Boston Celtics

56 29
ავატარი
Gaucho
#1


კონფერენცია: აღმოსავლეთი
დივიზიონი: ატლანტიკის
დაარსდა: 1946
ისტორია: ბოსტონ სელტიკსი
(1946–დღემდე)
არენა: თიდი გარდენი
ქალაქი: ბოსტონი, მასაჩუსეტსი
გუნდის ფერები: მწვანე, თეთრი, შავი, ოქროსფერი
მფლობელ(ებ)ი: Boston Basketball Partners L.L.C.
გენერალური მენეჯერი:
დენი ეინჯი
მთავარი მწვრთნელი: დოკ რივერსი
D-ლიგის კლუბი: Maine Red Claws
ჩემპიონები 17 ( 1957 , 1959 , 1960, 1961 , 1962 , 1963 , 1964 ,
1965 , 1966 , 1968 , 1969, 1974 , 1976 , 1981 , 1984 ,
1986 , 2008 )
კონფერენციის ტიტულები: 21 ( 1957 , 1958 , 1959, 1960 , 1961 , 1962 , 1963 ,
1964 , 1965 , 1966 , 1968, 1969 , 1974 , 1976 , 1981 ,
1984 , 1985 , 1986 , 1987, 2008 , 2010 )
დივიზიონის ტიტულები: 21 1972 , 1973 , 1974, 1975 , 1976 , 1980 , 1981 ,
1982 , 1984 , 1985 , 1986, 1987 , 1988 , 1991 , 1992 ,
2005 , 2008 , 2009 , 2010, 2011 , 2012 )
გაუქმებული ნომრები: 21 ( 00 , 1 , 2 , 3 , 6 , 10 , 14 , 15 , 16 , 17 , 18 , LOSCY ,
19 , 21 , 22 , 23 , 24 , 25 , 31 , 32 , 33 , 35
ოფიციალური საიტი: Celtics.com
ავატარი
Gaucho ავტორი
#2
ბოსტონ სელტიკსი ( ინგლ. Boston Celtics) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც აშშ -ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გამოდის. გუნდი შეიქმნა 1946 წელს. მისი სათამაშო ბაზაა ბოსტონში , მასაჩუსეტსი . გუნდი მონაწილეობას იღებს ატლანტიკის დივიზიონში და არის ასევე
აღმოსავლეთ კონფერენციის წევრი. გუნდის ახლანდელი მფლობელი არის Boston Basketball Partners LLC. გუნდის საშინაო არენად კი TD Garden-ია, რომელსაც გუნდი იყოფს ჰოკეის გუნდ
ბოსტონ ბრუინსთან ერთად. სელტიკსის 17 NBA-ს ჩემპიონობა არის ყველაზე დიდი მიღწევა NBA ისტორიაში, სადაც ისინი მხოლოდ და მხოლოდ 1 ჩემპიონობით უსწრებენ მათ ყველაზე დიდ მეტოქეს დასავლეთის კონფერენციის მონაწილე ლოს-ანჯელეს ლეიკერსს, რომელთაც 16 ტიტული აქვთ მოპოვებული. 1957 წლიდან 1969 წლამდე, სელტიკსი დომინირებდა ლიგაში, სადაც 11 ჩემპიონის ტიტულის მოგება მოახერხეს 13 წლის განმავლობაში, აქედან 8 კი ზედიზედ მოპოვებული იყო (1959-1966), ეს კი ყველაზე დიდი დომინირების წლებია და შედეგი რაც კი ჩრდილოეთ ამერიკის რომელიმე სპორტის რომელიმე გუნდს მიუღწევია როდისმე.
ავატარი
Gaucho ავტორი
#3
ადრეული წლები ბობ ქაზისთან ერთად:
გუნდი დაარსდა 1946 წელს. მისი პირველი მფლობელი იყო უოლტერ ეი ბრაუნი(walter a brown).სადებიუტო სეზონებში ბოსტონი გამოდიოდა BAA-ში,შემდეგ კი შეუერთდა NBA-ს,როცა BAA და NBL გაერთიანდა. 1950 წელს სელტიკსი იყო პირველი გუნდი, რომელმაც დრაფტზე აიყვანა აფროამერიკელი მოთამაშე. ეს იყო ჩაკ კუპერი. დასაწყისში ბოსტონი ვერ ახერხებდა ებრძოლა მაღალი პოზიციებისთვის, სანამ გუნდში არ მოვიდა კალათბურთის ნათლიმამად წოდებული მწვრთნელი რედ აურბეხი, რომელიც მთავარი მწვრთნელი გახდა.რედი ასრულებდა თითქმის ყველაფრის როლს გუნდში.ის თავად აკვირდებოდა ახალგაზრდა მოთამაშეებს, თავად ხელმძღვანელობდა ვარჯიშებს,ადგენდა თამაშების გრაფიკებს და ა.შ.
ავატარი
Gaucho ავტორი
#4


