San Antonio Spurs

41 11
ავატარი
Gaucho
#1


კონფერენცია: დასავლეთი
დივიზიონი: სამხრეთ-დასავლეთი
დაარსდა: 1967 ( NBA შემოუერთდა: 1976 წელს)
ისტორია: დალას ჩეპერელსი (ABA)
1967–1970, 1971–1973
ტეხას ჩეპერელსი (ABA)
1970–1971;
სან-ანტონიო სპურსი (ABA)
1973–1976;
სან-ანტონიო სპურსი (NBA)
1976-დღემდე
არენა: AT&T Center
ქალაქი: სან-ანტონიო, ტეხასი
გუნდის ფერები: შავი, ვერცხლისფერი და თეთრი
მფლობელ(ებ)ი: პიტერ ჰოლტი
გენერალური მენეჯერი:
არ სი ბაფორდი
მთავარი მწვრთნელი: გრეგ პოპოვიჩი
D-ლიგის კლუბი: Austin Toros
ჩემპიონები: 4 ( 1999 , 2003 , 2005, 2007 )
კონფერენციის ტიტულები: 4 (1999, 2003, 2005, 2007)
დივიზიონის ტიტულები: 18 (1978, 1979, 1981, 1982, 1983, 1990, 1991, 1995, 1996, 1999, 2001, 2002, 2003, 2005, 2006, 2009, 2011, 2012)
ოფიციალური საიტი: Spurs.com
ავატარი
Gaucho ავტორი
#2
სან-ანტონიო სპურსი ( ინგლ. San Antonio Spurs) — ამერიკის პროფესიონალური საკალათბურთო გუნდი, რომელიც მდებარეობს სან-ანტონიოში , ტეხასის შტატში . „სპურსი“ არის
სამხრეთ-დასავლეთ დივიზიონის წევრი, რომელიც დასავლეთ კონფერენციას ეკუთვნის NBA -ში.
„სპურსი“ არის იმ ოთხ გუნდთაგან ერთ-ერთი, რომელიც 1976 წელს ამერიკული საკალათბურთო ასოციაციიდან (ABA) შემოუერთდა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას ამ ორი ლიგის გაერთიანებისას. „სპურსი“ არის ერთადერთი ყოფილი ABA-ს გუნდი, რომელმაც შეძლო NBA-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, ისტორიაში კი მათ ეს 4-ჯერ შელძეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ,
„ბოსტონ სელტიკსისა“ და „ჩიკაგო ბულზის“ შემდეგ. [1] 2009 წლის ივლისის მონაცემებით, „სპურსს“ გამარჯვების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გააჩნია და ამ მაჩვენებლით NBA-ს ისტორიაში მესამე ადგილზე. მას შემდეგ რაც NBA-ში მონაწილეობს, გუნდმა მხოლოდ და მხოლოდ 4-ჯერ გამოტოვა პლეი-ოფი.
1976-1977 წლების სეზონიდან მოყოლებული (NBA-ში გადმოსვლის შემდეგ) გუნდმა 36 სეზონში დივიზიონის 18 ტიტულის მოპოვება შეძლო. უკანასკნელი 22 სეზონიდან, 21-ჯერ მოახერხეს პლეი-ოფში გასვლა. არ გაუცდენიათ პლეი-ოფი უკანასკნელი 15 სეზონის მანძილზე, მას შემდეგ რაც გუნდმა დრაფტზე ტიმ დანკანი აირჩია 1997 წელს. მას შემდეგ რაც „სპურსმა“ 2011-12 წლების სეზონი 50 მოგებით დაასრულა, გუნდი ფლობს რეკორდს ზედიზედ ყველაზე მეტი, 50-ზე მეტი გამარჯვება სეზონში, რაც უკვე 13-ჯერ შელძეს.
