bernis saswauli 3

0 2
ავატარი
Nukri
#1
გთავაზობთ "ბერნის სასწაულის" დასკვნით სტატიას...

...1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება, არამხოლოდ გერმანული ფეხბურთის ისტორიისთვის იყო გარდამტეხი მომენტი, არამედ ეს იყო პირველი ეტაპი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური განვითარების. დამარცხებული უნგრეთის ნაკრები კი სერიოზული აგრესიის ქვეშ მოექცა, რადგან 1952 წლის ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდგომ, ამ "დიდი გუნდისგან" ყველა ელოდა გამარჯვებას. ამის ფონზე უნგრელებმა გარკვეული დრო, უსაფრთხო ქალაქ ტატაში გაატარეს, მანამ სანამ არ ჩაცხრა აგრესიის ტალღა.

აღსანიშნავია, რომ ეს ძალიან საწყენი მარცხი არ ყოფილა უნგრეთის "დიდი გუნდის" ბოლო. ეს ნაკრები განაგრძობდა იგივე შემართებით, უმაღლეს დონეზე თამაშს და კიდევ 18 მატჩი არ წააგეს ბერნის ფინალის შემდეგ. ანუ გამოდის, რომ 1950 წლის ივნისიდან, 1955 წლის ნოემბრამდე, უნგრელებმა წააგეს ერთადერთი თამაში 49-დან. მაგრამ ამ მოგებების გამო, "ახია" ნაკრების თავკაცზე. გუსტავ შებეში ფინალის წაგების გამო, საკუთარი სამწვრთნელო შტაბით იქნა დათხოვნილი და მას მერე აღარც გამოჩენილა საკუთარ საქმეში. მისი ნაკრების მიერ დადებულ შედეგებს კი, აგერ 59 წელია ვერავინ უახლოვდება.

სულ სხვა სიტუაცია იყო გერმანელების თავს. მაშინ, როდესაც უნგრელები ტატაში იმალებოდნენ, გერმანიის სარკინიგზო მაგისტრალის მმათრველებმა, სპეციალური მატარებლი გამოუყვეს ბუნდესთიმს, რითიც ტრიუმფატორებმა მთელი გერმანია ფედერაციული რესპუბლიკა მოიარეს. ეს მატარებელი, შპიციდან პირველად მიუნხენში ჩავიდა, სადაც ლეგენდარულ მარიენპლაცზე, საკუთარ გმირებს 100 ათასი გულშემატკივარი ელოდა. ამის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონების მატარებელმა სხვა ქალაქებიც მოიარა და თითოეულ მათგანში, ხალხი მთელი ოჯახით იყო გამოსული, ჰქონდათ გამოფენილი ფეხბურთელების, მწვრთნელის პლაკატები, ნამდვილი ზეიმი იყო. გერმანიაში ბაკლებს აჭახუნებდნენ, ადღეგრძელებედნენ ჰერბერგერს, კაპიტან ფრიტცს და ყველა ბერნის გმირს.

ტრიუმფი, შვეიცარაიში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, გერმანიას დაეხმარა ეპოვნა საკუთარი თავი და ადგილი თანამედროვე სამყაროში. კრიმინალური რეჟიმის დაცემის და საზარელი ომის დასრულებიდან 9 წელიწადში, გერმანიამ თქვა საკუთარი სიტყვა თანამედროვე მსოფლიოში. ეს იყო მათი ერთობლივი წარმატება და მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ამ ქვეყანას შეუძლია ყველაფრის დაპყრობა, სხის ტერიტორიაზე გადასვლის გარეშე.

ბევრი გერმანელი არ იღებდა გერმანიის ფედერაციულ, პატარა რესპუბლიკას, რომელიც 1949 წელს შეიქმნა, საკუთარ ახალ სახელმწიფოდ. სწორედ ამიტომ, ახალი დემოკრატიული ღირებულებების, რომლებსაც ხალხი უნდა გაეერთიანებინა, დაფუძნება საკმაოდ დიდი სირთულეების ფონზე ხორციელდებოდა. ანტიდასავლური მოძრაობები, რომლებიც გამარჯვებების ნაკლებობას უჩივოდნენ, სერიოზულ გავლენას ახდენდა გერმანელი ხალხის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. კონსოლიდაციისათვის აუცილებელი იყო გამარჯვების ნაპერწკალი ანუ როგორც მაშინ ამბობდნენ, ეკონომიკური სასწაული. ეს სასწაული კი შედგა ბერნში და გვირგვინი დაადგა ქვეყნის ერთობის, დემოკრატიული აზროვნების განვითარებას - მსოფლიო ჩემპიონობამ.

მაშინ, როდესაც გერმანიის ნაკრებმა მეოთხედფინალში, იუგოსლავია დაამარცხა, მთელი გერმანია, ერთობლივად განიცდიდა ჰერბერგერის ბიჭების გამო. ფინალის დროს კი, მთელი გერმანია სულგანაბული წევდა ჰაერში მუჭებს, გამარჯვების აღსანიშნავად. გამომდინარე იქიდან, რომ თამაშის ტრანსლირება მხოლოდ ტელევიზიის და რადიოს საშუალებით ხდებოდა, გერმანიაში ქუჩები იყო აბსოლიტურად დაცარიელებული. საფინალო სასტვენის შემდეგ კი მთელი ქვეყანა იყო ერთი: უცხოები ბარებსა და ქუჩებში, ეხვეოდნენ ერთმანეთს, ფანჯრებიდან დროშები იფინებოდა და აღნიშვნა მთელი ღამე გრძელდებოდა. ასეთი ერთიანი გერმანია, აქამდე არასოდეს ყოფილა, ფეხბურთმა კი შეძლო გერმანელთა ერთ მუშტად შეკვრა.

