სელტიკსმა 1985/86 წლების სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფრენჩაიზის ტიტულიც მოიპოვა. გუნდმა რეგულარული სეზონი 67 მოგებით დაასრულა, და საშინაო არენაზე გუნდმა 41-იდან მხოლოდ 1 თამაში დათმო. ლარი ბერდმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა MVP ჯილდო, უოლტონი კი წლის მეექვსე კაცი გახდა. სუპერფინალამდე გუნდი ადვილად მივიდა, სადაც "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მეთექვსმეტედ მოიპოვა.
Boston Celtics
56 19
ჰენდერსონის გაცვლით გუნდმა მოიპოვა მე-2 არჩევანი 1986 წლის დრაფტზე. გუნდის ხელმძღვანელობამ აირჩია მერილენდის უნივერსიტეტის შეუჩერებელი ვარსკვლავი - ლენ ბაიასი. გულშემატკივრები ფიქრობდნენ რომ სწორედ ის იქნებოდა მომავალი ათწლეულის ლიდერი, მაგრამ მათ იმედები გაუცრუვდათ. ბაიასი 48 საათის შემდეგ გარდაიცვალა კოკაინის გადამეტებული დოზით მიღების გამო.
ახალი სეზონის დაწყების წინ გუნდი დატოვა ქეი სი ჯონსმა. მის ნაცვლად მწვრთნელად მოიყვანეს მისი დამხმარე ჯიმი როჯერსი. 1988/89 წლების სეზონის დასაწყისში ექვსი მატჩი იყო გასული, როცა ცნობილი გახდა რომ ლარი ბერდს ოპერაცია სჭირდებოდა ორივე ქუსლზე, რათა ზედმეტად გამოზრდილი ძვლები მოეშორებინა. ბერდმა ვერ მოასწრო გამოჯანმრთელება პლეი-ოფამდე, გუნდი კი პირველივე რაუნდში გამოვარდა აიზეა თომასის "დეტროიტ პისტონსთან", რომელსაც სადავეში ლეგენდარული ჯაკ დეილი ედგა. ეს გუნდი გახდა კიდეც იმ სეზონის ჩემპიონი.
ლარი დაბრუნდა 1989/90 წლების სეზონში და დაეხმარა გუნდს სეზონი 52 მოგებით დაესრულებინა. თავიდან გუნდმა კარგად დაიწყო პლეი-ოფი, სადაც 2-0 უგებდა პატრიკ იუინგის "ნიუ-იორკ ნიქსს", მაგრამ შემდეგ ოთხივე თამაში წააგეს და ვერ მოახერხეს საქმე გადამწყვეთ თამაშამდე მიეყვანათ, რომელიც ბოსტონში გაიმართებოდა. ამის გამო როჯერსი გაუშვეს გუნდიდან, მწვრთნელი კი მისი დანაშემწე, გუნდის ყოფილი მოთამაშე კრის ფორდი გახდა.
ფორდის ხელმძღვანელობით გუნდმა გააუმჯობესა თამაშის ხარისხი და 1990/91 წლების სეზონში 56 თამაში მოიგო. ბერდმა 22 თამაში გამოტოვა ტრავმების გამო. პლეი-ოფში ბოსტონი ისევ დეტროიტთან დამარცხდა ექვს თამაშში. 1992 წლის პლეი-ოფში გუნდი ექვსმატჩიან სერიაში ბრედ დაფერტის "კლივლენდ კავალიერსთან" დამარცხა კონფერენციის ნახევარფინალში. ზურგის ტრავმების გამო ლარიმ პლეი-ოფში მხოლოდ 4 მატჩი ითამაშა. სეზონის დასრულების შემდეგ ბერდმა დაასრულა კარიერა. მან ბოსტონის შემადგენლობაში 13 სეზონი ითამაშა და 3-ჯერ გახდა ჩემპიონი.
1993-1998: ტრაგედია და უკუსვლა
ბერდის წასვლის შემდეგ გულშემატკივრები იმედებს ამყავარებდნენ ახალგაზრდა ფორვარდზე რეჯი ლუისზე, რომელიც საშუალო 21 ქულას აგროვებდა. პლეი-ოფის ერთ-ერთი თამაშის დროს "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ, მან პარკეტზე გონება დაკარგა. შემდეგში გაირკვა რომ ლუისს სერიოზული პრობლემები ჰქონდა გულზე. მიუხედავად იმისა რომ ეს ცნობილი იყო, რეჯიმ მაინც გააგრძელა კარიერა, ამის გამო ის გულშემატკივრების კუმირი გახდა. საბოლოოდ ლუისი გულის შეტევით გარდაიცვალა ერთ-ერთ ვარჯიშზე. სელტიკსმა კი მის საპატივცემულოდ 35 ნომრიანი მაისური ამოიღო ხმარებიდან.
