ჩვენ ვაგრძელებთ მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიიდან საინტერესო ფაქტების გახსენებას. ამჯერად კვლავ დავუბრუნდი უკრაინულ ვებ-გვერდ "Football.ua"-ს და გთავაზობთ საკმაოდ საინტერესო სტატიას, რომელიც განსაკუთრებით ფასეული გერმანული ფეხბურთის მოყვარულთათვის იქნება.
ზოგადად მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში - ეს არის წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი, ნებისმიერი საფეხბურთო ქვეყნისთვის, დიდისთვის თუ პატარასთვის. მუნდიალზე მონაწილეობის არ მიღება კი, მაგალითად ინგლისის ნაკრებისთვის, ნამდვილი სირცხვილი იყო. ეს კი იქიდან გამომდინარეობს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების მოპოვებამ, შეიძლება შეცვალოს საზოგადოება და ხელი შეუწყოს ისტორიული პროცესების განვითარებას. გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ისტორია - არის გამაჯრვებების ისტორია, მათ შორის სამი მსოფლიოს ჩემპიონატზე. ცხადია 1990 წელს ანდრეას ბრემეს პენალტმა საოცარი სიხარული მიანიჭა გერმანულ ერს, რასაც მალე მოჰყვა ბერლინის კედელის დანგრევა, 1974 წელს გერდ მიულერმა საკუთარი გოლებით სამშობლოში მოუტანა წარმატება ქვეყანას, მაგრამ ყველაზე ძლიერი ნაკრები გერმანიას იყო სხვა დროს. შვეიცარიის დედაქალაქში, წვიმიან დღეს, უვე რანის მარცხენათი გატანილი გოლი, გერმანული ფეხბურთის ისტორიაში საკრალური მნიშვნელობისაა.
ომებსშორის პერიოდში, 1930-იან წლებში, გერმანიის ეროვნული ნაკრები თუ მსოფლიოში საუკეთესო გუნდებს შორის არ შედიოდა, მინიმუმ ანგარიშ გასაწევი კერკეტი კაკალი ყველა ვარიანტში იყო. პირველ რიგში ეს გამოიწვია, ამ სპორტის იმიჯის სწორმა განვითარებამ და შეცვლამ ქვეყანაში. იმპერიულ გერმანიაში, დიდი ხნის მანძილზე, ფეხბურთი, როგორც ინგლისელების გამოგონება, ითვლებოდა სამარცხვინოდ და ფეხბურთელებს მოღალატეებს უწოდებდნენ. სხვადასხვა სოციალისტურ მოძრაობების წარმომადგენლებიც დიდად არ ინტერესდებოდნენ ამ სპორტით. დიდი ხნის მანძილზე, გერმანელი ხალხი აღფრთოვანებული იყო ტანვარჯიშით, როგორც ტანის მეშვეობით, სულის გამაძლიერებელი ინსტრუმენტით. ფეხბურთი კი მხარეებს ჰყოფდა გამარჯვებულად და დამარცხებულად, ამიტომ ეს სპორტი ეწინააღმდეგებოდა თანასწორობის იდეას.
