bernis saswauli 2

0 2
ავატარი
Nukri
#1
ვაგრძელებთ "ბერნის სასწაულს"...

...საქმე ისე წავიდა, რომ გერმანიის ნაკრები არამხოლოდ დაბრუნდა ფიფაში, არამედ ზოგიერთმა გერმანელმა 1952 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც მიიღო მონაწილეობა. საუბარი არის საარლანდის ანაც "საარის" ნაკრებზე, ეს არის მიწა, რომელიც ომის შედეგად გახდა საფრანგეთის პროტექტორატი, მაგრამ რათქმაუნდა ნაკრების უმრავლესობა იყო გერმანელი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, გერმანიის ნაკრების მეტოქე, ნორვეგიის ნაკრებთან ერთად, სწორედ საარი იყო. საარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი, ბედის ირონიაა, ჰელმუტ შიონი იყო. ფეხბურთელი, რომელიც 30-იან წლებში ჰერბერგერის გენიალური გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. ამჯერად შიონს საკუთარი მასწავლებლის წინააღმდეგ უწევდა ძალების გამოცდა. ნორვეგიელების სტუმრად განადგუნრების შემდეგ, საარმა ვერაფერი გააწყო ჰერბერგერის გერმანიასთან და 0😺 დამარცხდა. ბუნდესთიმმა 4-დან 3 თამაში მოიგო ჯგუფში და ძალიან დამაჯერებლად, მარტივად მოიპოვა შვეიცარიის საგზური.

აღსანიშნავია, რომ ბერნის სასწაულის ბევრი ელემენტი, საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ჩამოყალიბდა და პრინციპში ტურნირის დაწყებამდეც ბევრი რამ იყო სრულყოფილი. გერმანიის ნაკრები ცნობილი არის საკუთარი გემოვნებით და დელეკატურად ირჩევს ხოლმე მუნდიალებისთვის სავარჯიშო ბაზას. ეს ტრადიცია, ფაქტიურად 1954 წელს იქნა დაფუძნებული, როდესაც ჰერბერგერმა ბუნდესთიმს შესთავაზა, შვეიცარიის პატარა სოფლის სანაპიროზე, შპიცის ტერიტორიაზე დაბანაკება. ზეპის დამხმარე იყო ალბერტ ზინგი, რომელიც "იანგ ბოიზს" ავარჯიშებდა და კარგად იცნობდა შვეიცარიას. შპიცში მის ერთ-ერთ ნათესავს ჰქონდა სასტუმრო და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, სასტუმროს მფლობელი ბელვერდერი, დათანხმდა გერმანელების მიღებაზე.

ჰერბერგერის გეგმა ეროვნულ ნაკრებში საკმაოდ რთული, მაგრამ ძალიან მიზანშეწონილი იყო: ზეპი ცდილობდა, რომ აბსოლიტურად ყველაფერი, რაც შეუშლიდა ფეხბურთელებს მუნდიალისთვის მომზადებაში ხელს, თავიდან აეცილებინა. შესაბამისად, პრესას და საკუთარ ცოლებსაც კი არ აკარებდნენ მოთამაშეებს. ჰერბერგერი ჯერ კიდევ ავსტრიულ-გერმანული ნაკრების ხელმძღვანელობისას მიხვდა, რომ დიდი წარმატებების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თუ კოლექტივში შეიქმნება გარკვეული ერთობა. მისი ძალისხმევით ეს შპიცში განახორციელა, ვანაიდან მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებისას, ფეხბურთელები არამხოლოდ ერთად ვარჯიშობდნენ, არამედ ყველანი ერთად ათვალიარებდნენ არე-მარეს და თამაშობდნენ კარტს. გარდა ამისა ზეპი თითოეულ ფეხბურთელთან ინდივიდუალურ შეხვედრას მართავდა და ასე იგებდა ყოველი ფეხბურთელის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ნელ-ნელა მას გამოუვიდა, როგორც ამბობენ "შპიცის სულის" შექმნა ანუ ორმხრივი ატმოსფერო - ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის.

