FC Barcelona

803 24
ავატარი
Gaucho
#782
"ჩემპიონთა ლიგის" მე-6 ტურის სიმბოლურ გუნდში კატალონიის "ბარსელონას" თურქი ნახევარმცველი არდა თურანი მოხვდა.
არდამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა "გლადბახის" წინააღდეგ, მან სამჯერ აიღო მეტოქის კარი და მის განადგურებაში დიდი წვლილი შეიტანა.
სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:არკადიუშ მალიჟი("ლეგია"😉, კაილ უოლკერი("ტოტენჰემი"😉, ტიაგო სილვა("პსჟ"😉, მიხა მევლია("როსტოვი"😉, ალექს ტელესი("პორტო"😉, ანდრეი იარმოლენკო, სერგეი სიდორჩუკი, ვიტალი ბუიალსკი(სამივე "დინამო" კიევი), არდა თურანი("ბარსელონა"😉, ჰარი კეინი("ტოტენჰემი"😉 და ანდრე სივლა("პორტო).
ავატარი
Gaucho
#783
მერსესაიდული "ლივერპულის" ბრაზილიელმა ვირტუოზმა, ფილიპე კოუტინიომ განაცხადა, რომ ნეიმარი მსოფლის საუკეთესო ფეხბურთელია.
"უყურებ ნეიმარის თამაშს და ხვდები, რომ საქმე ძალიან დიდი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელთან გაქვს. ის როგორც ბრაზილიის ნაკრებში, ისე "ბარსელონაში" საოცრად გამოიყურება.
ჩემი აზრით, ის დღეს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. სიმართლე გითხრათ, მინდა, ნეიმარის მსგავსად თამაში შემეძლოს" - ამბობს კოუტინიო.
შეგახსენებთ, რომ კოუტინიოს აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 3 ფეხბურთელი, მესი, ნეიმარი და სუარესი არიან.
ავატარი
Gaucho
#784
კატალონიის "ბარსელონამ", მიუნხენგლადბახის "ბორუსიის" (4:0) დამარცხების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა.
"ლურჯ-ბროწეულისფერები" ახლა პრიმერა დივიზიონში გასამართი შეხვედრისთვის ემზადებიან. "ბარსა" შაბათს "ოსასუნას" ესტუმრება და ლა ლიგაში 3 მატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულებას შეეცდება. როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" 34 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევარ "ბარსას" კი 6 ქულით უსწრებს.
ლუის ენრიკემ დღევანდელ ვარჯიშზე "ბარსა ბ"-ს 9 ფეხბურთელი გამოიძიხა. ძირითად გუნდთან ერთად კაპტუმმა, მუხიკამ, კარბონელმა, ბორხა ლოპესმა, ალენიამ, კარდონამ, ნილმა, ალფარომ და სარსანედასმა ივარჯიშეს.
"ბარსელონა" ხვალ დაისვენებს, წინასამატჩო ვარჯიშს კი პარასკევს გამართავს.
ავატარი
Gaucho
#785
იტალიელი სიმონე ძაძას შესაძლო ტრანსფერი "ვალენსიაში" პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, ანდრე გომეშის გამო ჩაიშალა, რომელმაც "იუვენტუსში" გადასვლა არ მოისურვა.
ანდრე გომეში "ბარსელონას" შეუერთდა, სიმონე ძაძა კი "ვესტ ჰემ იუნაიტედში" გადავიდა.
"ანდრე გომეშს "ბარსელონაში" თამაში სურდა, რამაც "იუვენტუსთან" ლემინას, ერნანდესისა და ძაძას ტრანსფერების თაობაზე გამართულ მოლაპარაკებებს საბოლოო წერტილი დაუსვა." - განაცხადა "ღამურების" სპორტულმა დირექტორმა, ხესუს გარსია პიტარჩმა.
ავატარი
Gaucho
#786
4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ბეტისსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის გამართულ მატჩში, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ დუბლი გაიფორმა და კალენდარულ წელში რიგით 86-ე გოლი გაიტანა.
