Saqartvelos erovnuli sakalatburto nakrebi

10 4
ავატარი
Nukri
#1

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები — წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო საკალათბურთო შეჯიბრებებში. ამჟამად ნაკრები თამაშობს ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში. ნაკრებმა ორჯერ მოიპვა ევრობასკეტზე მონაწილეობის უფლება 2011 და 2013 წლებში.
ფიბა-ს რეიტინგი 53−ე
ფიბა-ს ზონა ფიბა ევროპა
ნაციონალური ფედერაცია სკფ
მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი
ოლიმპიური თამაშები
იასპარეზა უცნობია
მედლები არცერთი
მსოფლიო ჩემპიონატი
იასპარეზა უცნობია
მედლები არცერთი
{{{ზონის_ჩემპიონატი}}}
იასპარეზა უცნობია
მედლები არცერთi

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება]
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა დაფა: იხ. • განხ. • რედ.
მოთამაშეები მწვრთნელები
პოზ. # სახელი ასაკი - დ. თ. წ. კლუბი კლუბის ქვე.
C 4 მეტრეველი, ნიკა 23 - იანვარი 14, 1991 2.11 m (6 ft 11 in) ნაპოლი იტალიის დროშა
PG 5 ფხაკაძე, ოთარ 21 - მარტი 28, 1993 1.90 m (6 ft 3 in) Fighting Falcons აშშ-ის დროშა
C 7 ფაჩულია, ზაზა (კ) 30 - თებერვალი 10, 1984 2.11 m (6 ft 11 in) მილუოკი ბაქსი აშშ-ის დროშა
PG 8 ცინცაძე, გიორგი 28 - თებერვალი 7, 1986 1.92 m (6 ft 4 in) სკ სკოპიე მაკედონიის დროშა
C 9 შერმადინი, გიორგი (+) 25 - აპრილი 2, 1989 2.16 m (7 ft 1 in) სკ ოლიმპიაკოსი საბერძნეთის დროშა
SF 10 სანაძე, დუდა 22 - ივლისი 25, 1992 1.96 m (6 ft 5 in) San Diego Toreros აშშ-ის დროშა
SG 11 მარკოიშვილი, მანუჩარ (+) 27 - ნოემბერი 17, 1986 1.96 m (6 ft 5 in) ცსკა რუსეთის დროშა
SF 12 ფაცაცია, ლევან 30 - სექტემბერი 27, 1983 1.95 m (6 ft 5 in) შსს აკადემია საქართველოს დროშა
SF 13 სანიკიძე, ვიქტორ 28 - აპრილი 1, 1986 2.03 m (6 ft 8 in) უნიქსი რუსეთის დროშა
PF 15 ბურჯანაძე, ბექა 20 - იანვარი 3, 1994 2.03 m (6 ft 8 in) სკ სევილია ესპანეთის დროშა
C 22 შარაბიძე, გიორგი 24 - აპრილი 27, 1990 2.10 m (6 ft 11 in) არმია საქართველოს დროშა
SF 23 შენგელია, თორნიკე 22 - ოქტომბერი 5, 1991 2.05 m (6 ft 9 in) Laboral Kutxa ესპანეთის დროშა
SF 24 ბერიშვილი, მიხეილ 27 - აპრილი 12, 1987 2.03 m (6 ft 8 in) არმია საქართველოს დროშა
G/F 25 ლეჟავა, ბესიკ 28 - აპრილი 1, 1986 1.93 m (6 ft 4 in) დინამო თბილისი საქართველოს დროშა
PG 31 წივწივაძე, ბექა 25 - იანვარი 6, 1989 1.90 m (6 ft 3 in) არმია საქართველოს დროშა
SF 33 ჭოჭუა, მიხეილ 27 - აპრილი 10, 1987 1.93 m (6 ft 4 in) დინამო თბილისი საქართველოს დროშა
G - ჰიკმენი, რიკი (+) 28 - სექტემბერი 1, 1985 1.88 m (6 ft 2 in) ფენერბახჩე თურქეთის დროშა
მთავარი მწვრთნელი
სერბეთის დროშა იგორ კოკოშკოვი
მწვრთნელის თანაშემწე(ები)
საქართველოს დროშა დავით უსტიაშვილი
საქართველოს დროშა კოტე ტუღუში
კანადის დროშა ჯეისონ სტოუტი
ლეგენდა
(კ) გუნდის კაპიტანი
(+) ამჟამად ტრავმირებული