კიდევ ერთი ისტორია ეხება ბუცებს, რომლითაც ბუნდესთიმი შვეიცარიაში გამოდიოდა. პიროვნება, რომელიც ნაკრების აღჭურვილობაზე აგებდა პასუხს, იყო კვალიფიციური მცხობელი, რომელიც გადაიქცა პროფესიონალ მკერავად - ადოლფ დასლერი, რომელმაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ბრენდი "Adidas" დააარსა. ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სპორტული ტანსაცმელი უნდა იქნეს დამზადებული ინდივიდუალური სისტემით, ანუ თითოეული სპორტსმენისათვის და თითოეული სპორტისათვის უნდა იყოს სპეციფიური აღჭურვილობა. მის მიერ დამზადებული ბუცები, კიდევ ერთი საიდუმლო არის ბერნის სასწაულის. საქმე იმაშია, რომ ბუცებს, რომლითაც ჰერბერგერის გუნდი თამაშობდა, არ ჰქონია მუდმივი "შიპები"😢ბოდიშს გიხდით ვერაფრით გავიხსენე ქართულად რა ქვია), ისინი იყო მოსახსნელი და შესვენებაზე გერმანელებს მათი შეცვლა შეეძლოთ, ამინდისათვის შესაფირ "შიპებზე", რაც ჰერბერგერის გუნდმა ფინალურ მატჩში გააკეთა და უდიდესი უპირატესობა ჰქონდა ბერნის წვიმის დროს.
შვეიცარიაში ბუნდესთიმი, კენჭისყრის შედეგად მოხვდა უნგერთის, თურქეთის და ს.კორეის ნაკრებებთან ერთად პირველ ჯგუფში. თუმცა მაშინ ფიფაში საკმაოდ უნცარი წესი იყო, ამიტომ გერმანიას არ მოუწევდა ყველა მეტოქის წინააღმდეგ თამაში. თითოეულ ჯგუფში იყო ორი განთესილი ნაკრები, ამ შემთხვევაში ოლიმპიადის გამაჯრვებული "უნგრეთის დიდი გუნდი" და თურქეთი, რომლებმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე თვით ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს. სამხრეთ კორეელები კი მხოლოდ იმის გამო "მოყვნენ გაუგებრობაში", რომ იაპონია "დაიქცა". შესაბამისად ერთმანეთს განთესილი და არაგანთესილი გუნდები ხვდებოდნენ და სულ 4 თამაში იმართებოდა. ჯგუფში თანაბარი ქულების შემთხვევაში კი ინიშნებოდა დამატებითი მატჩი. ეს პრინციპში იმის გამოც კეთდებოდა, რომ ფლეი-ოფში საუკეთესო გუნდები მოხვედრილიყვნენ, მაგრამ სამრთლიანობის მხრივ სერიოზული მინუსი იყო.

თუმცა იოზეპ ჰერბერგერი ხომ ტყუილად არ ყოფილა გენიოსი, ამ კაცმა ისეთი რამე მოიფიქრა, რომლის გამოც გერმანიაში ეხლა შესაძლოა დაეხვრიტათ. მან ძალიან კარგად გაიგო, რომ უნგრელების წინააღმდეგ ვერაფერს გახდებოდნენ(ეს ის ნაკრებია, რომელსაც დღემდე მსოფლიოში ყველაზე გძელი მოგებების სერია ეკუთვნის, რათქმაუნდა ამხანაგური თამაშების ჩათვლით და ამ გუნდზე იძახდა ხალხი, რომ "დროს გაასწრეს", იმდენად შთამბეჭდავ ფეხბურთს თამაშობდნენ), თურქები და კორეელები კი ადვილი ნადავლი გახდებოდნენ. თუმცა მოდი მივყვეთ ქრონოლოგიურად...პირველ რიგში ბუნდესთიმს პირველ ტურში თურქეთის ნაკრები უნდა დაემარცხებინა. ანგარიში დებიუტშივე გახსნეს თურქებმა, მაგრამ ჰანს შაფერმა მალევე აღადგინა თანაფარდობა, მეორე ტაიმში კი კლიოდტმა, ოტმარ ვოლტერმა და მაქს მორლოკმა საბოლოოდ ყველაფერი გაარკვიეს - 4:1. უნრეთმა კი 9:0 გაასწორა მიწასთან აზიური გუნდი და მატჩის მერე ფერენს პუშკაშმა გაკვირვებით იკითხა თუ როგორ მოხვდა ასეთი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე: "კორეელბი ძალიან სუსტნი იყვნენ, მათ არც კი უვარჯიშიათ".

