genia-aleqs fergiusoni

1 3
ავატარი
Nukri
#1

უკვე წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონა თავის გენიალურ 39 წლიან კარიერას წერტილი დასუვა. მას შემდეგ ვაპირებდი მასზე რაიმე განსაკუთერბულის მომზადებას.

სერ ალექსანდრ ჩეპმენ ფერგიუსონი დაიბადა 1941 წლის 31 დეკემბერს, შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც ალექს ფერგიუსონი.
თავი I - ფეხბურთელი ალექსი[b]
ფერგიუსონი ყველას ახსოვს, როგორც უძლიერესი მწვრთნელი, მაგრამ ის ასევე მშვენიერი ფეხბურთელიც იყო. მან თავისი საფეხბურთო კარიერა 16 წლის ასაკში "ქუინს პარკში" დაიწყო. მაშინ "ქუინს პარკი" სამოყვარულო კლუბი იყო და ამიტომაც ალექსს მუშაობა პორტში უწევდა. ფერგიუსონმა თავის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონში გაიტანა 20 გოლი ჩატარებულ 31 მატჩში, მაგრამ მწვრთნელის ნდობა ვერა და ვერ მოიპოვა, ამიტომაც დატოვა კლუბი და 1960 წელს ფერგი "სენტ-ჯონსტონში" გადაბარგდა. ის მუდმივად იტანდა გოლებს, მაგრამ მან აქაც ვერ დაიმკვიდრა ადგილი ძირითადში. საფ-ი ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, რომ იგი კანადაშიც კი აპირებდა გადაბარგებას, მაგრამ "სენტ-ჯონსტონი" იძულებული გახდა ალექსი ძირითადში დაეყენბინა "რეინჯერსის" წინააღმდეგ მატჩში, სადაც ფერგიუსონმა დიდებულად ითამაშა და ჰეთ-ტრიკი გაიფორმა.

1964 წელს ალექსი "დანფერმლინ ატლეტიკში" გადავიდა და გახდა პროფესიონალი ფეხბურთელი. მან გუნდთან ერთად ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა თუმცა კლუბმა ვერცერთი ტიტული ვერ მოიპოვა, ჩამორჩა რა გათამაშების ლიდერს 1 ქულით და დამარცხდა თასის ფინალში ანგარიშით 2😺 "სე;ტიკთან"😢ფერგიმ მატჩი გამოტოვა). საბოლოოდ 1964/65 წლების სეზონში სერ ალექსმა 45 გოლი გაიტანა გუნდის მაისურით და ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

საბოლოოდ ალექსი 1967 წელს "რეინჯერსში" 65 000 ფუნტ-სტერლინგად გადავიდა და რაც მთავარია ის შოტლანდიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. ფერგიუსონს კლუბში ერთადერთი შეცდომა არ აპატიეს, ის დაადანაშაულეს "სელტიკსთან" გაშვებულ გოლში, როდესაც მან ვერ აიყვანა ბილი მაკკინლი. ფერგი სათამაშოდ რეზერვებში გაუშვეს. ამის შემდეგ ალექსი ფსიქოლოგიურად გატყდა, ყველაფერს თან დაერთო მისი ცოლის დისკრიმინაცია რელიგიის გამო(ალექსის ცოლი კეტი კათოლიკე იყო). ამან კი წერტილი დაუსვა მის ასპარეზობას "რეინჯერსში". თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ფერგი წერს,რომ კლუბმა იცოდა ყველაფერი მის შესახებ კონტრაქტის გაფორმებისას.

სერ ალექსმა თავისი კარიერა 1974 წელს "ეირ იუნაიტედში" დაასრულა 32 წლის ასაკში.
[b]თავი II - პირველი ნაბიჯები

ფერგიუსონმა თავისი სამწვრთნელო კარიერა 32 წლის ასაკში "ისტ სტერლინგშირში" დაიწყო. მისი ანაზღაურება 40 ფუნტ-სტერლინგს შეადგენდა კვირაში, რაც იმ დროისთვისაც ძალიან ცოტა იყო. ფერგის გუნდში მეკარეც კი არ დახვდა, მან სასწრაფოდ მოიყვანა კვალიფიცირებული მეკარე და გუნდში მკაცრი დისციპლინა დაამყარა, მისი ერთ-ერთი შეგირდი ბობი მაკალი ამბობდა: "ცხოვრებაში არასოდეს არავისი არ შემშინებია, მაგრამ ის(ფერგიუსონი)ნამდვილი ნაბიჭვარი იყო". ფერგიუსონს ფეხბურთელები პატივს სცემდნენ, რადგან მან ყველას შეაყვარა თავი ფეხბურთის განსხავებული ხედვით. "სტერლინგშირმა" სატურნირო ცხრილში მალევე აიწია ზევით და საკმაოდ მზარდ ძალად იქცა.

1974 წლის ოქტომბერში ალექსს "სენტ მირენის" ხელმძღვანელობა შესთავაზეს. მიუხედავად იმისა, რომ "სენტ მირენი" სატურნირო ცხრილში მის იმჟამინდელ კლუბზე ქვევით იმყოფებოდა, მაინც უფრო დიდ კლუბად ითვლებოდა. ფერგიმაც მიიღო გადაწყვეტილება და თავისი კარიერა "სენტ მირენში" გააგრძელა.

ფერგიუსონი "სენტ მირენის" მთავარი მწვრთნელი 1974-1978 წლებში იყო. მისი ხელმძღვანელობით კლუბი შოტლანდიის საფეხბურთო ლიგის ქვედა დივიზიონიდან მაღალ დივიზიონში აღზევდა, ასევე გაიზარდა გუნდის მატჩებზე მაყურებლის საშუალო რაოდენობა მთელი 1000 ადამიანით ჯერ კიდევ პირველი დივიზიონის მოგებამდე 1977 წელს. სერ ალექსმა აღმოაჩინა ისეთი ტალანტები, როგორებიც იყვნენ: ბილი სტარკი, ტონი ფიცპატრიკი, პიტერ ვეირი, ბობი რიდი და სხვები. მისი კლუბი კი აჩვენებდა გენიალურ, ლამაზ, შემტევ ფეხბურთს. აღსანიშნავია ფაქტი, რომ ფერგიუსონის გუნდის საშუალო ასაკი 19 წელი იყო, გუნდის კაპიტანი კი 20 წლის ტონი ფიცპატრიკი იყო.