გუნდის სქემა[რედაქტირება]
პოზ. სასტარტო ხუთეული სკამი 1 სკამი 2
C ზაზა ფაჩულია გიორგი შერმადინი ნიკა მეტრეველი
PF თორნიკე შენგელია ბექა ბურჯანაძე -
SF ვიქტორ სანიკიძე ლევან ფაცაცია დუდა სანაძე
SG მანუჩარ მარკოიშვილი ბესიკ ლეჟავა -
PG გიორგი ცინცაძე რიკი ჰიკმენი ბექა წივწივაძე
ავატარი
Nukri ავტორი
#2
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ბ დივიზიონი 2008/09[რედაქტირება]
თარიღი ტურნირი ადგილი მატჩი შედეგი
06.09.2008 ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ბ დივიზიონი ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი საქართველოს დროშა საქართველო - ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი 98 - 65
10.09.2008 ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ბ დივიზიონი დუბლინი, ირლანდია საქართველოს დროშა საქართველო - ირლანდიის დროშა ირლანდია 94 - 77
13.09.2008 ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ბ დივიზიონი სპისკა ნოვა ვესი, სლოვაკეთი საქართველოს დროშა საქართველო - სლოვაკეთის დროშა ირლანდია 101 - 78
17.09.2008 ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ბ დივიზიონი უმეა, შვედეთი საქართველოს დროშა საქართველო - შვედეთის დროშა შვედეთი 59 - 61
15.08.2009 ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ბ დივიზიონი თბილისი, საქართველო საქართველოს დროშა საქართველო - ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი 115 - 73
19.08.2009 ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ბ დივიზიონი თბილისი, საქართველო საქართველოს დროშა საქართველო - ირლანდიის დროშა ირლანდია 98 - 73
22.08.2009 ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ბ დივიზიონი თბილისი, საქართველო საქართველოს დროშა საქართველო - სლოვაკეთის დროშა ირლანდია 91 - 50
26.08.2009 ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ბ დივიზიონი თბილისი, საქართველო საქართველოს დროშა საქართველო - შვედეთის დროშა შვედეთი 82 - 72
05.09.2009 პლეი-ოფი მოგილევი, ბელორუსი საქართველოს დროშა საქართველო - ბელარუსის დროშა ბელორუსი 89 - 75
09.09.2009 პლეი-ოფი თბილისი, საქართველო საქართველოს დროშა საქართველო - ბელარუსის დროშა ბელორუსი 86 - 84

ევრობასკეტის 2009 წლის საკვალიფიკიცაიო ეტაპის სატურნირო მდგომარეობა[რედაქტირება]
გუნდი ქულა მ წ ჩ გ სხვ
საქართველოს დროშა საქართველო .15 7 1 738 549 +189
შვედეთის დროშა შვედეთი .15 7 1 637 491 +136
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი .12 4 4 630 631 -1
ირლანდიის დროშა ირლანდია .10 2 6 616 663 -47
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი .8 0 8 512 789 -227
ავატარი
Nukri ავტორი
#3
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ა დივიზიონი 2010/2011[რედაქტირება]
თარიღი ტურნირი ადგილი მატჩი შედეგი
02.08.2010 ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ა დივიზიონი თბილისი, საქართველო საქართველოს დროშა საქართველო - პოლონეთის დროშა პოლონეთი 84 - 65
05.08.2010 ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ა დივიზიონი ანტვერპენი, ბელგია საქართველოს დროშა საქართველო - ბელგიის დროშა ბელგია 64 - 74
11.08.2010 ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ა დივიზიონი თბილისი, საქართველო საქართველოს დროშა საქართველო - პორტუგალიის დროშა პორტუგალია 73 - 57
14.08.2010 ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ა დივიზიონი სოფია, ბულგარეთი საქართველოს დროშა საქართველო - ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 83 - 79
17.08.20010 ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ა დივიზიონი ლოძი, პოლონეთი საქართველოს დროშა საქართველო - პოლონეთის დროშა პოლონეთი 58 - 67
20.08.2010 ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ა დივიზიონი თბილისი, საქართველო საქართველოს დროშა საქართველო - ბელგიის დროშა ბელგია 63 - 86
26.08.2010 ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ა დივიზიონი Fafe, პორტუგალია საქართველოს დროშა საქართველო - პორტუგალიის დროშა პორტუგალია 80 - 57
29.08.2010 ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ა დივიზიონი თბილისი, საქართველო საქართველოს დროშა საქართველო - ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 94 - 83

