კარმელო ენტონი

29 5
ავატარი
Gaucho
#1
ავატარი
Gaucho ავტორი
#2
კარმელო ქლაიან ენტონი ( ინგლ.
Carmelo Kiyan Anthony; დ. 29 მაისი,
1984 ), ზედმეტსახელად "მელო" —
ამერიკელი პროფესინალური კალათბურთის მოთამაშე, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკ ნიქსში თამაშობს -
ნბა-ში . მისი წარმატებული სასკოლო კარიერის შემდეგ, რომელიც მან Towson Catholic High School და Oak Hill Academy გაატარა, ენტონი გადასული იქნა სირაკუსის უნივერსიტეტში სადაც უნივერსიტეტის გუნდ Orangemen-ში თამაშობდა, სადაც შეძლო და დაეხმარა გუნდს ისტორიაში პირველად მოეგო ნაციონალური ჩემპიონატი 2003 წელს. მან ამ სეზონში შეძლო ყველაზე შეუჩერებელის ჯილდოს მოპოვება და ასევე დასახელებული იქნა NCAA აღმოსავლეთ რეგიონის ყველაზე ღირებულ კალათბურთელად. სირაკუსში 1 სეზონის გატარების შემდეგ, მან მიატოვა უნივერსიტეტი და 2003 წლის ნბა დრაფტზე წარდგა, სადაც არჩეული იქნა დენვერ ნაგეტსის მიერ მესამე არჩევნად. 2011 წლის ტრანსფერების დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე კი, ენტონი ნიუ-იორკ ნიქსში გადავიდა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#3
მისი NBA-ში დაწყებული კარიერიდან, ენტონი უმალვე გახდა ერთერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მოთამაშე მთელი ლიგის მასშტაბით. ის იქნა შეყვანილი ყველა ახალბედას გუნდში, ასევე 5-ჯერ იქნა NBA ALL STAR და 4-ჯერ ყველა-NBA გუნდში. ენტონი ლიდერობდა დენვერის ნაგეტს და დაეხმარა ორი დივიზიონის ტიტულის მოგებაში და ასევე 2004-2010 წლების სეზონების მანძილზე ყოველ ჯერზე შეძლო ფლეი-ოფში გაყვანა გუნდის. 1985 წლიდან მოყოლებული კი პირველად, 2009 წელს მან შეძლო გუნდის გაყვანა კონფერენციის ფინალში . როგორც აშშ ნაკრების წევრს, ენტონიმ მოიგო ბრონზის მედალი 2004 წლის ოლიმპიადაზე, ხოლო ოქროს მედალი 2008 წლის ოლიმპიადაზე.
ავატარი
Gaucho ავტორი
#4
ადრეული წლები და სკოლა
ენტონი დაიბადა ბრუკლინში, ნიუ-იორკში . ენტონის მამა პუერტო რიკოელი, ხოლო დედა კი აფრიკელ ამერიკელი არის. ენტონის მამა, ვისი სახელიც ჰქვია ენტონის, გარდაიცვალა მაშინ როდესაც ენტონი 2 წლის იყო კიბოს დაავადებით. როცა ენტოტი რვა წლის გახდა, მისი ოჯახი
ბალტიმორში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ენტონი მის ათლეტურ შესაძლებლობებს გამოავლენს კიდეც. კენი მინორი, რომელიც ენტონის ბავშვობის მეგობარი იყო, თქვა: "ნარკოტიკების, მოკვლების და ყველაფერი ცუდი რაც ხდებოდა ქალაქში, ჩვენ ვხედავდით იმას, რაც ცხოვრებაში გასწავლიდა როგორ ყოფილიყავი გამძლე და ყოფილიყავი მიზან მიმართული შენ მიზანზე".