"სენტ მირენი" არის ერთადერთი კლუბი, რომელმაც ალექს ფერგიუსონი გუნდიდან დაითხოვა. მან შეიტანა შეიტანა სარჩელი სასამართლოში, მაგრამ მისი ეს მოთხოვნა უარყოფილ იქნა აპელაციის შეტანის უფლებასთან ერთად. შემდეგში ცნობილი გახდა, რომ ფერგიუსონი დაითხოვეს კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. გავრცელებული ინფორმაციით ფერგის ბრალად ედებოდა ფეხბურთელებზე უკანონო გადასაახადების დაწესება, შემდეგში "სენტ მირენის" წარმომადგენელმა ვილი ტოდმა განაცხადა, რომ ფერგიუსონს არ გააჩნია "სამწვრთნელო თვისებები".

2008 წლის 31 მაისს The Guardian-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ, სადაც 88 წლის ბილი ტოდმა სიმართლე გააჟღერა მომხდარ ინციდენტღან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა ფერგის დათხოვნის მიზეზი გახდა მისი ფარული მოლაპარაკებები "აბერდინთან". თავად ფერგიუსონმა კი განაცხადა, რომ მან ყველაფერი აცნობა ხელმძღვანელობას. საბოლოოდ ტოდმა ბოდიში მოიხადა მომხდარი ინციდენტის გამო.
თავი III - აბერდინი.
ფერგიუსონი „აბერდინის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნულ იქნა 1978 წელს. მან შეცვალა ბილი მაკკინლი, რომელიც „სელტიკსში“ გადაბარგდა. მიუხედავად იმისა, რომ აბერდინი ითვლებოდა შოტლანდიის უმსხვილეს გუნდად, მათ ჩემპიონობა 1955 წლის შემდეგ არ ჰქონდათ მოპოვებული. მიუხედავად იმისა, რომ ალექსს მწვრთნელობის 4 წლიანი გამოცდილება ჰქონდა, ისეთი ვეტერანები, როგორიც მაგალითად ჯო ჰარპერი იყო, ფერგის ასაკის გამო სერიოზულად არ აღიქვამდა. მან თავის პირველ სეზონში გუნდი შოტლანდიის თასისა და შოტლანდიის ლიგის თასის ფინალში გაიყვანა, თუმცა ორივეგან დამარცხდა. შიდა ჩემპიონატში კი მხოლოდ მე-4 ადგილს დასჯერდა.

1979/1980 წლების სეზონი „აბერდინმა“ ცუდად დაიწყო, თუმცა შემდეგში ფერგის გუნდმა ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი. პირველად 15 წლის შემდეგ შოტლანდიის შიდა ჩემპიონატის გამარჯვებული არა „სელტიკი“ და „რეინჯერსი“ არამედ „აბერდინი“ გახდა. როგორც თავად ბოსი ამბობს ფეხბურთელებმა ამის შემდეგ მასში ირწმუნეს: “ეს იყო გამარჯვება,რომელმაც ჩვენ გაგვაერთიანა, ამის შედმეგ ფეხბურთელებმა ჩემში ირწმუნეს“.
ფერგიუსონი არ ღალატობდა თავის პრინციპებს, ის იყო მკაცრი ყველგან და ყოველთვის, ფეხბურთელებმა ალექსს ზედმეტსახელად აღშფოთებული ფერგი(Furious Fergie) შეარქვეს. ერთხელ მან თავის შეგირდს ჯონ ჰიუიტს ფულადი ჯარიმა დააკისრა,რ ადგან ფეხბურთელმა მის ავტომობილს საგზაო მაგისტრალზე გადაჭარბებული სისწრაფის დახმარებით გაუსწრო. ცუდად ჩატარებული პირველი ტაიმის გამო კი გასახდელში ფეხბურთელებს დიდი სათლით ცივი წყალი გადაასხა. სერ ალექსი ასევე ხშირად აკრიტიკებდა შოტლანდიურ პრესას და მათ მიკერძოებულობაში ადანაშაულებდა ორი გლაზგოური კლუბის მიმართ.

1982 წელს „აბერდინმა“ შოტლანდიის თასი მოგიო და ფერგიმ შემოთავაზება მიიღო ინგლისური „ვულვერემტონისგან“, მაგრამ უარი განაცხადა 2 მიზეზის გამო. I - მგლები სერიოზულ კრიზისში იყვნენ და II - ალექსს „აბერდინში“ ჯერ თავისი გეგმების ნახევარიც არ ჰქონდა შესრულებული.

მომდევნო წელს „აბერდინმა“ იასარეზა თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში, რადგან მათ წინა წელს მოგებული ჰქონდათ შოტლანდიის თასი. სერ ალექსის გუნდმა მეოთხედფინალში „ბავარიას“ სძლია, რომლებმაც თავის მხრივ მერვედფინალში ტურნირს ინგლისური „ტოტენჰემი“ გამოთიშეს. ამ გამარჯვების შემდეგ „აბერდინის“ ფეხბურთელებმა ირწმუნეს საკუთარ თავებში და შესაძლებლობებში. ისინი გავიდნენ ფინალში, სადაც დაძაბული ბრძოლაში ესპანურ „რეალს“ სძლიეს ანგარიშით 2:1. „აბერდინი“ რიგით მესამე შოტანდიური გუნდი, რომელმაც შეძლო ევროპული თასის მოპოვება, ფერგიმ კი განაცხადა, რომ ეს იყო ერთადერთი ღირებული მიღწევა მის კარიერაში. შოტლანდიურმა გრანდმა კვლავ შეძლო შოტლანდიის თასის მოპოვება, მათ ფინალში ‘რეინჯერსს“ სძლიეს ანგარიშით 1:0.

1983/84 წლების სეზონში ფერგიუსონმა ზედიზედ მესამედ მოიგო შოტლანდიის თასი და ასევე გახდა შიდა ჩემპიონატის გამარჯვებული. ის დაჯილდოებულ იქნა ბრიტანეთის იმპერიის ორდენით. 1984/85 წლების სეზონში „აბერდინი“ კვლავაც ჩემპიონი გახდა. 1985/86 წლების სეზონი გუნდმა მე-4 ადგილზე დაასრულა, მაგრამ მოიგო ორივე ეროვნული თასი. 1986 წელს ფერგიუსონი უკვე დირქტორთა საბჭოში იყო შეყვანილი, მაგრამ მან კლუბის მფლობელ დიკ დონალდს განუცხადა, რომ ზაფხულში „აბერდინის“ დატოვებას აპირებდა.

