დალასმა პირველი 2 თამაში საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად მოიგო. თუმცა, პორტლენდის „როუზ გარდენში“ სტუმრობისთანავე მავერიქსის პრობლემებიც დაიწყო. მესამე თამაშში მავერიქსი დამარცხდა, მეოთხე თამაშში კი დალასელებმა ბოლო მეოთხედში 23 ქულიანი უპირატესობა გაანიავეს და უფლება მისცეს პორტლენდელებს გაეთანაბრებინათ სერიაში ანგარიში. ვრცელდებოდა ხმები, რომ დალასელებმა კიდევ ერთი ბრწყინვალე რეგულარული სეზონი ჩაატარეს ტყუილად. მავერიკსმა ამ ვარაუდებს უპასუხა და მომდევნო 2 თამაშში გამარჯვება მოიპოვა, რის შედეგადაც 4-2 დაამარცხა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი. დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში დალასი დაუპირისპირდა წინა 2 სეზონის ჩემპიონ ლოს ანჯელეს ლეიკერსს. ამ სერიაში პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს კობი ბრაიანტი და დირკ ნოვიცკი, ამ ორი ბრწყინვალე კალათბურთელის დაპირისპირება მოიაზრებოდა, როგორც ყველაზე კონკურენტუნარიანი ბრძოლა, თუმცა საბოლოოდ ეს ასე არ მოხდა. დალასელებმა შოკში ჩააგდეს მთელი NBA, როდესაც მოიგეს პირველი 2 თამაში ლოს ანჯელესში და დაწინაურდნენ სერიაში ანგარიშით 0-2. შემდეგ, საკუთარ მოედანზე დაბრუნებულმა მავერიკსმა, მესამე თამაშში გამარჯვება მოიპოვა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 98-92, დირკ ნოვიცკი ლიდერობდა გუნდს თავისი 32 ქულით. მეოთხე თამაშში კი დალასელებმა საბოლოოდ დასვეს ძახილის ნიშანი, მათ დაამარცხეს ლოს ანჯელეს ლეიკერსი ანგარიშით 122-86. იმ თამაშში ჯეისონ ტერიმ დაამყარა პლეი ოფის რეკორდი- 10-დან 9 ჩაგდებული სამქულიანი. დასავლეთ კონფერენციის ფინალში მავერიქსი დაუპირისპირდა ახლად გამოჩენილ ძალას -
ოკლაჰომა სითი თანდერს . პირველ თამაშში დირკ ნოვიცკი კვლავ ბრწყინვალე იყო, თავისი 45 ქულით, მავერიკსმა მოიგო პირველი თამაში ანგარიშით 121-112. მეორე თამაშში ოკლაჰომამ საპასუხო გამარჯვება მოიპოვა, 106-100. ამის შემდეგ, დალასელებმა მოიგეს მომდევნო 3 თამაში, მათ შორის მეოთხე მატჩი, სადაც 15 ქულიანი ჩამორჩენიდან ქამბექი განახორციელეს. საბოლოოდ, დალას მავერიკსმა 5 მატჩში დაამარცხა ოკლაჰომა სითი თანდერი და მეორედ ისტორიაში გავიდა სუპერფინალში, სადაც დაუპირისპირდა მაიამი ჰიტს , გუნდს, რომელმაც 2006 წლის სუპერფინალში ტიტული წაართვა დალასელებს.