ავატარი
Gaucho ავტორი
#5
მისი ესეთი შედეგის შემდეგ, I-A დივიზიონის მწვრთნელებმა ენტონი თავისთან მიიწვიეს აღმოსავლეთ სანაპიროს ლიგაში, სადაც საბოლოოდ სირაკუსის უნივერსიტეტში მოხვდა. მის სენიორ წლებში გადასვლამდე, მან გამოაცხადა, რომ ითამაშებდა სირაკუსის უნივერსიტეტის გუნდში. სადაც ენტონი საშუალო შეფასება C იყო, მისი ჩაგდების სტატისტიკა კი ACT, რომელიც მისაღებ სტანდარტზე დაბალი იყო, ამიტომ მან იცოდა რომ უნდა გაეუმჯობესებინა მისი კლასის აკადემიური სწავლა სირაკუსში. ასევე მის სენიორ წლების დროს, ენტონის დედას სურდა მისი გადაყვანა სხვა სკოლაში. ენტონი თავიდან ფიქრობდა ვირჯიინიის სამხედრო აკადემიაში წასვლა, მაგრამ რაც სტივ სმიტთან ჰქონდა საუბარი, რომელიც Oak Hill Academy-ს მთავარი მწვრთნელი იიყო, მან უცებ შეიცვალა აზრი და გადავიდა Oak Hill Academy-აში, რომელიც
ვირჯინიაში მდევარეობს. ამ გუნდში ასპარეზობისას, მან შეძლო 2001 წლის ტურნირის MVP წოდების მოპოვება. 2001 წლის ზაფხულში კი ენტონი ლიდერობდა AAU ბალტიმორს, სადაც მისმა გუნდმა ადიდასის დიდი დროს ტურნირში შეძლო გამარჯვება, რომელიც ლას ვეგასში, ნევადის შტატში ჩატარდა. ენტონის ყურადღება კი NBA-ს მხრიდან გამოჩნდა, სადაც მისი საშუალო სტატისტიკა 25.2 ქულა იყო ტურნირის მანძილზე (რომელშიც ასევე ამარე სტაუდმაიერი მონაწილეობდა).
ავატარი
Gaucho ავტორი
#6
ენტონიმ ითამაშა აშშ კალათბურთის ახალგაზრდულ განვითარების ფესტივალზე, სადაც აღმოსავლეთ გუნდს დაეხმარა ვერცხლის მედლის მოპოვებაში. მან შეძლო ქულებით გათანაბრებოდა ლებრონ ჯეიმზს რომლებიც ლიდერობდნენ ლიგას 24 ქულით თითო თამაშში, რომელიც ასევე 66 % იყო თამაშიდან ჩაგდებული. ეს იყო პირველი დაპირისპირება ამ ორს შორის, საიდანაც მათი მეტოქეობა დაიწყო. ოაკ ჰილის აკადემია კი 2001-2002 წლის კომპანიაში ჩაება სადაც 42 თამაშიანი გამარჯვების სერია გამოაცხვეს. ენტონიმ გუნდთან ერთად შეძლო გამარჯვება Nike Academy National Invitational-ში ტეხასში, სეზონი კი ქვეყანაში მე-3 დაამთავრეს 32-1 შედეგით. მათ მხოლოდ და მხოლოდ წააგეს Mater Dei-ს წინააღმდეგ, რომელთანაც გადათამაშება ჰქონდათ, ამით კი წერტილი დაესვა მათ დაუმარცხებელ 67 თამაშიან სერიას. ენტონიმ კი საშუალოდ 22 წულა, 7.1 მოხსნა და 3.0 ასისტენტი მიითვალა მის პირველ სენიორ წელს. ენტონი საბოლოოდ დასახელებული იქნა McDonald's All-American გუნდში, სადაც მან 19 ქულის დაგროვება შეძლო. მისი ACT-თან ბრძოლის შემდეგ, მისი ოჯახი და მეგობრები ნერვიულობდნენ, რომ ენტონი დაივიწყებდა NBA-ში გადასვლის შესახებ. ის არ კარგავდა მინიმუმ ქულას და საბოლოდ მან გადაწყვიტა გადასულიყო სირაკუსის უნივერსიტეტში.
