2006/07 წლების სეზონის დაწყებამდე სამი დღით ადრე გარდაიცვალა ბოსტონის ლეგენდა-რედ აურბეხი, რომელიც 89 წლის იყო. მთელი სეზონის განმავლობაში მოთამაშეები პარკეტზე გამოდიოდნენ ფორმებით,რომლებზეც აურბეხის გვარი იყო ამოქარგული. წამყვანი მოთამაშეების ტრავმიანობის გამო გუნდმა სეზონი 24-58 შედეგით დაასრულა და ასევე დაამყარა პირადი ანტირეკორდი, როცა ზედიზედ 18 თამაში წააგო. სელტიკსს შანსი ჰქონდა მაღალი არჩევანის უფლება მოეპოვებინა 2007 წლის დრაფტზე, თუმცა მხოლოდ მე-5 არჩევანის უფლება მოიპოვა.
Boston Celtics
56 31
1998-2007: პოლ პირსისა და დოკ რივერსის მოსვლა
1998 წლის დრაფტზე გუნდმა მეათე ნომრად აირჩია მსუბუქი ფორვარდი პოლ პირსი. 2001 წელს კი გუნდიდან წავიდა რიკ პიტინო ცუდი რეზულტატის გამო. გუნდის ახალი მწვრთნელი გახდა ჯიმი ო'ბრაიენი. მისი დანიშვნის შემდეგ სელტიკსმა აშკარად გააუმჯობესა თამაში. პოლ პირსი გახდა ერთ-ერთი პერსპექტიული მოთამაშე და შექმნა კარგი წინა ხაზი ანტუან უოლკერთან ერთად. 2002 წელს ბოსტონი გავიდა პლეი-ოფში, პირველად ბოლო 7 წლის განმავლობაში. ყველასთვის მოულოდნელად ბოსტონმა კარგად ითამაშა, სადაც ჯერ "დეტროიტი" დაამარცხა, შემდეგ კი ალენ აივერსონის "ფილადელფიას" სძლია, მაგრამ კონფერენციის ფინალში დამარცხდა ჯეისონ კიდის "ნიუ-ჯერსი ნეტსთან".

სელტიკსმა შეძლო პირსის ლიდერობით 2003/04 სეზონშიც გასულიყო პლეი-ოფში, სადაც ინდიანა პეისერსმა გაანადგურა 4-0. 2004/05 წლების სეზონის დაწყების წინ გუნდის მწვრთნელად დაინიშნა დოკ რივერსი, დრაფტზე კი გუდნმა აირჩია ცენტრი ალ ჯეფერსონი და ორი უკანახაზელი - დელონტ ვესტი და ტონი ალენი. სელტიკსმა სეზონი 45-37 შედეგით დაასრულა და 13 წლიანი პაუზის შემდეგ დივიზიონი მოიგო. პლეი-ოფში გუნდი კიდევ "ინდიანა პეისერს" გადაეყარა, სადაც საქმე მეშვიდე თამაშამდე მიიყვანა, მაგრამ საკუთარი პუბლიკის წინაშე 27 ქულის სხვაობით დამარცხდა. მიუხედავად იმისა რომ შემდეგი სეზონი პირსის კარიერაში საუკეთესო იყო( საშუალო 26.8 ქულა თამაშზე), გუნდმა რეგრესი განიცადა და ვერ გავიდა პლეი-ოფში.მარკუს ბენქსი,რიკი დეივისი და მარკ ბლაუნტი გუნდმა გაცვალა მიჩელ ოლოვოკანდისა და უოლლი შერბიაკში. ეინჯი აგრძელებდა გუნდში ცვლილებებს. მან დრაფტის პირველი რაუნდის არჩევანი გაცვალა რენდი ფოიეში. რაფ ლაფრენცი და დენ დიკაუ გაუშვა ”პორტლენდ-ტრეილ ბლეიზერსში” სებასტიან ტელფერის, თეო რათლიფის და დრაფტის მეორე რაუნდის არჩევანში. ასევე გუნდმა გააკეთა კარგი ცვლილება, რის შედეგად ”ფინიქს სანსიდან” დრაფტზე არჩეული რაჯონ რონდო მოიყვანა, რომელიც მომავალში გუნდის წამყვანი მოთამაშე და ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი გახდა. 2006/07 წლების სეზონის დაწყებამდე სამი დღით ადრე გარდაიცვალა ბოსტონის ლეგენდა-რედ აურბეხი, რომელიც 89 წლის იყო. მთელი სეზონის განმავლობაში მოთამაშეები პარკეტზე გამოდიოდნენ ფორმებით,რომლებზეც აურბეხის გვარი იყო ამოქარგული. წამყვანი მოთამაშეების ტრავმიანობის გამო გუნდმა სეზონი 24-58 შედეგით დაასრულა და ასევე დაამყარა პირადი ანტირეკორდი, როცა ზედიზედ 18 თამაში წააგო. სელტიკსს შანსი ჰქონდა მაღალი არჩევანის უფლება მოეპოვებინა 2007 წლის დრაფტზე, თუმცა მხოლოდ მე-5 არჩევანის უფლება მოიპოვა.
