Dallas Mavericks

18 7
ავატარი
Gaucho ავტორი
#17
დალასმა პირველი 2 თამაში საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად მოიგო. თუმცა, პორტლენდის „როუზ გარდენში“ სტუმრობისთანავე მავერიქსის პრობლემებიც დაიწყო. მესამე თამაშში მავერიქსი დამარცხდა, მეოთხე თამაშში კი დალასელებმა ბოლო მეოთხედში 23 ქულიანი უპირატესობა გაანიავეს და უფლება მისცეს პორტლენდელებს გაეთანაბრებინათ სერიაში ანგარიში. ვრცელდებოდა ხმები, რომ დალასელებმა კიდევ ერთი ბრწყინვალე რეგულარული სეზონი ჩაატარეს ტყუილად. მავერიკსმა ამ ვარაუდებს უპასუხა და მომდევნო 2 თამაშში გამარჯვება მოიპოვა, რის შედეგადაც 4-2 დაამარცხა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი. დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში დალასი დაუპირისპირდა წინა 2 სეზონის ჩემპიონ ლოს ანჯელეს ლეიკერსს. ამ სერიაში პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს კობი ბრაიანტი და დირკ ნოვიცკი, ამ ორი ბრწყინვალე კალათბურთელის დაპირისპირება მოიაზრებოდა, როგორც ყველაზე კონკურენტუნარიანი ბრძოლა, თუმცა საბოლოოდ ეს ასე არ მოხდა. დალასელებმა შოკში ჩააგდეს მთელი NBA, როდესაც მოიგეს პირველი 2 თამაში ლოს ანჯელესში და დაწინაურდნენ სერიაში ანგარიშით 0-2. შემდეგ, საკუთარ მოედანზე დაბრუნებულმა მავერიკსმა, მესამე თამაშში გამარჯვება მოიპოვა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 98-92, დირკ ნოვიცკი ლიდერობდა გუნდს თავისი 32 ქულით. მეოთხე თამაშში კი დალასელებმა საბოლოოდ დასვეს ძახილის ნიშანი, მათ დაამარცხეს ლოს ანჯელეს ლეიკერსი ანგარიშით 122-86. იმ თამაშში ჯეისონ ტერიმ დაამყარა პლეი ოფის რეკორდი- 10-დან 9 ჩაგდებული სამქულიანი. დასავლეთ კონფერენციის ფინალში მავერიქსი დაუპირისპირდა ახლად გამოჩენილ ძალას -
ოკლაჰომა სითი თანდერს . პირველ თამაშში დირკ ნოვიცკი კვლავ ბრწყინვალე იყო, თავისი 45 ქულით, მავერიკსმა მოიგო პირველი თამაში ანგარიშით 121-112. მეორე თამაშში ოკლაჰომამ საპასუხო გამარჯვება მოიპოვა, 106-100. ამის შემდეგ, დალასელებმა მოიგეს მომდევნო 3 თამაში, მათ შორის მეოთხე მატჩი, სადაც 15 ქულიანი ჩამორჩენიდან ქამბექი განახორციელეს. საბოლოოდ, დალას მავერიკსმა 5 მატჩში დაამარცხა ოკლაჰომა სითი თანდერი და მეორედ ისტორიაში გავიდა სუპერფინალში, სადაც დაუპირისპირდა მაიამი ჰიტს , გუნდს, რომელმაც 2006 წლის სუპერფინალში ტიტული წაართვა დალასელებს.
ავატარი
Gaucho ავტორი
#18
2010-11 წლების სუპერფინალში დალას მავერიქსი მოიაზრებოდა აუთსაიდერად, მაიამის „დიდი სამეულის“ სიძლიერიდან გამომდინარე. ლებრონ ჯეიმზი , დუეინ უეიდი და კრის ბოში მთელი სეზონის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. პირველი თამაშის წაგების შემდეგ მაიამიში, ანგარიშით 92-84, დალასელებს სჭირდებოდათ უფრო მეტი შემტევი ძალა, ვიდრე მხოლოდ დირკ ნოვიცკი. მეორე თამაშის ბოლო მეოთხედში მავერიქსი მარცხდებოდა 88-73. დალასელებს აუცილებლად ესაჭიროებოდათ 0-2 მარცხის არიდება სერიაში. ბევრისთვის გასაკვირად, ბოლო წუთებში მავერიკსმა განახორციელა 22-5 გაქცევა და გააოცა მაიამელები თავიანთი გამარჯვებით მეორე თამაშში. სერიაში ანგარიში გათანაბრდა: 1-1. ამის შემდეგ, სერიამ ტეხასში გადაინაცვლა. მავერიქსი დამარცხდა მესამე თამაშში ანგარიშით 88-85. დირკ ნოვიცკიმ პოტენციური ანგარიშის განმათანაბრებელი სროლა გააფუჭა. დალასმა კვლავ გამოაჩინა საკუთარი ძალა და იმარჯვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მეოთხე მატჩში, დირკ ნოვიცკი კვლავ წამყვანი ფიგურა იყო ამ გამარჯვებაში, მან რამდენიმე უმნიშვნელობანესი ბურთი ჩააგდო და კვლავ გათანაბრდა ანგარიში სერიაში: 2-2. მეხუთე თამაში უფრო შეტევით ხასიათს ატარებდა, ორივე გუნდმა, პირველად სერიაში, გადააჭარბა 100 ქულიან ზღვარს. ჯეისონ ტერი და ჯეისონ კიდი გამოირჩეოდნენ თავიანთი შორეული სროლებით და მავერიკსმა დაამარცხა მაიამი ჰიტი ანგარიშით 112-103. დალასელებს 1 მოგება აშორებდათ თავიანთ პირველ ტიტულთან. 3 დღის შემდეგ, დალას მავერიკსმა გაიფორმა პირველი ტიტული არსებობის მანძილზე. მათ მეექვსე თამაშში დაამარცხეს მაიამელები ანგარიშით 105-95. სრულად საპირისპიროდ იმისა, რაც მოხდა 2006 წლის სუპერფინალში. ნოვიცკიმ თავისი 21 ქულიდან 18 დააგროვა მეორე ტაიმში, ჯეისონ ტერიმ კი სკამიდან 27 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს. ნოვიცკი ისე ემოციური იყო ამ გამარჯვების შემდეგ, რომ გასახდელიდან ვერ გამოიყვანეს, სანამ დაჯილდოების ცერემონიალი არ დაიწყო. დირკ ნოვიცკი გახდა სუპერ ფინალის MVP , თავისი საშუალო 26 ქულით სერიის მანძილზე. ამით წერტილი დაესვა დალასელთა ამაო შრომას. პირველად არსებობის მანძილზე, დალას მავერიკსმა მოიპოვა NBA-ს ჩემპიონის ტიტული.
ავატარი
Gaucho ავტორი
#19
NBA ყველა ვარსკვლავის მოთამაშეები

მარკ აგუირე – 1984, 1987, 1988
როლანდო ბლექმენი – 1985, 1986, 1987, 1990
ჯეიმზ დონალდსონი – 1988
ჯეისონ კიდი – 1996, 2010
კრის გათლინგი – 1997
მაიკლ ფინლი – 2000, 2001
დონ ნელსონი – 2002 (Coach)
დირკ ნოვიცკი – 2002, 2003, 2004, 2005, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012
სტივ ნეში – 2002, 2003
ავერი ჯონსონი – 2006 (მწვრთნელი)
ჯოშ ჰოვარდი – 2007