"ბეტისთან" გატანილი გოლების წყალობით არგენტინელმა ლეგენდამ გერდ მიულერის 40-წლიანი რეკორდი დაამხო. გერმანელმა ფორვარდმა 1972 წელს 85-ჯერ აიღო მეტოქის კარი.
ლიონელ მესიმ 2012 წელი 91 გოლით დაასრულა.
ავატარი
Gaucho
#787
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორვარდს, ნეიმარ და სილვას ჰკითხეს, დატოვებდა თუ არა ის კატალონიურ გრანდს "ოქროს ბურთის" მოპოვების მიზნით.
პასუხის სახით, "ბარსელონას" თავდამსხმელმა განაცხადა, რომ ამ ჯილდოს მოგება მისი თვითმიზანი არ არის.
"ბარსელონაში" ძალიან ბედნიერი ვარ. მაკმაყოფილებს ჩემი ცხოვრება. რა თქმა უნდა, საკუთარი თავის წინაშე "ოქროს ბურთის" მოგების მიზანს ვაყენებ, მაგრამ ამ პრიზისთვის სიკვდილს არ ვაპირებ.
მსურს ბედნიერი ადამიანი ვიყო. თუ "ოქროს ბურთს" ვერ მოვიპოვებ, ცუდი არაფერი მოხდება. ამ პრიზს გაწეული სამუშაოს წყალობით იგებენ.
სამწუხაროდ მხოლოდ ერთი "ოქროს ბურთი" არსებობს, მესი კი მსოფლიოში საუკეთესოა. მასთან ერთად ერთ გუნდში თამაში დიდი პატივია." - განაცხადა ნეიმარმა Gol-თან ინტერვიუში
ავატარი
Gaucho
#788
Sports Keeda-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური გრანდი სენსაციურ ტრანსფერს გეგმავს. "ბარსელონას" მიზანია ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდის, პაულო დიბალას შეძენა 60 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ.
მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" რამდენიმე პრობლემა აქვს, გუნდი ზეწოლას განიცდის. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სატრანსფერო პოლიტიკა ამის ერთ-ერთ მიზეზად ითვლება. ახალწვეული პაკო ალკასერი, მის სანაცვლოდ გადახდილ თანხას ვერ ამართლებს, სხვა თავდამსხმელი კი სათადარიგოთა სკამზე კატალონიელებს არ ჰყავთ.
"ბარსელონამ" შესაძლოა "ვალენსიას" ექსფორვარდი გაყიდოს და უზარმაზარი თანხით "იუვენტუსის" დათანხმება სცადოს.
ავატარი
Gaucho
#789
ბოლო წლებში, ევროპულ ფეხბურთში ესპანური გუნდების დომინირება შეიმჩნევა და გამონაკლისი, ჯერჯერჯობით, არც მიმდინარე სეზონია.
ესპანეთი, რომლის წარმომადგენლებმაც ბოლო 3 სეზონში ყველა, 9 ევროტურნირი მოიგეს, ერთადერთი ქვეყანააა, რომელმაც მიმდინარე ევროსეზონზე ყველა გუნდი შეინარჩუნა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი "ბარსელონამ", "რეალმა", "ატლეტიკომ" და "სევილიამ", ხოლო ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი "ბილბაომ", "სელტამ" და "ვილიარეალმა" დაძლიეს.
ევროტურნირებზე 5-5 გუნდით დარჩნენ გერმანია და ინგლისი, ხოლო იტალიასა და საფრანგეთს 4-4 წარმომადეგნელი ჰყავთ.
ავატარი
Gaucho
#790
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა პრესასთან "ლა ლიგაში" არსებული ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ "ბარსელონასთან" 6-ქულიანი უპირატესობა არაფერს ნიშნავს.
"ჩვენ "ბარსას" 6 ქულით ვუსწრებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლიგას მოვიგებთ. ეს არაფერს ნიშნავს", - - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა Adidas -ის საღამოზე.