1985/86 წლების სეზონი ფერგიმ ნაკრებში გაატარა ასისტენტის როლში, მაგრამ მოულოდნელად გარდაიცვალა მთავარი მწვრთნელი ჯონ სტეინი და ფერგიმაც დროებით ითავა ეროვნულის ხელმძღვანელობა.

1985/86 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ალექსს შემოთავაზებები ჰქონდა „არსენალისგან“ და „ტოტენჰემისგან“, მაგრამ ფერგი მოიაზრებოდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ რონ ატკინსონის შემცვლელად. საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა როგორც ნავარუდები იყო. ფერგი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი გახდა და სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი ფეხბურთის ისტორიაში უდიდეს ერას.
თავი IV - მანჩესტერ „იუნაიტედი“
ალექს ფერგიუსონი მანჩესტერ „იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნულ იქნა 1986 წლის 6 ნოემბერს. გუნდში მოსვლისთანავე ის აღაშფოთა უდისციპლინობამ. გუნდის ლიდერები ნორმან უაიტსაიდი ,ბრაიან რობსონი და პოლ მაკგრატი ხშირად ეძალებოდნენ ალკოჰოლს. ფერგიმაც თავის პირველ მიზნად გუნდში დისციპლინას დანერგვა განიძრახა. „იუნატიედი“ სატურნირო ცხირლში 21-ე ადგილს იკავებდა, ფერგის მოსვლის შემდეგ კი გუნდი მე-11 ადგილამდე აღზევდა.

ალექს ფერგიუსონის დებიუტი მანჩესტერ „იუანტიედის“ მთავარი მწვრთნელის რანგში „ოქსფორდ იუნაიტედის“ წინააღმდეგ შედგა, თუმცა მოულოდნელად ეშმაკებმა მატჩი 2:0 დათმეს. ამის შემდეგ იყო ნულოვანი ფრე ნორვიჩთან, ხოლო თავისი პირველი საშინაო გამარჯვება გუნდმა „ქუინზ პარკის“ წინააღმდეგ მოიპოვა, მხოლოდ და მხოლოდ 22 ნოემბერს. „იუნაიტედის“ თამაში ტურნირის მსვლელობასთან ერთად უმჯობესდეობოდა და 1986 წლის 26 დეკემბერს მათ სეზონში პირველი და უკანასკნელი გასვლითი მატჩი მოიგეს. მანკუნიანელებმა ენფილდზე პრინციპულ მეტოქეს, „ლივერპულს“ სძლიეს 1:0 ნორმან უაიტსაიდის გოლის წყალობით. 1987 წლის სეზონი „ნიუკასლის“ განადგურებით (4;1) დაიწყო,თ უმცა გუნდმა ბოლომდე ერთი ტეპმით სვლა ვერ შეძლო და პირველი დივიზიონი მე-11 ადგილზე დაასრულა.

„იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის მიღებიდან 3 კვირის შემდეგ ფერგიმ პირდაი ტრაგედია გადაიტანა, რამეთუ 64 წლის ასაკში გარდაეცვალა დედა, ელიზაბეთ ფერგიუსონი.

„იუნაიტედში“ გამოჩენისთანავე ალექსმა პრესას სკანდალური ინტერბვიუ მისცა:
„ჩემი მთავარი მიზანი არ ყოფილა ის, რაც ახლა ხდება, ჩემი მთავარი გამოწვევა წყეული ლივერპულის დამხობაა. დიახ, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ.“ ფერგიმ 1987 წლის სეზონი სერიოზული ტრანსფერების განხორციელებით დაიწყო. მან გუნდში მოიყვანა სტივ ბრიუსი, ვივ ანდერსონი, ბრაიან მაკლერი და ჯიმ ლეიტონი. ტრანსფერებმა შედეგი გამოიღო და გუნდმა ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა, მათ დაიკავეს მეორე ადგილი ჩემპიონატშ ი,ჩემპიონი კი „ლივერპული“ გახდა. წითელბს მხოლოდ 5 წაგება ჰქონდათ, თუმცა მათ 12 მატჩი ფრედ ითამაშეს, რამაც განაპირობა მათი მეორე ადგილი.

1988/89 წლების სეზონში გუნდში „ბარსელონადან“ დაბრუნდა მარკ ჰიუზი, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა,კ ლუბი მე-11 პოზიციაზე იმყოფებოდა. მანკუნიანელებისთვის ფა ქაფი წარუმატებლად დასრულდა, ისინი მეექვსე რაუნდიდან ნოტინგემმა გამოაგდო. ფერგის გუნდმა ოქტომბერ-ნოემბერში 9 მატჩი ჩაატარა, აქედან 8 ფრედ დაასრულა 1 კი წააგო. მიუხედავად საშინელი სტარტისა ფეხბურთელებმა გამონახეს ძალები და თამაშის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესეს და მესამე ადგილამდეც აღზევდნენ. საბოლოოდ გუნდმა სტაბილურობა მაინც ვერ შეინარჩუნა და სეზონის ბოლოს ისინი ტურნირის შუაში აღმოჩნდნენ.

