Orlando Magic

22 3
ავატარი
Gaucho ავტორი
#17
2010-დღემდე: ახალი არენა, ახალი შეხედულებები

მას შემდეგ რაც გუნდი ემვეი ცენტრში გადავიდა, მეჯიკმა ასევე შეცვალა გუნდის ლოგო. ყოფილი ხაზებიანი ბურთის ლოგო, შეიცვალა ახლებური უნიფრომის ლოგოთი. მეჯიკმა ასევე უმასპინძლა 2012 წლის NBA All Star თამაშს.

2010 წლის ზაფხულში, მეჯიკმა ნიუ-იორკ ნიქსის ყოფილი მოთამაშე - კრის დაჰონი და მაიამი ჰიტის ყოფილი მოთამაშე კუენტინ რიჩარდსონი გადმოიყვანა.

მეჯიკმა სეზონი საბოლოოდ 52 გამარჯვებით დაასრულა, რაც საკმარისი იყო დივიზიონში მე-2 ადგილისთვის, თუმცა პლეი-ოფში გასულებს, ატლანტა ჰოუქსი შეხვდა, სადაც 6 თამაშში დამარცხდა მეჯიკი. სტენ ვან განდის მწვრთნელობის დროს, გუნდი პირველად იქნა დროზე ადრე გამოვარდნილი პლეი-ოფიდან.

შემოკლებულ 2011-2012 წლების სეზონში (NBA ლოკაუტის გამო) მეჯიკმა სეზონის უქმეები ცუდად გაატარა, რადგან გუნდის ვარსკვლავი და ლიდერი - დუაიტ ჰოვარდი გუნდიდან გაშვებას ითხოვდა, თუმცა არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა. სეზონი გუნდმა ოკლაჰომა-სიტი თანდერის წინააღმდეგ გახსნა, სადაც 89-97 დამარცხდა შობის დღეს. მეჯიკმა 37-29 შედეგით აღმოსავლეთში მე-6 ადგილი დაიკავა, პლეი-ოფში გასულებს კი მე-3 ადგილით გასული ინდიანა პეისერსი შეხვდა. მეჯიკმა შეძლო პირველ თამაშში გამარჯვება, თუმცა ეს აღმოჩნდა პირველი და უკანასკნელი გამარჯვება გუნდისთვის ამ წლის პლეი-ოფში და სერია შემდეგ 1-4 წააგო. 21 მაისს გუნდის მიერ განცხადდა, რომ გენერალური მენეჯერი - ოტის სმიტი და მთავარი მწვრთნელი - სტენ ვან განდი გუნდის ნაწილი აღარი იქნებოდნენ. სტენ ვან განდის მწვრთნელობისას, გუნდმა რეგულარულ სეზონში 259-135 შედეგი აჩვენა, ასევე პლეი-ოფში წარამტებულად გამოვიდა და შეძლო ერთხელ კონფერენციის ფინალში, ხოლო მეორე წელს კი NBA ფინალში გაყვანა გუნდის.

2012 წლის 20 ივნისს, აღმასრულებელი დირექტორ - ალექს მარტინესის განცხადებით, ოკლაჰომა-სიტი თანდერის ყოფილი გენერალური მენეჯერის თანაშემწე - რობ ჰენიგანი დაინიშნა მეჯიკის ახალ გენერალურ მენეჯერად. ამჟამად ლიგაში ის არის ყველაზე ახალგაზრდა გენერალური მენეჯერი (30 წლის).
ავატარი
Gaucho ავტორი
#18
არენა



ემვეი ცენტრი არის ორლანდო მეჯიკის საშინაო არენა 2010 წლიდან
ემვეი არენა (ინგლ. Amway Arena) გახსნილი იქნა 1989 წელს და იყო საშინაო არენა ორლანდო მეჯიკის 2009-2010 წლების სეზონამდე. არენა ასევე ცნობილი იყო როგორც ორლანდო არენა ან ო-არენა მის პირველ 10 წლის მანძილზე.