ავატარი
Gaucho ავტორი
#3
სპურსი სან-ანტონიოში
სპურსი არის ქალაქის ერთადერთი გუნდი ამერიკის 4 მთავარ ლიგაში, რომელსაც 5 წელზე მეტი უარსებია. სპურსის მოთამაშეები აქტიური წევრები არიან სან-ანტონიოს მოსახლეობისთვის, ამასთანავე ბევრი ყოფილი სპურსის მოთამაშე კვლავ აქტიურად მოღვაწეობს სან-ანტონიოში. მათ შორის არიან: დევიდ რობინსონი, რომელიც კერვერის აკადემიაში მოღვაწეობს[2] , ჯორჯ გერვინი კი ჯორჯ გერვინის ახალგაზრდულ ცენტრში. [3]
სპურს დამყარებული აქვს რამდენიმე NBA დასწრების სარეკორდო მაჩვენებელი, როდესაც გუნდი "Alamodome"-ში თამაშობდა. მათ შორის ყველაზე დიდი დასწრება აქვს NBA ფინალში 1999 წელს.
ავატარი
Gaucho ავტორი
#4
2003 წლიდან მოყოლებული, AT&T Center მასპინძლობს San Antonio Stock Show ასევე Rodeo-ს, რომელიც ცნობილია, როგორც „Rodeo Road Trip“. [5] სპურსმა ამ პერიოდში შეძლო არაერთი გამარჯვების მოპოვება გასვლით შეხვედრებში, რომელიც ზედიზედ ასახავს NBA-ის ყველაზე გრძელი გასვლითი შეხვედრების გამარჯვების რეკორდს : (8 მატჩის მოგება 9-იდან, რომელიც 2003 წელს დაამყარეს). [6]
როდესაც სპურსი იგებს NBA-ის ტიტულს, გუნდი ყოველთვის აწყობს დიდ პარადს,სადაც შედის : სან ანტონიოს მდინარეზე გემით გასეირნება. [7]
1997 წლიდან მოყოლებული, სპურსის გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელია 69.6, რაც ყველაზე საუკეთესო პროცენტულ შედეგად ითვლება ყველა პროფესიონალურ სპორტში.
ავატარი
Gaucho ავტორი
#5
გუნდის ისტორია
ABA-ს წლები: დალას ჩეპერელსი (1967-1973)

სან-ანტონიო სპურსმა არსებობა დაიწყო დალას ჩეპერელსი -ის სახელწოდებით, ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში ასპარეზობას კი ( ABA ) 1967 წლიდან იწყებს. როდესაც 11 გუნდიდან ერთ-ერთი იყო დალას ჩეპერელსი ABA-ს , გუნდს სათავეში ედგა: გუნდის ლიდერი და მწვრთნელი- კლიფ ჰაგენი . გუნდის მეორე სეზონი იმედგაცრუებით დასრულდა, რადგანგუნდი მე-4 ადგილზე გავიდა, 41-37 ქულების მაჩვენებლით. 'პლეი-ოფში' კი მალევე დამარცხდნენ 'ნიუ-ორლეან ბუკანერსთან'. [8] ამასთანავე, გუნდის დიდი პრობლემა მცირე დასწრება იყო დალასში , რის გამოც 1970-71 წლებში გუნდს რეგიონალური სახელი შეუცვალეს და პირდაპირ 'ტეხას ჩეპერელსი' უწოდეს, რითაც უფრო მეტი ხალხის მოწვევას იმედოვნებდნენ, თუმცა ეს იდეაც კრახით დასრულდაა და 1971-72 წლებში გუნდს ისევ პირვანდელი სახელი დაუბრუნდა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#6
ABA-ს წლები: სან-ანტონიო (1973-1976)