ალექსი მაინც არ იყო კმაყოფილი გუნდის თამაშით, მან დიდი თანხები დახარჯა პოლ ინსის, მაიკ ფელანისა და ნილ უების შესაძენად. მან ასევე შეიძინა მცველი გარი პალისტერი და ვინგერი დენის უოლესი. სეზონი ფეხბურთელებმა ბრწყინვალედ დაიწყეს, მათ შარშანდელი ჩემპიონი „არსენალი“ ანგარიშით 4:1 გაანადგურეს. მაგრამ შემდეგ „იუნაიტედმა“ ფრედ ითამაშა, ამას მოჰყვა ზედიზედ 3 მარცხი, 1 მოგება და განადგურება მანჩესტერ „სიტისთან“ ანგარიშით 5:1. მომდევნო მატჩში ოლდ ტრაფორდზე გამოჩნდა ბანერი : „Three years of excuses and it’s still crap. Ta ra Fergie“. (ბოდიშების სამი წელი და ისევ ნაგავი, ნახვამდის ფერგი).
ჟურნალისტები და გულშემატკივრები, ყველანი ფიქრობდნენ, რომ ფერგიუსონის დრო „იუნაიტედში“ ამოიწურა, ფერგიმ კი განაცხადა: „ეს ოქტომბერი ყველაზე საშინელია,ჩემი კარიერის განმავლობაში.“ 1989 წლის ბოლოს „იუნაიტედი“ პირველი დივიზიონიდან გავარდნის ზონასთან ახლოს იყო. როგორც ჩანს ხელმძღვანელობა ალექსს დიდ ნდობას უცხადებდა. ისინი დათრგუნულები იყვნენ არსებული სიტუაციით, მაგრამ იცოდნენ, რომ ეს გამოწვეული იყო გუნდის ლიდერების ტრავმიანობით. ამასთანავე მმართველი საბჭო კმაყოფილი იყო ფერგის მიერ გატარებული რეფორმებით. ალექსმა გაზარდა გუნდში საკუტების რაოდენობა და აქცენტი ახალგაზრდებზე გადაიტანა.

შვიდმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, მანჩესტერი ინგლისის თასის მატჩზე ნოტინგემ „ფორესტს“ ხვდებოდა. ნოტინგემელები ძლიერ სეზონს ატარებდნენ, ყველა მათ გამარჯვებას და ფერგის გუნდიდან დათხოვნას ვარაუდობდა, მაგრამ „იუნაიტედმა“ 1:0 გაიმარჯვა, შემდეგში ისინი ფინალში გავიდნენ, სადაც „ქუინზ პარკს“ დაუპირსპირდნენ, პირველი მატჩი 3😺 დასრულდა, გადათამაშებაში კი მანკუნიანელებმა 1:0 გაიმარჯვეს. ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ ამ თასმა განაპირობა ალექსის გუნდში დარჩენა. ფერგიუსონმა გუნდიდან დაითხოვა მეკარე ჯიმ ლეიტონი, რომელიც დამნაშავე იყო გაშვებულ 3 გოლში.

1990/1991 წლების სეზონი მანჩესტერმა გაცილებით უკეთ ჩაატარა, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი მე-6 პოზიციაზე იმყოფებოდნენ სატურნირო ცხრილში. გუნდმა არსტაბილური თამაში აჩვენა. მანკუნიანელებმა ჰაიბერიზე „არსენალს“ 6:2 სძლიეს, მაგრამ დათმეს მატჩები „ევერტონთან“, „ლივერპულთან“ და „სანდერლენდთან“. ფერგიუსონმა „იუნაიტედი“ გაიყვანა თასების მფლობელთა თასის ფინალში, სადაც ეშმაკებმა ესპანურ „ბარსელონას“ სძლიეს ანგარიშით 2:1. ფინალის შემდეგ ალექსმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მომავალ წელს ჩემპიონატს მოიგებდა.

1991 წელს ალექსმა აიყვანა ახალი ასისტენტი ბრაიან კიდი,რომელიც ახალგაზრდული აკადემიის მწვრთნელი იყო. იმავე წელს კლუბმა იყიდა პეტერ შმეიხელი, მცველი პოლ პარკერი და ნახევარმცველი ანდრეი კანჩელსიკისი. დიდი იმედები მყარდებოდა ახალგაზრდა ვინგერებზე, რაინ გიგზზე და ლი შარპზე.

1991/92 წლების სეზონში მანჩესტერმა მოიგო ევროპის სუპერთასი და ინგლისის ლიგის თასი, მაგრამ ინგლისის ჩემპიონი გახდა ლიდს „იუნაიტედი“. მართალია მანჩესტერი სეზონის დიდი ნაწილი სატურნირო ცხრილს ლიდერობდა, მაგრამ ბურთების უარესი შეფარდებისა და მეტი ფრის გამო ტიტული ლიდსს დარჩა.
სეზონის ბოლსოკენ ალექსმა დაიწყო ახალი თავდამსხმელის ძიება, ის ცდილობდა შეეძინა ალან შირერი საუთჰემპტონიდან, მაგრამ მან „ბლექბენი“ აირჩია. მან ასევე შეთავაზება გაუკეთა დევიდ ჰირსტს, მაგრამ აქაც უარი მიიღო. საბოლოოდ ფერგიმ 1 მილიონ ფუნტად შეიძინა „შეფილდ იუნაიტედის“ 23 წლის თავდამსხმელი დიონ დაბლინი. სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ „იუნაიტედმა“ გადაწყვიტა შეეძინა ახალი თავდამსხმელი. მათ 1.2 მილიონ ფუნტად შეიძინეს კლუბის მომავალი ლეგენდა ერიკ კანტონა ლიდს „იუნაიტედიდან“. კანტონა შეტევაში მარკ ჰიუზს შეუწყვილდა და ის გახდა გუნდის გასაღები. ერიკის დახმარებით კლუბმა სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა და მრავალწლიანი შესვენების შემდეგ ნანატრი წითელმა ეშმაკებმა ნანატრი, აწ უკვე პრემიერ ლიგა მოიგო.

1993/1994 წლების სეზონში „იუნაიტედისთვის“ და ფერგისთვის კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა. მან ბრაიან რობსონის შმეცვლელად, რომელმაც კარიერა დაასრულა, მოიყვანა 22 წლის როი კინი, მასში ბრიტანული ფეხბურთისთვის რეკორდული თანხა 3.75 მილიონი ფუნტი იქნა გადახდილი. „იუნაიტედი“ ფაქტიურად მთელი სეზონის მანძილზე ლიდერობდა ცხრილს და დამსახურებულად მოიპოვა ტიტული. ერიკ კანტონა ბომბარდირი გახდა 25 გატანილი გოლით, მან ასევე 5 დღის ინტერვალში 2 წითელი ბარათი მიიღო. მანჩესტერი ლიგის თასის ფინალში გავიდა, მაგრამ რონ ატკინსონის „ასტონ ვილასთან“ ანგარიშით 3:1 დამარცხდა. იუნაიტედი ფა ქაფის ფინალშიც გავიდა, სადაც სერ ალექსის შეგირდებმა „ჩელსი“ 4:0 გაანადგურეს. ალექსის სამწვრთნელო კარიერაში ეს გახდა რიგით მეორე დუბლი(შიდა ჩემპიონატისა და მთავარი თასის მოგება). მან ამის გაკეთება აქამდე „აბერდინში“ შეძლო.

