FC Barcelona

803 91
ავატარი
Gaucho
#722
სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართება. კატალონიის "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" გერმანულ "გლადბახს" დაუპირისპირდება.
ლუის ენრიკეს გუნდს ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული აქვს, თუმცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, კატალონიელებს მოგება აუცილებლად სჭირდებათ. როგორც მოგეხსენებათ, "ბლაუგრანამ" ბოლოს ჩატარებული 5 შეხვედრიდან, მხოლოდ 1 მატჩი მოიგო, 4-ჯერ კი ფრეს დასჯერდა.
"ლურჯ-ბროწეულისფერებს" ჩემპიონთა ლიგაზე დანაკლისით მოუწევთ თამაში. კატალონიურ კლუბს დისკვლაფიკაციის გამო ნეიმარი და ივან რაკიტიჩი ვერ დაეხმარება.
ავატარი
Gaucho
#723
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოახიმ ლიოვი ასისტენტებთან ერთად კატალონიის "ბარსელონას" ვარჯიშს დაესწრო და თანამემამულე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მოინახულა.
"ტერ შტეგენი ძალიან მაღალი დონის მეკარეა. ის სტაბილურად კარგად თამაშობს ფეხით. სასიამოვნოა, რომ შტეგენს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშის შესაძლებლობა აქვს. ყოველივე ეს, მის განვითარებას განაპირობებს.
"ბარსელონა" საოცარი კლუბია. მათი სათამაშო ფილოსოფია და სტილი, ნებისმიერი გუნდისთვის მისაბაძია" - ამბობს ლიოვი.
ავატარი
Gaucho
#724
პრიმერა დივიზიონის მე-14 ტურში, კატალონიის "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა. სეზონის პირველი "ელ კლასიკო" ფრედ, 1:1 დასრულდა. დაფიქსირებული შედეგით იმედგაცრუებულები როგორც, "ლურჯ-ბროწეულისფერების" გულშემატკივრები, ისე ფეხბურთელები იყვნენ.
საინტერესოა, რატომ არ დააყენა ლუის ენრიკემ ანდრეს ინიესტა ძირითად შემადგენობაში. ესპანელი მოედანზე მე-60 წუთზე გამოვიდა. ამ დროს, "ბარსა" მინიმალური სხვაობით იგებდა. გასაოცარია, რომ "კამპ ნოუ" ინიესტას შემოსვლას უფრო დიდი ოვაციით შეხვდა, ვიდრე ლუის სუარესის გოლს. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ფრედ დასრულდა, ინიესტას შემოსვლამ გააზრებული შეტევების დაწყება და მომენტების შექმნა განაპირობა.
საინტერესოა, თუ ჩამოვთვლით მიზეზებს, რის გამოც "ბარსამ" აღნიშნული მატჩი ვერ მოიგო.
1. ნეიმარისა და მესის ვერ გამოყენებული მომენტები
2. არდა თურანის გაუმართლებელი მოქმედება
3. რამოსის გატანილი გოლის დროს, მასკერანომ პოზიციური შეცდომა დაუშვა
4. ლუის ენრიკემ პირველი ცვლილება მე-60 წუთზე განახორციელა და თამაშში ინიესტა ჩართო. სამაგიეროდ, მოედანი ივან რაკიტიჩმა დატოვა, რომელიც ბევრად უფრო აქტიური გახლდათ, ვიდრე პორტუგალიელი გომეში.
5. ინიესტა ძირითად შემადგელობაში არ იყო
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" 34 ქულით სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მე-2 ადგილზე მყოფ "ბარსელონას" კი 28 ქულა აქვს.
ავატარი
Gaucho
#725
კატალონიის "ბარსელონამ" უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩის წინ, დასკვნითი სავარჯიშო სესია გამართა. "ბლაუგრანა" მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ხვალ დაუპირისპირდება.
როგორც იცით ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარ და სილვამ "რეალთან" მატჩში (1:1) მომზიდველი კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც მან დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა.
მთელი კვირის განმავლობაში ნეიმარი ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს. ბრაზილიელი ფეხბურთელი "გლადბახისა" და "ოსასუნას" წინააღმდეგ გასამართ მატჩებს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
ავატარი
Gaucho
#726
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველის, ჩავი ერნანდესის აზრით, არ შეიძლება იმის დაჟინებით მტკიცება, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-14 ტურში, "ბლაუგრანას" "რეალი" უნდა დაემარცხებინა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. სამეფო კლუბმა გოლი 90-ე წუთზე გაიტანა.
