San Antonio Spurs

41 9
ავატარი
Gaucho ავტორი
#17
დევიდ რობინსონის ერა (1989-1997)
1989-90 წლების სეზონიდან საბოლოოდ რობინსონი შეუერთდა გუნდს, მას შემდეგ რაც საზღვაო ძალებში დაამთავრა კარიერა. მის გამოჩენას დიდი მოლოდინით ელოდნენ, ასევე არავინ გამორიცხავდა, რომ საუკეთესო სეზონს ჩაატარებდა ახალბედებს შორის. რობინსონის ლიდერობით, 1989 წელს, ასევე 1989 წლის დრაფტზე შონ ელიოტთან და ტერი კამინგსთან ერთად, რომელიც თავისუფალ აგენტად გადმოიბირა მილუოკი ბაქსიდან გუნდმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა 5 წლიანი კრიზის შემდეგ, სადაც სეზონი საბოლოოდ 56-26 დაასრულა, რამაც შუა-დასავლეთ დივიზიონის პირველ ადგილზე გადაიყვანა და დივიზიონის ტიტული პირველად მოიგეს ბოლო 7 წლის განმავლობაში.
ავატარი
Gaucho ავტორი
#18


[i]სპურსის ლოგო 1989–2002 წლებში[i]
ავატარი
Gaucho ავტორი
#19
თუმცა სპურსმა დასავლეთ კონფერენციის ნახევარ ფინალში წააგო პორტლენდ ტრეილ ბლეიზერთან . რობინსონმა ერთერთი ყველაზე უდიდესი და წარმატებული ახალბედის სეზონი ჩაატარა მთელი NBA ისტორიაში როგორც ცენტრის მოთამაშემ, სადაც საბოლოოდ დასახელებული იქნა წლის ახალბედად, საშუალო მონაგარი კი 24.3 ქულა და 12.0 მოხსნა ჰქონდა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#20
სპურსმა 90-იანი წლები ოპტიმისტურად დაიწყო. გუნდი გახდა პლეი-ოფის ერთერთი ფავორიტი, თუმცა წარმატებას მაინც ვერ ახერხებდა ბრაუნის ხელში. 1991-92 წლის მეორე ნახევრისკენ მაკკომბსმა პოსტიდან გაათავისუფლა ბრაუნი და ჩანაცვლება ბობ ბაშით მოახდინა, რომელმაც სეზონი "დროებითი მწვრთნელის" სახელით დაასრულა. რობინსონი ტრავმიანობამ შეაწუხა და საბოლოოდ კონფერენციის პლეი-ოფის პირველ რაუნდში დამარცხებული იქნა ფინიქს სანის მიერ. სეზონის დასრულების შემდეგ, მაკკომბსმა გუნდში ჯერი ტარკანიანი მოიყვანა, რომელიც პირველი 20 ტურის შემდეგ გაშვებული იქნა, რადგან გუნდი 9-11 შედეგით იყო ამ პერიოდში, ამის შემდეგ კი მწვრთნელის პოსტი ვეტერანმა ჯონ ლუკასმა დაიკავა. ეს იყო ლუკასისთვის პირველი NBA გუნდი, თუმცა ლიგის წრეში ლუკასი აღიარებული იქნა მწვრთნელი, რომელიც ეხმარებოდა კალათბურთელებს ნარკოტიკზე დაოკიდებულებაზე უარის თქმაში.
ავატარი
Gaucho ავტორი
#21
ლუკასის ერა წარუმატებლობით დაიწყო, რადგან დარჩენილ რეგულარული სეზონის მატჩებში მან 39-22 დაამთავრა, ხოლო კონფერენციის ნახევარ-ფინალში კი კვლავ ფინიქს სანთან დამარცხდა. 192-93 წლის სეზონი იმითაც არის აღსაღნიშნავი, რომ გუნდმა ბოლოჯერ ითამაშა HemisFair Arena-ზე. 1993 წელს, ადგილობრივმა ბიზნესმენმა პიტერ ჰოტლმა თავის 22 კაციან ჯგუფთან ერთად შეძლო გუნდში ინვესტიციების ჩადება და საბოლოოდ შესყიდვა რედ მაკკომბსისგან 75 მილიონ დოლარად.