1994 წლის ზაფხულში წითლებმა 1,2 მილიონად მცველი დევიდ მეი შეიძინეს. 1994/95 წლების სეზონი ფერგისთვის არც ისე სასიამოვნოდ დაიწყო, ერიკ კანტონამ კუნგ ფუს ილეთით „კრისტალ პალასის“ გულშემატკივარი დაარეტიანა, რის გამოც მან 8 თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მიუხედავად ამისა ალექსის გუნდმა ჩემპიონის ტიტული ბოლო ტურში დათმო. რომ არა ფრე ვესტ ჰემთან, მანჩესტერი ზედიზედ მესამე ტიტულს მოიპოვებდა. ამავე წელს სერ ალექსის მოთხოვნით გუნდში მოვიდა ენდი კოული და რაც მთავარია, გამოჩნდა კლას 92 - პოლ სქოულზი, ნიკი ბატი, დევიდ ბექჰემი და ძმები ნევილები(გიგზი უკვე ძირითად გუნდში ასპარეზობდა).

1995 წლების სეზონში სერ ალექსი კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა, რადგან გუნდი დატოვეს ისეთმა გამოცდილმა ფეხბურთელებმა როგორებიც იყვნენ პოლ ინსი, მარკ ჰიუზი და ანდრეი კანჩელსისკი. მათ შემცვლელად კი ალექსმა ძალიან გამბედავი და რისკიანი ნაბიჯი გადადგა. მან ძირითადში ადგილი დაუთმო პოლ სქოულზს, ნიკი ბატს, ფილ ნევილს, გარი ნევილს, დევიდ ბექჰემსა და რაიან გიგზს. ეს ყველაფერი კი ხდებოდა სხვა გუნდების მიერ განხორციელებული ხმაურიანი ტრანსფერების ფონზე. მას შემდეგ, რაც მანჩესტერმა პირველი მატჩი დათმო ასტონ ვილასთან, მატჩის კომენტატორმა განაცხადა: „თქვენ ვერაფერს მოიგებთ ბავშვებთან ერთად“. ის გულისხმობდა გამოცდილი ფეხბურთელების გარეშე. მიუხედავად პრესის დიდი ზეწოლისა, კლას 92-მა ფერგიუსონის იმედები გაამართლა, მათ შემდეგი 5 მატჩი მოიგეს, დაამარცხეს რა „ევერტონი“ გუდისონზე 3:2 და მოქმედი ჩემპიონი „ბლექბერნ როვერსი“ ივუდ პარკზე 2:1.

მიუხედავად ახლგაზრდების ბრწყინვალე თამაშისა ფერგის გუნდი ლიდერ „ნიუკასლს“ 10 ქულით ჩამორჩებოდა, წითლებმა დაამარცხეს „ნიუკასლი“ და სხვაობაც შეამცირეს, მაგრამ არასტაბილური თამაშისდაგამო 10 ქულიანი უპირატესობა კვლავ აღდგა. ჩავარდნა მალე ნიუკასლელებსაც დაეწყოთ ამას დაემატა კიდევ ერთი წაგებული მატჩი სერ ალექსის გუნდთან ანგარიშით 1:0 და კლუბებს შორის სხვაობა 1 ქულამდე შემცირდა. სენტ ჯეიმსის ბინადრებმა კიდევ რამდნეიმე ქულა დაკარგეს რითაც მანკუნიანელებმა ისარგებლეს და ცხრილს სათავეში მოექცნენ. საბოლოოდ ჩემპიონობა მანჩესტერმა ბოლო ტურში მიდლსბროს დამარცხებით მოიპოვა.

1996 წლის 11 მაისს უემბლიზე ინგლისის თასის ფინალი გაიმართა, სადაც სერ ალექსის გუნდი „ლივერპულს დაუპირისპირდა, მატჩი ბრწყინვალედ ჩაატარეს წითლებმა და ერიკ კანტონას გოლით 1:0 დაამარცხებს პრინციპული მოწინააღმდეგეები. ამ თასის მოგებით ფერგი და მისი გუნდი გახდა პირველი ინგლისში, რომელმაც 2-ჯერ შეძლო დუბლის გაფორმება.

1996/97 წლების სეზონში „იუნაიტედმა“ კვლავ იზეიმა ჩემპიონობა, მაგრამ ზედიზედ წააგეს სამი მატჩ და გაუშვეს 13 ბურთი.სერ ალექსმა გუნდი გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალში, სადაც დამარცხდა დორტმუნდის „ბორუსისასთან“. სეზონის ბოლოს 30 წლის ასაკში კარიერა მოულოდნელად დაასრულა კლუბის უძლიერესმა ფეხბურთელმა ერიკ კანტონამ. იმავე სეზონში კლუბში მოვიდა ასევე ლეგენდარული ოლე გუნარ სოლსკიაერი.

1997/98 წლების სეზონის დასაწყისში ფერგიმ გუნდში 31 წლის ტედი შერინგამი მოიყვანა. სეზონი გუნდსითვის წარუმატებელი აღმოჩნდა, მათ პრემიერ ლიგა არსენალს დაუთმეს, ფა ქაფიდან ნაადრევად გამოვარდნენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგას მეოთხედ ფინალური სტადიიდან გამოეთიშნენ.

1998 წელს გუნდში მოვიდნენ დუაით იორკი,იაპ სტამი და იესპერ ბლუმქვისტი, კლუბმა კი საბოლოოდ ამ სამ ფეხბურთელში 30 მილიონამდე გადაიხადა.