ახალი ”დიდი სამეული”
2007 წლის ზაფხულში ეინჯმა მთელი რიგი ბარტერები განახორციელა,რომლის საშუალებიდაც გუნდმა დაიბრუნა წამყვანი პოზიციები ლიგაში.დრაფტის მიმდინარეობისას გუნდმა არჩეული ჯეფ გრინი, უოლი შერბიაკი და დელონტ ვესტი გაცვალა ვარსკვლავ რეი ალენსა და დრაფტის მეორე რაუნდის არჩევანში(გლენ დეივისი). შემდეგ კი ალ ჯეფერსონი,ტეო რატლიფი, სებასტიან ტელფერი და რაიან გომეზი გაუშვა ”მინესოტა ტიმბერვულვზში”, სიადანაც მოვიდნენ ჯერალდ გრინი და ვარსკვლავი მძიმე ფორვარდი კევინ გარნეტი. ამ გაცვლებით სელტიკსმა შექმნა ახალი ”დიდი სამეული”.

დოკ რივერსმა შეძლო ემართა ვარსკვლავური გუნდი. ბოსტონი კარგად გამოვიდა 2007/08 წლების სეზონში და რეგულარული სეზონი ლიგის საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა, 66-16. თუმცა გუნდს პლეი-ოფში საკმაოდ გაუჭირდა ”ატლანტა ჰოუქსის” და წინა წლის სუპერფინალისტის, ლებრონ ჯეიმზის ”კლივლენდ კავალიერსის” დამარცხება, მაგრამ რაც მთავარია ორივე ბარიერი გადალახა. კონფერენციის ფინალში ბოსტონი ”დეტროიტ პისტონს” შეხვდა, სადაც ბილაპსი,რაშიდ ვოლსასი,რიჩარდ ჰემილტონი და ტაიშაუნ პრინცი ბრწყინავდნენ. სელტიკსმა შეძლო მეტოქის დამარცხება ექვსმატჩიან სერიაში. სუპერფინალში კი გუნდი ისტორიაში მეთერთმეტედ ”ლოს-ანჯელეს ლეიკერსს” დაუპირისპირდა, რომელსაც ლიგის უდაო ვარსკვლავი, კობი ბრაიანტი ლიდერობდა. ბოსტონმა მეექვსე თამაშში მეტოქე გაანადგურა და ისტორიაში მეცხრედ დაამარცხა სუპერფინალში ლეიკერსი და მე-17 NBA ტიტული მოიპოვა. გუნდმა პლეი-ოფში 26 მატჩი ჩაატარა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. პოლ პირსი გახდა ასევე ფინალების MVP.
ბოსტონმა 2008/09 წლების სეზონი რეკორდული მაჩვენებლით- 27 მოგებითა და 2 წაგებით დაიწყო. სეზონის მეორე ნახევარში კევინ გარნეტმა "იუტა ჯაზთან" ტრავმა მიიღო, რის გამოც მან მთელი სეზონი გამოტოვა. ვერ მოასწრო ასევე პლეი-ოფში თამაშიც, რაც დაეტყო გუნდს. კენდრიკ პერკინსს მარტო უჭირდა სამწამიანის ისე გამაგრება, როგორიც გარნეტთან ერთად გამოსდიოდა. პირველ რაუნდში გუნდმა ახალგაზრდული "ჩიკაგო ბულზი" დაამარცხა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ ბრძოლაში. ეს იყო ბულზი სადაც დერიკ როუზი იწყებდა გაბრწყინებას. კონფერენციის ნახევაფინალში გუნდი დამარცხდა დუაიტ ჰოვარდის ორლანდო მეჯიქთან, მიუხედავ იმისა რომ სერიას 3-2 იგებდა. სწორედ ამ სერიაში გამოჩნდა ნამდვილი რაჯან რონდო, რომელმაც საშუალო 16,9 ქულა, 9,8 პასი და 9,7 მოხსნა მიითვალა სერიაში. მომავალი სეზონიდან რონდო იქცა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გამთამაშებლად და გუნდის ლიდერად. 