ავატარი
Gaucho ავტორი
#22
შემდეგ სეზონში სპურსმა "ალამოდომში" გადაინაცვლა და 55-27 შედეგით დაასრულა სეზონი, პლეი-ოფში კი პირველივე რაუნდში
იუტა ჯაზთან გამოვარდა, რასაც უმალვე მოჰყვა ლუკასის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლება. სეზონის დასაწყისში გუნდმა გულშემატკივრების ერთერთი საყვარელი მოთამაშე ელიოტი გაუშვა დეტროიტ პისტონსში, რითაც შეძლეს დაბრუნება მოხსნების ვარსკვლავ დენის როდმენის.
ავატარი
Gaucho ავტორი
#23
ლუკასის ადგილი პეისერსის ყოფილმა მწვრთნელმა ბობ ჰილმა დაიკავა 1994-95 წლების სეზონში, რომელმაც სპურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული რეგულარული სეზონი ჩაატარებინა, რეკორდს კი გუნდი 2006 წლამდე ინარჩუნებდა. სეზონის შედეგი კი 62-20 იყო, რაც 60 გამარჯვება პირველად მოხდა გუნდის ისტორიაში. დევიდ რობინსონი დასახელებული იქნა ლიგის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP). სპურსმა შეძლო და გავიდა დასავლეთ კონფერენციის ფინალში, მაგრამ წააგო შემდგომ უკვე NBA ჩემპიონ ჰიუსტონ როკეტსთან 4-2. MVP ჯილდოს დევიდ რობინსონის გადაცემის შემდეგ, ჰაკიმ ოლეიუონმა დომინირება დაიწყო და 42-22 ქულაზე დაამთავრა რობინსონთან, როკეტსმა კი 1 ქულით შეძლო გამარჯვება. სპურსმა მეორე თამაში წააგო შინ, თუმცა მე-3 და მე-4 თამაშები მოიგო ჰიუსტონში. სპურსმა მე-5 მატჩში შინ დათმო 35 ათასი გულშემატკივრის თვალწინ 111-90, ხოლო სერია კი შემდეგ მე-6 თამაშშივე დამთავრდა ჰიუსტონში. სეზონის შემდეგ, გუნდმა
დენის როდმენი გაუშვა ჩიკაგო ბულზში , სადაც დაეხმარა კიდეც გუნდს შემდეგი 3 NBA ტიტულის მოპოვებაში.
ავატარი
Gaucho ავტორი
#24
სპურსმა მომდევნო 1995-96 წლის სეზონი ჰილის დაქვემდებარების ქვეშ 59-23 დაასრულა, ხოლო პლეი-ოფში
დასავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალში დამარცხდა
ჯაზთან. 1996-97 წლის სეზონში კი გუნდში ტრავმიანობა იყო, როგორც რობინსონის, ასევე ელიოტის. ამ ორი მოთამაშის გარეშე გუნდი ულიდერო შემადგენლობას ჰგავდა. ერთადერთი ნორმალური მოთამაშე ამ დროს უილკინსი იყო, რომლის მოვალეობაშიც სკამიდან შემოსვლა იყო, სადაც საბოლოოდ საშუალო მაჩვენებელი 18.2 ქულა ჰქონდა. სპურსმა სეზონი 20-62 შედეგით დაასრულა, ეს კი ყველაზე საშინელი შედეგი იყო გუნდის ისტორიაში და ასევე ერთადერთი შემთხვევა ბოლო წლების მანძილზე, როდესაც გუნდმა პლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვა. ჰილმა მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა სეზონში, სადაც შემდგომ შეცვლილი იქნა სპურსის გენერალური მენეჯერ გრეგ პოპოვიჩით , რომელსაც ბრაუნის დროს დამხმარე მწვრთნელის გამოცდილებაც ჰქონდა.
1996-97 წლის სეზონი არ იყო წარმატებული გუნდისთვის, როგორც პარკეტზე, თუმცა მაინც იყო პოზიტიური მხარეებიც: მესამე ყველაზე ცუდი შედეგით დასრულებული სეზონის შემდეგ, გუნდმა დრაფტზე პირველი არჩევის საშუალება მოიპოვა, სადაც მათ ბრწყინვალედ გაართვეს თავი და აიყვანეს ტიმ დანკანი .