1998/99 წლების სეზონი კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებულად ითვლება. კლუბმა მოიგო პრემიერ ლიგა, ფა ქაფი და ჩემპიონთა ლიგა. ეს იყო რაღაც განუმეორებელი სეზონი, განუმეორებელი მატჩებით, იუნაიტედმა ყველა ფრონტზე ყველა ტიტული დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა, რაც დიდ წილად გენიალური სერ ალექსის დამსახურებაა. მანჩესტერმა სასწაულებრივი ქამ ბექი მოახდინა ტურინში, როდესაც ზიდანისა და დევიდსის „იუვენტუსი“ საპასუხო მატჩს 2:0ს იგებდნენ, როი კინმა სხვაობა შეამცირა ერთამდე, შემდეგ დუაით იორკმა ანგარიში გაათანაბრა, მატჩი 84-ე წუთზე კი ენდი კოულმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს იყო მართლაც განუმეორებელი მატჩი. ასევე იყო განუმეორებელი მატჩი „არსენალთან“ ფა ქაფის ნახევარ ფინალში. „იუნაიტედი“ ცუდ დღეში იყო, მათ 2 დღით ადრე პრემიერ ლიგის თამაში გამართეს, მანამ კი იყო უდაძაბულესი მატჩი „იუვენტუსთან“, ამას თან დაემატა როი კინის წითელი ბარათი და მანჩესტერი გავარდნის ზღვარზე იყო. არსენალი უპირატესობას დაეუფლა, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ფილ ნევილმა საჯარიმოში წააქცია „არსენალის“ თავდამსხმელი და 11 მეტრიანი, ყველამ გაიფიქრა, რომ ყველაფერ დასრულდა, ბერგკამპის გამორბენი და შმეიხელის ბრწყინვალე სეივი, თამაში დამატებით დროში გადავიდა. ამ დროს კი მოედანზე გამოჩნდა განუმეორებელი რაიან გიგზი. ის შემოვიდა მოედანზე და სულ რამდენიმე წამში წამოიწყო განუმეორებელი იერიში. მან ცენტრიდან მარტო წაიღო ბურთი, მოატყუა მეტოქის მთელი დაცვა და აუღებელი დარტყმით დალაშქრა არსენალის კარი, ეს იყო განუმეორებელი მატჩი. ფილ ნევილი: „დავინახე,რომ გიგზმა ბურთი მიიღო და მეც მაშინვე წინ გავიქეცი, ვცდილობდი მას დავხმარებოდი, ის განზრახ მცველებზე მიდიოდა და ყველაფერს ბრწყინვალედ აკეთებდა“. პოლ სქოულზი: „გიგზი ბურთს ფაქტიურად არ ეხებოდა, ის მირბოდა წინ, იფიქრებდი ის მიწას სულ არ ეხებაო.“ დევიდ ბექჰემი: „ეს განუმეორებელი იყო, ამის ენით აღწერა შეუძლებელია“.

ფინალში მანჩესტერს „ნიუკასლი“, უემბლიზე სერ ალექსის გუნდმა 2:0 იმარჯვა.
1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ მატჩად ფეხბურთის ისტორიაში. ფინალში ერთმანეთს ორი უძლიერესი გუნდი, სერ ალექსის მანჩესტერი და ჰიტცფელდის „ბაიერნი“ შეხვდა. კამპ ნოუზე გასაოცარი ატმოსფერო იყო. ფერგის გუნდი მატჩს სქოულზისა და კინის გარეშე შეხვდა. მთელი 90 წუთი ბავარია ფლობდა უპირატესობას და ეს მატჩის დასაწყისში გოლშიც გარდაისახა, ამის შემდეგ იყო შმეიხელის გმირობები და 2 ძელი. მატჩის ბოლო წუთებზე ალექსმა 2 შეცვლა განახორციელა, მოედანზე შემოუშვა ოლე გუნარ სოლსკიაერი და ტედი შერინგემი. უკვე მსჯაის მიერ დამატებული დრო მიმდინარეობდა და კუთხურის ალამთან დევიდ ბექჰემი იდგა. ბექზის ჩაწოდება, არეულობა საჯარიმოში და ტედი შერინგამის გოლი - 1-1. კიდევ ერთი კუთხური, კიდევ ერთი ჩაწოდება და სულშერმა გამარჯვების გოლი გაიტანა. „იუნაიტედმა“ ტრებლი შეასრულა. ფინალის შემდეგ ალექს ფერგიუსონს მიენიჭა რაინდის სტატუსი ინგლისური ფეხბურთისადმი გაწეული დამსახურებისათვის.

1999/2000 წლების სეზონში სერ ალექსის გუნდმა კვლავ მოიპოვა ეპლ-ს ტიტული, დამარცხდა რა მხოლოდ 3 მატჩში და დააგროვა 91 ქულა.

2000 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ მანჩესტერმა 18 მილიონ ფუნტად შეიძინა რუუდ ვან ნისტელროი, მაგრამ მან სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და სამშობლოში დაბრუნდა. შემდეგ კი მან მიიღო მუხლის ტრავმა და გამოტოვა თითქმის 1 წელი. სამაგიეროდ გუნდმა მონაკოდან იყიდა მეკარე ფაბიან ბარტეზი 7.8 მილიონად და ის გახდა ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერი ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში.

2000-2001 წლების სეზონიც გუნდმა წარმატებით დაასრულა და ზედიზედ მესამე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა, მაგრამ არც ისე კარგად იასპარეზე ჩემპიონთა 2000 წელს ლიგის მეოთხედფინალიდან გუნდი „რეალმა“, ხოლო მომავალ წელს ამავე სტადიიდან მიუნხენის „ბაიერნმა.

2001 წელს ფერგიმ მაინც შეიძინა რუუდ ვან ნისტელროი. ამავე წელს კლუბმა ლაციოდან რეკორდულ თანხად 28 მილიონად შეიძინა ნახევარმცველი ხუან სებასტიან ვერონი.

2001/02 ჰოლანდიელმა მცველმა იაპ სტამმა კლუბი 16 მილიონად დატოვა და „ლაციოში“ გადაბარგდა, მის ნაცვლად ალექსმა 36 წლის ლორან ბლანი შეიძინა. ასევე კლუბი დატოვა ფერგის ასისტენტმა რონ მაკლარენმა, რომლის ნაცვლადაც ჯიმი რაიანი მოვიდა.
აქედან დაიწყო გუნდის გარდაქმნა. იუნაიტედმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, გუნდმა წაყისი 7-დან 6 მატჩი დათმო და გათამაშების ლიდერს, ლივერპულს 11 ქულით ჩამორჩა. გუნდმა სეზონის შუაწელში კარგი ფორმა აკრიფა და 8 მატჩი ზედიზედ მოიგო და სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე ალექსის გუნდი ნახევარფინალში „ბაიერთან“ დამარცხდა.

