კავსმა ოდნავი რეგრესი განიცადა 2007-08 წლების სეზონში. გუნდი უმეტესწილად ტრავმებს ებრძოდა, რის გამოც ხშირად ჰქონდა შემადგენლობაში ცვლილებები, ასევე 3 გუნდის გაცვლა, როდესაც გუნდმა ჯოუ სმითი, უალი სჩზებიაკი, ბენ უალასი, დელონტე უესტი გადმოიბირა. კავსმა კი სეზონი 45-37 დაასრულა და პლეი-ოფში მეორე რაუნდში დამარცხებული იქნა მომავალი NBA ჩემპიონ ბოსტონ სელტიკსის მიერ.
Cleveland Cavaliers
51 13
2008 წლის უქმეებზე, გუნდმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა შემადგენლობაში, როდესაც დემონ ჯონსი და სმითი (რომელიც მოგვიანებით დაბრუნდა კავსში მას შემდეგ რაც ოკლაჰომა-სიტი თანდერმა გაწყვიტა კონტრაქტი) პოინტ გარდ მო უილიამსის ნაცვლად. ამ გაცვლამ იმედი მისცა გულშემატკივრებს და გუნდს რომ ჯეიმზს ასევე მეორე ქულის მომტანი დაემატებოდა.
მომდევნო სეზონში, კავსმა გასაოცარი პროგრესი განიცადა. მათ რეგულარული სეზონი 66-16 შედეგით დაასრილა, რაც ყველაზე დიდი გამარჯვების შედეგია გუნდის არსებობის მანძილზე. სეზონმა ასევე მოიცვა რამდენიმე გუნდის აღსანიშნი რეკორდი, მათ შორის 13 თამაშიანი ზიდიზედ გამარჯვება, ასევე გასვლითი და საშინაო გამარჯვება. კავსი პლეი-ოფში #1 ადგილით გავიდა, რაც საშინაო არენის უპირატესობას აძლევდა. კლივლენდის საშინაო შედეგი 39-2 იყო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - მაიკ ბრაუნმა მოიგო NBA წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო, მაშინ როდესაც ლებრონ ჯეიმზმა სეზონი NBA წლის საუკეთესო მცველის პოზიციაზე მე-2 ადგილი დაიკავა და ასევე ლიგის MVP ჯილდო მოიგო. პირველ რაუნდში კავალიერსი მე-8 ადგილით გასულ დეტროიტ პისტონსის წინაშე აღმოჩნდა, რომელსაც 4-0 მოუგო სერია, ყოველ მატჩში 10-ზე მეტი ქულით ლიდერობდა კლივლენდი. კონფერენციის ნახევარ-ფინალში, კავალიერსი დაუპირისპირდა მე-4 ადგილით გასულ ატლანტა ჰოუქსს, რომელსაც მაიამი ჰიტი ჰყავდა დამარცხებული 7 თამაშში. ამ შემთხვევაშიც კავალიერსმა შეძლო სერიის 4-0 მოგება, სადაც ასევე ყოველ მატჩში 10-ზე მეტი ქულით წინ იყო ოპონენტზე. ამ შედეგით კი გახდა NBA ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც ზედიზედ 8 მატჩის მოგება მოახერხა ასეთი შედეგით.
კავსი აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალში ორლანდო მეჯიკს დაუპირისპირდა. მიუხედავად ჯეიმზის 49 ქულის მოგროვებისა, პირველ თამაშში კავალიერსი 106-107 დამარცხდა. გუნდმა შეძლო მე-2 მატჩის მოგება 96-95, როდესაც ჯეიმზმა თამაშის დასრულებიზ ზარზე შეძლო 3 ქულიანის ჩაგდება, თუმცა ეს არ აღმოჩნდა ორლანდოსთვის საკმარისი.