ბობ ქაზი (მარცხნივ) იყო პირველი ვარსკვლავი ბოსტონის რიგებში. მის საპატივცემულოდ გუნდმა გააუქმა 14 ნომრიანი მაისური
ავატარი
Gaucho ავტორი
#5

რედ აურბეხი იყო ბოსტონის მწვრთნელი, შემდეგში კი პრეზიდენტი და დირექტორი. მისმა 56 წლიანმა მუშაობამ და აღმოჩენებმა ბოსტონი წამყვან გუნდად აქცია. მის საპატივცემულოდ გუნდში 2 ნომრიანი მაისურია გაუქმებული.
ავატარი
Gaucho ავტორი
#6
გამთამაშებელი ბობ ქაზი იყო პირველი ვარსკვლავი მოთამაშე ბოსტონის რიგებში. თავიდან ბობი აირჩია "ჩიკაგო სტეგსმა", მაგრამ გუნდი გაბანკროტდა.მოთამაშეებისთვის, რომლებიც უგუნდოდ იყვნენ დარჩენილნი,ასოციაციამ სპეციალური დრაფტი მოაწყო,სადაც სელტიკსმა სწორედ ქაზი აირჩია.თავიდან არავის უნდოდა მისი აყვანა,მაგრამ აქაც გამოჩნდა რედ აურბეხის გენიალურობა და სწორედ მისი მოთხოვნით აიყვანეს ბობი ბოსტონში.1955/56 წლებში აურბეხმა სელტიკსის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გაცვლა გააკეთა.მან ედი მაკოლი და კლიფ ჰეგანი გაუშვა "სენტ-ლუის ჰოუქსში",სანაცვლოდ მიიღო მეორე არჩევანი 1956 წლის დრაფტზე,სადაც შეეძლო აერჩია სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის ცენტრი ბილ რასელი,რომელიც გუნდში 1957 წელს მოვიდა. მასთან ერთად აირჩია ტომ ჰეინსონიც,რომელმაც შემდეგში rookie of the year ტიტული მოიპოვა. ეს ორი ახალგაზრდა კარგად შეეწყო ბობ ქაზის. სწორედ ამ მოთამაშეების გარშემო შექმნა რედ აუერბეხმა შემდეგი ათწლეულის დაუმარცხებელი საჩემპიონო გუნდი.
ავატარი
Gaucho ავტორი
#7
ბილ რასელის ერა:
თავისი პირველი ტიტული სელტიკსმა მოიპოვა 1958 წელს,როცა "სენტ-ლუის ჰოუქსს" სძლიეს შვიდმატჩიან ფინალურ სერიაში.1959 წლის პლეი-ოფში ეს გუნდები კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს ფინალში,მაგრამ ამჯერად ჰოუქსმა სძლია მეტოქეს ექვსმატჩიან სერიაში.შემდეგ სეზონში ბოსტონი ისევ გავიდა ფინალში,სადაც "მინეაპოლის ლეიკერსი" დაამარცხა.შემდეგ სეზონს გუნდი თითქმის უცვლელი შემადგენლობით შეხვდა.ბილ რასელმა მეორედ მიიგო ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო,რეგულარული სეზონი კი გუნდმა 57 მოგებითა და 22 წაგებით დაასრულა.პლეი-ოფში ბოსტონმა დამაჯერებლად იასპარეზა.ფინალში კიდევ "სენტ-ლუისს" შეხვდა და დაამარცხა, რითაც მისი მესამე ტიტული მოიპოვა.შემდეგ სეზონში ბოსტონი აგრძელებდა დომინირებას ლიგაში.რასელმა მესამედ მოიპოვა MVP ჯილდო.კონფერენციის ფინალში კი ბოსტონი "ფილადელფია უორიორს" შეხვდა,სადაც ლიგის ახალწვეული,სუპერცენტრი უილტ ჩემბერლენი გამოდიოდა. მეშვიდე მატჩში ბოსტონმა დაამარცხა მეტოქე სემ ჯონსის ზუსტი სროლის წყალობით და გავიდა ფინალში, სადაც მომავალში თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" შეხვდა. ფინალები დაძაბული გამოდგა და გამარჯვებული ბოსტონი მეშვიდე მატჩში გამოვიდა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#8