ბერდის წასვლის შემდეგ გულშემატკივრები იმედებს ამყავარებდნენ ახალგაზრდა ფორვარდზე რეჯი ლუისზე, რომელიც საშუალო 21 ქულას აგროვებდა. პლეი-ოფის ერთ-ერთი თამაშის დროს "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ, მან პარკეტზე გონება დაკარგა. შემდეგში გაირკვა რომ ლუისს სერიოზული პრობლემები ჰქონდა გულზე. მიუხედავად იმისა რომ ეს ცნობილი იყო, რეჯიმ მაინც გააგრძელა კარიერა, ამის გამო ის გულშემატკივრების კუმირი გახდა. საბოლოოდ ლუისი გულის შეტევით გარდაიცვალა ერთ-ერთ ვარჯიშზე. სელტიკსმა კი მის საპატივცემულოდ 35 ნომრიანი მაისური ამოიღო ხმარებიდან.
"დიდი სამეული" ოფიციალურად დაიშალა 1994 წელს, როცა რობერტ პარიში ჰიუსტონში გადავიდა, ერთი წლით ადრე კი კევინ მაკ-ჰეილმა სათამაშო კარიერა დაასრულა. გუნდმა სეზონი 32-50 მაჩვენებლით ჩაამთავრა და ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვერ გავიდა პლეი-ოფში. 1994/95 წლების სეზონი ბოლო იყო გუნდისთვის, რომელიც მათ "ბოსტონ გარდენზე" ჩაატარეს. სელტიკსში მოვიდა "ატლანტა ჰოუქსის" ყოფილი ლიდერი, ვეტერანი დომინიკ უილკინსი, რომელიც გუნდის რიგებში საუკეთესო გახდა და საშუალოდ 17.8 ქულას აგროვებდა თამაშში. ასევე გუნდს დაემატა ხორვატი მძიმე ფორვარდი დინო რაჯა. სელტიკს შეეძლო გასულიყო პლეი-ოფში, მაგრამ ბოლო თამაშში "ორლანდო მეჯიქთან დამარცხდა", რომელსაც ახალგაზრდა ვარსკვლავი, ცენტრი შაკილ ო'ნილი და გამოცდილი პენი ჰარდევეი ლიდეროდბნენ.
1995 წელს გუნდი ”ბოსტონ გარდენიდან” გადავიდა "ფლიტ-ცენტში"😢შემდეგში ტდ-გარდენი). გუნდი დატოვა მწვრთნელმა კრის ფორდმა, რომელიც მ.ლ.კარმა შეცვალა. სელტიკსმა ვერ შეძლო წარმატებით ეთამაშა რეგულარულში, შესაბამისად პლეი-ოფშიც ვერ გავიდა. შემდეგი სეზონი გუნდმა უარესად ჩაატარა და მხოლოდ 15 თამაში მოიგო, რითაც საკუთარი ანტი რეკორდი დაამყარა. ფაქტი იყო, რომ იმ დროს ლიგაში ჯორდანის,ჰაკიმის,პიპენის,ბარკლის,შაკის და მელოუნი-სტოქტონის დრო იდგა. კარი შეეშვა მწვრთნელობას და გუნდში სხვა თანამდებობა დაიჭირა. ახალ მწვრთნელად და საკალათბურთო ოპერაციების დირექტორად დაინიშნა რიკ პიტინო. გუნდმა მოიპოვა მე-3 და მე-6 არჩევანის უფლება, სადაც ჩონსი ბილაპსი და რონ მერსერი აირჩია. 1997/98 წლების სეზონში ბოსტონმა ისევ ვერ მოახერხა პლეი-ოფში გასვლა. სეზონის ბოლოს გუნდი დატოვა დინო რაჯამ, დევიდ უესლიმ და რიკ ფოქსმა. პიტინომ უილიამსი გაცვალა ”დენვერ ნაგეტსში” 1998 წლის დრაფტის პირველი რაუნდის არჩევანში, რომელიც გადამაწყვეტი აღმოჩნდა იმ მომენტში.
1998-2007: პოლ პირსისა და დოკ რივერსის მოსვლა
წლის დრაფტზე გუნდმა მეათე ნომრად აირჩია მსუბუქი ფორვარდი პოლ პირსი. 2001 წელს კი გუნდიდან წავიდა რიკ პიტინო ცუდი რეზულტატის გამო. გუნდის ახალი მწვრთნელი გახდა ჯიმი ო'ბრაიენი. მისი დანიშვნის შემდეგ სელტიკსმა აშკარად გააუმჯობესა თამაში. პოლ პირსი გახდა ერთ-ერთი პერსპექტიული მოთამაშე და შექმნა კარგი წინა ხაზი ანტუან უოლკერთან ერთად. 2002 წელს ბოსტონი გავიდა პლეი-ოფში, პირველად ბოლო 7 წლის განმავლობაში. ყველასთვის მოულოდნელად ბოსტონმა კარგად ითამაშა, სადაც ჯერ "დეტროიტი" დაამარცხა, შემდეგ კი ალენ აივერსონის "ფილადელფიას" სძლია, მაგრამ კონფერენციის ფინალში დამარცხდა ჯეისონ კიდის "ნიუ-ჯერსი ნეტსთან".