"რეალი" პირველი ადგილზეა და ამით ბედნიერი ვარ, მაგრამ სეზონი გრძელია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს".
ავატარი
Gaucho
#791
"ბარსელონას" თავკაცს ლუის ენრიკეს, ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის "ლა მასიელ" ფეხბურთელებს პირველ გუნდში თამაშის შანსს ფაქტობრივად არ აძლევს. თუმცა, რეალურად, ბოლო 3 სეზონის განმავლობაში,"ბარსას" პირველ გუნდში 16 "ლა მასიელი" ფეხბურთელის დებიუტი შედგა.
იხილეთ ამ ფეხბურთელთა ჩამონათვალი და ცოტაოდენი ინფორმაცია მათ შესახებ:
1. მუნირ ელ ჰადადი. 24/08/2014(FCB 3-0 Elche)
მუნირის დებიუტი 2014-15 წლების სეზონის გახსნით მატჩში შედგა. "ბარსელონას" ფანებს მან თავი შესანიშნავი თამაშითა და ულამაზესი გატანილი გოლით დაამახსოვრა.
იმის გამო, რომ ესპანელს "ბარსაში" საკმარისი სათამაშო დრო არ ჰქონდა, ის "ვალენსიას" იჯარის წესით შეუერთდა.
2. სანდრო რამირესი. 31/08/2014(Villarreal 0-1 FC😎
მუნირის მსგავსად, სანდრომაც შესანიშნავი სადებიუტო მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა, რომელმაც "ბარსელონას" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. მიუხედავად ამისა, მომდევნო 1 წლის განმავლობაში, სანდრომ ვერცერთხელ შეძლო მეტოქე გუნდის დამწუხრება. ის საბოლოოდ ის "მალაგაში" გადაბარგდა.
3. სერხი სამპერი. 17/09/2014(FCB 1-0 APOEL)
სერხი სამპერის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, "აპოელთან" დაპირისპირებაში შედგა. საოცარია, მაგრამ სერხი შესანიშნავად დაეხმარა გუნდს თამაშის გაკონტროლებაში. "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ის "გრანადაში" იჯარის წესით გაუშვა.
4.ედგარ ლე. 16/12/2014(Huesca 0-4 FC😎
პორტუგალიელი ცენტრალური მცველი, ედგარ ლე 2015 წლის ზაფხულში "ვილიარეალს" შეუერთდა.
5.ხორდი მასიპი. 16/12/2014(FCB 8-1 Huesca)
მას შემდეგ, რაც კატალონიურმა კლუბმა იასპერ სილესენი შეიძინა, აშკარა გახდა, რომ ხორდი მასიპს "ბარსელონაში" დიდი კარიერა არ უწერია. მისი ინდივიდუალური განვითარებისთვის, უმაღლესი დონის მოთამაშეების გვერდით ვარჯიში სასარგებლოა, მაგრამ დროის უქონლობის გამო, დიდი ალბათობით, ის კლუბს უახოლეს მომავალში დატოვებს.
6. ალენ ჰალილოვიჩი 15/01/2015(Elche 0-4 FC😎
ჰალილოვიჩისთვის ბრძოლაში "ბარსელონამ" "რეალი" და "ატლეტიკო" დაამარცხა. შესანიშნავი თამაშით ჰალილოვიჩმა "ბარსას" გულშემატკივრებისგან "ახალი ინიესტას" წოდება მიიღო, თუმცა "ბარსელონამ" ის "ჰამბურგში" "ბაი-ბექის" წესით, 5 მილიონად გაუშვა.
7. ხერარდ გუმბაუ 15/01/2015(ELche 0-4 FC😎
იმ ფაქტმა, რომ ლუის ენრიკემ გუმბაუ პირველ გუნდში გამოიძახა, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საბოლოოდ მან ასტურიელის სიმპათიები ვერ დაიმსახურა.
8. ვილფრიდ კაპტუმი. 28/10/2015(VILLAnovense 0-0 FC😎
კაპტუმი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელია, რომელსაც "ბარსელონას" პირველ გუნდში ყოფნას უწინასწარმეტყველებენ.