ავატარი
Gaucho ავტორი
#25
დანკანმა მალევე დაიწყო 1997-98 წლების სეზონში დომინირება, სადაც საშუალო 21.1 ქულას და 11.9 მოხსნას აგროვებდა თითოეულ თამაშში როგორც ფორვარდი. დანკანი დასახელებული იქნა NBA All Star პირველ გუნდში, ამავე დროს მოიგო "წლის ახალბედის" ტიტული. სპურსმა საბოლოოდ სეზონი 56-26 შედეგით დაასრულა, რითაც გააუმჯობესეს თავისი რეკორდი "ყველაზე გაუმჯობესებული ერთი სეზონის შედეგით", თუმცა კიდევ ერთხელ დამარცხდნენ დასავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალში იუტა ჯაზის წინააღმდეგ. 1998 წლის 14 მარტს, როდესაც შინ მართავდა შეხვედრას ჩიკაგო ბულზის წინააღმდეგ, მოხდა დასწრების რეკორდული მაჩვენებელი - 37 492. ალამოდომში ეს ხალხის რაოდენობა მოვიდა, რადგან ენახა
მაიკლ ჯორდანის უკანასკნელი ვიზიტისთვის როგორც ბულზის წევრი, რომელმაც საბოლოოდ მე-3 ზედიზედ ჩემპიონის ტიტული მოიტანა, ხოლო უკანასკნელ 8 წელში კი 6 ტიტულის მოპოვება შეძლო.
ავატარი
Gaucho ავტორი
#26
ჯანმრთელი რობინსონის და დანკანის ლიდერობით, რომლებსაც ასევე ვეტერანი მარიო ელი და ჯერომ კერსი ედგათ გვერდში, მომავალ სეზონს დიდი იმედით ხვდებოდნენ. ასევე ცდილობდნენ სეზონი ცოტათი ადრე დაეწყოთ და ევარჯიშათ ერთად, რომ უფრო შეთამაშებულები ყოფილიყვნენ, თუმცა NBA მფლობელებმა, რომელსაც რწმუნებული დევიდ სტერნი მეთაურობდა, გამოაცხადეს გაფიცვა მოთამაშეებთან ხელშეკრულებების გამო. სეზონი გადადებული იქნა და მხოლოდ 1999 წლის იანვარში იქნა დაწყებული.
ავატარი
Gaucho ავტორი
#27
შემოკლებული 50 მატჩიანი სეზონის დროს, სპურსმა საბოლოოდ ლიგაში საუკეთესო 37-13 შედეგით დაასრულა (.740 მოგების რატიო). გუნდი იყო უბრალოდ დომინანტი პლეი-ოფში, სადაც 11-1 დაასრულა დასავლეთი კონფერენცია , მათ შორის 4-0 ნახევარ-ფინალში ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ და კონფერენციის ფინალშიც 4-0 პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის წინააღმდეგ. NBA ფინალში სპურსი დაუპირისპირდა ნიუ-იორკ ნიქსს, რომლებმაც შეძლეს ლიგის ისტორიის მანძილზე პირველად (და დღემდე ერთადერთი გუნდია) ფინალში გავიდნენ მე-8 ადგილიდან, ხოლო 25 ივნისს 5 თამაშში შეძლო დამარცხება სპურსმა და საბოლოოდ გუნდის ისტორიაში პირველი NBA ტიტული მოიპოვეს მედისონ სკვერ გარდენში .
დანკანი იქნა დასახელებული NBA ფინალის MVP. ასევე სპურსს სარეკორდო მაჩვენებელი გაუმჯობესდა, როდესაც ალამოდომში 39 514 მაყურებელი შეიკრიბა. ასევე სპურსი გახდა პირველი ყოფილი ABA გუნდი, რომელმაც გააღწია NBA ფინალში, და ასევე იყო პირველი ABA-ს გუნდი, რომელმაც მოიგო NBA ჩემპიონის ტიტული და დღემდე ერთადერთია ამ საკითხში.
ავატარი
Gaucho ავტორი
#28
მას შემდეგ რაც გუნდმა მოიგო NBA ჩემპიონობა, სპურსი კვლავ ინარჩუნებდა საუკეთესო გუნდის სტატუსს ლიგაში 1999-2000 წლების სეზონში, სადაც შუა-დასავლეთ დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა. თუმცა სეზონის მეორე ნახევრისკენ, დანკანმა მუხლის ტრავმა მიიღო და სპურსმა მეორე ადგილზე დაასრულა რეგულარული სეზონი 53-29 შედეგით. დანკანის გარეშე, სპურსი იქნა დამარცხებული პლეი-ოფში ფინიქს სანსის მიერ 4 თამაშში.