თუმცა 1920-იანი წლების შუაშია, გერმანიაში ფეხბურთის ბუმი დაიწყო და ნაციონალური ჩემპიონატის ფინალებზე, მაშინ ბუნდესლიგის დაარსებამდე(1963 წლამდე) გერმანიის პირველობა ოლიმპიური სისტემით მიდიოდა, 50 ათასი მაყურებელი მიდიოდა. თუმცა ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება-განვითარების პროცესი და საწყისი ეტაპები ურთულესი გამოდგა. პირველი მსოფლიო ომის დროს, გერმანელთა მტერი ქვეყნის ეროვნული ნაკრებები უარს ამბობდნენ მათთან ამხანაგურ თამაშებზე. ინგლისელებმა კი საერთოდ გერმანიის ფიფა-დან გარიცხვაც სცადეს. საკონტროლო თამაშებისთვის მეტოქეების ასორტიმენტი ძალიან ღარიბი იყო: ავსტრია, შვეიცარია, უნგრეთი და ფინეთი. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ავსტრია და უნგრეთი პროფესიონალურ რელსებზე გადავიდნენ, გერმანელები კი ბოლომდე ებრძოდნენ ფეხბურთში პროფესიონალიზმს, როგორც ჭირს, შესაბამისად უარი თქვეს მათთან თამაშებზე და არჩევანი ფაქტიურად არ რჩებოდა. სხვა ვარიანტებიც არ იყო ადვილად მისაღწევი. ამის მიზეზი კი იყო შემდეგი: ფრანკოსეული, ნეიტრალური საფეხბურთო ხელისუფლების წევრები, გერმანიასთან ამხანაგური თამაშის ჩამტარებელ ნაკრებს, შვეიცარიული საფეხბურთო კავშირიდან გაგდებით ემუქრებოდნენ. ანუ ყველა და ყველაფერი "ბუნდესთიმის" წინააღმდეგ იყო.
სპორტული და პოლიტიკური თვალსაზრისითაც, საქმე 1925 წლისათვის გამოსწორდა. პირველი ნაბიჯი ამისკენ იყო, გერმანული ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტად ფელიქს ლინემანის დანიშვნა. ფელიქსი მიხვდა, რომ ფეხბურთში მთავარი მწვრთნელი არის აუცილებელი, უმნიშვნელოვანესი და როგორც იქნა დანიშნა. გერმანიის ნაკრების თავკაცი, ბრწყინვალე ოტო ნერცი გახდა. ნერცი იყო ადამიანი, რომელსაც მაქსიმალური დისციპლინა და წესრიგი უყვარდა ვარჯიშების დროს, ასევე ტურნირების მსვლელობისას. გარდა ამისა ოტო ინგლისური ფეხბურთის დიდი მოყვარული იყო. მის ხელში ნაკრების შედეგები საგრძნობლად გაუმჯობესდა: 1928 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, გერმანელებმა გაანადგურეს შვეიცარიის ნაკრები და ბრძოლაში დამარცხდნენ ურუგვაელებთან. ცოტა მოგვიანებით კი პირველად დაამარცხეს სკუადრა აძურა სტუმრად, იტალიაში. ამ დროისთვის პოლიტიკური დაძაბულობა საბოლოოდ ჩაცხრა და ინგლისელებიც კი მზად იყვნენ გერმანიასთან საკონტროლო თამაშების გასამართად, ოღონდ გადახალისებული შემადგენლობით.
1934 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე, ოტო ნერცმა ნაკრებში ახალი საბრძოლო სქემა შეიტანა, თანაც წარმატებით: გერმანიის ნაკრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. რათქმაუნდა 1936 წელს ბერლინში გასამართი ოლიმპიური თამაშების წინ, მოლოდინი იყო საოცრად დიდი. თუმცა ნერცმა დაუშვა რამოდენიმე შეცდომა, როგორც მოსამზადებელ ეტაპზე, ასევე უშუალოდ ტურნირის მსვლელობისას. გერმანელებმა მეტოქის არდაფასებამ დაღუპა და მეორე ეტაპზე, საკმაოდ ძლიერ ნორვეგიის ნაკრებთან დამარცხდნენ, თანაც ჰიტლერის თვალწინ. ეს იყო ადოლფისთვის პირველი საფეხბურთო მატჩი და სავარაუდოდ უკანასკნელიც. პარალელურად, 100 მეტრზე სირბილში შავკანიანმა ამერიკელმა გაიმარჯვა, ამან კი ადოლფი განარისხა, გაამწარა, გამოიყვინა წყობილებიდან და ნაადრევად დატოვა სტადიონი. ამის შემდეგ ნერცი ნაკრებში უკანა პლანზე გადავიდა, მისი ადგილი კი ფაქტიურად დაიკავა ახალგაზრდა და ფეხბურთზე გაგიჟებულმა - ზეპ ჰერბერგერმა.