როდესაც ჩეპერელსმა პოპულარობა მოიპოვა ხალხში, მფლობელებმა ფინანსურ მოგებაზეც დაიწყეს ფიქრი,ამიტომ ისინი შედარებით ნაკლებ ფულს ხარჯავდნენ გუნდზე. მას შემდეგ, რაც გუნდმა 1972-73 წლის სეზონში პირველად გამოტოვა 'პლეი-ოფი', მფლობელებმა გუნდის ქციების გაყიდვა გადაწყვიტეს. 'სან-ანტონიოსი' 36 კაციანმა ბიზნესმენთა ჯგუფმა შეისყიდა, ამ იდეას ლიდერობდნენ ანჯელო დროსო, ჯონ შაფერი და რედ მაკკომბსი . მათ სურდათ, რომ გუნდს კიდევ 3 წელი ეარსება დალასში და შემდგომ უკვე სან-ანტონიოში გადასულიყო. შეთანხმება კი შემდეგნაირად იქნა მიღწეული: თუ გუნდის შესყიდვა არ მოხდებოდა ამ დროის მანძილზე, 1975 წლისთვის გუნდი ისევ დალასშიდაბრუნდებოდა. ხელშეკრულების მიღწევის შემდეგ, მოხდა გუნდის სახელის შეცვლა'სან-ანტონიო განსლინგერსი'-ს სახელი,. [10] თუმცა ვიდრე გუნდი პირველ მატჩს ჩაატარებდა, მას და 'სპურსი' უწოდეს. გუნდის პირველი სახე : წითელ,თეთრსა და ლურჯ ფერებში შეცვლილ იქნა ცნობილ: შავ,ვერცხლისფერ და თეთრ ფერებში, რომელსაც გუნდი კვლავ იყენებს.
ავატარი
Gaucho ავტორი
#7
მიუხედავად იმისა, რომ სპურსს 6 000 ხმაურიანი გულშემატკივარი ამხნევებდა, პირველ მატჩში, რომელიც ჰემისფეირ არენაზე შედგა, 'სპურსი' , 'სან-დიეგო კონქუისტედორ'-თან დამარცხდა. 'სპურსი'-ს დაცვა გუნდის ყველაზე დადებითი მხარე იყო, რომელიც ოპონენტს 100 ქულის დაეგროვების საშუალებას არ აძლევდა. სწორედ ამიტომ , გუნდმა დაამყარა რეკორდი ABA ისტორიაში 49-ე ასეთი შემთხვევით. 'სპურსი'-ს ადრეულ წლებში, როდესაც ABA-ში გამოდიოდა, გუნდს ლიდეორბდა ვეტერანი- ჯეიმზ სილასი; იანვარში კი გუნდმა შეძლო ჯორჯ "ყინულის კაცი" გერვინის დამატება. ABA ცდილობდა არ მომხდარიყო გერვინის ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ მოსამართლემ სპურსის მხარე დაიჭირა და საბოლოოდ ჯერვინის დებიუტი 7 თებერვალს შედგა. სპურსმა სეზონი 45-39 დაასრულა, რაც საკმაოდ კარგ შედეგს წარმოადგენდა მე-3 ადგილოსანისთვის დასავლეთ დივიზიონში. 'პლეი-ოფში' გუნდი შეხვდა ინდიანა პეისერსს და სამწუხაროდ მხოლოდ და მხოლოდ მე-7 თამაშში იქნა დამარცხებული. საბოლოოდ სარფიანი გამოდგა გუნდისსან-ანტონიოში გადასვლა, სადაც თითო თამაშში 6 300 გულშემატკივრის მოზიდვას ახერხებდა,რაც დალას ჩეპერელსისთვის მხოლოდ და მხოლოდ 18 თამაშის საერთო მაჩვენებელი იყო. დროსომ და მაკკომბსმა იცოდნენ,რომ სიტუაცია ესე წარიმართებოდა და ამიტომაც გადადგეს ეს ნაბიჯი. ერთი წლის შემდეგ, მათ შეასრულეს შეთანხმება და გუნდი შეისყიდეს, რითაც შეძლეს გუნისსან-ანტონიოში დატოვება.