მეორე ტურში თურქებმაც აბუჩად აიგდეს ს.კორეა და 7:0 გაანადგურეს. გერმანელებმა კი უნგრელებთან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური თამაში ჩაატარეს. ჰერბერგერმა თურქებთან მატჩის შემდეგ, 7 ფეხბურთელი შეცვალა და წამყვანი მოთამაშეები დაასვენა თურქებთან საპასუხო მატჩისთვის. უნგრეთის ნაკრებმა 8😺 იმარჯვა და კოშიჩმა პოკერი გაიფორმა. თუმცა იმ შეხვედრაში ამ ანგარიშზე გაცილებით მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რაც უნგრელებისთვის იყო კატასტროფის ტოლფასი. პუშკაში, რომელიც დაფრინავდა, რასაც უნდა იმას აკეთებდა და აბუჩად იგდებდა საკუთარ ფლანგზე იუპ პასიპალს(სხვათაშორის იუპმა პუშკაშზე შემდეგი რამ თქვა: "პუშკაში ბურთს ისე ფლობდა, როგორც მევიოლინე საკუთარ ინსტრუმენტს".), დაიმტვრა. საქმე იმაშია, რომ ზეპმა იუპს პოზიცია შეუცვალა და პუშკაშს ვერნერ ლიბრიხი განუმწესა, მაგრამ ცხადია ესეც აიკლო უნგრელმა. თუმცა 5:1-ზე, ლიბრიხმა სასტიკ ვარდნაში, პუშკაშს "ფრთები მოსწყვიტა" - უნგრელმა ტერფის ძვალი გაიბზარა და შესაბამისად ტურნირის დარჩენილი ნაწილი წესით უნდა გამოეტოვებინა
უნგრელებს მეოთხედფინალში ბრაზილიელებთან თამაში, საკუთარი ლიდერის გარეშე უწევდათ, გერმანია კი ჯერ უნდა მოხვედრილიყო ამ ეტაპზე. 3:8 მარცხი უნგრეთთან, დღემდე ყველაზე სამარცხვინო მარცხია გერმანიის ნაკრების ისტორიაში, ოფიციალური თამაშების ეგიდით და ცხადია ჰერბერგერმა მიიღო უმკაცრესი კრიტიკა. მაგრამ მას შემდეგ, რაც გერმანიამ 7:2 გადაურბინა თურქეთს და გავიდა მეოთხედფინალში, ზეპს გენია უწოდეს. პუშკაშის გარეშე დარჩენილმა უნგრეთმა, 4:2 მოუგო ბრაზილიის ნაკრებს კოშიჩის დუბლით, მაგრამ ეს თამაში ძალიან უხეში შეტაკებებით და ორთაბრძოლებით გამოირჩეოდა, რის გამოც ისტორიაში შევიდა - "ომი ბერნის ქვეშ" სახელით. პუშკაშმა კი, რომელიც თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს, ესეთი რამ თქვა ბრაზილიელებზე: "ისინი სასტიკი მტერივით იქცეოდნენ და არ ცემდნენ პატივს ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობას". გერმანიამ კი თავისმხრივ, ნახევარფინალში ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი იუგოსლავიის ნაკრები დაამარცხა 2:0, ივიცა ჰორვატის ავტოგოლით და ჰელმუტ რანის გოლით.

უნგრელებმა ნახევარფინალიც პუშკაშის გარეშე ჩაატარეს ურუგვაის წინააღმდეგ, მაგრამ მე-15 წუთისთვის იგებდნენ ორი ბურთით. საბოლოოდ არ გამოვიდა იოლი გამარჯვება, რადგან სამხრეთ ამერიკელებმა იბრძოლეს და ძირითად დროში ფრე მოიპოვეს. თუმცა დამატებით დროში კოშიჩმა გაიბრწყინა და დუბლით 4:2 მოაგებინა უნგრელებს.