ევრობასკეტის 2010 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის სატურნირო მდგომარეობა[რედაქტირება]
გუნდი ქულა მ წ ჩ გ სხვ.
ბელგიის დროშა ბელგია 14 6 2 604 580 +24
საქართველოს დროშა საქართველო 13 5 3 599 568 +31
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 12 4 4 638 600 +38
პოლონეთის დროშა პოლონეთი 12 4 4 607 579 +28
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 9 1 7 518 639 −121
ავატარი
Nukri ავტორი
#4
2 აგვისტო 2010
19:00 ბმული საქართველო საქართველოს დროშა 84–65 პოლონეთის დროშა პოლონეთი თბილისის სპორტის სასახლე, თბილისი
მაყურებელი: 9,100
მსაჯები: Engin Kennerman, Anastasios Piloidis, Sergiy Chebyshev
ანგარიში მეოთხედების მიხედვით: 19–24, 26–16, 18–9, 21–16
ქულა: ფაჩულია 27
მოხსნა: სანიკიძე 12
გადაცემა: მარკოიშვილი 3 ქულა: Kelati 22
მოხსნა: Lampe 6
გადაცემა: Szubarga 6
5 აგვისტო 2010
20:00 ბმული ბელგია ბელგიის დროშა 74–64 საქართველოს დროშა საქართველო Lotto Arena, Antwerp
მაყურებელი: 3,500
მსაჯები: Eddie Viator, Ioannis Foufis, Haydn Jones
ანგარიში მეოთხედების მიხედვით: 19–23, 19–18, 16–13, 20–10
ქულა: Beghin 17
მოხსნა: Hervelle 6
გადაცემა: Hervelle, Faison 2 ქულა: ფაჩულია 20
მოხსნა: სანიკიძე 8
გადაცემა: გამყრელიძე 2
11 აგვისტო 2010
19:00 ბმული საქართველო საქართველოს დროშა 73–57 პორტუგალიის დროშა პორტუგალია თბილისის სპორტის სასახლე, თბილისი
მაყურებელი: 9,700
მსაჯები: Volodymyr Drabikovsky, Ersan Kartal, Gili Cohen
ანგარიში მეოთხედების მიხედვით: 12–16, 19–9, 15–13, 27–19
ქულა: ფაჩულია 17
მოხსნა: სანიკიძე, ცქიტიშვილი 10
გადაცემა: ცინცაძე 4 ქულა: Miranda 16
მოხსნა: Evans 11
გადაცემა: Andrade, Pinto 3
14 აგვისტო 2010
18:00 ბმული ბულგარეთი ბულგარეთის დროშა 79–83 საქართველოს დროშა საქართველო Universiada Hall, Sofia
მაყურებელი: 3,000
მსაჯები: Milan Mazic, Petros Papapetrou, Robert Paulik
ანგარიში მეოთხედების მიხედვით: 22–23, 21–16, 11–19, 25–25
ქულა: Videnov 29
მოხსნა: Ivanov 5
გადაცემა: Calloway 4 ქულა: მარკოიშვილი 23
მოხსნა: სანიკიძე 9
გადაცემა: სანიკიძე 6
17 აგვისტო 2010
20:15 ბმული პოლონეთი პოლონეთის დროშა 67–58 საქართველოს დროშა საქართველო Arena Łódź, Łódź
მაყურებელი: 8,700
მსაჯები: Borys Ryzhyk, Sergey Mikhaylov, Vaclav Lukes
ანგარიში მეოთხედების მიხედვით: 12–8, 23–17, 12–11, 20–22
ქულა: Gortat 17
მოხსნა: Lampe 9
გადაცემა: Berisha, Kelati 3 ქულა: მარკოიშვილი 19
მოხსნა: სანიკიძე 9
გადაცემა: გრინი 4
20 აგვისტო 2010
19:00 ბმული საქართველო საქართველოს დროშა 63–86 ბელგიის დროშა ბელგია თბილისის სპორტის სასახლე, თბილისი
მაყურებელი: 9,700
მსაჯები: Spyridon Gontas, Omer Esteron, Viktor Bozhenar
ანგარიში მეოთხედების მიხედვით: 18–15, 11–21, 17–29, 17–21
ქულა: ფაჩულია, გრინი 11
მოხსნა: სანიკიძე 10
გადაცემა: სანიკიძე 3 ქულა: Faison 16
მოხსნა: Hervelle 9
გადაცემა: Beghin, Faison 3
26 აგვისტო 2010
20😺0 ბმული პორტუგალია პორტუგალიის დროშა 57–80 საქართველოს დროშა საქართველო Pavilhao Desportivo de Albufeira, Albufeira
მსაჯები: Miguel Anguel Perez Niz, Tolga Sahin, Haris Bijedic
ანგარიში მეოთხედების მიხედვით: 8–20, 15–17, 22–15, 12–28
ქულა: Miranda 20
მოხსნა: Miranda 8
გადაცემა: three players 2 ქულა: ფაჩულია 18
მოხსნა: ფაჩულია 12
გადაცემა: ცინცაძე 4
29 აგვისტო 2010
19:00 ბმული საქართველო საქართველოს დროშა 94–83 ბულგარეთის დროშა ბულგარეთი თბილისის სპორტის სასახლე, თბილისი
მაყურებელი: 9,000
მსაჯები: Gianluca Mattioli, Ademir Zurapovic, Aleksandar Glisic
ანგარიში მეოთხედების მიხედვით: 24–19, 17–29, 32–20, 21–15
ქულა: სანიკიძე 27
მოხსნა: ფაჩულია 12
გადაცემა: მარკოიშვილი 5 ქულა: Calloway 17
მოხსნა: Ivanov 12
გადაცემა: Videnov, Calloway 3
ავატარი
Nukri ავტორი
#5
20 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეოთხე მატჩი სტუმრად ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან გამართა და ანგარიშით 67:86 (13:18, 17:21, 20:19 17:2😎 დამარცხდა.

