FC Barcelona

803 121
ავატარი
Gaucho
#767
უეფას ჩემპიონთა ლიგის საწყისი ეტაპი დასრულდა. კატალონიის "ბარსელონამ" C ჯგუფში 15 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
"ბლაუგრანას" მძიმე დაპირისპირება ემუქრება. კატალონიური კლუბის სავარაუდო მეტოქეთა სია ასე გამოიყურება: პსჟ, "ბენფიკა", "ბაიერნი", "ლევერკუზენი", "პორტუ".
1/8 ფინალის წილისყრა ორშაბათს გაიმართება.
ავატარი
Gaucho
#768
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას, კატალონიის "ბარსელონასა" და მიონხენგლადბახის "ბორუსიას" შორის, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი და ინგლისური გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი დაესწრო, იტყობინება Goal.com
მერსისაიდელთა თავკაცთან ერთად მატჩს თვალყურს ადევნებდნენ: ჯორდან ჰენდერსონი, ადამ ლალანა, რობერტო ფირმინო, ჯეიმს მილნერი, ლუკას ლეივა, საიმონ მინოლე და ალბერტო მორენო. ასევე გუნდის სხვა ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები.
მომხდარის მიზეზი უცნობია. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" ბენეფისი მოაწყო. გერმანელი მეტოქე კატალონიელებმა 4:0 დაამარცხეს.
ავატარი
Gaucho
#769
იასპერ სილესენმა, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში "გლადბახის" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა, კატალონიის "ბარსელონაში" ადაპტაციაზე ისაუბრა.
"თავს შესანიშნავად ვგრძნობ, სასიამოვნო იყო სასტარტო შემადგენლობაში გამოსვლა და კარის მშრალად შენახვა. "ბარსელონაში" გადმოსვლამდე ვიცოდი, თუ რა მელოდებოდა. სწავლასა და გაუმჯობესებას ვაგრძელებ - სწორედ ამისთვის ვარ აქ. სისულელე იქნება იმის თქმა, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მომწონს.
ესპანურ ენასთან დაკავშირებით საქმე არც თუ ისე კარგადაა. სიტყვათა უმეტესობა მესმის, მაგრამ საუბარი ჯერ კიდევ მიჭირს. გაკვეთილი კვირაში სამჯერ მაქვს და ვიმედოვნებ, რომ შობის შემდეგ ჩემი ცოდნა გაუმჯობესდება." - განაცხადა სილესენმა.
ავატარი
Gaucho
#770
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ კატალონიური კლუბი უახლოეს მომავალში ლუის სუარესთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ურუგვაელის მიმდინარე ხელშეკრულება 2019 წლამდეა ვადაში, ახალი კი 2022-მდე იქნება.
"სუარესთან კონტრაქტს გავახანგრძლივებთ, მხოლოდ მცირე დეტალების მოგვარება დაგვრჩა. ამის შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გავაკეთებთ. ეს შეიძლება იყოს ბრწყინვალე საახალწლო საჩუქარი." - ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს Marca.
ავატარი
Gaucho
#771
"ბარსელონას" მცველმა, ხავიერ მასკერანომ სამუელ უმტიტის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. არგენტინელი ფეხბურთელის აზრით, კატალონიური კლუბი სწორად მოიქცა, როცა ფრანგი ახალგაზრდა შეიძინა.
"მე და უმტიტი მოედანზე ერთმანეთს კარგად ვუგებთ. ამ 3-4 თვის განმავლობაში სამუელმა დაამტკიცა, რომ ის "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია." - ციტირებს მასკერანოს სიტყვებს Marca.
უმტიტი ესპანურ გრანდს მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა. აქამდე ფრანგი "ლიონის" ღირსებას იცავდა. ჯერ-ჯერობით სამუელმა პრიმერა დივიზიონის მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ავატარი
Gaucho
#772
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა, არდა თურანმა, რომელმაც გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, "გლადბახის" კარში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა, აღნიშნა, რომ საკუთარ ამბიციებს მოწინავე ადგილზე არ აყენებს.
"გუნდში კარგი ატმოსფერო სუფევს. პაკოს მადლობას ვუხდი გადაცემისთვის. ძალიან მინდა, რომ ამ სეზონში მან ჩემზე მეტი გოლი გაიტანოს.