ჰერბერგერის გუნდს კი უფრო მეტად გაუმართლა. ნახევარფინალში ბუნდესთიმის მეტოქე იყო შესანიშნავი ავსტრიის ნაკრები, რომელმაც მეოთხედფინალში, 40 გრადუს სიცხეში, უაღრესად დაძაბულ თამაშში, 7:5 მოუგო შვეიცარაის და გერმანელთა წინააღმდეგ გამოფიტული გავიდა. სწორედ ამის შედეგი იყო გერმანელების ისტორიული გამარჯვება - 6:1. ფინალში კი გერმანიას კიდევ ერთხელ მოუწევდა ჩემპიონატის გამოკვეთილ ფავორიტთან - უნგრეთის ნაკრებთან თამაში. აღსანიშნავია, რომ 1954 წლის მუნდიალი დღემდე არის ყველაზე შედეგიანი - 5,38 გოლი საშუალოდ მატჩში, ასტრონომიული შედეგის ხსენებაც კი მოკრძალებულია.

პუშკაშის, კოშიჩის და ჰიდერკუტის გარდა, შვეიცარიაში გამართული მუნდიალის ერთ-ერთ მთავარ გმირად, ბუნდესთიმის კაპიტანი, ფრიტც ვოლტერი უნდა მოვიხსენიოთ. ვოლტერისთვის ეს იყო მესამე მატჩი უნგრელების წინააღმდეგ, პირველი კი მისთვის იყო ფუნდამენტალური. როგორც უკვე მოგახსენეთ, ომის დროს, ჰერბერგერის ხელშეწყობით, ვოლტერი განსაკუთრებით დაცულ ავიაბაზაზე იქნა გადაყვანილი. თუმცა კაპიტულაციის შედეგად, ფრიტცი მოყვა ამერიკელთა ტყვეობაში. ამერიკელმა ჯარისკაცებმა, ის საბჭოთა ჯარისკაცებს გადასცეს და გაგზავნეს სიბირში, სადაც სიკვდილი გარდაუვალი იყო. გზაზე ვოლტერის კოლონა, უკრაინაში შეჩერდა, რათა ცოტა ხნით მესაზღვრეებთან ესაუბრათ. იმავე დროს მესაზღვრეთა გარკვეული რაოდენობა თამაშობდა ფეხბურთს და ცხადია ვოლტერი ადევნებდა თვალ-ყურს. ერთ მომენტში, ბურთი მივიდა მასთან და ვოლტერმაც ელეგანტურად დააბრუნა მინდორზე, რის შემდეგაც ის მიიპატიჟეს ბურთის გასაგორებლად. ერთ-ერთმა მოსაზღვრემ იცნო გერმანელთა კაპიტანი, რომელიც ნანახი ჰყავდა 1942 წელს, გერმანია-უნგრეთის ამხანაგურ თამაშზე. შემდეგივე დღეს ფრიტცი ტყვეების სიიდან ამოშალეს და დააბრუნეს კაიზერსლაუტერნში.
ფრონტზე ბრძოლისას კი, ვოლტერი დაავადდა მალარიით, რომელიც ყოველთვის ახსენებდა თავს. 1954 წლის მუნდიალზე, ფრიტცი არ ყოფილა ახალგაზრდა, მაგრამ მაინც უმაღლეს დონეზე თამაშობდა. მისი საშინელი დაავადება კი თანდათან დაცხრა, რამაც ხელი შეუწყო მის უნიკალურ თამაშს მუნდიალზე. იმ დროისთვის კაიზერლსაუტერნში, წვიმიან ამინდს "ფრიტცის ამინდი" ერქვა. გერმანელთა ბედზე, ფინალის დღეს, ბერნში კოკისპირული წვიმა წამოვიდა და ცა მთლიანად ღრუბლებით დაიფარა, ნამდვილი შხაპი მოდიოდა ციდან. მატჩის წინ კი ჰერბერგერმა კაპიტანს უთხრა: "ფრიტც, ეს თქვენი ამინდია", კაპიტანმაც მალევე მიუგო: "ბოს, არც არაფერი მაქ საწინააღმდეგო".