მასპინძლებმა იგორ კოკოშკოვის გუნდს შანსი არ დაუტოვეს და პირველი მეოთხედიდან მოყოლებული, რომელიც 5 ქულით მოიგეს, ანგარიშში უპირატესობა ბოლოსკენ კიდევ უფრო გაზარდეს.

ამ გამარჯვებით ჩეხეთის ნაკრებმა, პრაქტიკულად, გაინაღდა E ჯგუფში პირველი ადგილი და შესაბამისად, ევრობასკეტის საგზურიც.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, კოკოშკოვის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს, საამისოდ კი შესარჩევი ტურნირის 7 ჯგუფიდან 6 საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის უნდა მოხვდეს. ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფში დარჩენილი ორი მატჩი უნდა მოიგონ, რომლებსაც თბილისში უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან გამართავენ.

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან 24 აგვისტოს ითამაშებს, 27-ში კი - პორტუგალიასთან.
ავატარი
Nukri ავტორი
#6
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2015-ის შესარჩევ ეტაპზე მეოთხე მატჩი ჩაატარა და მეორედ დამარცხდა.

ჩეხებმა თბილისური -11 ქალაქ ნიმბურკში +19-ით გადაფარეს და ჩვენს გუნდთან უპირატესობაც დაიბევეს: საბოლოოდ თანაბარი ქულების მოგროვების შემთხვევაში, ბურთების უკეთესი შეფარდებით, სატურნირო ცხრილში ჩვენზე ერთი საფეხურით ზემოთ აღმოჩნდებიან.

ჩეხეთში დიდი სხვაობით წაგებამ სერიოზულად დაგვაფიქრა ერთ ისეთ თემაზე, 20 აგვისტომდე აზრადაც რომ არ მოგვსვლია - არის ალბათობა, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიღმა აღმოჩნდეს, იმ შემთხვევაშიც კი, 24 და 27 აგვისტოს ორივე თბილისური მატჩი (უნგრეთთან და პორტუგალიასთან) რომ მოიგოს.