წლის დრაფტზე გუნდმა მეათე ნომრად აირჩია მსუბუქი ფორვარდი პოლ პირსი. 2001 წელს კი გუნდიდან წავიდა რიკ პიტინო ცუდი რეზულტატის გამო. გუნდის ახალი მწვრთნელი გახდა ჯიმი ო'ბრაიენი. მისი დანიშვნის შემდეგ სელტიკსმა აშკარად გააუმჯობესა თამაში. პოლ პირსი გახდა ერთ-ერთი პერსპექტიული მოთამაშე და შექმნა კარგი წინა ხაზი ანტუან უოლკერთან ერთად. 2002 წელს ბოსტონი გავიდა პლეი-ოფში, პირველად ბოლო 7 წლის განმავლობაში. ყველასთვის მოულოდნელად ბოსტონმა კარგად ითამაშა, სადაც ჯერ "დეტროიტი" დაამარცხა, შემდეგ კი ალენ აივერსონის "ფილადელფიას" სძლია, მაგრამ კონფერენციის ფინალში დამარცხდა ჯეისონ კიდის "ნიუ-ჯერსი ნეტსთან".
2003 წელს სელტიკსის მფლობელმა, პოლ გასტონმა გუნდი გაყიდა კომპანია Boston Basketball Partners L.L.C-ზე. 2002/2003 წლების სეზონის პლეი-ოფშო ბოსტონი ისევ დამარცხდა "ნიუ-ჯერსი ნეტსთან". გუნდის ახალი მენეჯერი კი ყოფილი მოთამაშე დენი ეინჯი გახდა. ის ფიქრობდა რომ ამ შემადგენლობამ უკვე შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა, ამიტომ ანტუან უოლკერი გაუშვა "დალას მავერიქსში" რაფ ლაფრენსის,კრის მილსის,ირჟი უელშასა და შემდეგი დრაფტის არჩევანის პირველ რაუნდზე. ამ დროისთვის ეს ცვლილება ეინჯის კარიერაში ყველაზე ცუდ ბარტერად ითვლება.
სელტიკსმა შეძლო პირსის ლიდერობით 2003/04 სეზონშიც გასულიყო პლეი-ოფში, სადაც ინდიანა პეისერსმა გაანადგურა 4-0. 2004/05 წლების სეზონის დაწყების წინ გუნდის მწვრთნელად დაინიშნა დოკ რივერსი, დრაფტზე კი გუდნმა აირჩია ცენტრი ალ ჯეფერსონი და ორი უკანახაზელი - დელონტ ვესტი და ტონი ალენი. სელტიკსმა სეზონი 45-37 შედეგით დაასრულა და 13 წლიანი პაუზის შემდეგ დივიზიონი მოიგო. პლეი-ოფში გუნდი კიდევ "ინდიანა პეისერს" გადაეყარა, სადაც საქმე მეშვიდე თამაშამდე მიიყვანა, მაგრამ საკუთარი პუბლიკის წინაშე 27 ქულის სხვაობით დამარცხდა.
მიუხედავად იმისა რომ შემდეგი სეზონი პირსის კარიერაში საუკეთესო იყო( საშუალო 26.8 ქულა თამაშზე), გუნდმა რეგრესი განიცადა და ვერ გავიდა პლეი-ოფში.მარკუს ბენქსი,რიკი დეივისი და მარკ ბლაუნტი გუნდმა გაცვალა მიჩელ ოლოვოკანდისა და უოლლი შერბიაკში. ეინჯი აგრძელებდა გუნდში ცვლილებებს. მან დრაფტის პირველი რაუნდის არჩევანი გაცვალა რენდი ფოიეში. რაფ ლაფრენცი და დენ დიკაუ გაუშვა ”პორტლენდ-ტრეილ ბლეიზერსში” სებასტიან ტელფერის, თეო რათლიფის და დრაფტის მეორე რაუნდის არჩევანში. ასევე გუნდმა გააკეთა კარგი ცვლილება, რის შედეგად ”ფინიქს სანსიდან” დრაფტზე არჩეული რაჯონ რონდო მოიყვანა, რომელიც მომავალში გუნდის წამყვანი მოთამაშე და ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი გახდა.
