Cleveland Cavaliers

51 3
ავატარი
Gaucho ავტორი
#17
1989 წელს, კავსი შეხვდა მაიკლ ჯორდანის ჩიკაგო ბულზს პირველი რაუნდის პლეი-ოფში. სერიის პირველ 4 მატჩში კლივლენდმა მოახერხა ბულსზე 108-105 გაემარჯვა დამატებით დროში, ასევე სერია 2-2 გახადა. საშინაო არენის უპირატესობა კლივლენდს ჰქონდა და მე-5 და გადამწყვეტი მატჩი ზუსტადაც კლივლენდში ჩატარდა. თამაში ძალიან მჭიდროდ მიდიოდა, როდესაც კლივლენდმა მოახერხა ქულის მოტანა და 1 ქულით ლიდერობდა მატჩს თამაშის დასრულებამდე 3 წამით ადრე. ჩიკაგომ წამი არ დაკარგა და შესვენება აიღო. ბურთი მივიდა
მაიკლ ჯორდანამდე , რომელმაც ნახტომში ცადა ჩაგდება. კლივლენდის მოთამაშე კრეგ ელო ახტა, რომ დაებლოკა ჯორდანის ნასროლი, თუმცა ეს ჯორდანმა შენიშნა და კვლავ პარკეტზე ამჯობინა დარჩენა სანამ ელო დაეშვებოდა. „ნასროლი“ მოხდა ზუსტად მატჩის დასრულებისთანავე, სადაც ჯორდანმა ჩაგდება მოახერხა და საბოლოოდ კავალიერსი დამარცხდა 2-3 სერიის ბოლო წამზე. ეს მომენტი ჯორდანის კარიერის ერთერთ საუკეთესო და გადამწყვეტ მომენტად ითვლება, ხოლო თამაში თავისთავად ერთერთ საუკეთესო მატჩად NBA ისტორიაში. კავსის წარმატება 1991-92 წლების სეზონში მოვიდა, როდესაც გუნდმა 57-25 შედეგით დაასრულა რეგულარული სეზონი და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალამდე შეძლო გასვლა, სადაც ასევე ჩიკაგო ბულზის წინაშე აღმოჩნდა და 2-4 დამარცხდა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#18
1993–2003: არეულობის პერიოდი
მალევე გუნდი ცუდ პერიოდში მოჰყვა, როდესაც ისეთმა მოთამაშეებმა დაიწყეს დანებება, როგორებიც არიან: ნენსი, დაფერტი და პარისი. გუნდმა დაკარგა დომინირება და აღარ შეეძლოთ ძლიერი კონკურენცია გაეწიათ პლეი-ოფში. 1992-93 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც კავსმა 54-28 შედეგით დაასრულა რეგულარულ სეზონი, თუმცა პლეი-ოფში გასულს პირველი რაუნდი ძალზედ გაუჭირდა მაგრამ მოახერხა სერიის 3-2 მოგება ნიუ-ჯერსი ნეტსის წინააღმდეგ. აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალში გასული კი ჩიკაგო ბულზს შეხვდა, სადაც დამარცხდა კიდეც. სეზონის შემდეგ, კავალიერსი
უილკინსმა დატოვა და გადავიდა ატლანტა ჰოუქსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
ავატარი
Gaucho ავტორი
#19

ზიდრუნას ილგაუსკასი იყო კავსის მიერ 1996 წლის NBA დრაფტზე პირველი რაუნდის არჩევaნი, რომელიც გუნდს ყველა დროის ჩატარებული მატჩებით, მოხსნებით და ნასროლის დაბლოკილით ლიდერობა. ამჯერად ის კავალიერსის გენერალური მენეჯერის ასისტენტია.
ავატარი
Gaucho ავტორი
#20
გუნდის მხრიდან მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაიკ ფრატელოს აყვანა მოჰყვა, რომელმაც კავალიერსი 1993-94 წლების სეზონიდან ჩაიბარა, მის ხელში კი კავალიერსი ლიგაში ერთერთი საუკეთესო დაცვითი გუნდი გახდა, რომელსაც პოინტ გარდი ტერელ ბრენდონი ლიდერობდა. მაგრამ მეორე და ცუდი მხარე იყო თავდასხმა, რომელიც ძალიან შენელებითი სტილი იყო ფრატელოს მოსვლის შემდეგ, რამაც მის კარიერაში შერეული წლები გამოიწვია. მიუხედავად რეგულარული სეზონის ნორმალურად ჩატარებისა და პლეი-ოფში გასვლისა, გუნდი პირველი რაუნდის გადალახვას ვერ ახერხებდა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#21
1994 წელს, კავსი კვლავ დაბლითა კლივლენდის მხარეს დაუბრუნდა ახალ არენაში, რომელიც 20 562 მაყურებელს იტევდა - გუნდ არენა. არენამ NBA All Star მატჩს 1997 წელს უმასპინძლა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#22
მოგვიანებით, გუნდს შოუნ კემპი და ზიდრუნას ილგაუსკასი დაემატა, რომლებიც ვერ დაეხმარნენ გუნდს წარმატებაში. ფრატელო გაშვებული იქნა ლოკაუტის გამო შემცირებული 1998-99 წლების სეზონის შემდეგ.
