FC Barcelona

803 107
ავატარი
Hazard
#737
rasgavs es tema ? Realis tema naxet da imas daamsgavset an washalet
ავატარი
Gaucho
#738
Hazard, ras erchi temas?
ავატარი
Gaucho
#739
Hazard, realze roa magas temas edzaxi shen?
ავატარი
Gaucho
#740
😃
ავატარი
Hazard
#741
Gaucho, ras uwuneb ?
ავატარი
Gaucho
#742
Hazard, mekaifebi? 😃 araferi weria iq da ra temaa eg tu arc arafers wer da shesabamisad wasakitxic araferia?
ავატარი
Hazard
#743
Gaucho, brdzeni ymawvili brdzandebit 😃
ავატარი
Gaucho
#744
Hazard, gmadlobt 😃
ავატარი
Nukri ავტორი
#745
დღეს, ლიონელ მესი შეეცდება კრიშტიანუ რონალდუს ერთდროულად 2 რეკორდი მოხსნას.

"ბარსელონა", ჩემპიონთა ლიგის, ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში "გლადბახს" მასპინძლობს.

არგენტინელ ფეხბურთელს ამჟამად, ლიგაზე 9 გოლი აქვს.

რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, მან გასულ სეზონში ჯგუფურ ეტაპზე 11 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა. მესის მის მაჩვენებლამდე 2 გოლი სჭირდება.

მეორე რეკორდი, ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაა, სადაც მესი რონალდუს მხოლოდ 3 ბურთით ჩამორჩება.

საერთ ჯამში, პორტუგალიელს ლიგაზე 95 გოლი აქვს გატანილი, არგენტინელს კი 92.
ავატარი
Nukri ავტორი
#746
დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის მატჩში ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და მიონხენგლადბახის "ბორუსია" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

შეხვედრის მთავარი მსაჯი სერგეი კარასევი იქნება. მას ანტონ ავერიანოვი, ტიხონ კალუგინი, სერგეი ლაპოჩკინი და სერგეი ივანოვი დაეხმარებიან. მე-4 არბიტრი იგორ დემეშკოა.

"ბარსელონას" განაცხადი: სილესენი, მასიპი, ბუსკეტსი, დენისი, თურანი, ინიესტა, სუარესი, მესი, რაფინია, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, ს. რობერტო, გომეში, ვიდალი, უმტიტი, კარდონა.
ავატარი
Nukri ავტორი
#747
კატალონიის "ბარსელონამ" გასულ ტურში "სელტიკი" დაამარცხა (2:0) და ამით უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე გაინაღდა. "ბლაუგრანასთვის" დღევანდელ მატჩს სატურნირო მნიშვნელობა არ აქვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელს, ლიონელ მესის მისი მარადიული ანტაგონისტის, კრიშტიანუ რონალდუს რეკორდის დამხობის შანსი აქვს.

არგენტინელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი 9-ჯერ აიღო. თუ მესი დღეს, "გლადბახთან" მინიმუმ ჰეთ-ტრიკს გაიფორმებს, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს რეკორდს მოხსნის (11).

"ბარსელონას" მიერ ჩატარებული უკანასკნელი მატჩი დაძაბული გამოდგა. ლუის ენრიკეს შეგირდებმა საშინაო არენაზე, მადრიდის "რეალის" დამარცხება ვერ მოახერხეს (1:1).

ძირითადი თერთმეტეული "რეალის" წინააღმდეგ: ტერ შტეგენი, ს. რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა, ბუსკესტი, რაკიტიჩი (ინიესტა 60'😉, გომეში (არდა 78'😉, მესი, სუარესი, ნეიმარი (დენისი 88'😉.

დღევანდელ მატჩში კატალონიურ კლუბს ნეიმარი, მატიე და რაკიტიჩი დააკლდებიან.
ავატარი
Nukri ავტორი
#748
ლუის ენრიკე ("ბარსელონა"😉 მატჩის წინ:

"შემიძლია შევცვალო სქემა, გამოვიყვანო მოედანზე სხვა მოთამაშეები, ვინმეს დასვენების უფლება მივცე, მაგრამ გამარჯვება მნიშვნელოვანია. წარუმატებელი სერიის შემდეგ, ეს ჩვენს გუნდურ სულისკვეთებას გააძლიერებს. თუმცა, მე ფეხბურთელების ჯანმრთელობით ნამდვილად არ გავრისკავ."

ანდრე შუბერტი ("გლადბახი"😉 მატჩის წინ:

"კამპ ნოუზე" თამაშის შესაძლებლობას ვაფასებთ. ეს თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი პატივია. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დაგვიპირისპირდება, მაგრამ ბრძოლა შეგვიძლია. უნდა გავერკვიოთ იმაში, თუ როგორ გავანეიტრალოთ "ბარსელონას" თავდასხმა. კიდევ არის დრო ფიქრისთვის. პირველი მატჩის წინ კარგად მოვემზადეთ, მაგრამ საშინაო შეხვედრები გასვლითისგან განსხვავდება."
ავატარი
Gaucho
#749
მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა კაპიტანმა, რაულ გონსალესმა 3 დეკემბერს გამართულ ელ კლასიკოზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "რეალს" შორის მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
"ჩემთვის "რეალსა" და "ბარსელონას" შორის მატჩის შედეგი სამართლიანია. "ბარსელონას" გოლამდე "რეალი" დიდ სათამაშო დისციპლინას აჩვენებდა და მეტოქის კარის აღების თავისი შესაძლებლობები ჰქონდა. მაგრამ შემდეგ მოედანზე ინიესტა გამოვიდა და "ბარსელონამ" თავისი საუკეთესო მომენტები შექმნა. "ბარსელონას" მეორე გოლის გატანა შეეძლო, რომელიც ამ თამაშში გადამწყვეტი გახდებოდა." - განაცხადა რაულმა.
ავატარი
Gaucho
#750
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე შუბერტმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ, კომენტარი გააკეთა.
"კამპ ნოუზე" თამაშის შესაძლებლობას ვაფასებთ. ეს თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი პატივია. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დაგვიპირისპირდება, მაგრამ ბრძოლა შეგვიძლია. უნდა გავერკვიოთ იმაში, თუ როგორ გავანეიტრალოთ "ბარსელონას" თავდასხმა. კიდევ არის დრო ფიქრისთვის. პირველი მატჩის წინ კარგად მოვემზადეთ, მაგრამ საშინაო შეხვედრები გასვლითისგან განსხვავდება." - განაცხადა შუბერტმა.
ავატარი
Gaucho
#751
"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, კარლეს ალენიამ აღნიშნა, რომ გუნდის მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მასთან სათანადოდ იმუშავა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა კატალონიური კლუბის პირველ გუნდში დებიუტი ჩაატარა, "ერკულესის" წინააღმდეგ.
"ერკულესთან" მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი კი სწორედ ალენია გახდა.
"კარგია, რომ ლუის ენრიკე ჩემთან მკაცრია. რადგან როდესაც გაგაქვს გოლი, მაშინ შეგიძლია ღრუბლებში აფრინდე. თუმცა ლუის ენრიკემ მალევე ჩამომაგდო მიწაზე." - ციტირებს ალენიას სიტყვებს Mundo Deportivo.
თავად ლუის ენრიკემ ამ მატჩის შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლუბი ამ ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებს.
ესპანეთის ჩემპიონატში ალენიას არც ერთი მატჩი ჩაუტარებია, მაგრამ განაცხადში ოთხჯერ მოხვდა.

მსგავსი თემები

1პასუხი3ნახვა
ავატარიNukri8 დეკ 2014, 23:48