2001/02 წლების სეზონი ფეგისთვის შესაძოა ბოლო აღმოჩენილიყო, მაგრამ მან მაინც გააფორმა გუნდთან 3 წლიანი კონტრაქტი.
სეზონის დასრულებისთანავე მანჩესტერმა ლიდსიდან შეიძინა უნიჭიერესი მცველი რიო ფერდინანდი რეკორდულ 30 მილიონ ფუნტად. ასევე ფერგის ახალი ასისტენტი გახდა პორტუგალიელი კარლუშ კეირუში. 2002/03 წლების სეზონში ფერგის გენიალურმა კოლექტივმა მერვე ეპლ-ს ტიტული მოიპოვა, მათ მოიგეს ბოლო 11-დან 10 მატჩი და მხოლოდ ერთი ითამაშეს ფრედ. “იუნაიტედმა“ 4:0 გაანადგურა „ლივერპული“ და 6:2 სძლია „ნიუკასლს“. საბოლოოდ სერ ალექსის გუნდს აღნიშნულ სეზონში შობის შემდეგ მატჩი არ წაუგია.

2003/04 წლების სეზონში მანჩესტერმა მოიპოვა ფა ქაფი, მანკუნიანელებმა ფინალში „მილუოლს“ სძლიეს ანგარიშით 3:0, შიდა ჩემპიონატში კი მესამე ადგილი დაიკავეს. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან მანჩესტერი მომავალმა გამარჯვებულმა, ჟოზე მოურინიოს „პორტომ“ გამოაგდო. აღსანიშნავია, რომ ფერდინანდმა დასკვნითი 4 თვე გამოტოვა მიღებული დისკვალიფიკაციის გამო, ახალმა შენაძენებმა - ჟოზე კლებერსონმა და ერიკ ჯემბა-ჯემბამ კი არ გაამართლეს. მიუხედავად წარიმატებლობისა, მანჩესტერმა შეიძინა 18 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი კრიშტიანო რონალდო.

2004/05 წლების სეზონში მანჩესტერმა ვერცერთი ტიტული ვერ მოიპოვა. პრემიერ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავეს, ფა ქაფის ფინალში კი „არსენალთან“ პენალტებში დამარცხდნენ, თუმცა მაინც იყო დადებითი მხარე, კლუბმა შეიძინა უნიჭიერესი ინგლისელი უეინ რუნი, რომელიც გახდა ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი.

2005 წლის ზაფხულში კლუბი მალკოლმ გლეიზერის ხელში გადავიდა, რამაც გულშემატკივართა პროტესტი გამოიწვია, თუმცა თავად ფერგის ახალი მფლობელი არასოდეს გაუკრიტიკებია. იმავე წელს ფერგიმ მოაგვარა მეკარის პრობლემა, შეიძინა „ფულჰემიდან“ ჰოლანდიელი ედვინ ვან დერ სარი. ასევე მან გუნდში მოიყვანა პარკ ჯი სუნგი.

2005/06 წლების სეზონი გარდამავალი აღმოჩნდა, გუნდი დატოვა კაპიტანმა როი კინიმ, რაც დიდი დარტყმა იყო. ასევე გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა. იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე კი კლუბმა ორი მცველი, ნემანია ვიდიჩი და პატრის ევრა შეიძინა. ეპლ-ში კლუბმა მეორე ადგილი დაიკავა და ტიტული ჩელსის დაუთმო. ფერგის ერთადერთი მონაგარი ლიგის თასი გახდა. სეზონის ბოლოს კლუბი ვან ნისტელროიმ დატოვა და „რეალში“ გადაბარგდა.

2006 წლის სეზონი გუნდმა ძალიან კარგად დაიწყო. სერ ალექსმა ნახევარდაცვის გასაძლიერებლად „ტოტენჰემიდან“ მაიკლ კერიკი შეიძინა 14 მილიონად. ნემანიამ და პატრისმა კი პირველივე სეზონში აუღეს ალღო ახალ ლიგას. აღსანიშნავია რუნი-რონალდოს ძალიან ძლიერი დუეტის ჩამოყალიბება, რაც ასევე სერ ალექსს უკავშირდება, მან ეს ორი განსხვავებული ფეხბურთელი ერთმანეთში ისე შერწყა, რომ ისინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში დუეტი გახდა. 2006 წლის 6 ნოემბერს ფერგიმ „იუნაიტედის“ სათავეში მოსვლიდან 20 წლისთავი აღნიშნა, სადაც შეიკრიბნენ ინგლისური ფეხბურთის გამორჩეული ადმიანები, რომლებმაც ხოტბა-დიდედაბა არ მოაკლეს შოტლანდიელ გენიოსს. მათ შორის იყო როი კინიც. „იუნაიტედმა“ რიგით მეცხრე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა, მაგრამ ინგლისის თასის ფინალში „ჩელსისთან“ დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგაზე ფერგის გუნდმა მეოთხედფინალში „რომა“ ანგარიშით 7:1 გაანადგურა, მაგრამ ნახევარფინალში „მილანთან“ დამარცხდა.

2007/2008 წლის სეზონის დასაწყისში ფერგიმ კლუბში კარლოს ტევესი, ოუენ ჰარგრივსი, პორტუგალიელი ნანი და ბრაზილიელი ანდერსონი მიიყვანა. ახალი სეზონი მანჩესტერმა ფრითა და მარცხით დაიწყო (მათ შორის იყო მარცხი სიტისთან), მაგრამ შემდეგ გუნდმა ბრწყინვალე ფორმა აკრიფა და ლიდერ „არსენალს“ მალევე მიუახლოვდა. 2007 წლის ნოემბერში სერ ალექსმა განაცხადა, რომ აღნიშნული შემადგენლობა საუკეთესოა, რაც კი ოდესმე ჰყოლია. 2008 წელს მანჩესტერმა ფა ქაფიდან „არსენალი“ გამოაგდო, მაგრამ შემდეგ ტურში დამარცხდა პორსტმუტთან ანგარიშით 1:0. მატჩის შემდეგ ბოსმა მსაჯები მიკერძოებულობაში დაადანაშაულა, რის გამოც იგი დააჯარიმეს კიდეც. საბოლოოდ ეპლ-ს ტიტული მანჩესტერმა დამაჯერებლად მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზეც ფინალში გააღწია, სადაც მის გუნდს ლონდონის „ჩელსი“ დაუპირისპირდა.