გუნდის ახლანდელი საშინაო არენა კი ემვეი ცენტრი (ინგლ. Amway Center) არის, რომელიც ოფიციალურად 2010 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა ნიუ-ორლეან ჰორნეტსის წინააღმდეგ. ხოლო რეგულარულ სეზონის პირველი მატჩი აქ 2010-11 წლების რეგულარული სეზონის 28 ოქტომბერს ჩატარდა ვაშინგტონ უიზარდსის წინააღმდეგ. მეჯიკმა შეძლო ორივე მატჩის მოგება. ემვეი ცენტრში ყველაზე დიდი მონიტორია დამონტაჟებული მთელი NBA მასშტაბით. არენაში ასევე ასპარეზობენ AFL გუნდი - ორლანდო პრედატორსი და მეორე ჰოკეის ლიგის გუნდი - ორლანდო სოლარ ბეარსი.

2010 წლის 4 მაისს, NBA რწმუნებულმა - დევიდ სტერნმა განაცხადა, რომ 2012 წლის NBA All Star ზუსტადაც, რომ ახალ ემვეი ცენტრში ჩატარდებოდა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#19
დიდების დარბაზის წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩაკ დელი (მწვრთნელი) 1997-1999
დომინიკ უილკინსი 1999
პატრიკ იუვინგი 2001-2002 (მწვრთნელის ასისტენტი)

გაუქმებული ნომრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
6 – "მეექვსე კაცი – გულშემატკივრები" (ეს იქნა გაუქმებული 2001-2002 წლებში პატრიკ იუვინგის გამო.)
ავატარი
Gaucho ავტორი
#20
გუნდის ჯილდოები და მიღწევები
გუნდის ლიდერები
კარიერის ლიდერები

კატეგორია

მოთამაშე

სტატისტიკა

ჩატარებული მატჩი ნიკ ანდერსონი 692
ზედიზედ ჩატარებული მატჩი დუაიტ ჰოვარდი 351
ჩატარებული წუთები დუაიტ ჰოვარდი 22 471
თამაშიდან ჩაგდებული ნიკ ანდერსონი 4 075
თამაშიდან ჩაგდების მცდელობა ნიკ ანდერსონი 8 976
3-ქულიანის ჩაგდება დენის სკოტი 981
3-ქულიანის ჩაგდების მცდელობა ნიკ ანდერსონი 2 480
საჯარიმოდან ჩაგდებული დუაიტ ჰოვარდი 3 366
საჯარიმოდან ჩაგდების მცდელობა დუაიტ ჰოვარდი 5 727
მოხსნა დუაიტ ჰოვარდი 8 072
ასისტენტი სკოტ სკილსი 2 776
მოპარვა ნიკ ანდერსონი 1 004
ბლოკი დუაიტ ჰოვარდი 1 344
პერსონალური ჯარიმა დუაიტ ჰოვარდი 2 002
ქულა დუაიტ ჰოვარდი 11 435
ავატარი
Gaucho ავტორი
#21
კარიერის თითო მატჩის საშუალო მაჩვენებელი