ბილ რასელის არჩევის შემდეგ ბოსტონი გახდა სრული დომინანტი ლიგაში, როცა 13 სეზონიდან გუნდმა 11 ჩემპიონობით დაასრულა, ბილი კი ლიდერი იყო. მის საპატივცემულოდ გუნდმა გააუქმა 6 ნომრიანი მაისური.
ავატარი
Gaucho ავტორი
#9


ტომ ჰეინსონი იყო ერთ-ერთი ლიდერი ბოსტონის დომინირების წლებში. ასევე იყო გუნდის მწვრთნელიც და დაეხმარა გუნდს გამხდარიყო ჩემპიონი 1974 და 1976 წლებში. მის საპატივცემულოდ გუნდმა გააუქმა 15 ნომრიანი მაისური.
ავატარი
Gaucho ავტორი
#10
1962 წელს გუნდში აურბეხმა მოიყვანა მსუბუქი ფორვარდი ჯონ ჰავლიჩეკი, რომელსაც თავიდან იყენებდა როგორც "მეექვსე მოთამაშე", რამაც დიდი შედეგი გამოიღო. ჯონი არის ბოსტონის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე(მან ჩააგდო 26 395 ქულა).1962/63 წლების სეზონის დასაწყისში, ბობ ქაზიმ განაცხადა რომ ის სეზონის დასრულების შემდეგ ან კარიერას დაასრულებდა,ან სხვაგან წავიდოდა.სეზონის ბოლოს ბოსტონი ყველაზე შედეგიანი გუნდი აღმოჩნდა ლიგაში.რასელმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო MVP ჯილდო.ბოსტონმა წარმატებით გადალახა პლეი-ოფის ბარიერი, გავიდა ფინალში,სადაც ისეც ჯერი ვესტის და ელჯინ ბეილორის "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" შეხვდა და ისევ დაამარცხა, ამჯერად ხუთ მატჩიან სერიაში.
ავატარი
Gaucho ავტორი
#11
მიუხედავად იმისა, რომ გუნდიდან ქაზი წავიდა "ცინცინატი როიალზში", გუნდმა არ შეამცირა შედეგიანობის მაჩვენებელი და კიდევ 59 მატჩი მოიგო რეგულარულში.პლეო-ოფში გუნდმა კარგად ითამაშა,ზედიზედ მერვედ გავიდა კონფერენციის ფინალში,სადაც ისეც ჩემბერლენის "უორიორსი" დაამარცხა ხუთმატჩიან სერიაში.ბოსტონმა ფინალში ამჯერადაც "ლოს-ანჯელეს ლეიკერსს” სძლია.
ავატარი
Gaucho ავტორი
#12
1964/65 წლების სეზონის დასაწყისში გარდაიცვალა გუნდის პირველი მფლობელი, უოლტერ ეი ბრაუნი. სელტიკსში სიმბოლურად მის საპატივცემულოდ გააუქმეს 1 ნომრიანი მაისური, ხოლო გუნდმა მომგებიანი სერია მოაწყო და სეზონი 11-0 შედეგით დაიწყო.1964 წელს ბოსტონის ხუთეულში ყველა აფროამერიკელი მოთამაშე გამოვიდა, რაც პირველად მოხდა ლიგის ისტორიაში.რასელმა ამ სეზონშიც აიღო ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო,ზედიზედ მეხუთედ.ამ სეზონშიც ბოსტონმა წარმატებით იასპარეზა პლეი-ოფში და მერვედ მოიგო ლიგა ცხრა წლის განმავლობაში.
ავატარი
Gaucho ავტორი
#13