9. აიტონ კანტალაპიედრა 28/10/2015(VIllanovense 0-0 FC😎
კანტალაპიედრა 2016 წლის იანვაში "ვილარეალს" შეუერთდა, თუმცა არასდროს განიხილებოდა ის ფაქტი, რომ ესპანელი
</span"ბარსელონაში" კარგად მოიკიდებდა ფეხს
10. ხუან კამარა 28/10/2015(Bayer Leverkrusen 1-1 FC😎
კამარამ კაპტუმს "ვალენსიასთან" გოლი გაატანინა, რითაც "ბარსელონამ" დაუმარცხებელი სერია გააგრძელა.(copa del rey)
11.მარლონ სანტოსი. 23/11/2016(Celtic 0-2 FC😎
"ბარსელონამ" მარლონი ამ სეზონში იჯარის წესით შეიძინა. მისი დებიუტი შედგა "სელტიკის" წინააღმდეგ და შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ვიმედოვნებთ, რომ ის საჭიროების შემთხვევაში, რეგულარულად მოახერხებს "ბარსას" შემადგენლობაში ყოფნას.
12. კარლეს ალენია 30/11/201(Hercules 1-1 FC😎
ალენიას "ბარსაში" დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მან "ჰერკულესის" წინააღმდეგ შესანიშნავი გოლი გაიტანა, რითაც კრიტიკოსების დიდი ყურადღება დაიმსახურა.
13.კარბონელი 30/11/2016(Hercules 1-1 FC😎
კარბონელმა ვერ მოახერხა "ბარსას" შესაბამისი კლასის მატჩის ჩატარება. ასე, რომ "ბარსას" ხელმძღვანელობა მასში პოტენციალს ვერ დაინახავს, ადვილად სავარაუდოა სხვა გუნდის მაისურში ვიხილოთ.
14. ლოპესი 30/11/2016(Hercules 1-1 FC😎
ლოპესი "ბარსას" სარეზერვო გუნდს იანვარში შეუერთდა. კარბონელის მსგავსად, მანაც შესაძლოა დატოვოს კატალონიური კლუბი.
15. მარკ კარდონა 30/11/2016(Hercules 1-1 FC😎
მარკ კარდონას დებიუტი კოპა დელ რეიზე, "ჰერკულესის" წინააღმდეგ შედგა. გერმანული "გლადბახის" წინააღმდეგ კი არდა თურანის ჰეთ-თრიქში დიდი წვლილი შეიტანა. სავარაუდოდ, ლუის ენერიკე მას "ბარსას" პირველ გუნდში კიდევ გამოიყენებს.
16. ნილი პერდომო 30/11/2016(Hercules 1-1 FC😎
ნილის დებიუტი "ჰერკულესის" წინააღმდეგ შედგა. მან დიდი ეფექტის მოხდენა ვერ მოახერხა, ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა ხშირად ვიხილოთ "ბარსას" პირველი გუნდის შემადგენლობაში
ავატარი
Gaucho
#792
ანდრეს ინიესტა ლა ლიგის ჩემპიონობის იმედს არ კარგავს...
„ვიცი, რომ ბერნაბეუზე გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონები გავხდებით. მადრიდში გამგზავრებაზე ფიქრი ჯერ ნამდვილად ადრეა, თუმცა იმ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ექნება."
„თქვენ ფიქრობთ, რომ „რეალი" ქულებს არ დაკარგავს? ეს გამორიცხულია, თუმცა მთავარი ის არის, რას მოვიმოქმედებთ ჩვენ და გამოვიყენებთ, თუ არა მოცემულ შანსს."
„ლა ლიგის დასრულებამდე 24 ტური დარჩა, ალბათ სისულელეა ჩამოწერაზე საუბარი."