ჩვენ გუნდის კეთილდღეობისთვის ვმუშაობთ და გვიხარია, როცა ის იგებს. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვის გააქვს გოლი, უბრალოდ ყველა ტიტულისთვის სეზონის უკანასკნელ დღემდე ბრძოლა გვსურს.
ჩვენ ვართ "ბარსელონა" - საუკეთესო გუნდი მსოფლიოში. ბუნებრივია, რომ ყოველთვის მაქსიმალურად მაღალ დონეზე თამაშს ვცდილობთ. ბოლო კვირების განმავლობაში, არც თუ ისე დამაკმაყოფილებელი შედეგი ვაჩვენეთ, რის გამოც "გლადბახთან" მატჩში რეაბილიტაცია ვცადეთ. მიხარია, რომ ყველაფერი ასე მოხდა." - ციტირებს თურანის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
ავატარი
Gaucho
#773
დასახელდა იმ მოთამაშეთა გვარები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ. ინფორმაცია UEFA-ს ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.
ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, არდა თურანი, ქარიმ ბენზემა, გონსალო იგუაინი, ჰარი კეინი, რობერტ ლევანდოვსკი, ლუკას პერესი, ანდრეი იარმოლენკო და ანდრე სილვა იბრძოლებენ.
არდა თურანმა მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" მატჩში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა და საგოლე გადაცემა გააკეთა (4:0).
ავატარი
Gaucho
#774
ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, კატალონიის "ბარსელონა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ ფეხბურთელს არ შეიძენს, იტყობინება ესპანური ინტერნეტ-გამოცემა Sport.
წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბი საბოლოოდ ჩამოყალიბდა ალეიშ ვიდალის მომავალთან დაკავშირებით: ბოლოს ხსენებულს "ბარსელონა" ტრანსფერზე არ დააყენებს და შესაბამისად მისი შემცვლელის ყიდვა საჭირო არ იქნება.
სეზონის მსვლელობისას მედიამ არაერთხელ დაწერა, რომ ვიდალს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კატალონიური კლუბის დატოვება, რადგან მთავარი მწვრთნელის ნდობით არ სარგებლობს.
თავად ალეიშმა აღნიშნა, რომ დარჩენასა და ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლას აპირებს. ვიდალმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ავატარი
Gaucho
#775
"ბარსელონამ", ბრაზილიური "შაპეკოენსე" 2017 წელს გამპერის თასზე სათამაშოდ მიიწვია. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ, თვითმფრინავმა, რომლითაც "შაპეკოენსე" კოპა სუდამერიკანას ფინალზე სათამაშოდ მიფრინავდა, ავიაკატასტროფა განიცადა. შედეგად, ბრაზილიური კლუბის თითქმის ყველა ფეხბურთელი დაიღუპა. მომხდარმა, ბუნებრივია, საფეხბურთო სამყარო შეძრა. "შაპეკოენსეს" დახმარების სურვილი არაერთმა საფეხბურთო მოღვაწემ თუ კლუბმა გამოთქვა. მათ შორისაა "ბარსელონაც".
"ბარსელონამ" "შაპეკოენსეს" გამპერის თასზე თამაშის მიწვევა უკვე გაუგზავნა. კატალონიელები ცდილობენ, ბრაზილიურ კლუბს ინსტიტუციონალურ და სპორტულ საკითხებში ფეხზე დადგომაში დაეხმარონ.
ავატარი
Gaucho
#776
დონეცკის "შახტარის" მთავარი მწვრთნელი, პაულო ფონესკა იმედოვნებს, რომ გუნდის ლიდერი, დარიო სრნა "ბარსელონას" არ შეუერთდება.
"ბარსელონას" ინტერესის შესახებ მსმენია, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ. ეს ჩემ კომპეტენციაში არ შედის. ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სრნა გუნდისთვის და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ის "შახტარს" არ დატოვებს." - განაცხადა ფონესკამ.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სრნამ "ბარსელონასთან" კონტრაქტის დეტალების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
ავატარი
Gaucho
#777
"ბარსელონას" პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბართომეუს ეჭვი არ ეპარება იმაში, თუ ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი კატალონიის კლუბში ისტორიაში. ესპანური გრანდის ხელმძღვანელმა არგენტინელი ლეგენდა, ლიონელ მესი დაასახელა.