ავატარი
Gaucho ავტორი
#8
გუნდმა მალევე შეძლო ჰემისფაირ არენაზე ადაპტაციის გავლა, სადაც მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის არმიის მოზიდვა შეძლო. გუნდმა 1974-75 წლის სეზონი 17-10 შედეგით დაიწყო, რასაც თან მოჰყვა მთავარი მწვრთნელი- ტომ ნისელკის გათავისუფლება დაკავებული პოსტიდან. მფლობელებმა კი ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ დაიღალნენ გუნდის ნელი დაცვითი თამაშის სტილით. მწვრთნელის რანგში კი გუნდს ბობ ბაში ჩაუდგა, რომელმაც ახალი თამაშის სტილისაკენ გადააწყო გუნდი: "ეს არის თავდაჯერება.გუნდეს ვერ გადააწყობთ 48 წუთში თავდასხმით სტილზე,ამიტომ უნდა მისცეთ უფლება ხანდახან სკოლის კალათბურთიც ითამაშონ". ეს კომენტარი გულზე მოხვდა ჯორჯ გერვინს და ჯეიმზ სილას, რის გამოც 'სპურსი' უმალვე გახდა სწრაფი შემტევი გუნდი,სეზონი კი სოლიდური 51-33 შედეგით დაასრულა, რაც მე-2 ადგილისთვის ბრწყინვალე შედეგი იყო დასავლეთში. გერვინმა განაცხადა: "ჩვენი დავალება იყო გვესროლა ფარის მიმართულებით 100-ჯერ, ჩვენ უნდა გვესროლა 107-ჯერ". მიუხედავად ამისა , გუნდი 'პლეი-ოფ'-ში სპურსი დამარცხებული იქნა ინდიანა პეისერსის მიერ 6 თამაშში.
ავატარი
Gaucho ავტორი
#9
მიუხედავად 'პლეი-ოფ'-ის წარუმატებლობისა, სპურსმა მალევე გამოაჩინა თავი ABA ტოპ გუნდებს შორის, აქედან გამომდინარე არენაზე დასწრებაც უფრო და უფრო მეტი ხალხისთვის ხდებოდა მიმზიდველი. ამ ყველაფერს ხელს ისიც უწყობდა, რომ სან-ანტონიოში მოსახლეობის რაოდენობა 650 000 ადამიანს აღწევდა(რითაც უდიდეს ქალაქებში მოსახლეობის მიხედვით მე-7 ადგილს იკავებდა მთელს აშშ-ში ). 1976 წლის ივნისში მოხდა ABA -სა და NBA -ს გაერთიანება, რითაც სპურსმა შეძლო ახალ ლიგაში პროფესიონალური გუნდის სტატუსით გადასვლა. სპურსის გარდა 1976-77 წლის სეზონისთვის, NBA-ში გადასვლა მოახერხა დენვერ ნაგეტსმა, ინდიანა პეისერსმა და ნიუ-იორკ ნეტსმა
ავატარი
Gaucho ავტორი
#10
სპურსმა და კიდევ ABA-ს სამმა გუნდმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ გადაეხადათ ABA-ს ორი ძლიერი გუნდისთვის, რომლებიც გაერთიანების დროს გაუქმდა. ჯონი ბრაუნ უმცრ. რომელიც
კენტუკი კოლონელსის მფლობელი იყო, მიიღო 3 მილიონი აშშ დოლარი, რომელმაც მოგვიანებით NBA-ის ბუფალო ბრეივზი და უფრო მოგვიანებით კი ბოსტონ სელტიკსი შეისყიდა, მას შემდეგ რაც გაყიდა ვარსკვლავი გარდი ლუი დემპიერი სპურსის რიგებში. სენტ-ლუის სპირიტსის მფლობელებმა მიიღეს ყველა ტელევიზიიდან მოგება NBA-ის ყველა ჩვენებისას, რაც სპურსის სატელევიზიო მოგების 1/7 შეადგენდა წელიწადში. ამ შეთანხმებამ დიდი ფინანსური წნეხის ქვეშ დააყენა სპურსი და ასევე სამი ყოფილი ABA-ს კლუბები.