ავატარი
Gaucho
#793
რიკარდო როდრიგესი შესაძლოა მომავალ სეზონში კატალონიელთა რიგებში ვიხილოთ. 24 წლის მცველით "ბარსა" ადრეც ინტერესბოდა, თუმცა შვეიცარიელმა უკანახაზელმა "მგლებში" დარჩენა არჩია.
უნდა აღინიშნოს, რომ როდრიგესის შესაძენად რამდენიმე ევროპული გრანდი იბრძვის. მათ შორის მადრიდის "რეალი", "პსჟ" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან.
ფეხბურთელს "ვოლფსბურგთან" კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 25 მილიონ ევროს შეადგენს.
ავატარი
Gaucho
#794
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა, დენის სუარესმა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრა მიუნხენგლადბახის "ბორუსიის" წინააღმდეგ ჩაატარა.
როგორც მოგეხსენებათ, დენისი კატალონიურ კლუბში მიმდინარე წელს გადმოვიდა. როგორც თვითონ ამბობს, მას გადაწყვეტილების მიღებაში, "ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, ჩავი ერნანდესი დაეხმარა.
"სწორედ ჩავი იყო ის ადამიანი, რომელმაც "ბარსაში" დაბრუნება მირჩია. მის თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი და რაღაც ახალის სწავლას ვცდილობდი. სიმართლე გითხრათ, არ არის შემთხვევითი, რომ "ბარსელონაში" 6 ნომრიანი მაისურით ვთამაშობ" - ამბობს დენისი.
საინტერესოა ისიც, რომ დენისს და ინიესტას ერთად თამაში, ფაქტობრივად არ უწევთ. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ დაფიქსირდა ისეთი შემთხვევა, როცა მოედანზე დენისი და ინისტა ერთდროულად იმყოფებოდნენ.
ავატარი
Gaucho
#795
პოპულარულმა ბრიტანულმა საფეხბურთო გამოცემა Goal.com-მა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური გუნდი გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ გამოცემის შერჩეულ თერთმეტეულში ესპანური გუნდების ფეხბურთელები დომინირებენ.
სიაში მოხვდა არგენტინელი ლეო მესი, რომელმაც 5 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.
მეკარე: იან ობლაკი (ატლეტიკო).
მცველები: ოგუსტინსონი, ზანკა (ორივე კოპენჰაგენი), რაფაელ ვარანი (რეალი), დანი ალვეში (იუვენტუსი).
ნახევარმცველები: ნ'ზონზი (სევილია), დანილო პერეირა (პორტო), მესუთ ოზილი (არსენალი).
თავდამსხმელები: კარიმ ბენზემა (რეალი), ალექსის სანჩესი (არსენალი), ლიონელ მესი (ბარსელონა).
ავატარი
Gaucho
#796
კატალონიის "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს გეგმებში, ისეთი ფეხბურთელის შეძენა შედის, რომელიც შემტევი ტრიოს სრულფასოვნად შეცვლას შეძლებს.
ამ ზაფხულს, "ბარსელონამ" პაკო ალკასერი და ანდრე გომეში დაიმატა, მაგრამ მათ გაცემული ავანსები ჯერ-ჯერობით ბოლომდე ვერ შეასრულეს. მართალია, რომ პორტუგალიელი ნახევარმცველი რიგ მომენტებში დამაჯერებლად თამაშობს, მაგრამ ანდრეს ინიესტას ტრავმამ ყველაფერს ფარდა ახადა. რაც შეეხება პაკოს, ის საშინდალ გამოიყურება და გუნდს საერთოდ ვერ ეხმარება. როგორც წყარო იტყობინება, "ბარსელონა" მზადაა დიბალაში 60 მილიონი, დი მარიას სანაცვლოდ კი 55 მილიონი ევრო გადაიხადოს.
"ბარსას" სპორტული დირექტორი, რობერტო ფერნანდესი, რამდენიმეჯერ დაესწრო "იუვენტუსის" მატჩს, სადაც პაულო დიბალას აკვირდებოდა.

მსგავსი თემები

1პასუხი1ნახვა
ავატარიNukri8 დეკ 2014, 23:48