საქმე ის არის, რომ უნგრეთი ჩეხეთს შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში მასპინძლობს და თუ მოუგო, სამივე გუნდს ქულების თანაბარი რაოდენობა მოუგროვდება. შედეგად, დაითვლება მიღებულ-ჩაგდებული ბურთები. ამ კომპონენტში ჯერჯერობით დიდი უპირატესობა აქვს ჩეხეთს და შეიძლება, წაგების შემთხვევაში პირველზე თუ არა, ჯგუფიდან მაინც გავიდეს. უნგრეთმა კი იმდენი ბურთი ჩააგდოს, საქართველოს გასასწრებად რომ ეყოფა, მესამეადგილოსანი კი ევროპის ჩემპიონატის საგზურს ვერ იღებს.

ჩვენმა ნაკრებმა ეს არ უნდა დაუშვას. ბერკეტი მის ხელთაა: 20 აგვისტოს თბილისში უნგრეთს ისეთი სხვაობით უნდა აჯობოს, რომ სამი გუნდის ბურთების დათვლისას ჩეხეთზე წინ აღმოჩნდეს - მადიარებს 21 ქულის სხვაობით უნდა მოვუგოთ!

ასეთ შემთხვევაში, თუ შესარჩევი სამივემ 10-10 ქულით დაასრულა, საქართველოს პირველი ადგილის დაკავების დიდი შანსი გაუჩნდება. თუმცა 21 რომ არ იყოს და უნგრეთ-პორტუგალიას თბილისში ვაჯობოთ, მეორე ადგილით ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაც მეტად რეალურია.

კიდევ შეიძლება არაერთი ვარიანტის გათვლა, მაგრამ შორს წავალთ, სატურნირო მდგომარეობასა და გუნდების შანსებზე მსჯელობა ისედაც გაგვიგრძელდა. დღესაც შემოგთავაზებთ ჩვენი ჯგუფის ყველა მატჩის შედეგს, მომავალ შეხვედრებს, სატურნირო მდგომარეობას და თავად გამოიტანეთ დასკვნები.

40 ქულა სამწამიანიდან
პუბლიკაციის დასაწყისის კითხვისას შეიძლება, ზოგიერთ მკითხველს გაუჩნდა შეკითხვა - ჩეხეთთან ნაჩვენები თამაშის შემდეგ უნგრეთთან რომელ მოგებაზეა ლაპარაკი? თუ უნგრეთთანაც ასე გავირჯებით, თუნდაც 2 ქულით გამარჯვება გაგვიჭირდებაო!

ასეთი შენიშვნა ერთი მხრივ ლოგიკურია: ჩეხეთში ხომ ძალიან ბევრი უპატიებელი შეცდომა დავუშვით, რაც მეტოქემ ელვის სისწრაფით აქცია ქულებად. ბურთი 16-ჯერ დავკარგეთ, ხოლო მასპინძლებმა ჩვენი შეცდომების შედეგად 18 ქულა მოიპოვეს.

ჩეხებს ვერც სამწამიან ზონაში ვაჯობეთ (ფარქვეშიდან 40 ქულა მივიღეთ, როცა ჩვენ 28 ჩავაგდეთ) და ვერც მოხსნებში - 28:29. სამქულიანებით ხომ მატჩის ბოლოს აშკარად დაგვჯაბნეს - სულ 9 ჩააგდეს (ჩვენ 4).

საქართველოს ნაკრებმა მეოთხე პერიოდი 11-ქულიანი სხვაობით დათმო, რაც გვახსენებს მატჩამდე ტომაშ სატორანსკის ნათქვამს - ქართველები 10 აგვისტოს შემდეგ ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობენ, მესამე გასვლით თამაშს ატარებენ და დაღლილები უნდა იყვნენო.