ავატარი
Gaucho ავტორი
#11
NBA-ს წლები: ჯორჯ გერვინის წლები (1976-1985)
სპურსმა ახალ ლიგაში პირველი სეზონი არცთუ ისე ცუდად დაიწყო და 1976-77 წლის სეზონი 44-38 შედეგით დაასრულა, რაც ნორმალური შედეგი იყო მე-4 ადგილოსანისთვის, რომელიც მან აღმოსავლეთ კონფერენციაში დაიკავა. ეს კი კარგი შედეგი იყო ABA გუნდისთვის, რადგან სხვა ლიგიდან შემოერთებულ გუნდებს ლიმიტირებული ჰქონდათ დრაფტზე არჩევანი, ასევე სატელევიზიო ჩვენებები და ფინანსებთან დაკავშირებული საქმიანობაც არცთუ ისე სახარბიელო იყო ადრეულ წლებში. ასევე ამ წლებში დაწიყო ახალი მეტოქეობა ჰიუსტონ როკეტსთან, გუნდთან რომელიც ასევე ტეხასიდან იყო 5 წლის განმავლობაში.
ავატარი
Gaucho ავტორი
#12
1977-78 წლის სეზონში, ჯორჯ გერვინი და დევიდ თომფსონი, რომელიც დენვერ ნაგეტსიდან იყო, იბრძოდნენ მექულის ლიდერობისთვის. სეზონის ბოლო დღეს, თომფსონმა აიღო გუნდის ლიდერობა და 73 ქულა მიითვალა დეტროიტ პისტონის წინააღმდეგ. გერვინმა იცოდა რომ მას 58 ქულა სჭირდებოდა
ნიუ-ორლეან ჯაზის წინააღმდეგ. გერვინმა ბრწყინვალედ დაიწყო 1/4 და ანგარიშზე 20 ქულა მიითვალა. მეორე პერიოდში "ყინულის კაცი" უფრო უკეთესად გამოვიდა და ერთი პერიოდის რეკორდი დაამყარა და მხოლოდ მე-2 პერიოდში 33 ქულა ჩააგდო. ხოლო მესამე პერიოდის დასაწყისში, გერვინმა შეძლო და 58 ქულა მოაგროვა. როდესაც გერვინი ცდილობდა პირადი ჯილდოს მოპოვებას, ამ დროს სპურსი ეუფლებოდა
ცენტრალური დივიზიონის ტიტულს 52-30 შედეგით. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, სპურსმა პლეი-ოფში ცუდად გამოიჩინა თავი და 6 თამაშში იქნა დამარცხებული ვაშინგტონ ბულეტსის მიერ, სერია სადაც მხოლოდ გერვინზე არ იქნა დამოკიდებული, რომელმაც საშუალო მაჩვენებელი 33.2 ქულამდე აიყვანა. შემდეგ სეზონში 1979 კონფერენციის ფინალში, სპურსი ლიდერობდა 3-1 ვაშინგტონ ბულეტსის წინააღმდეგ, თუმცა ვაშინგტონმა შეძლო 3-ვე თამაშში გამარჯვება, განსაკუთრებით კი მე-7 თამაშის გამორჩევა შეიძლება, სადაც მათ 107-105 მოიგეს. ამის შემდეგ, სპურსს მოუწია 20 წლის დალოდება, რომ კვლავ ანალოგიურ ეტაპზე - კონფერენციის ფინალში გასულიყო.
ავატარი
Gaucho ავტორი
#13
პლეი-ოფში წარუმატებელი თამაშის მიუხედავად, სპურსმა პირველი NBA-ში გატარებული 7 წლის განმავლობაში 5 დივიზიონის ტიტულის მოიპოვება შეძლო, მაგრამ არ გაუმართლა პლეი-ოფში, სადაც წააგო ისეთ გუნდებთან, როგორებიც არიან ვაშინგტონ ბულეტსი, ბოსტონ სელტიკსი ,
ჰიუსტონ როკეტსი და ლოს-ანჯელეს ლეიკერსი .
