FC Dinamo Tbilisi

6 5
ავატარი
Nukri
#1

Dinamo Tbilisi
ავატარი
Nukri ავტორი
#2
„დინამო“ — თბილისის საფეხბურთო კლუბი; ერთ-ერთი წარმატებული გუნდი საბჭოთა პერიოდში და საქართველოს რესპუბლიკაში. კლუბის უდიდესი მიღწევა იყო 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში მან აღმოსავლეთ გერმანული იენის „კარლ ცაისის“ წინააღმდეგ თამაშში დიუსელდორფში გაიმარჯვა ანგარიშით 2–1.

კლუბს თავის ისტორიაში გამარჯვებები აქვს მოპოვებული ცნობილ და ძლიერ კლუბებთან: 3–0 „ლივერპულთან“ 1979 წლის 3 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში. ასევე აღსანიშნავია ინგლისური „ვესტ ჰემისა“ და „კარდიფ სიტის“, ნიდერლანდის „ფეიენოორდის“, იტალიის „ნაპოლისა“ და „ინტერის“ დამარცხება.

გუნდი არის საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1964, 197😎 და ამდენჯერვე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976, 1979). „დინამო“ ხუთჯერ იყო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ცამეტჯერ ბრინჯაოს პრიზიორი.

„დინამო“ არის საქართველოს ჩემპიონატის 15-გზის გამარჯვებული და საქართველოს თასის 12-გზის მფლობელი. გუნდს ხუთჯერ აქვს მოპოვეპული საქართველოს სუპერთასი.

თავის დროზე დინამოში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბორის პაიჭაძე (ვის სახელსაც ამჟამად დინამოსა და ეროვნული ნაკრების ცენტრალური სტადიონი ატარებს), ავთანდილ ღოღობერიძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, მანუჩარ მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე და სხვები. მათგან რამაზ შენგელია ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად (1978, 1981), ხოლო თითო-თითოჯერ დავით ყიფიანი (1977) და ალექსანდრე ჩივაძე (1980).