2009/2010 წლების სეზონის დაწყების წინ გუნდში მოვიდნენ რაშიდ უოლასი და მარქის დენიელსი. ბოსტონმა დამაჯერებლად დაიწყო სეზონი- 23 მოგება და მხოლოდ 5 მარცხი. სეზონის მეორე ნახევარში რივერსმა გადაწყვიტა შეემცირებინა სათამაშო დრო უკვე ვეტერანი ლიდერებისთვის, რათა მათ დაეზოგათ ძალები პლეი-ოფისთვის. მაშინ რეგულარულ სეზონში ლიდერობა თავზე აიღო რონდომ და გამოავლინა ნამდვილი ვარსკვლავის თვისებები. მთლიანობაში სეზონი გუნდმა 50-32 შედეგით დაასრულა. დასვენებული ლიდერების ხარჯზე ბოსტონმა ადვლად გაიარა თითქმის ყველა რაუნდი, სუპერფინალში თავის ტრადიციულ მეტოქეს, "ლოს-ანჯელეს ლეიკერსს" შეხვდა. ბოსტონი სერიას იგებდა 3-2 ანგარიშით, მაგრამ ამჯერად კობიმ არ დათმო არაფერი და ლეიკერსმა დაამარცხა ბოსტონი დაძაბულ ბრძოლაში. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კი ძირითადი ცენტრის, კენდრიკ პერკინსის ტრავმა იყო, რომელიც მან მეექვსე თამაშის დასაწყისში მიიღო. პერკინსის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და მისი დაბრუნება გადაიდო 2010/2011 წლების მეორე ნახევრამდე. ეინჯმა გაიხსენა წინა წლის ფინალების მარცხის მიზეზი და ერთდროულად სამი ცენტრი - შაკილ ო'ნილი,ჯერმაინ ო'ნილი და სემიხ ერდენი მოიყვანა. სეზონის მიმდინარეობისას პოლ პირსმა გადააბიჯა 20 000 ქულიან ბარიერს. ის გახდა მესამე მოთამაშე გუნდში, ვინც ეს მოახერხა(მას უსწრებენ ჯონ ჰავლიჩეკი და ლარი ბერდი). რეი ალენმა კი რეჯი მილერს გადაუსწრო, რითაც დღემდე რეკორდსმენია ზუსტად ნასტყორცნი სამქულიანების რაოდენობით. ასევე სელტიკსმა ამ სეზონში თავისი 3000-ე მოგება აღნიშნა. ამ შედეგს ბოსტონთან ერთად მხოლოდ ლეიკერსს ააქვს მიღწეული. 2011 წლის 17 თებერვალს კენდრიკ პერკინსი გაუშვეს "ოკლაჰომა-სიტი თანდერში", სანაცვლოდ კი მიიღეს ნეიტ რობინსონი, ახალგაზრდა ფორვარდი ჯეფ გრინი, ცენტრი ნენად კრსტიჩი და პირველი რაუნდის არჩევანი მომავალ დრაფტზე. პლეი-ოფში გუნდმა გაანადგურა კარმელო ენტონის "ნიუ-იორკ ნიქსი" ოთხმატჩიან სერიაში, შემდეგ კი "მაიამი ჰიტთან" დამარცხდა, სადაც ლებრონ ჯეიმზი,დუეინ უეიდი და კრის ბოში თამაშობდა. ამ სერიაში არაერთი ტრიპლ=დაბლი შეასრულა რაჯან რონდომ, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის ნიჭიერებას. ნელ-ნელა ის ყალიბდება როგორც გუნდის უდაო ლიდერი
შემდეგი სეზონი გუნდმა ცუდად დაიწყო და თებერვლისთვის 10-10 ჰქონდათ. სეზონის დასრულებისას შედეგი 39-27( ლოკაუტის გამო, როცა რეგულარულში მხოლოდ 66 მატჩი ჩატარდა) იყო, რითაც ზედიზედ მეხუთედ შეძლეს ატლანტიკის დივიზიონის მოგება და კონფერენციაში მეოთხე ადგილზე გასვლა. პირველ რაუნდში ბოსტონმა "ატლანტა ჰოუქსი" დაამარცხა 4-2, მიუხედავად იმისა რომ სერიის პირველი მატჩი წააგო. ნახევარფინალში ისტორიაში მე-19ედ ბოსტონი შეხვდა "ფილადელფიას", რომელსაც ანდრე იგუოდალა ლიდერობდა. სერია დაძაბული გამოდგა. ყველა გამარჯვებას დამარცხებაც მოჰყვა, შესაბამისად სერია მეშვიდე თამაშამდე მივიდა. სწორედ აქ, გადამწყვეტ მატჩში გაიბრწყინა რაჯან რონდომ კიდევ ერთხელ, რომელმაც სერიაში მისი მესამე ტრიპლ-დაბლი გაიფორმა(18 ქულა,10 პასი,10 მოქხსნა). კონფერენციის ფინალში ბოსტონი ისევ მაიამის შეხვდა, რომელსაც ისევ "დიდი სამეული"😢ჯეიმზი,უეიდი,ბოში) ჰყავდა. მაიამი ფლობდა საშინაო არენის უპირატესობას. პირველი მატჩი მაიამმა დამაჯერებლად მოიგო ფლორიდაში. მეორე