მოსკოვში „იუნაიტედის შესრულებით კიდევ ერთი დრამატული ფინალი ვიხილეთ. ზუსტად 25 წელი იყო გასული მას შემდეგ რაც 1983 წელს ბოსმა „აბერდინთან“ ერთად თასების მფლობელთა თასი მოიგო. მატჩის პირველი ნახევარი ფერგის გუნდის უპირატესობით წარიმართა და რონალდოს გოლის წყალობით. თუმცა არისტოკრატები არ გაყდნენ და პირველი ნახევრის ბოლოს ფრენკ ლამპარდმა აღადგინ წონასწორობა. საბოლოოდ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. პირველი ორი თერთმეტმეტრიანი ორივე გუნდმა გამოიყენა. შემდეგ მოვიდა რონალდოს დროც, მაგრამ მას პეტერ ჩეხმა აუღო, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. გადამწყვეტი პენალტის შესასრულებლად ტერი მივიდა, მას გაზონზე ფეხი დაუცურდა და ბურთი ძელს მოარტყა. მანჩესტერმა კიდევ ერთი პენალტი გამოიყენა, „ჩელსის“ მხრიდან პენალტი ანელკამ ცუდად შეასრულა და ვან დერ სარი გმირი გახდა, მან გუნდს ჩ.ლიგა მესამედ მოაგებინა, ალექსს კი მეორედ.

2008/2009 წლების შიდა ჩემპიონატიც სერ ალექსის გუნდის ტრიუმფით დასრულდა და ის გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც შეძლო და ეპლ-ს ტიტულის სამჯერ ზედიზედ მოპოვება 2-ჯერ შეძლო.(პირველი - 1999-2001 და მეორედ 2007-2009). ალექსისთვის ეპლ-ს ეს ტიტული მე-11 იყო, ხოლო მთლიანად გუნდისთვის კი მე-18, ამ შედეგით კი ფერგი „ლივერპულს“ დაეწია. 2009 წელს კლუბმა ასევე მოიგო ლიგის თასი, ფინალში კი ტოტენჰემი დაამარცხეს პენალტების სერიაში.
2009 წლის მაისში ფერგიუსონის გუნდი ჩ.ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, მაგრამ დამარცხდა „ბარსელონასთან“ ანგარიშით 2:0. სეზონის ბოლოს კლუბი დატოვა ოქროს ბურთის მფლობელმა კრიშტიანო რონალდომ ის მადრიდის „რეალში“ რეკორდულ თანხად 84 მილიონ ფუნტად გადავიდა.

2009/2010 წლების სეზონში ფერგიმ კვლავ მოიგო ლიგის თასი, ფინალში მანკუნიანელებმა ასტონ ვილას 2:1 სძლიეს. ჩემპიონთა ლიგაზე კლუბმა მეოთხედფინალამდე გააღწია, სადაც „ბავარიასთან“ გამოვარდა სტუმრად გატანილი გოლის წესის გამო. ეპლ-ს ტიტული „იუნაიტედმა“ „ჩელსის“ დაუთმო. წითლები არისტოკრატებს 1 წულით ჩამორჩნენ.

2010 წლის 8 აგვისტოს ალექსმა კიდევ ერთი ტიტული მოიგო. ინგლისის სუპერთასის მატჩში მისმა გუნდმა ჩელსის სძლია ანგარიშით 3:1.

2011 წლის 14 მაისს „იუნაიტედმა“ მე-19 პრემიერ ლიგის ტიტული მოიპოვა და გახდა ინგლისი უტიტულოვანესი კლუბი. ფერგიმ 24 წლის წინ ნათქვამი სიტყვა შეასრულა და „ლივერპული“ კვარცხლბეგიდან საბოლოოდ ჩამოაგდო.

2011 წელს ფერგიუსონის გუნდი კვლავ გავიდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, მაგრამ მარცხი იწვნია კატალონიის ბარსელონასთან(3:1).

მომდევნო სეზონი ფერგიმ სიტისთან ბრძოლაში ბურთების უარესი შეფარდების გამო დათმო, მაგრამ მომდევნო სეზონში შური იძია და მეორე ადგილოსანი „სიტი“ მთელი 15 ქულით მოიტოვა უკან. ეს კი იყო ალექსის უკანასკნელი მე-20 საჩემპიონო ტიტული. ასე დასრულდა შოტლანდიელი გენიოსის სამწვრთნელო კარიერა.

ფაქტები და გამონათქვამები:
სერ ალექს ფერგიუსონი არის ბრიტანეთის ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი.
ის იკავებს მე-4 ადგილს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელებს შორის The Times-ის მიხედვით.
ფერგი იკავებს პირველ ადგილს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელებს შორის Wood Soccer-ისა და ESPN-ის მიხედვით.
"როდესაც იტალიელს კერძი მოაქვს და მეუბნება, ინებეთ სერ ეს თქვენი მაკარონია, ყოველთვის ვცდილობ რომ შევამოწმო და დავრწმუნდე მართლა არის თუ არა",- ხუმრობით განაცხადა ფერგიუსონმა მილანის "ინტერთან" დაპირისპირების წინ.
ალან ჰენსენი სერ ალექს ფერგიუსონს: "ბავშვებთან თამაშით შენ ვერაფერს ვერ მოიგებ". სერ ალექს ფერგიუსონი 99 წლის ლიგის ფინალის შემდეგ პასუხობს ალან ჰენსენს: "ისინი არაჩვეულებრივი ბავშვები არიან".
"არ მჯერა, არ მჯერა ეს ყველაფერი წყეულ ჯოჯოხეთს გავს"-სერ ალექს ფერგიუსონი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდგომ.
ჟურნალისტი ეკითხება ფერგიუსონს: "როდესაც თქვენი წასვლის დრო დადგება, რას გააკეთებთ შემდგომ?"...ფერგიმ მოუგო: "თქვენ კიდევ არ იცით როგორი ნიჭიერი ვარ. ალბათ მხატვრობას მივყოფ ხელს."
"ის რომ ერთი ინჩით მაღალი იყოს საუკეთესო ცენტრალური მცველი იქნებოდა ბრიტანეთში"-სერ ალექს ფერგიუსონი გარი ნევილის შესახებ.
"მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს" - სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
ავატარი
Iunaitedi
#2
Su Wavikitxe Tavidan Bolomde Exla 🙂 Visiamovne .qaia.

მსგავსი თემები