ავატარი
Gaucho ავტორი
#7
კარიერა კოლეჯში
ენტონიმ მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარა სირაკუსის უნივერსიტეტში 2002-2003 წლის სეზონში, სადაც მისი საშუალო 22.1 ქულა (მე-16 NCAA, და მე-4 დიდ აღმოსავლეთშ) ხოლო 10.0 მოხსნა (მე-19 იყო NCAA და მე-3 დიდ აღმოსავლეთში, ხოლო როგორც ალბედას სეზონში კი პირველზე). ის ლიდერობდა გუნდს ქულებით და მოხსნებით, ასევე ნათამაშები წუთებით (36.4 წუთი თითო თამაშში), თამაშიდან ჩაგდებულით და ასევე საჯარიმო ქულებით. ენტონის 33 ქულა რომელიც მან ტეხასის უნივერსიტეტთან მიიწერა თავის ანგარიშზე პლეი-ოფის მანძილზე იყო ყველაზე მაღალი შედეგი ახალბედას მიერ. საჩემპიონო თამაშში კი კანზას უნივერსიტეტთან, ენტონიმ 20 ქულა და 10 მოხსნა მაოგროვა, საბოლოოდ კი ყველაზე შეუჩერებლის ჯილდო მოიპოვა.ounds. დაჯილდოების შემდეგ, სირაკუსის მთავარი მწვრთნელი ჯიმ ბოეჰიმი ენტონის აღწერს "უახლოესი წარსულის საუკეთესო კალათბურთელი კოლეჯში"
ავატარი
Gaucho ავტორი
#8
ენტონიმ განაცხადა რომ მის გეგმებში შედიოდა დარჩენა სირაკუსში შემდეგ 2-3 სეზონის მანძილზე, მაგრამ იმ წელს მან ყველაფრის გაკეთება მოახერხა, რის შემდეგაც მან თავისი თავი ხელმისაწვდომი გახადა 2003 წლის NBA დრაფტზე გუნდებისთვის. მისი კარიერა საბოლოოდ 30-5 ჩანაწერითაა კოლეჯში, პირველად შეძლო გუნდის არსებობის ისტორიაში NCAA ტიტულის მოგებაში და გახდა ასევე NCAA წლის ახალბედა. ენტონი ასევე დასახელებული იქნა ყველა დიდი აღმოსავლეთის პირველ გუნდში.
ავატარი
Gaucho ავტორი
#9
ნბა კარიერა
დენვერ ნაგეტსი (2003-2011)
ახალბედას სეზონი
ენტონის ნბა კარიერა 2003 წლის 26 ივნის დაიწყო, როდესაც პირველივე რაუნდში იქნა დენვერ ნაგეტსის მიერ არჩეული (მე-3 მთლიან დრაფტზე). ის იქნა არჩეული
ლებრონ ჯეიმზის - 1 კლევლანდ კავალიერსის მიერ და მეორე კი დარკო მილიჩიჩი დეტროიტ პისტონის მიერ. მისი დებიუტი კი 2003 წლის 29 ოქტომბერს შედგა, სადაც საშინაო მატჩში დენვერმა 80-72 მოიგო სან ანტონიო სპურსის წინააღმდეგ. ენტონიმ საღამო 12 ქულით, 7 მოხსნით და 3 ასისტენტით დაამთავრა. მხოლოდ მის მე-6 თამაშში (7 ნოემბერს ლოს ანჯელეს კლიპერსის წინააღმდეგ), ენტონიმ 30 ქულის მითვლა შეძლო, რომლითაც ნბა ისტორიაში მეორე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა ვინც 30 ქულით მოპოვება შეძლო (19 წლის და 151 დღის; კობი ბრაიანტი კი უფრო ახალგაზრდამ დაამყარა ეს რეკორდი). 2004 წლის 9 თებერვალს კი, მემფის გრიზლის წინააღმდეგ, ენტონი მესამე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა რომელმაც 1 000 ქულას მიაღწია, როდესაც გუნდმა 86-83 გაიმარჯვა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#10