თამაში ისევ ჰიტის კალათბურთელებმა მოიგეს, მაგრამ ურთულესი აღმოჩნდა რონდოს წინააღმდეგ თამაში, რის გამოც თამაში ოვერტაიმში გადავიდა, სადაც მაიამმა 115-111 გაიმარჯვა. სერიამ უკვე ბოსტონში გადაინაცვლა, სადაც საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ სელტიკსმა მაიამი 10 ქულის სხვაობით დაამარცხა, სადაც კიდევ რონდომ გაიბრწყინა. ბოსტონმა მეორე თამაშშიც დაამარცხა მეტოქე, ოღონდ ამჯერად ოვერტაიმში. სელტიკსი მაიამიში ფსიქოლოგიური უპირატესობით ჩავიდა და "ამერიკან ეარლაინს არენაზე" დაამაცხა მაიამი, სადაც რონდომ ტრავმირებული მარცხენა ხელით ფაქტობრივად მარტომ მოიგო თამაში. მეექსვე თამაშში თავი უკვე ლებრონ ჯეიმზმა გაიგიჟა, რომელმაც არაფერი დაუთმო თავის კელტ ვიზავისტს და 45 ქულა ჩააგდო, რომელსაც 15 მოხსნაც მიაყოლა, რისი საშუალებითაც მაიამმა იმარჯვა 90-79. ბოლო თამაშში თავი უკვე მკვეთრად იჩინდა რონდოს ხელის ტრავმამ, ვეტერანმა ლიდერებმა კი ვერ შეძლეს ლებრონ ჯეიმზის შეჩერება, რომელიც ვეღარ იტანდა უბეჭედობას და ამის გამო საოცარი თამაში აჩვენა. ჯეიმზი მოემზადა ფინალისთვის, სადაც დაამარცხა კიდეც კევინ დურანტის,რასელ უესტბრუკისა და ჯეიმზ ჰარდენის "ოკლაჰომა-სიტი თანდერი" 4-1, რითაც დაამტკიცა რომ საუკეთესო იყო.
"დიდი სამეულის" დაშლა: რაჯან რონდოს ერა
2012/2013 წლების სეზონის დასაწყისში გუნდი დატოვა რეი ალენმა, რომელიც მაიამიში გადაბარგდა. შეილება სწორედ ეს იქცა იმ წელს მაიამის ჩემპიონობის მიზეზად, როცა რეიმ ფინალში გადამწყვეტი სამქულიანი ჩააგდო. გუნდის მთავარი შენაძენი იყო დრაფტზე არჩეული პერსპექტიული ცენტრ/ფროვარდი ჯერატ სალენჯერი. ასევე გუნდმა რეის შემცვლელად ვეტერანი ჯეისონ ტერი მოიყვანა, რომელმაც მეექვსე კაცის როლი შეითავსა. გარნეტმა გაახანგრძლივა კონტრაქტი ბოსტონთან, რის შესახებაც 14 ივლისს გახდა ცნობილი. გუნდმა სეზონი მძიმედ დაიწყო. რეგულარულში დადებით შედეგს სელტიკსმა მხოლოდ თებერვალში მიაღწია. გუნდისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა რაჯან რონდოს ტრავმა, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა 25 იანვარს და პარკეტს სეზონის ბოლომდე დაემშვიდობა. სინამდვილეში ტრავმამ უფრო მეტ ხანს გასტანა. მანამდე რონდოს ჰქონდა უნიკალური შედეგი. მან ზედიზეთ 36 თამაშში 10-ზე მეტი პასი გააკეთა, სერია კი "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ მატჩში, კრის ჰამფრისთან ჩხუბის შემდეგ ტექნიკურის გამო შეუწყდა, როცა ნაადრევად, პირველ ნახევარში დატოვა პარკეტი. ამ შედეგით ის მხოლოდ ლეგენდარულ მეჯიქ ჯონსონს ჩამორჩა 10 მატჩით. შემდეგში ბოსტონის ლაზარეთი უფრო გაფართოვდა, რომელიც ახალწვეულებმა - ჯერატ სალენჯერმა და ლეანდრო ბარბოსამ შეავსეს. გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილი დაიკავა. პლეი-ოფში კი პირველ რაუნდში საოცარ ფორმაში მყოფ "ნიუ-იორკ ნიქსს" გადაეყარა, სადაც, განსაკუთრებით კარმელო ენტონი შეუჩერებელი აღმოჩნდა, რის გამოც სელტიკსი სერიაში 4-2 დამარცხდა და სეზონიც დაასრულა.