კატეგორია

მოთამაშე

სტატისტიკა

ქულა ტრეისი მაკგრედი 28.1
მოხსნა დუაიტ ჰოვარდი 13.0
ასისტენტი სკოტ სკილსი 7.2
მოპარვა პენი ჰარდევეი 1.9
ბლოკი შაკილ ონილი 2.8
ავატარი
Gaucho ავტორი
#22
ინდივიდუალური რეკორდები
ყველაზე მეტი ქულა ერთ მატჩში: 62 (ტრეისი მაკგრედი 2004 წლის 10 მარტს ვაშინგტონ უიზარდსის წინააღმდეგ)
ყველაზე მეტი ქულა ნახევარი ტაიმის დასრულებას შემდეგ: 37 პირველ ტაიმში (ტრეისი მაკგრედი 2003 წლის 9 მარტს დენვერ ნაგეტსის წინააღმდეგ)
ყველაზე მეტი ქულა ერთ პერიოდში: 25 ქულა მეორე პერიოდში (ტრეისი მაკგრედი 2003 წლის 9 მარტს დენვერ ნაგეტსის წინააღმდეგ)
ყველაზე მეტი საჯარიმოდან ჩაგდებული: 21 (დუაიტ ჰოვარდი 2012 წლის 12 იანვარს გოლდენ-სტეიტ უორიორსის წინააღმდეგ)
ყველაზე მეტი საჯარიმოდან ჩაგდების მცდელობა: 39 (დუაიტ ჰოვარდი 2012 წლის 12 იანვარს გოლდენ-სტეიტ უორიორსის წინააღმდეგ) ***NBA რეკორდი
ყველაზე მეტი ქულა პლეი-ოფის მატჩში: 46 (დუაიტ ჰოვარდი 2011 წლის აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ რაუნდის პირველ თამაშში ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ და ტრეისი მაკგრედი 2003 წლის აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ რაუნდის მეორე თამაშში დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ)
ყველაზე მეტი ასისტენტი ერთ მატჩში: 30 (სკოტ სკილსი 1990 წლის 30 დეკემბერს დენვერ ნაგეტსის წინააღმდეგ) ***NBA რეკორდი
ავატარი
Gaucho ავტორი
#23
პირადი ჯილდოები

NBA წლის მცველი
დუაიტ ჰოვარდი – 2009, 2010, 2011

NBA წლის ახალბედა
შაკილ ონილი – 1993
მაიკ მილერი – 2001

NBA წლის მეექვსე კაცი
დარელ არმსტრონგი – 1999

NBA ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე
სკოტ სკილსი – 1991
დარელ არმსტრონგი – 1999
ტრეისი მაკგრედი – 2001
ჰედო თურქოღლუ – 2008
რაიან ანდერსონი – 2012

NBA წლის მწვრთნელი
დოკ რივერსი – 2000

NBA წლის აღმასრულებელი
ჯონ გაბრიელი – 2000

ყველა-NBA პირველი გუნდი
ენფერნი ჰარდევეი – 1995, 1996
ტრეისი მაკგრედი – 2002, 2003
დუაიტ ჰოვარდი – 2008, 2009, 2010, 2011, 2012

ყველა-NBA მეორე გუნდი
შაკილ ონილი – 1995
ტრეისი მაკგრედი – 2001, 2004

ყველა-NBA მესამე გუნდი
შაკილ ონილი – 1994, 1996
ენფერნი ჰარდევეი – 1997
დუაიტ ჰოვარდი – 2007

NBA ყველა-დაცვითი პირველი გუნდი
დუაიტ ჰოვარდი – 2009, 2010, 2011, 2012

NBA ყველა-დაცვითი მეორე გუნდი
ჰორას გრანტი – 1995, 1996
დუაიტ ჰოვარდი – 2008

NBA All-Star მონაწილეები
შაკილ ონილი – 1993, 1994, 1995, 1996
ენფერნი ჰარდევეი – 1995, 1996, 1997, 1998
ტრეისი მაკგრედი – 2001, 2002, 2003, 2004
გრანტ ჰილი – 2001, 2005
რაშარდ ლუისი – 2009
იამირ ნელსონი – 2009
დუაიტ ჰოვარდი – 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012

NBA ახალბედა პირველი გუნდი
დენის სკოტი – 1991
შაკილ ონილი – 1993
ენფერნი ჰარდევეი – 1994
მეთ ჰერპრინგი – 1999
მაიკ მილერი – 2001
დრუ გუდენი – 2003
დუაიტ ჰოვარდი – 2005

NBA ახალბედა მეორე გუნდი
სტენლი რობერტსი – 1992
მაიკლ დოლიჩი – 1999
ჩაკი ატკინსი – 2000
იამირ ნელსონი – 2005

მსგავსი თემები