2010 წლის 17 თებერვალს, კავალიერსმა ენტოუნ ჯემისონი აიყვანა ვაშინგტონ უიზარდსიდან და სებასტიან ტელფერი ლოს-ანჯელეს კლიპერსიდან . ასევე უნდა აღინიშნოს რომ ამ გაცვლაში გუნდმა ზიდრუნას ილგაუსკასი დაკარგა, თუმცა მოგვიანებით ის გაშვებული იქნა გუნდიდან და უკან იქნა აყვანილი კავალიერსის მიერ 2010 წლის 23 მარტს დარჩენილი სეზონისთვის. კავალიერსმა ზედიზედ მეორე სეზონში შეძლო დაემთავრებინა NBA საუკეთესო 61-21 შედეგით. ლებრონი კვლავ დასახელებული იქნა ლიგის MVP, ზედიზედ მეორე წელს. 2010 წლის პლეი-ოფის პირველ რაუნდში, კავსმა შეძლო 4-1 დაემარცხებინა ჩიკაგო ბულზი , თუმცა საწყენი მარცხი განიცადა მომდევნო ეტაპზე, როდესაც ბოსტონ სელტიკსის წინააღმდეგ სერიას 2-1 ლიდერობდა, თუმცა ბოსტონელებმა შეძლეს ზედიზედ 3 თამაშის მოგება და სერია 2-4 დაემთავრებინათ (მოგვიანებით, სელტიკსი NBA ფინალში გავიდა და 4-3 დამარცხდა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მიერ). ორივე გუნდმა საშინაო მატჩებში დაამყარა რეკორდი: სელტიკსმა წააგო 29 ქულით (124-95) მე-3 თამაშში, რაც ბოსტონის ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხია. ასევე კავალიერსმა წააგო 32 ქულით (120-99) მე-5 მატჩში.
მას შემდეგ რაც კავალიერსი გამოვარდა პლეი-ოფიდან, ამან ჯეიმზი თავისუფალ აგენტად აქცია. 2010 წლის 8 ივლისს კი მან განაცხადა, რომ მაიამი ჰიტის რიგებში ითამაშებდა. ამ განცხადებამ ბევრი კლივლენდის მაცხოვრებელი ძალიან ცუდ ხასიათზე დააყენა, რაც არ აღიქვეს კარგ საქციელად. ბევრმა მათგანმა ლებრონ ჯეიმზის მაისური დაწვა, ასევე ნაიკის „მოწმე“, რომელიც ჯეიმზის სახით იყო გამოხატული დაბლითა
კლივლენდის აბრაზე, უმალვე იქნა ჩამოხსნილი. ჯეიმზის განცხადების შემდეგ, კავალიერსის მფლობელმა - დენ ჯილბერტმა ღია წერილით გამოეხმაურა გუნდის საიტიდან ჯეიმზის გადაწყვეტილებას, სადაც პირდებოდა NBA ჩემპიონის ტიტულს კლივლენდ კავალიერსს, სანამ ჯეიმზი შეძლებდა მოგებას. მედიის დიდი განხილვების შედეგად, კლივლენდის ქომაგები დაუდგნენ გვერდში კავსის მეპატრონეს, მიუხედავად იმისა, რომ NBA-მ 100 000 $ დააჯარიმა.

2010–2011: არეულობა და სირცხვილი
2010 წლის უქმეებზე, გუნდმა მაიკ ბრაუნი გაუშვა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, რომელსაც სამწვრთნელო შტაბის უმეტესი ნაწილი მიაყოლა. გენერალური მენეჯერი - დენი ფერი გადადგა დაკავებული პოსტიდან 2010 წლის 4 ივნისს, მისი ადგილი კი გენერალური მენეჯერის ასისტენტმა - კრის გრანტმა დაიკავა. 1 ივლისს, კავალიერსმა ყოფილი ლოს-ანჯელეს ლეიკერსის გარდი და ყოფილი ნიუ-ჯერსი ნეტსის და ნიუ-ორლეან ჰორნეტსის მწვრთნელი - ბაირონ სკოტი აიყვანა გუნდის ისტორიაში რიგით მე-18 მწვრთნელად.