ავატარი
Gaucho ავტორი
#23
2002-03 წლების სეზონი კავალიერსმა 17-65 დაასრულა, რაც გუნდის ისტორიაში მე-3 ადგილი უკავია ყველაზე ცუდ შედეგებში, იმ სეზონში კი გუნდმა 22.5 პროცენტი გახადა იმის შანსი, რომ გუნდი მაოხერხებდა NBA დრაფტის ლატარიის გამარჯვებას.
ავატარი
Gaucho ავტორი
#24
რიკი დეივისმა მიიღო ნაციონალური ყურადღება 2003 წლის 16 მარტს იუტა ჯაზის წინააღმდეგ მატჩში, როდესაც კავალიერსმა 120-95 მოიგო მატჩი, როდესაც დეივისმა ტრიპლ-დაბლი მიითვალა ანგარიშზე, თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, როდესაც მან პარკეტზე შემოტანილი ბურთი მიიღო, შეეცადა საკუთარ ფარში ჩაეგდო, თუმცა რკალს მოარტყა, რაც იყო მცდელობა მოხსნის მითვლისა. იუტას დეშოუნ სტივენსონმა ეს ცუდად მიიღო და მალევე გადავიდა თავდასხმაზე, რის გამოც ჯარიმა აიღო. თამაშში მას ეს მოხსნად ჩაუთვალეს, მაგრამ საკუთარი ნასროლი საკუთარ ფარზე არ ითვლება მოხსნად, რაც NBA წესების თანახმად ტექნიკური შეცდომა იყო. ამ მომენტამდე, არავის ჰქონდა ნანახი ანალოგიური შემთხვევა, რომ ვინმეს საკუთარ კალათისთვის ესროლოს, რაც არცთუ ისე ცნობილი წესი იყო და შესაბამისად თამაშში გაგრძელების საშუალება მიეცათ. ამ ქცევამ (რომელმაც ლიდერობა გაუწია დევიის მოეპოვებინა ზედმეტ-სახელი „არასწორი ფარია რიკი“) რაც მის ეგოისტურ საქციელზე მიუთითებდა, კავალიერსი მიიყვანა იმ აგდაწყვეტილებამდე, რომ მისგან გათავისუფლებულიყო.
ავატარი
Gaucho ავტორი
#25
2003–2010: ლებრონ ჯეიმზის ერა
რამდენიმე წაგებული სეზონის შემდეგ, კავალიერსი ლიგის ფსკერზე დაეშვა, რითაც გუნდი სავარაუდო დრაფტის გამარჯვებისკენ მიისწრაფვოდა. 2002-03 წლების იმედგამაცრუებელი სეზონის შემდეგ, გუნდმა მოიგო NBA ლატარიის #1 არჩევანი. გუნდმა ადგილობრივი სკოლის ფენომენი და მომავალი ლიგის MVP ლებროინ ჯეიმზი აიყვანა. ახალი კავალიერსის კალათბურთის ერის დასაწყისში, გუნდმა ფერები ნარინჯისფერი, შავი და ლურჯი შეიცვალა და ლურჯ, მეწამულისფერი და ოქროსფერი აიღო.
ავატარი
Gaucho ავტორი
#26
ბმული target="_blank" rel="noopener" style="word-break:break-all;">🔗 https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/92/LebronFT.jpg/175px-LebronFT.jpg';" />
ყოფილი კავსის ფორვარდი ლებრონ ჯეიმზი იყო სრულად 2003 წლის დრაფტზე #1 არჩევანი. კავსთან ერთად, ის იქნა 2003-04 წლების ახალბედას გამარჯვებული, 2-ჯერ MVP 2009 და 2010 წელს, ასევე გუნდის ყველა დროის მექულე ლიდერი.
