aleqsandre iashvili

1 2
ავატარი
Nukri
#1
ალექსანდრე იაშვილი (დ. 23
ოქტომბერი, 1977 , თბილისი ) —
ქართველი ფეხბურთელი,
საქართველოს ეროვნული ნაკრების
ყოფილი თავდამსხმელი. კარიერა
დაასრულა 2013-14 წლების სეზონის
დასრულების შემდეგ, მისი ბოლო
კლუბი იყო ბაქოს „ინტერი“ .
კარიერა
საკლუბო
კარიერა დაიწყო თბილისის
„დინამოში“ , სადაც გამორჩეული იყო
გოლის გატანის ალღოთი. მან 1994–
1995 წლების სეზონში 24 გოლი
გაიტანა 24 მატჩში, ხოლო 1995–1996
წლების სეზონში 25 გოლი 26 მატჩში,
რის შემდეგაც მიიპყრო უცხოური
კლუბების ყურადღება. 1997 წლის
იანვარში მან გერმანულ „ლიუბეკში“
გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება.
იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ ის
დარჩა გერმანიაში, „ფრაიბურგში“ .
კლუბმა მოიპოვა ბუნდესლიგის
საგზური პირველ სეზონში და 1998
წლიდან ბუნდესლიგაში ჩატარებულ
148 მატჩში გაიტანა 30 გოლი. 2005–
2006 წლების სეზონში ის გახდა
გუნდის კაპიტანი . 2007 წელს
„ფრაიბურგში“ გატარებული 10 წლის
შემდეგ ის გადავიდა „კარლსრუეში“ .
2013-2014 წლებში იცავდა ბაქოს
„ინტერის“ ღირსებას. 2014 წლის
ივნისში კარიერა დაასრულა.
სანაკრებო
ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა
1998 წელს. უკანასკნელი მატჩი
ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა
2011 წელს. საქართველოს ნაკრების
მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ
განაცხადა, რომ ნაკრების
გაახალგაზრდავების გამო იაშვილის
გამოძახებას აღარ აპირებდა.
იაშვილმა ნაკრებში 67 შეხვედრა
ჩაატარა და 15 გოლის გატანა შეძლო.
თემა გადაიტანა Boss Lampard კატეგორიიდან ფეხბურთი კატეგორიაში ფეხბურთელები 9 ივნისი 2022, 21:21

მსგავსი თემები

0პასუხი1ნახვა
ავატარიNukri26 სექ 2014, 00:06
0პასუხი1ნახვა
ავატარიNukri25 სექ 2014, 23:52