როცა მეოთხე პერიოდს აგდებ, დაღლილობას მართლაც შეიძლება დააბრალო. ყველაფერთან ერთად, ჩვენს კალათბურთელებს ტრანზიტული რეისებით უწევდათ მგზავრობა, არაერთ საათს ატარებდნენ აეროპორტში და ვარჯიშების რეჟიმს თავი რომ დავანებოთ, დასვენება-გამოძინებას ვერ ასწრებდნენ ნორმალურად. აქ კი უნდა გავიხსენოთ (ოღონდ კეთილი სურვილით), რომ წინა მთავრობა დიდ პრესტიჟად მიიჩნევდა საქართველოს ნაკრების ევრობასკეტზე გასვლას და გუნდს ყოველმხრივ გვერდში ედგა.

ჩამოთვლას არ დავიწყებთ, მაგრამ როცა ტრანზიტული მგზავრობა იყო საჭირო, არაერთი ჩარტერი განხორციელდა.

თუ საქართველოს ნაკრები მართლაც მგზავრობითა და სამი გასვლითი თამაშით იყო მოქანცული, მწვრთნელს შეეძლო ის კალათბურთელები დაესვენებინა, რომელთა კისერზეც წინა მატჩები გადავიდა. სათადარიგოები გაცილებით ენერგიულად იმოქმედებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. რატომ? ვისი ბრალია? ეს ცალკე განხილვის თემაა. მხოლოდ ერთს დავძენთ: ჩეხებმა სათადარიგოების მიერ მოგროვილი ქულებით აშკარად გვაჯობეს - 22:5.

ბრძოლა თბილისში გაგრძელდება
ზემოთ მკითხველის სკეპტიკური შეკითხვის პასუხად დავწერეთ: ერთი მხრივ, შეიძლება მართალიც არისო... მეორე მხარეც არსებობს, რაც თუნდაც მსაჯების ზაზა ფაჩულიასადმი მიდგომაში გამოიხატება - საქართველოს ნაკრების კაპიტანს უნგრეთშიც ძიუდოს ილეთებით ეჭიდავებოდნენ, პორტუგალიაშიც და ჩეხეთშიც.

დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, შეხვედრები თბილისში რომ გამართულიყო, ზაზას ყველა მეურვე 5-5 ფოლით დაასრულებდა შეხვედრას, ჩვენი კაპიტანი კი გაცილებით მეტ საჯარიმოს სტყორცნიდა.

იგივე მიდგომა იყო ვიქტორ სანიკიძის, თორნიკე შენგელიასა და ბექა ბურჯანაძისადმი. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, წონასწორობას პროფესიონალურად ინარჩუნებდნენ და ტექნიკური შენიშვნა ერთხელაც არ მიუღიათ. არადა, ზოგჯერ მართლაც რთული იყო თავის შეკავება...

დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, თბილისში, ათი ათასამდე ქომაგით გაჭედილ დარბაზში, არბიტრები გაცილებით სამართლიანები იქნებიან, რაც მეტოქე მცველებს ხისტი, ჭიდაობასთან მიახლოებული თამაშის საშუალებას მოუსპობს და სწორედ აქ უნდა ვუჩვენოთ, რა შეგვიძლია ფარქვეშ.

კიდევ ერთი იმედი ემოციაა - ქართველებს კალათბურთიც გვიყვარს, ემოციის გამოხატვაც და მოგებაც, ხმამაღალი ხალხიც ვართ. გულშემატკივრის ენერგია კი კალათბურთელებზე გადადის და სწორედ ამიტომ ატარებს საქართველოს ნაკრები საშინაო შეხვედრებს სულ სხვა ემოციით.

კვირას, 19 საათიდან ქომაგმა ტრიბუნებიდან, ხოლო საქართველოს ნაკრებმა მოედნიდან უნდა შეუტიოს უნგრეთს... უკან დასახევი გზა ჩეხეთსა და უნგრეთში მოიჭრა.