კავალიერსმა 2010 წლის დარჩენილი უქმეები დახარჯა ლებრონ ჯეიმზის წასვლის შემდეგ გუნდის გადახალისებაში. 23 ივლისს, გუნდმა 2009 წლის პირველი რაუნდის არჩევანი კრისტიან ეიანგა აიყვანა. 26 ივლისს კავსმა დელონტე უესტი და სებასტიან ტელფეირი გაუშვა მინესოტა ტიმბერვულვზის რიგებში რეიმონ სესიონის, რაიან ჰოლინსის და 2013 წლის მეორე რაუნდის არჩევნის სანაცვლოდ. 16 აგვისტონს, გუნდმა თავისუფალ აგენტად ჯოუი გრეჰემი აიყვანა, ასევე აიყვანეს დრაფტზე არ არჩეული იამაიკელი ახალბედა სამარდო სამუელსი 3 წლიანი კონტრაქტით. გუნდმა 2010 წლის პრე-სეზონი 6-2 შედეგით დაიწყო, რითაც გუნდმა გადაწყვიტა დენი გრინის კონტრაქტის გაუქმება, ვის ნაცვლადაც დრაფტზე არ აყვანილი ახალბედა მენი ჰერისი აიყვანა, ასევე კავალიერსის გადაწყვეტილებით, გუნდმა მოსინჯა 4 წლიანი ღია კონტრაქტი ჯეი ჯეი ჰიქსონთან. 18 ნოემბერს, კავსმა კრისტიან ეიენგა გაუშვა ერი ბეიჰოუქსის ნაცვლად D-ლიგის მცირე გუნდში. 2011 წლის 24 თებერვალს, კლივლენდმა გაცვლების დასრულების დღეს განახორციელა ყოფილი NBA All Star მოთამაშე ბარონ დეივისის აყვანა.
წინა სეზონიდან განსხვავებით, 2010-11 წლების სეზონი ძალიან კონტრასტული აღმოჩნდა, როდესაც 66 გამარჯვებიდან გუნდი 19 გამარჯვებაზე დაეშვა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა NBA ისტორიაში. კავალიერსი ასევე იყო კონფერენციის ყველაზე ცუდი გუნდი დაკავებული ადგილით. გუნდმა ამ სეზონში 63 მარცხი განიცადა, რომლიდანაც 26 ზედიზედ მარცხი იყო, ეს კი NBA რეკორდი გახდა და გაუთანაბრდა 1976-77 წლების ტამპა ბეი ბუკანერსს, რომელიც ყველაზე დიდი წაგებების სერია იყო
ნებისმიერი ამერიკული პროფესიონალური ლიგის გუნდის.
ნებისმიერი ამერიკული პროფესიონალური ლიგის გუნდის.
2011–დღემდე: კაირი ირვინგის ერა
მას შემდეგ რაც გუნდს 2010-11 წლების სეზონში მეორე ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდა როგორც ლოს-ანჯელეს კლიპერსს , მიიღო პირველი რაუნდის არჩევანი მო უილიამსი/ბარონ დეივისის გაცვლა, კავს ჰქონდა დიდი შანსი მოეგო NBA დრაფტის ლატარეა 22.7%, კავსი გახდა პირველი გუნდი 1983 წლის
ჰიუსტონ როკეტსის შემდეგ, რომელსაც საუკეთესო 5 ადგილში ჰქონდა არჩევნის უფლება. კავალიერსმა პირველი ნომრის არჩევანი გარდ კაირ ირვინგს მოახმარა, რომელსაც კოლეჯში მხოლოდ 11 მატჩი ჰქონდა ჩატარებული. მე-4 ნომრის არჩევანი კი გუნდმა ფორვარდ ტრისტან თომფსონის არჩევანს მაოხმარა.

კავალიერსმა მომდევნო სეზონი გამოიყენა, რომ აეშენებინა მომავლის გუნდი 2 ტოპ-5 არჩევანზე. 2011 წლის 30 ივნისს, გუნდმა პატარა ფორვარდი ომრი ქესპი აიყვანა. ლოკაუტის გამო შემცირებულ 66 მატჩიან 2011-12 წლების სეზონში, კავსმა გააუმჯობესა თამაში და საბოლოოდ სეზონი 21-45 დაასრულა. ირვინგი დასახელებული იქნა NBA წლის ახალბედა მოთამაშედ, ასევე შეყვანილი იქნა ყველა-NBA ახალბედა პირველ გუნდში, მაშინ როდესაც თომფსონი მეორე გუნდში იქნა შეყვანილი.