"ბარსელონა" კომბინაციურ თამაშში არაზუსტად მოქმედებდა. როცა მოედანზე ინიესტა შემოვიდა, ყველაფერი შეიცვალა. "რეალის" გოლი შეიძლება უსამართლოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ ისინიც ცდილობდნენ." - ციტირებს ლეგენდარული ნახევარმცველის სიტყვებს RAC1.
ავატარი
Gaucho
#727
"პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ განაცხადა, რომ ბევრი ფეხბურთელი საფრანგეთის ჩემპიონატის დონეს სათანადოდ ვერ აფასებს. იტალიელის აზრით, ესპანური გრანდები - "ბარსელონა" და "რეალი" ლიგა ერთის გუნდთა წინააღმდეგ 5-6 გოლის გატანას ვერ მოახერხებდნენ.
"ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, საშუალო დონის გუნდი, რომელიც მოედანზე მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ გამოდის, ივიწყებს თუ ვის უპირისპირდება და გახსნილ ფეხბურთს თამაშობს.
ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ გააქვთ "ბლანკოსსა" და "ბლაუგრანას" 5-6 გოლი მეტოქის კარში. არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ისინი ამის გაკეთებას საფრანგეთშიც შეძლებდნენ, განსაკუთრებით კი - გასვლით მატჩებში." - ციტირებს ვერატის Goal.
ავატარი
Gaucho
#728
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, რაიან გიგზმა განაცხადა, რომ 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილმა მარცხმა ("ბარსელონას" წინააღმდეგ, 0:2), კარიერის დასრულებაზე დააფიქრა. ფეხბურთელმა მაშინ იგრძნო, რომ მისი დრო მიდიოდა.
"კარიერის დასრულებაზე პირველად მაშინ დავფიქრდი, როცა გვარდიოლას "ბარსელონას" დავუპირისპირდით. ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება. კატალონიელებმა შესანიშნავად ითამაშეს, "მანჩესტერისთვის" კი ეს დღე წარუმატებელი გამოდგა. მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემი დრო მიდის. პეპმა მწვრთნელთა ახალ ეპოქას ჩაუყარა საფუძველი." -განაცხადა რაიანმა.
შეგახსენებთ, რომ უელსელი ნახევარმცველი "მანჩესტერის" ღირსებას 24 სეზონის მანძილზე იცავდა. საბოლოოდ, საფეხბურთო კარიერა გიგზმა 2014 წელს დაასრულა.
ავატარი
Gaucho
#729
მიუხედავად იმისა, რომ კატალონიის "ბარსელონამ" ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა, ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით, ლიონელ მესი მიონხენგლადბახის "ბორუსიას" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. მატჩი 6 დეკემბერს გაიმართება.
" ხვალ, ლიონელ მესი საწყისი წუთებიდან გამოჩნდება მოედანზე. " - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს "ბარსელონას" პრეს-სამსახური.
"ბარსელონა"-"გლადბახის" მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ავატარი
Gaucho
#730
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერჟი რობერტომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩის თაობაზე, ჟურნალისტებს მოლოდინი გაუზიარა. შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.
"მატჩისთვის მშვიდად ვემზადებით. ჩვენი მთავარი მიზანი, პლეი-ოფში რაც შეიძლება ადრე გასვლა იყო. "ბარსელონასთვის" ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება საჭიროა, რადგან ეს გუნდს თავდაჯერებულობს შემატებს. რაც შემეხება პირადად მე, თავს კარგად ვგრძნობ. ყოველთვის არსებობს რაღაცეები, რისი გაუმჯობესებაც შეიძლება."- ციტირებს რობერტოს "ბარსელონას" პრეს-სამსახური.
ავატარი
Gaucho
#731
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩის თაობაზე, ჟურნალისტებს მოლოდინი გაუზიარა. შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.
"გამარჯვება არის საუკეთესო წამალი ყველა პრობლემისთვის. საოცრად გამოვდივართ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში - თითქმის იდეალურად.
მიუხედავად იმისა, რომ ხვალ გასამართ შეხვედრას სატურნირო მნიშვნელობა არ აქვს, ის ჩვენთვის მაინც საჭიროა, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში "კამპ ნოუზე" ვითამაშებთ.