"მესი "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს. ჩვენ გუნდში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები ირიცხებოდნენ, როგორებიც არიან: კუბალა, რომარიო, კრუიფი, მარადონა, რონალდო და რონალდინიო. მიუხედავად ამისა, მესის ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება. ის დიდებული და უნივერსალური გუნდის ფორმირებაში გვეხმარება. თუმცა, არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც "ბარსელონაზე" მაღლა დგას." - განაცხადა ბართომეუმ.
ავატარი
Gaucho
#778
"ბარსელონას" თავდამსხმელის, ლიონელ მესის მამა, ხორხე მესი კატალონიის დედაქალაქში ჩავიდა, რათა კატალონიურ კლუბთან მოალაპარაკებები აწარმოოს.
როგორც Onda Cero იტყობინება, მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხს არგენტინელ ფეხბურთელთან განიხილავენ.
შეგახსნებთ, რომ მესის ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა 2018 წლის 30 ივნისს ეწურება.
ავატარი
Gaucho
#779
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჩავი ერნანდესმა აღნიშნა, რომ არადამაკმაყოფილებელი შედეგებისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. მისი აზრით, კატალონიელებს "რეალთან" 6-ქულიანი სხვაობის შემცირება და ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლიათ. ლეგენდარულმა ესპანელმა "ბლაუგრანას" ახალწვეულთა თამაშიც შეაფასა, რომლებიც გუნდს გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდნენ.
"ჩემ დროს "ბარსელონას" უფრო სერიოზული პრობლემებიც ჰქონია, მაგრამ ამას ტიტულების მოგებაში ხელი არ შეუშლია. ამ თემაზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან მხოლოდ 14 ტურია ჩატარებული. "რეალი" ძლიერია, მაგრამ "ბლაუგრანას" ყველაფრის გამოსწორების დრო აქვს. რთულია იმის თქმა, თუ რატომ დაკარგა გუნდმა ამდენი ქულა სახლში. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ რომ, გუნდი სიტუაციას გამოასწორებს.
"ბარსელონას" სტილი არ შეუცვლია. გუნდი კვლავ თავის ფილოსოფიას მისდევს. ახალ ფეხბურთელებს ამ სისტემის გაგება ჭირდებათ, რომლის სწავლაც მარტივი არაა - ეს გარკვეულ ძალისხმევას, დროსა და მოთმინებას მოითხოვს.
გუნდში ძლიერი მოთამაშეები მოვიდნენ - იგივე გომეში ან ალკასერი. მათ სისტემის გაგებისთვის დრო ჭირდებათ. თავდაპირველად ბევრი რამ არც რაკიტიჩს გამოსდიოდა." -
განაცხადა ჩავიმ.
ავატარი
Gaucho
#780
"ბარსელონა" 18 წლის ცენტრალური მცველის, დაიო უპამეკანოს შეძენის ვარიანტს განიხილავს, რომელიც ავსტრიული "ზალცბურგის" ღირსებას იცავს.
დაიომ ყურადღება 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მიიპყრო, მაგრამ დიდმა კლუბებმა ინტერესი არ გამოიჩინეს და ფეხბურთელის კონტრაქტი "ვალანსიენისგან" არ გამოისყიდეს.
ამით "ზალცბურგმა" ისარგებლა და ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 2.2 მილიონი ევრო გადაიხადა. ამჟამად დაიო ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ცენტრალურ მცველად ითვლება.
უპამეკანო ავსტრიული ბუნდესლიგის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია, რის გამოც მისი სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა.
ავატარი
Gaucho
#781
კატალონიის "ბარსელონა" "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელ მცველს, მარკინიოსს კვლავ აკვირდება, იტყობინება Barcastuff.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" მარკინიოსის შეძენაზე ჯერ კიდევ არ უთქვამთ უარი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით ფეხბურთელი ფრანგულ გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
"ბარსელონა" მარკინიოსში ჟერემი მატიეს შემცვლელს ხედავს, რომელიც ბოლო დროს ხშირად იღებს ტრავმას.

მსგავსი თემები

1პასუხი3ნახვა
ავატარიNukri8 დეკ 2014, 23:48