საკუთარი თავის იდენტიფიცირება გერმანიის ნაკრების მოთამაშეებთან, სულაც არ ყოფილა წარმოუდგენელი, მათი ცხოვრების ისტორიაც ხო, ჩვეულებრივი გერმანელის ისტორიას ჰგავდა. ნაკრების კაპიტანი, ფრიტც ვოლტერი მსახურობდა ჯარში, როგორც გერმანელთა უმრავლესობა. ის ამბობდა, რომ ნაცისტურ რეჟიმს შეუერთდა მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ არ იყო სხვა გზა. ის იყო ქვეყნის ერთგვარი სიმბოლო, რომლისთვისაც მხოლოდ მშვიდობა იყო მთავარი. ფრონტზე ყოფნისას, ვოლტერმა ერთი რამ ისწავლა: "ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ოდესღაც ფეხბურთს ითამაშებს სხვა ქვეყნის ბიჭებთან ერთად, ვეღარ შეძლებს მათი მიმართულებით ტყვიის გასროლას". როდესაც მას ომზე ეკითხებოდნენ, პასუხობდა: "მოდი ვისაუბრეთ არა ომზე, არამედ ფეხბურთზე". ამით ფრიტცი გამოხატავდა სურვილს, საბოლოოდ დაევიწყებინათ გერმანელებს სამარცხვინო, ნაცისტური რეჟიმი.

გერმანელი მწერალი, ფრიდრიხ კრისტიან დელიუსი ამბობდა: "როგორც დაღუპულთა სული დღეგრძელდება ღვინით, ისე აღორძინდება გერმანული ერი", - მას ნამდვილად ჰქონდა საამაყო - საკუთარი ფეხბურთელები. "უეცრად, გერმანია კვლავ რაღაცას ნიშნავდა", - ამბობს ფრანც ბეკენბაუერი. "ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ომისშემდგომ პერიოდში გაიზარდა, ეს იყო ისტორიული, საოცარი შთაგონების წყარო", - ამბობს ისტორიკოსი იოახიმ ფესტი, რითიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გერმანია ხელახლა დაიბადა 1954 წელს და არა 49-ში.

თუმცა სწორი იყო ის ზოგიერთი გაზეთი, რომელიც შიშობდა, რომ ამ გამარჯვების საფუძველზე, შესაძლო იყო დაწყებული ახალი შოვინისტური თავდასხმები. ბერნის სასწაულიდან ორ დღეში, მიუნხენში გაიმართა ლუდის ფესტივალი, რომელსაც არაერთი ცნობადი და გავლენიანი სახე დაესწრო. გერმანული ფეხბურთის პრეზიდენტმა, პაკო ბაუვენსმა, რომელიც კარგად გამოთვრა უდიდესი მადლობა მოუხადა ფეხბურთელებს და ფიურერის პრინციპებზეც გაკვრით ისაუბრა, რაც იყო ნიშანი ახალი პრობლემების წარმოქმნისა.

გარდა ამისა, თანამედროვე გერმანელი კრიტიკოსები, გამუდმებით წერდნენ იმაზე, რომ აქციები, რომლებიც ახალი ჩემპიონების მხარდასაჭერად იმართებოდა, იყო მიტინგების მსგავსი, რომლებიც ძირითადად ათასწლიანი რაიხის იდეის გასავრცელებლად იმართებოდა. "საშინელება იყო, როდესაც ვიღა, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს უფუჭებდა ხასიათს შემდეგი სახის შეძახილებით: ჩვენ წავაგეთ ორი ომი და ეხლა მოვიპოვეთ ყველაფერი?", - წერდნენ გერმანულ გაზეთებში. შესაძლოა იყო გარკვეული სახის უარყოფითი ელემენტები, მაგრამ მთავარი რამ შედგა - გერმანული ერის ერთობა განხორციელდა, ბერნის სასწაულის შემდეგ, ყველა იძახდა, რომ "ჩვენ ვართ ჩემპიონები" და არა "გერმანიაა ჩემპიონი".

აი ასე ნახეს გერმანელებმა ომზე, ოკუპაციაზე, თავდასხმაზე, ნაცისტურ რეჟიმზე უფრო კარგი, სასიამუვნო, მიმზიდველი და წარმატების, სიხარულის, გამარჯვებების მომტანი რამ - ფეხბურთი. სწორედ ამ უდიდესმა სპორტმა შეძლო გახლეჩილი ქვეყნის გაერთიანება და დემოკრატიული აზროვნების ჩამოყალიბება. 1954 წლის 4 ივლისი იქცა ქვეყნისთვის საბედისწერო, გერმანია ახალ მატერიალურ რელსებზე გადავიდა. ეს კი მეგობრებო, არის იმის დასტური, თუ რატომ არის ფეხბურთი მსოფლიოში შეუდარებელი სპორტი და როგორც რუსები ხშირად ამბობენ ხოლმე - "ფეხბურთი მეტია სპორტზე, ეს არის მთელი ცხოვრება!!!".

P.S: ბერნის სასწაულის სამივე ნაწილი გადმოთარგმნილია "Football.ua"-დან და მცირედით არის კორექტირებული.
[targmna nukri miqeladzem😃]es xumrobit

მსგავსი თემები

Nukri ·· ფეხბურთი
0პასუხი1ნახვა
ავატარიNukri21 ივნისი 2014, 10:48
Nukri ·· ფეხბურთი
0პასუხი2ნახვა
ავატარიNukri21 ივნისი 2014, 10:46