სპურსმა დაასრულა 58-24 შედეგით შემდეგი ორი 2000-01 და 2001-02 სეზონები, პლეი-ოფში კი კონფერენციის ფინალში და 2002 წელს კი კონფერენციის ნახევარ-ფინალში, ორივეჯერ 5 თამაშში და ორივეჯერ ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ წააგო.
ავატარი
Gaucho ავტორი
#29
კვლავ ჩემპიონები (2002-2003)
2002-03 წლების სეზონში, გუნდმა იცოდა, რომ ეს სეზონი იქნებოდა დასამახსოვრებელი სულ ცოტა ორი მიზეზის გამო. ერთი ის იყო, რომ რობინსონმა განაცხადა, რომ ეს იქნებოდა მისი უკანასკნელი სეზონი NBA-ში . ასევე გუნდი გადადიოდა ახალ არენაზე - SBC Center (რომელიც მოგვიანებით AT&T ცენტრი გახდა). ასევე გუნდმა დაიბრუნა პირველყოფილი გუნდის ფერები ვერცხლისფერი, შავი და თეთრი და ლოგოზეც შესაბამისად ეს ფერები იქნა გამოსახული.
ავატარი
Gaucho ავტორი
#30
სპურსის ახალი ვერსია იყო ძალიან განსხვავებული იმ გუნდისგან, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მოიგო ჩემპიონის ტიტული. მეორე-წლის ფრანგი ვარსკვლავი ტონი პარკეტი არჩეული იქნა 2001 წლის დრაფტზე სპურსისთვის პირველ ნომრად, რომელმაც 2002-03 სეზონი სპურსის დამწყები პოინტ გარდი იყო. ასევე გუნდში გადმოვიდნენ 3 ქულიანი მოთამაშეები, როგორებიც არიან: სტეფან ჯექსონი, დენი ფერი, ბრიუს ბოუენი, სტივ კერი, სტივ სმიტი და არგენტინელი მანუ ჯინობილი, რომელიც 1999 წლის დრაფტზე იქნა არჩეული მეორე ნომრად და NBA სეზონს კი პირველად ატარებდა. უსახური სეზონის დაწყების მიუხედავად, სადაც მათ პირველი ორი თამაში წააგეს, გუნმა შეძლო SBC Center-ში ტორონტო რაპტორსის 91–72 დამარცხება. [15] იანვრის თვეში გუნდი უკვე 19-13 შედეგით იყო. მძიმე იყო 25 იანვრიდან 16 თებერვლამდე განკუთვნილი კალენდარი, სადაც გუნდს 9 გასვლითი თამაში უნდა ჩაეტარებინა, თუმცა გუნდმა ბრწყინვალედ გაართვა ამ სიტუაციას თავი და 8 თამაშის მოგება შეძლო, საბოლოოდ კი სეზონი დალას მევერიქსთან გათანაბრებული შედეგით 60-22 დაასრულა, რაც ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო იმ წელს. სპურსმა შეძლო ზედიზედ მესამეჯერ დივიზიონის ტიტულის მოპოვება, ხოლო დანკანმა მეორეჯერ შეძლო NBA-ს MVP ტიტულის მოპოვება.
ავატარი
Gaucho ავტორი
#31
პლეი-ოფში სპურსმა დაამარცხა სანსი , ლეიკერსი და მევერიქსი,
NBA ფინალში კი ნიუ-ჯერსი ნეტსის შეხვდა. ეს შეხვედრა აღსაღნიშნავი ფაქტი იყო, რადგან ორი ABA ყოფილი გუნდი პირველად შეხვდა ერთმანეთს ამ ეტაპზე. საბოლოოდ სპურსმა შეძლო სერიის 4-2 მოგება. როთაც ისტორიაში მეორე NBA ჩემპიონის ტიტული ჩაიწერეს ანგარიშზე. დანკანი დასახელებული იქნა როგორც NBA რეგულარული სეზონის, ასევე ფინალის MVP. რობინსონმა როგორც თქვა სეზონის დაწყების წინ, ისეც მოიქცა და საბოლოოდ წავიდა კალათბურთიდან. NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით, სპურსმა ხელი შეუშალა ნიუ-ჯერსის რომ ერთ სეზონში დუბლი შეესრულებინა NBA და NHL მოგებით ( ნიუ-ჯერსი დევილსმა შეძლო მოგება NHL სტენლის თასი).