ავატარი
Gaucho ავტორი
#14
1980-იან წლებში სპურსმა მცირედი პროგრესირება დაიწყო. ისინი წარმატების მოპოვებას აგრძელებდნენ 1970-იანი წლებზე უკეთ. 1980-81 წელს სეზონი 52-30 შედეგით, 1981-82 წლის სეზონი 48-43, 1982-83 წლის სეზონი 53-29 დაასრულეს (ეს იყო იმ პერიოდში როდესაც გუნდი დასავლეთ კონფერენციაში გადავიდა). თუმცა რეგულარული სეზონის შედეგების გაუმჯობესება ვერაფერს შველოდა და სპურსი კვლავ ვერ ახერხებდა პლეი-ოფში თავის გამოჩენას და NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. 1981 წლის პლეი-ოფში დასავლეთ კონფერენციის პირველ რაუნდში დამარცხდა ჰიუსტონ როკეტსის და 1982 წელს ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ 4 თამაშში. 1983 წელს კი დასავლეთ კონფერენციის ფინალში 6 თამაშში დამარცხდა. ამ წლებში ლეიკერსის მეჯიქ ჯონსონი და
კარიმ აბდულ-ჯაბარი უძლეველი ბარიერი იყო სპურსისთვის. სპურსს 1995 წლამდე აღარ მიუღწევია კონფერენციის ფინალამდე .
1984-85 წლის სეზონის შემდეგ, გერვინი, რომელიც უპირობოდ ყველაზე დიდი ვარსკვლავი იყო გუნდში, გაშვებული იქნა ჩიკაგო ბულზში , რითაც მისი ერა დასრულდა კიდეც სან-ანტონიოში
ავატარი
Gaucho ავტორი
#15
რთული პერიოდი (1985-1989)
შემდეგი 4 სეზონის განმავლობაში სპურსის ისტორიაში რთული პერიოდი დადგა, როდესაც 1985-86 წლიდან 1988-1989 წლამდე, გუნდის შედეგი 115-213 იყო. წაგებების სერია და გულშემატკივრების კლება არენაზე, პოტენციურ გუნდს სხვა ქალაქში გადასვლისკენ მიუთითებდა. ამ პერიოდში, ერთადერთი ნათელი წერტილი 1987 წლის NBA დრაფტზე გუნდის მიერ დევიდ რობინსონის არჩევა იქნებოდა, რომლის გამოყენებაც გუნდს მხოლოდ 1989-90 წელს შეეძლებოდა, რადგან რობინსონი აშშ საზღვაო ძალებში ირიცხებოდა. ასევე ეს ყველაფერი იყო ერთგვარი სპეკულაცია,თითქოს რობინსონი არ გააფორმებდა სპურსთან კონტრაქტს როდესაც საზღვაო ძალებში დაასრულებდა მოღვაწეობას. [13][14] საბოლოოდ რობინსონმა გადაწყვიტა ჩასულიყო სან-ანტონიოში.
ავატარი
Gaucho ავტორი
#16
1988-1989 წლის სეზონი,მეორე, ყველაზე ცუდი სეზონი გამოდგა სპურსის ისტორიაში, სადაც გუნდმა 21-61 შედეგით დაასრულა. მიუხედავად ამისა, ეს სეზონი სხვა დადებითი მხარეებით შეიძლება გამოვარჩიოთ: ეს სეზონი გამოდგა პირველი, როდესაც რედ მაკკომბსმა გუნდიტ სრული მფლობელობა მოიპოვა; იგი ოდითგანვე ამ გუნდის ინვესტორი იყო და სოლიდური დამხარებაც გაუწია გუნს წარმატების მოპოვებაში. ასევე 1988-1989 წლების სეზონში გუნდმა მთავარი მწვრთნელის რანგში დანიშნა ლარი ბრაუნი, რომელიც გადმოყვანილი იქნა NCAA (ნაციონალური კოლეჯის ათლეტური ასოციაცია), სადაც მან კანზას უნივერსიტეტთან ერთად 1988 წელს შეძლო ჩემპიონობის მოპოვება.