ბილ რასელი და უილტ ჩემბერლენი
ავატარი
Gaucho ავტორი
#14
ბოსტონის ვარსკვლავური შემადგენლობა ნელ-ნელა ასაკოვანი ხდებოდა. 1965/66 წლების სეზონის დასაწყისში ტომ ჰეინსონმა დაასრულა კარიერა,თუმცა მისი ადგილი ძირითადში ჰავლიჩეკმა შეავსო და რასელთან გუნდის ლიდერი გახდა.სელტიკსის ძირითადის სამი მოთამაშე 30 წელზე მეტის იყო. ბოლო 10 წლის განმავლობაში სელტიკსმა ვერ შეძლო მოეგო რეგულარული სეზონი, ამიტომ მათ მოუწიათ პირველი რაუნდიდან დაეწყოთ პლეი-ოფის მატჩები.თავიდან მან დაამარცხა ბობ ქაზის "ცინცინატი როიალზი",რომელსაც ასევე ოსკარ რობერტსონი ჰყავდა. შემდეგ კი ყველასთვის მოულოდნელად მარტივად სძლია "ფილადელფია 76ერს". ფინალში კიდევ "ლოს-ანჯელეს ლეიკერსს" შეხვდა და ისეც დაამარცხა შვიდმატჩიან სერიაში.
ავატარი
Gaucho ავტორი
#15
სეზონის დასრულების შემდეგ რედ აურბეხი წავიდან მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, მაგრამ დარჩა გუნდის პრეზიდენტად.ბილ რასელი გახდა გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი.ის გახდა პირველი აფროამერიკელი მწვრთნელი ამერიკულ პროფესიონალურ სპორტულ ლიგაში. ბილმა კარგად დაიწყო სამწვრთნელო კარიერა - გუნდმა სეზონი 60 მოგებით დაამთავრა. მაგრამ ბოსტონი პლეი-ოფში დამარცხდა შესანიშნავ ფორმაში მყოფ "ფილადელფია სევენთი-სიქსერსთან", რომელსაც ლეგენდარული უილტ ჩემბერლენი ლიდერობდა. ამ მარცხით დასრულდა ბოსტონის 8 წლიანი დომინირების ხანა ლიგაში, რაც ყველაზე დიდი დომინირების წლებია ჩრდილოეთ ამერიკის პროფესიონალური სპორტის ისტორიაში.
ავატარი
Gaucho ავტორი
#16
შემდეგ სეზონში ბოსტონმა დაიბრუნა ტიტული, რასაც მეორე ტიტულიც მიაყოლა 1968/69 წლების სეზონშიც. ამ სეზონის შემდეგ კარიერა დაასრულა ბილ რასელმა, რომელმაც თავის 13 წლიან სპორტულ კარიერაში 11 ბეჭედი მოიგო. 60-იანი წლები საუკეთესოა ბოსტონის ისტორიაში.