ჰერბერგერი უფრო შორს იყურებოდა და ნაკლებად ჯიუტი იყო, ვიდრე ნერცი. მან გადაწყვიტა, რომ კომბინირება მოეხდინა სწრაფი, ინგლისური საფეხბურთო სტილის და ავსტრიული - ტექნიკური, უფრო მეტად პასებით აწყობილ სათამაშო სტილს შორის. სხვათაშორის მსგავს ფეხბურთს იმ დროისთვის გერმანიის ყველაზე წარმატებული კლუბი, გელზენკინხენის "შალკე" თამაშობდა. პეპ გვარდიოლას "ბარსელონამდე" 80 წლით ადრე გაჩნდა ხუმრობა: "არ შეწყვიტო კომბინირება პარტნიორებთან და გოლი მაშინ გაიტანე, როდესაც პასის გაკეთების საშუალება აღარ იქნება". სწორედ ასე თამაშობდა პირველი ლეგენდარული გერმანიის ნაკრები, ჰერბერგერის მფრინავი ბიჭუნები ანაც ვროსლავის თერთმეტეული - ეს სახელი გერმანელებს დანიელებთან მოპოვებული 8:0 გამარჯვების შემდეგ შეარქვეს, რომელიც 1937 წლის 16 მაისს მოხდა ვროსლავში. მალევე ზეპმა ავტრიის ფეხბურთის ფედერაციასთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც გერმანიის და ავსტრიის ნაკრებები გერთიანდნენ, მოთამაშეები კი 6:5 ან 5:6 პროპორციით თამაშობდნენ ორივე ქვეყნიდან.
თუმცა ეს სვლა არ გამოდგა წარმატებული. მანამ სანამ, გერმანელთა მთავარი მტერი სპორტული თვალსაზრისით ჰოლანდია გახდებოდა 70-იან წლებში, ბუნდესთიმს პირველად ავსტრია ემტერებოდა. ავსტრიელები ამაყობდნენ საკუთარი ბრწყინვალე გუნდით, რომელიც 30-იან წლებში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ცუდად აღიქვამდნენ გერმანულ ფეხბურთს. ამიტომ გაერთიანებულ ნაკრებში, ავსტრიელებს და გერმანელებს არ ჰქონიათ საუკეთესო ურთიერთობა. შეიძლება ითქვას, რომ ბუნდესთიმი იყო ორ ნაწილად გაყოფილი და ამ გახლეჩილმა ნაკრებმა 1938 წლის მუნდიალზე პირველივე ეტაპზე წააგო შვეიცარიასთან, პენალტების სერიაში. მოგვიანებით ჰერბერგერი ლინემანს უჩიოდა, რომ ავსტრიელი ფეხბურთელები მნიშვნელოვან მომენტში ხელებს უშვებნდენ და ბოლომდე არ ბრძოლობდნენ. ამ მარცხმა სერიოზული გავლენა იქონია ზეპის გადაწყვეტილებაზე, ნაკრებში ფეხბურთელების გამოძახებისას. მან ნაკრების პრიორიტეტების სიაში, პირველ ადგილზე - ერთობა დააყენა.
შემდეგ წელს, მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობის გაღვიძებისა ევროპაში და კერძოდ გერმანიაშიც, ბუნდესთიმმა ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ ეტაპზე 15 ამხანაგური მატჩი ჩაატარა. თუმცა პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ, აშკარა გახდა, რომ მოთამაშეების უმრავლესობა ვერმაჰტში უნდა წასულიყო ვალდებულების მოსახდელად. ნაცსიტური წყობა ითვალისწინებდა, რომ საკუთარი ქვეყნის წინაშე თითოეულმა მოქალაქემ უნდა მოიხადოს ვალი, არანაერი მნიშვნელობა არ ჰქონდა სოციალურ სტატუსს. თუმცა ეროვნული ნაკრები აგრძელებდა თამაშს, მაგრამ ჰიტლერის მარვჯენა ხელმა, გებელსმა თქვა "ფეხბურთელები - ჰიტლერის პოლიტიკური ჯარისკაცები არიან". ფეხბურთი გარკვეული დროით შეწყდა, როდესაც სსრკ-ზე განხორციელდა თავდასხმა, მაგრამ უკვე 1941 წლისთვის ჰიტლერმა გადაწყვიტა, რომ პრობლემები არ შეიქმნებოდა და მწვანე აუნთო მოთამაშეებს.