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ტურნირი. E ჯგუფი
E ჯგუფი
საქართველო-ჩეხეთი 73:62
პორტუგალია-უნგრეთი 38:58

უნგრეთი-საქართველო 74:73
ჩეხეთი-პორტუგალია 89:53

პორტუგალია-საქართველო 90:91
ჩეხეთი-უნგრეთი 66:63

ჩეხეთი-საქართველო 86:67
უნგრეთი-პორტუგალია 65:52

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ჩეხეთი 4 3 1 303/256 7
2. უნგრეთი 4 3 1 260/229 7
3. საქართველო 4 2 2 304/312 6
4. პორტუგალია 4 0 4 233/303 4

24 აგვისტო
19:00 საქართველო-უნგრეთი
18:00 პორტუგალია-ჩეხეთი

27 აგვისტო
19:00 საქართველო-პორტუგალია
20:00 უნგრეთი-ჩეხეთი
ავატარი
Nukri ავტორი
#7
saqartvelo-ungreti 79:59
ავატარი
Nukri ავტორი
#8
24 აგვისტოს საქართველოს
საკალათბურთო ნაკრებმა
ევრობასკეტ-2015-ის მორიგ შესარჩევ
მატჩში უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლა.
იგორ კოკოშკოვის გუნდს ევროპის
ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე
მოსახვედრად მხოლოდ გამარჯვება
აძლევდა ხელს, თანაც სასურველი იყო,
რაც შეიძლება დიდი ანგარიშით
დაგვემარცხებინა მეტოქე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს
ნაკრები უნგრეთში 73:74 დამარცხდა.
I მეოთხედში საქართველოს ნაკრების
უპირატესობა ფაჩულიას, შენგელიას და
სანიკიძის კარგი თამაშის წყალობით
აშკარა იყო - 22:12.
II მეოთხედში ჩვენებმა კიდევ უფრო
გაზარდეს უპირატესობა - 45😺0. პირველ
ტაიმში დასანანი მხოლოდ სანიკიძის 3
პერსონალური ფოლი იყო.
მესამე მეოთხედის შემდეგ
საქართველოს ნაკრები 62:51-ს იგებდა.
ბოლო მეოთხედში ძალიან დასანანი
ტრავმა მიიღო თორნიკე შენგელიამ,
რამდენად სერიოზულია მისი დაშავება
მოგვიანებით გვეცოდინება. თორნიკემ
შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი 79:59
მოიგო და ევროპის ჩემპიონატის
საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები
პორტუგალიას 27 აგვისტოს
უმასპინძლებს.
ავატარი
Gaucho
#9
დიქსონი გამოძიების მოლოდინშია, აეკ-ი მაიკლს მხარს უჭერს
• • •
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი მაიკლ დიქსონი ავტოავარიაში მოყვა. ამერიკელი 2 დეკემბერს ათენის გარეუბან მენდიში, მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც 47 წლის ქალბატონის ავტომობილს დაეჯახა, ეს უკანასკნელი კი შეეჯახა დასუფთავების სამსახურის 64 წლის თანამშრომელს, რომელიც გარდაიცვალა. პოლიციამ კალათბურთელიც და ქალბატონიც დააკავა და გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაცია ბერძნული მედია საშუალებები ავრცელებენ და ჯერჯერობით დაზუსტებული ცნობა თუ როგორ მოხდა ინციდენტი, არ არსებობს.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებულ კალათბურთელს სისხლის ანალიზი აუღეს. მაიკლს, რომელსაც 1 დეკემბერს დაბადების დღე ჰქონდა, სისხლში ალკოჰოლოს და რაიმე აკრძალული ნივთიერების კვალი არ აღმოაჩნდა. დიქსონი ჩვენების მიცემის შემდეგ დროებითი დაკავების იზოლატორიდან გამოუშვეს და კალათბურთელი გამოძიების მოლოდინშია.
აღნიშნულის ინციდენტის შესახებ, ამერიკელის კლუბმა აეკ-მა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და მხარდაჭერა აღუთქვა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ათენელების ვიცე-პრეზიდენტი და იურისტი ალექსანდრ ალექსიუ დიქსონს გვერდში უდგანან და მის ინტერესებს ბოლომდე დაიცავენ.
მაიკლის თანაგუნდელმა კოსტას ვასილიადისმა Cosmote TV-სთან საუბრისას განაცხადა, რომ დიქსონს მხარდაჭერა სჭირდება. ინციდენტის შემდეგ, ბერძნულმა მედიამ დიქსონის გუნდიდან გაშვების შესახებაც დაიწყო საუბარი, თუმცა როგორც ვასილიადისმა განაცხადა, ჯერ ამ თემაზე საუბარი ნაადრევია და ყველაფერს დრო გვიჩვენებსო. აეკ-ის მთავარმა მწვრთნელმა იური სდოვცმა gazzetta.gr-თან საუბრისას აღნიშნა, რომ დიქსონს კლუბმა მხარი უნდა დაუჭიროს და ამავდროულად გამოსავალი შემდეგ კვირაშივე უნდა მოიძებნოს.
საქართველოს ნაკრების წევრმა "კოროვოისთან" მოგებულ (89:75) მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო. როგორც gazzetta.gr იუწყება, დიქსონი ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს "სოლნოკი ოლაისთანაც" ვერ დაეხმარება.
ავატარი
Nukri ავტორი
#10
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი და ათენის აეკ-ის წევრი მაიკლ დიქსონი 4 დეკემბერს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Sportando.com-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, დიქსონი პოლიციამ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობის გამო დააკავა, თუმცა შემდეგ გაათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა 64 წლის მამაკაცი.

