ნაცვლად.
2012 წლის 7 სექტემბერს 2014 წლის
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი
ეტაპის საშინაო მატჩში ეროვნული
ნაკრების მაისურით ბელარუსის
ნაკრებთან ოქრიაშვილმა გაიტანა
მატჩის ერთადერთი გოლი.