ჰერბერგერი კი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ფეხბურთელებისთვის წინა ფრონტი აერიდებინა. მაშინ ნაკრებიდან წინა ხაზზე მხოლოდ ის მიყავდათ, ვინც იმსახურებდა და ჰქონდა ამის გამოცდილება, ზეპი კი ფალსიფიცირებულ საჭირო დოკუმენტებს ქმნიდა. მაგალითისთვის ფანტასტიკური ფეხბურთელი, ფრიტც ვოლტერი, ზეპის ძალისხმევით გაგზავნილი იქნა, განსაკუთრებულად დაცულ ავიაბაზაზე. სამწუხაროდ არ გაუმართლა, ვროსლავის უნიკალური გუნდის წევრ ადოლფ ურბანს, რომელიც სტალინგრადის ქვეშ მოჰყვა. გებერსმა ნაკრებს თამაშების ჩატარება მეორედ 1943 წლის თებერვალში აუკრძალა: "გერმანელები ომიდან, ფეხბურთის გამო არ მოცდებიან". შიდა საკლუბო ტურნირი კი აგვისტოს ბოლომდე იქნა გაგრძელებული.
მას შემდეგ რაც გერმანია მოკავშირეებად გაიყო, დიდი სპორტული ორგანიზაციები, რომლებიც ცალსახად ნაციონალისტური სახის იყო, უამრავი გერმანელი ადამიანის მსგავსად გაქრა, გათავდა. თუმცა წლების შემდეგ, გერმანელთა გულში ფეხბურთმა გაიღვიძა, როგორც კარგმა გზამ მომხდარის დავიწყებისა, თუნდაც მხოლოდ საათ-ნახევრით. კლუბებმა ნულიდან შექმნეს ახალი გუნდები, რომელთაგანაც ყველაზე დიდები, ძლიერები ერთმანეთში თამაშობდნენ, მაგრამ მოტივაცია იყო: თამაში საკვებზე და გაზზე. გერმანიის ჩემპიონატი ტრადიციული სისტემით მალევე განახლდა, მაგრამ გერმანული ფეხბურთის კავშირი მხოლოდ 1949 აღსდგა, ეროვნული ნაკრები კი შემდეგ წლის მიწურულს. მთავარი მწვრთნელი ისევ ზეპი იყო, რომელიც სასწაულებრივ გადაურჩა დახვრეტას. ის SDAP-ს ერთ-ერთი მთავარი წევრი იყო ლინემანსა და ნერცს შორის. ოტო სამწუხაროდ საბრძოლო ბანაკში მოკლეს.
ჰერბერგის ნაკრები კი განაგრძობდა არსებობას. ზეპს არ მოსწონდა ებრაელების გაგდება ევროპული კლუბებიდან. ერთხელაც ის სერიოზულად განრისხდა ნაცისტებზე, რომლებმაც ვარჯიშების დროს, მთავარ მწვრთნელს სამხედრო გაკვეთილების ჩატარება დაუწყეს. ზეპმა მათ აგინა, ხელითაც კი შეეხო და გააგდო ვარჯიშიდან. სწორედ ჰერბერგერმა გაიყვანა გერმანიის ნაკრები დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ, პირველ ახმანაგურ თამაშზე შვეიცარიის წინააღმდეგ. შტუტგარტში ბუნდესთიმმა 1:0 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ შვეიცარია ძალიან დიდ დახმარებას უწევდა გერმანიის ნაკრებს. მაშინ, როდესაც ფიფამ იაპონია და გერმანია გარიცხა საკუთარი კავშირიდან, შვეიცარიელების მონდომებით, ორ წელიწადში, 1952 წელს გერმანია დაბრუნდა ფიფაში. ჰერბერგერმა კი დაიწყო მზადება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.
გაგრძელება იქნება...