სავარაუდოდ, დიქსონი არ შეჩერდა გაჩერების ნიშანთან და დაეჯახა მანქანას, რომლის საჭესთან 47 წლის ქალი იმყოფებოდა. თავის მხრივ, ამ ქალმა დაკარგა მანქანის მართვის კონტროლი და მოკლა 64 წლის მამაკაცი, - იუწყება იტალიური გამოცემა.

დიქსონმა გაიარა ალკოტესტი, რომელმაც აჩვენა, რომ ის სუფთა იყო. ასევე, მას სისხლის ნიმუში აუღეს შემდგომი ტესტებისთვის.

შემთხვევა 4 დეკემბერს, დილის 7 საათზე ათენის მიდამოებში მოხდა. წინა დღეს კალათბურთელს დაბადების დღე ჰქონდა.
ავატარი
Gaucho
#11
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-2 ეტაპი ლატვიაში, სადაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 5-დან 4 შეხვედრა მოიგო და ქალაქ ვალმეირაში შეკრებილ გუნდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
მეორე ეტაპზე ქართველებს 3 მოგების წილ 1 მარცხი ჰქონდათ და ბოლო მატჩში მასპინძელ „ვალმეირას“ ხვდებოდნენ, რომელიც წინა ოპონენტების მსგავსად იოლად დაამარცხეს. ჩერქეზიშვილის გუნდმა საბოლოოდ 74:54 სძლია მასპინძლებს და მეორე ეტაპის საუკეთესო გუნდის ტიტულიც დაისაკუთრა.
ვალმეირელებთან მატჩში 17 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო შედეგი ალექსანდრე ფევაძემ დააფიქსირა, რომელმაც ჩვენიანთაგან მარგი ქმედების ყველაზე მაღალი (25) კოეფიციენტი დააგროვა. ორმაგი დუბლი მიითვალა დავით აფხაზავამაც, რომელმაც 11 ქულას 10 პასს, 5 ჩაჭრაც მოაყოლა. საბოლოოდ აფხაზავა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ჩვენი გუნდის საუკეთესო მოთამაშე ცალკე დასახელდა და ის გიორგი კორსანტია გახდა, რომელმაც „ვალმეირას“ წინააღმდეგ 16 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. აფხაზავაც და კორსანტიაც მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებთან ერთად დააჯილდოვეს.
2 ეტაპის ჯამში საქართველოს ნაკრებს 6 მოგება და 4 მარცხი აქვს. დარჩენილია 1 ეტაპი და მისი 5 მატჩი, რომელთა გამარჯვების შემთხვევაშიც ქართველებს პლეი ოფში გასვლის შანსი აქვს, თუმცა იმაზეც უფრო ვართ დამოკიდებული, როგორ ითამაშებენ კონკურენტები.
ევროპის ლიგის მე-3 ეტაპი 23-26 თებერვალს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაიმართება.
ვალმეირა - საქართველო 54:74

მსგავსი თემები

Nukri ·· ნაკრებები
2პასუხი1ნახვა
ავატარიHazard25 ივლისი 2026, 19:00
Gaucho ·· რაგბი12
24პასუხი3ნახვა
ავატარიGaucho7 დეკ 2016, 21:12
63პასუხი4ნახვა
ავატარიGaucho7 დეკ 2016, 04:19