შემიძლია შევცვალო სქემა, გამოვიყვანო მოედანზე სხვა მოთამაშეები, ვინმეს დასვენების უფლება მივცე, მაგრამ გამარჯვება მნიშვნელოვანია. წარუმატებელი სერიის შემდეგ, ეს ჩვენს გუნდურ სულისკვეთებას გააძლიერებს. თუმცა, მე ფეხბურთელების ჯანმრთელობით ნამდვილად არ გავრისკავ." - განაცხადა ლუის ენრიკემ მატჩის წინ.
ავატარი
Gaucho
#732
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩში, ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და მიონხენგლადბახის "ბორუსია" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე, სტადიონ "კამპ ნოუზე" შედგება.
"ბარსელონას" თავდამსხმელს, ლიონელ მესის მისი მარადიული ანტაგონისტის, კრიშტიანუ რონალდუს რეკორდის დამხობის შანსი აქვს.
არგენტინელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი 9-ჯერ აიღო. თუ მესი ხვალ, "გლადბახთან" მინიმუმ ჰეთ-ტრიკს გაიფორმებს, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს რეკორდს მოხსნის, რომელმაც წინა გათამაშებაში ტურნირის ამ სტადიაზე 11 გოლი გაიტანა.
ავატარი
Gaucho
#733
"ბარსელონას" ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რეალურად რატომ გამოტოვა ნეიმარ და სილვამ დღევანდელი სავარჯიშო სესია.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად , დღეს ბრაზილიელმა მომზიდველი კუნთის ტრავმის გამო იუქმა.
კატალონიური კლუბის პრეს-სამსახური იტყობინება, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი "ელ კლასიკოს" შემდეგ, საზარდულის მიდამოებში ტკივილს გრძნობს.
გულშემატკივრებისთვის სანერვიულო არაფერია, რადგან ნეიმარი ტრავმას გადაურჩა, ტკივილი კი კუნთების დაღლილობით არის გამოწვეული. უახლოეს დღეებში, ფეხბურთელი ფიზიოთერაპევტის მომსახურებით ისარგებლებს.
ავატარი
Gaucho
#734
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა "ბარსელონას" სუპერვარსკვლავ ლიონელ მესიზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ფრანგი ფორვარდი არგენტინელთან ერთად 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს (FIFA-ს ვერსიით).
"მესი? არგენტინელისგან სიმარტივეს ვისწავლიდი. ის ძალიან ადვილად ატყუებს ფეხბურთელებს და ურტყამს კარის მიმართულებით. ლეოს შესრულებით ყველაფერი უბრალო ჩანს." - ამბობს გრიზმანი.
ახლო წარსულში, ანტუან გრიზმანმა ევროპის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, კრიშტიანუ რონალდუ, წლის საუკეთესო ფეხბურთელად მოიხსენია.
ავატარი
Gaucho
#735
კატალონიის "ბარსელონა" სანტოს და სილვა ბარბოსას გაფორმებას აპირებს, რომლის უფლებებიც ბრაზილიურ "ფლუმინენსეს" ეკუთვნის.
Sport.es იტყობინება, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრები" 21 წლის მცველის გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებენ, რომელიც მარლონის ხელშეკრულებაშია მითითებული. "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 6 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
ბრაზილიელი მცველი "ბარსელონაში" არენდის წესით იმყოფება. მარლონის დებიუტი პირველ გუნდში შოტლანდიაში, "სელტიკის" წინააღმდეგ შედგა.
"ბარსელონას" მიზანია მარლონი პირველ გუნდში სათამაშოდ გაიფორმოს.
ავატარი
Gaucho
#736
კატალონიის "ბარსელონას" თავკაცმა, ლუის ენრიკემ "გლადბახთან" გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერეცია ჩაატარა.
"გლადბახთან" შანსი გვექნება, "კლასიკოში" დახარჯული ენერგია კარგად აღვიდგინოთ, თამაშით სიამოვნება მივიღოთ და "ნოუ კამპზე" მოსულ გულშემატკივარს სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენოთ.
ფეხბურთელების გამოჯანმრთელება ყოველთვის კარგი ამბავია. ინიესტამ "რეალთან" შესანიშნავად ითამაშა. ხვალინდელი თამაშის მოგება, ფეხბურთელების განწყობას გამოაკეთებს.
ჩვენი მიზანი ყველა ჩემპიონატზე წარმატების მიღწევაა. ლეო მესის რაც შეეხება, ის "გლადბახთან" ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს" - განაცხადა ენრიკემ.

მსგავსი თემები

1პასუხი3ნახვა
ავატარიNukri8 დეკ 2014, 23:48