თუმცა მატჩის საწყის წუთებში, წვიმამ ვერაფრით უშველა გერმანელებს. მეექვსე წუთზე, ლიბრიხმა მაქსიმუმი გააკეთა, რომ პუშკაშის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელი საქციელი გამოესწორებინა და ბურთი ჩააბარა იოჟეფ ბოჟიკს, მოედნის ცენტრში. ბოჟიკმა კარგი პასით ხელსაყრელ პოზიციაზე დატოვა კოშიჩი, რომელმაც დაარტყა, შანდორის გასროლილი ბურთი მოხვდა მცველს და მიუვდა...პუშკაშს, რომელიც გამოჯანმრთელდა ფინალისთვის და რევანში აიღო - 1:0. ზუსტად ორ წუთში, უკვე ვერნერ კოლმეიერმა ვერ გაუძლო პრესინგს, დაუგორა უკან მეკარე ტონი ტურეკს და მან იმდენად "წარმატებულად" დაამუშავა, რომ უმალვე აართვა ზოლტან ციბორმა და მეორედ შეარხია გერმანელთა კარის ბადე. ამ გოლის შემდეგ, ცნობილმა გერმანელმა კომენტატორმა, ჰერბერტ ციმერმანმა თქვა: "მოხდა ის, რისიც ძალიან გვეშინოდა".

მაგრამ, პირველი მცირე სასწაული ორ წუთში მოხდა. მარცხენა ფლანგიდან, საერთოდ არანაერი სიმწვავის მქონე ჩაწოდებამ, მოულოდნელად გაიარა უნგრელ მცველბს შორის და მხოლოდ ზაკარიასმა შეუცვალა მიმართულება, მაგრამ ცუდად...კარის ხაზი კი საბოლოოდ მაქს მორლოკის შეხების შემდეგ გადაკვეთა. მე-18 წუთზე კი გერმანელებმა მორიგი სასწაული ჩაიდინეს და ამოისუნთქეს. ფრიტც ვოლტერმა მოაწოდა კუთხური, უნგრელთა კიპერმა, გროშიჩმა, მეორე სართულზე ორთაბრძოლისას, არც ისე კარგა გამოიტანა ბურთი, რომელიც მარცხენაზე მიუვიდა ჰელმუტ რანს და მანაც მიწაზე დაუშვებლად, ჩასვა - 2:2! ამის შემდეგ კი ტანჯვა დაიწყო, უნგრელებმა უამრავი მომენტი შექმნეს, ჰიდერკუტმა და კოშიჩმა კი ძელსაც გაარტყეს. ტონი ტურეკი კი სეივს სეივზე ანხორციელებდა, გაოცებოლუ ციმერმანი კი ემოციებისგან ვერ იკავებდა თავს და ყვიროდა: "ტონი, შენ გიჟი ხარ, ტონი - ფეხბურთის ღმერთი ხარ". ამ მკრეხელური სიტყვების გამო, მან კინაღამ დაკარგა სამუშაო.

და დადგა 84-ე წუთი, როდესაც უნგრელებმა საჯარიმოდან, უხეიროდ გამოიტანეს ბურთი და ის ჰელმუტ რანთან მივიდა. ერთი მოძრაობით მან ყველას მოაჩვენა, რომ ფრიტცის უმცროს ძმა - ოტმარს უკეთებდა პასს, მაგრამ მეორეთი ორი მცველი მოატყუა და შორეულ კუთხეში ჩასვა, ციმერმანი: "გოლ! გოლ! გოლ! გოლი გერმანელთა სასარგებლოდ! 3:2, გერმანია დაწინაურდა! ჩამთვალეთ არანორმალურად, ჩამთვალეთ გიჟად!". თუმცა ამით არ დასრულებულა ყველაფერი და გულშემატკივარმა იხილა "სავალიდოლო" ბოლო წუთები, როდესაც პუშკაშმა გაიტანა...მაგრამ მსაჯებმა, ძალიან, ძალიან საეჭვო თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს. ამის შემდეგ ტურეკმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და აიღო ციბორის ახლოდან დარტყმული. მიუხედავად იმისა, რომ უნგრელებმა ყველაფერი გააკეთეს, მაინც ვერ გაიტანეს.

ციმერმანი მიკროფონში ყვიროდა: "დასრულდა! დასრულდა! დასრულდა! თამაში დამთავრდა!", გერმანიის ნაკრები კი ისტორიაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მოგვიანებით კი მუნდიალის დამმაარსებელმა ჟიულ რიმემ, მსოფლიო თასი ფრიტც ვოლტერს გადასცა.
გაგრძელება იქნება...

მსგავსი თემები

Nukri ·· ფეხბურთი
0პასუხი2ნახვა
ავატარიNukri21 ივნისი 2014, 10:49
Nukri ·· ფეხბურთი
0პასუხი2ნახვა
ავატარიNukri21 ივნისი 2014, 10:46