1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი საბჭოთა კავშირისას გამოეყო და „დინამოც“ მას შემდეგ იქ გამოდის. ამ პერიოდისათვის „დინამოს“ სახელი გადაერქვა და „იბერია“ ეწოდა, თუმცა ამ სახელის არაპოპულარობის გამო ძველი სახელი დაუბრუნდა და დღემდე ამ სახელით გამოდის.
ავატარი
Nukri ავტორი
#3
დღეს ანდრო ჟორდანიას სახელობის
დიღმის საწვრთნელ ბაზაზე
დინამოელებმა ვიტ ჯორჯიასთან
საკონტროლო მატჩი გამართეს და 2😺
დამარცხდნენ. დინამოელთაგან
გოლები ჯიქიამ (საჯაიას პასით) და
ჯანელიძემ გაიტანეს, რომელმაც
საბანაძის წაქცევისთვის დანიშნული 11
მეტრიანი ზუსტად შეასრულა. ჩვენს
გუნდს საქართველოს ნაკრების
შეკრებაზე მყოფი 9 ფეხბურთელი
აკლდა: მიგინეიშვილი, გველესიანი,
პაპუნაშვილი, პარუნაშვილი, ძარია,
ჭანტურია, ჩირგაძე, პაპავა და ცინცაძე
ეროვნულ ნაკრებში ემზადებიან.
დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა
არ მიუღია გუნდის კაპიტანს- ჩისკო
მუნიოსს.
დინამო თბილისის შემადგენლობა
შემდეგი გახლდათ: დაუშვილი,
მჭედლიშვილი, კაკაბაძე, თოთაძე,
საჯაია, შერგელაშვილი, ჯანელიძე,
ლობჟანიძე, ჯიქია, საბანაძე, მესხი
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ:
კაპანაძე, სარიშვილი, ქიქავა, მანაგაძე,
ლილუაშვილი, ნემსაძე
ავატარი
Nukri ავტორი
#4
26 ნომებერს 15.00 საათზე, დინამო
არენაზე დავით ყიფიანის სახელობის
საქართველოს თასის მერვედფინალის
საპასუხო შეხვედრაში, დინამო თბილისი
- ქობულეთის შუქურას უმასპინძლებს.
შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების
ელექტრონული ვერსიის შეძენა
ინტერნეტის მეშვეობით
www.biletebi.ge - ზე შეგეძლებათ.
ბილეთის ფასი: - 2 ლარი
12 წლამდე ბავშვების დასწრება
უფასოა.
VIP BOX - ბილეთებისთვის მიმართეთ
დინამო არენას სალაროებს
შენიშვნა: გაყიდვაშია ყველა ბილეთი,
გარდა პირველი იარუსის- 4, 5, 6, 7, 8, 10
და 17 სექტორებისა.
ავატარი
Nukri ავტორი
#5
დღეს, “დინამო არენაზე” დავით
ყიფიანის თასის გათამაშების 1/8
ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც
“დინამომ” “შუქურას” უმასპინძლა და
მეტოქე 3:1 დაამარცხა.
გთავაზობთ “დინამო არენაზე”
გამართულ პრესკონფერენციას:
კახი გოგიჩაიშვილი (დინამო🙁 “საკმაოდ
რთული შეხვედრა გამოვიდა. ჩვენ
ვიცოდით, პირველი თამაშიდან
გამომდინარე, რომ “შუქურა” დაცვით
ფეხბურთს ითამაშებდა.
პირველ ნახევარში არც თუ ისე ბევრი
საგოლე მომენტები გვქონდა, მეორე
ტაიმში კი მოვუმატეთ და შევქმენით
მომენტები, თუმცა ბევრი ვერ
გამოვიყენეთ.
შეცდომის შედეგად გოლი გავუშვით,
თუმცა მალევე მოვახერხეთ აღმოფხვრა
და საპასუხოდ 3 გავუტანეთ მეტოქეს.
მიმაჩნია, რომ “დინამომ”
დამსახურებულად გაიმარჯვა. “შუქურას”
უმაღლეს ლიგაში წარმატებას ვუსურვებ,
ჩემს ბიჭებს კი ვულოცავ ამ
გამარჯვებას”, – დაასრულა
გოგიჩაიშვილმა.
ავატარი
Messi
#6
dinamo tbilisis kapitani da
lideri, espaneli shemtevi- franchesko muniosi profesiul safexburto karieras asrulebs.
igi chveni gundis
shemadgenlobashi bolo
shexvedras saqartvelos
supertasze xutshabats, 11
dekembers chaatarebs. chisko 2011 wlis zafxulidan
asparezobs dedaqalaquri
gundis shemadgenlobashi.
chatarebul 126 shexvedrashi
espanelma 77- jer moaxerxa
metoqeta karis ageba. orjer dasaxelda saqartvelos
chempionatis sauketeso
fexburtelad. orjer moipova
saqartvelos chempionatis
oqros medlebi da amdenivejer
gaxda davit yifianis saxelobis saqartvelos tasis mflobeli.
ავატარი
Nukri ავტორი
#7
dges, digmis sawrtvnel bazaze, tbilisis“ dinamom“ amxanaguri matchi gamarta tbilisis „lokomotivtan“. shexvedra maspindzelta sasargeblod, 3:1 dasrulda. dinamoelebma matchis dawyebistanave moipoves upiratesoba da chanturishvilis zusti gadacema gurulma golit daagvirgvina. taimis shuashi arabulma angarishi oramde gazarda, man meore taimshic shedzlo mesame burtis gatana da dubli gaiforma. sparingis miwuruls mamia gavashelishvilma metoqis karshi golis gatana moaxerxa da saboloo angarishi, 3:1 daafiqsira.
agsanishnavia, rom 7 tviani mkurnalobisa da reabilitaciis shemdeg, moedans“ dinamos“ centraluri mcveli, nikoloz chanturia daubrunda. man moirchina mdzime tramva da sparing matchshi bolo 20 wutic iaspareza.

მსგავსი თემები

Nukri ·· კლუბები
1პასუხი1ნახვა
ავატარიNukri3 ივნისი 2019, 02:05