ავატარი
Gaucho ავტორი
#27
ჯეიმზის სტატუსმა როგორც ახალი არეის ვარსკვლავის და ასევე ერთერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშე NBA ისტორიაში, იქონია დიდი ზეგავლენა გუნდის ისტორიაში გარდამტეხი პერიოდის. კლივლენდის გულშემატკივრები კი საპასუხოდ ლებრონს „მეფე ჯეიმზს“ ("King James"😉 უწოდებდნენ. 2003-04 წლების სეზონი გუნდმა დიდი იმედებით დაიწყო, რადგან ჯეიმზი გახდა ერთერთი დომინანტი მოთამაშე, რომელმაც წლის ბოლოს NBA წლის ახალბედას ჯილდო მოიგო. იმედები 2004-05 წლების სეზონში უფრო ძლიერი იყო. ჯეიმზმა გაზარდა მისი პროდუქცია ქულების მხრივ, მოხსნების და ასისტენტების მხრივ თითოეულ მატჩში. მიუხედავად გუნდის კარლოს ბუზერის დაკარგვისა, ჯეიმზი შეუწყვილდა ზიდრუნას ილგაუსკასს და დრუ გუდენს. გუნდის დაპირებების დაწყებისას, კავსმა დაიწყო პოლ სილასის მწვრთნელის პოსტიდან და ჯიმ პექსონის გენერალური მენეჯერის პოსტიდან გათავისუფლებით. საბოლოოდ კლივლენდმა ვერ შეძლო პლეი-ოფში გასვლა იმ წელს, როდესაც გაუთანაბრდა ნიუ-ჯერსი ნეტსს ზუსტად იგივე 42-40 შედეგით, პლეი-ოფში უკანასკნელი გამსვლელი ადგილით. მიუხედავად ამისა, ნეტსი ლიდერობდა პირად შეხვედრებს და ჰქონდა უკეთესო შედეგი კავსთან შედარებით.
ავატარი
Gaucho ავტორი
#28
კავალიერსმა 2005 წლის უქმეებზე ბევრი ცვლილება განახორციელა. გუნდმა ახალი მფლობელი დენ ჯილბერტი გაიჩინა, ასევე ახალი მთავარი მწვრთნელი - მაიკ ბრაუნის სახით და ახალი გენერალური მენეჯერი, ყოფილი კავალიერსის ფორვარდი დენი ფერი. გუნდი მომდევნო სეზონში უკვე წარმატებით გამოცდილი გავიდა პარკეტზე, რაც საბოლოოდ პლეი-ოფში გასვლით აისახა, რაც პირველი პლეი-ოფში გასვლა იყო 1998 წლის შემდეგ. გუნდმა პირველ რაუნდში ვაშინგტონ უიზარდსი დაამარცხა, ასევე შეძლო 0-2 დეფიციტი აღმოეფხვრა
დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ და სერიას 3-2 ლიდერობდა და აშორებდა მხოლოდ 1 მატჩის მოგება კონფერენციის ფინალს. კავალიერსმა ძალიან ახლო მატჩში წააგო მე-6 მატჩი და ასევე 79-61 დამარცხდა მე-7 მატჩში.
ავატარი
Gaucho ავტორი
#29
კლივლენდი წარმატებას 2006-07 წლების სეზონშიც აგრძელებდა. გუნდმა გამოიმუშავა მე-2 ადგილი აღმოსავლეთში 50-32 შედეგით, სადაც მე-7 ადგილით გასული ვაშინგტონ უიზარდსი შეხვდათ, რომელიც სეზონის დასრულებისკენ ტრავმიანობას გამო რთულად თამაშობდა, რაც კლივლენდმა კარგად გამოიყენა და სერია 4-0 მოიგო. მეორე რაუნდში კავსი
ნიუ-ჯერსი ნეტსის წინააღმდეგ აღმოჩნდა, რომელსაც 4-2 მოუგო.
ავატარი
Gaucho ავტორი
#30
კონფერენციის ფინალში კავალიერსი დეტროიტ პისტონსს დაუპირისპირდა. მას შემდეგ რაც გუნდმა კვლავ პირველი ორი მატჩი წააგო, ასევე კვლავ შეძლო შემდეგი 3 მატჩის მოგება და სერიას 3-2 ლიდერობდა. ამჯერად კლივლენდმა შეძლო მე-6 თამაშის მოგება და დეტროიტის გამოთიშვა. სერიაში ასევე აღსანიშნავია 109-107 გამარჯვება ორმაგი დამატებით დროში, რომელიც ობუნ ჰილსში გაიმართა მე-5 თამაში, როდესაც
ჯეიმზმა 25 ქულა მიითვალა, სადაც მისი თამაში აღიარებული იქნა ერთერთ საუკეთესოდ NBA ისტორიაში. გუნდმა განაგრძო დომინირება საშინაო მატჩში, როდესაც 98-82 მოიგო. ახალბედა დანიელ გიბსონმა ჩააგდო კარიერის ყველაზე მაღალი 31 ქულა, რითაც გუნდმა შეძლო პირველი და ჯერ კიდევ ერთადერთი
აღმოსავლეთ კონფერენციის ტიტული.
ავატარი
Gaucho ავტორი
#31
გუნდის პირველი მოგზაურობა NBA ფინალში ხანმოკლე აღმოჩნდა, როდესაც ძალიან ძლიერ და შეუჩერებელ სან-ანტონიო სპურსის წინაშე აღმოჩნდნენ და 0-4 დათმეს სერია.