2004 წლის 30 მარტს, ენტონიმ 41 ქულა მოაგროვა სიეტლ სუპერსონიქსის წინააღმდეგ და დაამყარა დენვერის ახალი რეკორდი, - ერთ თამაში ყველაზე მეტი ქულა ახალბედას მიერ. მას შემდეგ რაც ენტონიმ აპრილის თვეში - თვის ახალბედა მოთამაშის ტიტული მოიპოვა, ის გახდა მეოთხე მოთამაშე ნბა ისტორიაში, ვინც შეძლო მოეპოვებინა ყველა თვის ახალბედის ტიტული 6-ჯერ. ეს კი იმ დროს როდესაც დევიდ რობინსონი, ტიმ დანკანი და ასევე ახალბედა ლებრონ ჯეიმზი თამაშობდნენ ბრწყინვალედ. სეზონში მისი საშუალო მაჩვენებელი 21.0 ქულა ჰქონდა თითოეულ თამაშში, ხოლო ნბა-ს წლის ახალბედაში, ენტონიმ მეორე ადგილი დაიკავა ხმების მიხედვით, სადაც მხოლოდ ლებრონ ჯეიმზს ჩამორჩა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#11
სეზონით ადრე, ვიდრე დენვერი ენტონის აირჩევდა, გუნდმა 17-65 დაასრულა, რომელიც ყველაზე ცუდი შედეგით გაუსწორდა ნბა ისტორიაში კლივლენდ კავალიერს. საბოლოოდ 2003-2004 წლის სეზონში, გუნდმა 43-39 დაასრულა, ხოლო ფლეი-ოფში კი მე-8 ადგილიდან მოხვდა. ენტონი გახდა პირველი ნბა ახალბედა, რომელმაც გუნდი ფლეი-ოფამდე მიიყვანა დევიდ რობინსონის შემდეგ, რომელმაც ეს
სან ანტონიო სპურსთან ერთად 1989-1990 წლის სეზონში შეძლო. ფლეი-ოფში გასულებს კი კონფერენციის პირველ ადგილოსანი მინესოტა ტიმბერვულვზი შეხვდა. ენტონის კარიერაში პირველ პლეი-ოფის მატჩში, მან 19 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა, თუმცა დენვერმა მაინც 106-92 წააგო. ხოლო სერიები კი 5 მატჩიანი გამოდგა, სადაც 4-1 გაიმარჯვა მინესოტამ.
ავატარი
Gaucho ავტორი
#12
სეზონი: 2004-2005
ენტონის მეორე სეზონში, მისი საშუალო შედეგი იყო 20.8 ქულა თითო მატჩში რამაც ის NBA რეიტინგში მე-19 დააკავებინა. ხოლო ყოველ 48 წუთში მოპოვებული ქულებით კი მან მე-16 დაიკავა. 2004 წლის 4 დეკემბერს, როდესაც დენვერი მაიამი ჰიტის წინააღმდეგ თამაშობდა, ენტონი გახდა მესამე ახალგაზრდა მოთამაშე რომელმაც NBA ისტორიაში 2 000 კარიერულ ქულას მიაღწია. მხოლოდ ლებრონ ჯეიმზი და კობი ბრაიანტი იყვნენ ახალგაზრდები, რომლებმაც ასეთ ნიშნულს მიაღწიეს ახალგაზრდა ასაკშივე. ახალბედა და სტაჟიან გუნდებს ჩატარებულ მატჩში (2005 წლის ოლ-სტარის დროს), რომელიც დენვერში ტარდებოდა, ენტონიმ თამაშის ყველაზე მაღალი ქულა -31 დააგროვა 2 ასისტენტთან და 2 მოპარვასთან ერთად, რაც საბოლოოდ მისი თამაშის MVP წოდება მოაპოვებინა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#13
ენტონისთან ერთად გუნდმა გააუმჯობესა 6 გამარჯვებით წინა სეზონთან შედარების, საბოლოოდ კი გუნდმა 49-33 დასრულა. ნაგეტსი მე-7 ადგილზე გავიდა დასავლეთ კონფერენციაში (ერთი საფეხურით მაღლა ვიდრე წინა წელს). დენვერი მე-2 საფეხურიდან გასულ სან ანტონიო სპურს შეხვდა, რომელსაც პირველი მატჩი მოუგო სან ანტონიოშივე ანგარიშით 93-87, თუმცა სპურსმა შემდეგი 4 მატჩი მოიგეს ზედიზედ და გამოთიშეს პლეი-ოფის ასპარეზობას დენვერელები.
ავატარი
Gaucho ავტორი
#14
სეზონი: 2005-2006

2005-2006 წლის სეზონში ენტონიმ 80 თამაში დაიწყო. მისი საშუალო შედეგი იყო 26.5 ქულა (მე-8 NBA-ში), 2.7 ასისტენტი, 4.9 მოხსნა და 1.1 მოპარვა თითოეულ თამაშში. მან მოპოვებული ქულებით მე-8 ადგილზე დაასრულა მთლიან ლიგაში, რაც 1990-91 წლების შემდეგ პირველი იყო დენვერ ნაგეტსის მოთამაშის მიერ, ნახსენებ წლებში კი ეს მაიკლ ადამსმა მოახერხა ნაგეტსის ფორმით, რომელმაც მე-6 ადგილზე დაამთავრა მთლიან ლიგაში. 2005 წლის 23 ნოემბერს, ნაგეტსი ხვდებოდა 2-ჯერ გამარჯვებულ აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონ დეტროიტ პისტონს , სადაც ენტონიმ მისი მე-1000 მოხსნა მიითვალა კარიერაში. ერთი თვის მოგვიანებით კი, მან ფილადელფია სიქსერსი წინააღმდეგ ერთ თამაშში 45 ქულის მოგროვება შეძლო, რაც მის კარიერაში უმაღლესი შედეგი იყო, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ მაინც დამარცხდა დენვერი. 2006 წლის 17 მარტს კი მან 33 ქულა დააგროვა მემფის გრიზლის წინააღმდეგ, რაც მის კარიერაში 5 000 ქულის დაგროვებას ნიშნავდა, ამით კი მეორე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც ესეთი შედეგით დაიწყო კარიერა (ლებრონ ჯეიმზის შემდეგ). მარტის თვეში ნაგეტსმა 11-5 იასპარეზეს და ენტონი კი NBA თვის მოთამაშეს იქნა დასახელებული.
ავატარი
Gaucho ავტორი
#15
ამ სეზონის განმავლობაში, ენტონიმ შეძლო 5 გამარჯვების მომტანი სროლა განეხორციელებინა: 2006 წლის 8 იანვარს ჰიუსტონის წინააღმდეგ გასვლაზე; სახლში
ფენიქს სანის წინააღმდეგ 10 იანვარს; მინესოტაში 24 თებერვალს; ინდიანაში 15 მარტს; ხოლო 6 აპრილს კი შინ - ლოს ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ . აქედან გამოსარჩევია მინესოტას წინააღმდეგ ნასროლი, როდესაც მან 3 ქულიანი ნასროლი ზუსტად ჩააგდო. 6 იანვარს კი დამატებულ დროში, ენტონიმ გამარჯვების ქულა ჩააგდო დალას მავერიკის წინააღმდეგ.
ავატარი
Gaucho ავტორი
#16
ნაგეტსმა სეზონი მე-3 ადგილზე დაამთავრა დასავლეთ კონფერენციაში, ხოლო ჩრდილო-დასავლეთის დივიზიონის გამარჯვება მოახერხა პირველად ენტონის კარიერაში. პლეი-ოფის პირველ რაუნდში კი მე-6 ადგილიდან გასული ლოს-ანჯელეს კლიპერსი შეხვდათ. პირველ ორ გასვლით შეხვედრაში, რომელიც ლოს ანჯელესში ტარდებოდა, დენვერი ორივეში დამარცხდა. მე-3 მატჩში კი მოახერხეს შინ გამარჯვება თუმცა ამას შინ დამარცხება და მე-5 თამაშში კვლავ ლოს ანჯელესში დამარცხება მოჰყვა და საბოლოოდ 1-4 დამარცხდნენ და გამოეთიშნენ ფლეი-ოფს. სეზონის დასრულების შემდეგ, ენტონიმ ხელი მოაწერა 5 წლიან კონტრაქს, რომელშიც ის 80$ მილიონს აიღებდა დენვერისგან.